„საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით განსაზღვრული „ა“ და „ბ“ ჯგუფების საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 16 სექტემბრის N2-217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით განსაზღვრული „ა“ და „ბ“ ჯგუფების საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 16 სექტემბრის N2-217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-123
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 27/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.032.016152
2-123
27/06/2014
ვებგვერდი, 27/06/2014
340170000.22.032.016152
„საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით განსაზღვრული „ა“ და „ბ“ ჯგუფების საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 16 სექტემბრის N2-217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
„საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით განსაზღვრული „ა“ და „ბ“ ჯგუფების საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 16 სექტემბრის N2-217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-123

2014 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით განსაზღვრული „ა“ და „ბ“ ჯგუფების საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 16 სექტემბრის №2-217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1
„საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით განსაზღვრული „ა“ და „ბ“ ჯგუფების საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 16 სექტემბრის №2-217 ბრძანებაში (სსმ, 110, 20/09/2005, სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.032.007.723) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებულ „საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით განსაზღვრული ,,ა“ და ,,ბ“ ჯგუფების საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესებს“ დაემატოს „ღორის კლასიკურ ჭირთან ბრძოლის პროფილაქტიკურ და საკარანტინო ღონისძიებათა წესი“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრიშალვა ფიფია



ღორის კლასიკურ ჭირთან ბრძოლის პროფილაქტიკურ

და საკარანტინო ღონისძიებათა წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ღორის კლასიკური ჭირი (Pestis suum) – (შემდგომში - ჭირი), ღორის ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, სისხლძარღვებისა და სისხლმბადი ორგანოების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის  დაზიანება, მსხვილი ნაწლავების კრუპოზულ-დიფთერიული ანთება.

2. ჭირთან დაკავშირებულ ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - სააგენტო).


მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
წინამდებარე წესის მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ღორი - ცხოველი ღორების ოჯახიდან, მათ შორის, გარეული ღორი;

ბ) გარეული ღორი - ღორი, რომლის შენახვა და მოშენება არ ხდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე;

გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისათვის, მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობებით ან მათ გარეშე. სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი არ მოიცავს სასაკლაოს, სატრანსპორტო საშუალებას და, ასევე, შემოღობილ ტერიტორიას, სადაც ბინადრობენ გარეული ღორები და მათზე ნებადართულია ნადირობა;

დ) ფერმა - ობიექტი, სადაც ხდება ღორების მოშენება ან შენახვა, მუდმივად ან დროებით;

ე) ჭირით ინფიცირებული ღორი - ღორი ან ღორის სხეული, რომელშიც კლინიკური სიმპტომებით, სიკვდილის შემდგომი დაზიანებებით ან ლაბორატორიული გამოკვლევით დასტურდება ჭირის არსებობა;

ვ) ჭირის ეპიზოოტია - ჭირის ერთი ან მეტი შემთხვევის გამოვლენა მოცემულ ტერიტორიაზე;

ზ) ჭირის პირველადი ეპიზოოტია - დაავადების გამოვლენა, რომელიც ეპიზოოტიურად არ არის დაკავშირებული ქვეყნის იმავე რეგიონში წინა გამოვლენასთან, ან პირველი გამოვლენა ქვეყნის სხვა რეგიონში;

თ) ინფიცირებული ზონა - ტერიტორია, სადაც გარეულ ღორებში დადასტურებულია ჭირის ერთი ან მეტი შემთხვევა და ადგილზე განხორციელდა წინამდებარე წესის მე-15 ან მე-16 მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებები;

ი) გარეული ღორების მეტაპოპულაცია - გარეული ღორების ნებისმიერი ჯგუფი ან ქვეპოპულაცია, რომელთაც შეზღუდული კონტაქტი აქვთ სხვა ჯგუფებთან ან ქვეპოპულაციასთან;

კ) მფლობელი - პირი, რომელსაც ჰყავს ღორები საკუთრებაში ან ფლობს აღნიშნულ ცხოველებს ფინანსური მოგების ან სხვა მიზნით;

ლ) სააგენტოს მიერ უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმი (შემდგომში - უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმი) - ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული, შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სააგენტოს მიერ უფლებამოსილია ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის;

მ) დამუშავება - მაღალი რისკის მასალისადმი  განხორციელებული ქმედების ერთ-ერთი სახე ჭირის ვირუსის განეიტრალების მიზნით;

ნ) სურსათის ნარჩენი - ნარჩენი რესტორნიდან, საზოგადოებრივი კვების ობიექტიდან ან სამზარეულოდან, ფერმერების ან ღორების მომვლელი პირების საოჯახო მეურნეობიდან;

ო) ვაქცინა - იმუნიტეტის წარმოქმნის უნარის მქონე ვაქცინა, რომელიც განსხვავდება ველურ ბუნებაში ვირუსის სპონტანური ინფექციით გამოწვეული იმუნური რეაქციისაგან;

პ) დაკვლა - ცხოველის სიკვდილის გამოწვევა სისხლის გამოშვებით;

ჟ) ღორების მაღალი სიმჭიდროვის ზონები - ნებისმიერი გეოგრაფიული ზონა 6 კილომეტრის რადიუსით იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გარშემო, სადაც მოთავსებულია ჭირის ვირუსით სავარაუდოდ ინფიცირებული ღორები, თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე ღორების განთავსების სიმჭიდროვე აღემატება 800 ღორს ერთ კვადრატულ კილომეტრზე ან ფერმებში - 300 ღორს ერთ კვადრატულ კილომეტრზე;

რ) კონტაქტური ფერმა - ობიექტი, სადაც ჭირი შეიძლება გამოვლინდეს ადგილმდებარეობის, პირების, ღორების ან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებების შედეგად ან სხვა გზით;

ს) ეპიზოოტიური კერა -  ღორის სადგომი ან ირგვლივ მყოფი ტერიტორია, რომელზეც იმყოფება ჭირის აღმძვრელის ერთი ან რამდენიმე წყარო;

ტ) არაკეთილსაიმედო პუნქტი - დასახლებული ადგილი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან მეღორეობის ფერმა, რომლის ტერიტორიაზე  აღმოჩენილია ერთი ან მეტი ეპიზოოტიური კერა.


მუხლი 3. ჭირის შესახებ შეტყობინების ვალდებულება
1. ჭირის საეჭვო ან დადასტურებული ნებისმიერი შემთხვევის შესახებ, მფლობელი ვალდებულია  აცნობოს სააგენტოს.

2. ჭირის დადასტურების ნებისმიერ  შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია დაავადების შესახებ გაუგზავნოს შეტყობინება და მიაწოდოს ინფორმაცია საერთაშორისო ეპიზოოტიურ ბიუროს (OIE), დადგენილი წესით.


მუხლი 4. ჭირის პროფილაქტიკა და ზომები ჭირის არსებობაზე ეჭვის მიტანის შეთხვევაში 
1. ჭირის ვირუსის შეტანისაგან, ფერმის დაცვის მიზნით, მფლობელი ვალდებულია:

ა) ფერმა დააკომპლექტოს ჭირზე კეთილსაიმედო ფერმიდან შეყვანილი  ჯანმრთელი ღორებით;

ბ) ახლად შეყვანილი ღორები შეინახოს იზოლირებულად 30 დღის განმავლობაში. მხოლოდ ჭირის ნიშნების არარსებობის შემთხვევაში, დაუშვას ისინი საერთო კოლტში ან გადაიყვანოს სხვა სადგომში ვეტერინარი ექიმის თანხმობით;

გ) არ დაუშვას:

გ.ა) ჭირის მიმართ არაკეთილსაიმედო ფერმასთან სამეურნეო კავშირი;

გ.ბ) კავშირი ისეთ ფერმასთან, რომელიც იყენებს ღორების საკვებად სასაკლაოს და სურსათის ნარჩენებს;

გ.გ) სხვა ღორების დაგრილება ფერმის ტერიტორიაზე მათი კუთვნილი კერატებით (მწარმოებლებით);

გ.დ) ტერიტორიაზე და ფერმაში უცხო პირებისა და ტრანსპორტის შესვლა, რომელიც არ არის დაკავშირებული უშუალოდ ტერიტორიის და ფერმის მომსახურეობასთან. ცალკეულ შემთხვევაში, ტერიტორიაზე შესვლა დასაშვებია  მფლობელის ნებართვით, ვეტერინარი ექიმის თანხმობით;

გ.ე) ტერიტორიაზე და ფერმაში შემსვლელი პირი, სანიტარულ გამშვებში შხაპის მიღების, სპეციალური ტანსაცმლისა  და ფეხსაცმლით შემოსვის გარეშე;

გ.ვ) ღორების გადაჯგუფება სხვა სადგომში ან მის ფარგლებს გარეთ, ვეტერინარი ექიმის ნებართვის გარეშე;                                         

დ) დაიცვას ვეტერინარულ - სანიტარული და ზოოჰიგიენური მოთხოვნები.

2. ფერმები უნდა იმყოფებოდეს დახურული ტიპის საწარმოო რეჟიმზე. მოსახლეობაში ღორების ეზოებრივი შენახვისას, მათი გამოზრდა უნდა ხდებოდეს იზოლირებულად, სპეციალურად აგებულ სადგომებში, ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვით.

3. საკვები სამზარეულოები განლაგებული უნდა იქნეს ფერმიდან მოშორებით და საკვების მიღების, შენახვის, მომზადების ტექნოლოგიური პროცესები ტარდებოდეს იზოლირებულად, ამ საქმიანობისათვის სპეციალურად გამოყოფილი პერსონალის მეშვეობით.

4. საერთო პროფილაქტიკურ ღონისძიებებთან ერთად, ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების საკითხს წყვეტს სააგენტო, ამ წესის და ვაქცინის დარიგების მოთხოვნათა  შესაბამისად:

ა) ეპიზოოტიური კერიდან ჭირის აღმძვრელის შეტანის უშუალო საშიშროების დროს;

ბ) ფერმაში, რომელიც კომპლექტდება ნაკრები სულადობით, ასევე რომლებიც იყენებენ ღორების საკვებად სასაკლაოს და სურსათის ნარჩენებს;

გ) ფერმაში, რომელიც მდებარეობს ხორცის გადამამუშავებელ საწარმოსთან ახლოს, ასევე ჭირის მიმართ არაკეთილსაიმედო ქვეყნის სახელმწიფო საზღვართან ახლოს;

დ) ფერმაში, რომელიც განლაგებულია ზონაში, სადაც არის, ან  უკანასკნელი სამი წლის მანძილზე აღინიშნებოდა გარეული ღორების ჭირით დაავადების შემთხვევები.

5. ჭირზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, მფლობელი ვალდებულია შეატყობინოს ამის შესახებ სააგენტოს და, უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმის მოსვლამდე,  გაატაროს შემდეგი ღონისძიებები:

ა) გამოაცალკევოს ავადმყოფი და დაავადებაზე საეჭვო ღორები და მიამაგროს მათ მოსავლელად სპეცტანსაცმლითა და ცალკე ინვენტარით აღჭურვილი მომვლელი პერსონალი;

ბ) არ დაუშვას ტერიტორიაზე და ფერმაში უცხო პირთა შესვლა, ასევე კავშირი ფერმებს შორის;

გ) აკრძალოს ღორების შეყვანა და გაყვანა, საკვების, მოწყობილობების და ინვენტარის, ღორების დაკვლისას მიღებული ხორცის და სხვა პროდუქტების, ასევე ნედლეულის გატანა, ღორების სულადობის გადაჯგუფება ტერიტორიის შიგნით;

დ) არ დაუშვას ტრანსპორტის გამოსვლა ტერიტორიიდან სადეზინფექციო დამუშავების გარეშე, ასევე ნაკელისა და ქვეშსაფენის გატანა ტერიტორიის გარეთ;

ე) ჭირზე ეჭვის მიტანის ინფორმაციის  მიღებისთანავე, სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმის გამოცხადება ადგილზე, რომელიც ვეტერინარ ექიმთან ერთად ღებულობს ზომებს დიაგნოზის დასადგენად და დაავადების გავრცელების ასაცილებლად.

6. ჭირის საეჭვო ნიშნების არსებობისას, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მთლიან სულადობაზე წესდება დაკვირვება. სააგენტომ, ვეტერინარ ექიმთან და მფლობელთან ერთად, უნდა უზრუნველყოს:

ა)  სხვადასხვა კატეგორიის ყველა ღორის კლინიკური დათვალიერება და დათვლა, მკვდარი და თითოეულ კატეგორიის მიხედვით, სავარაუდოდ ინფიცირებული ღორების ჩამონათვალის შედგენა, რომელიც  უნდა ახლდებოდეს თაობების დაბადების ან სიკვდილიანობის შემთხვევაში, მთელი საეჭვო პერიოდის განმავლობაში (საბოლოო დიაგნოზის დადგომამდე);

ბ) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვისა და ანალიზის ჩატარება, კონტაგიოზურობის ხარისხის დადგენა ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად;

 გ) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) სიტუაციის დაზუსტება ირგვლივ მყოფ პოპულაციაში;

დ) მკვდარი ღორების  ლეშების განადგურება ან უტილიზაცია, საეჭვო ფერმის ტერიტორიაზე;

ე) ფერმაში და მის ტერიტორიაზე ცოცხალი ღორების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში,  ცხოველთა სხვა სახეობების შეყვანისა და გაყვანის აკრძალვა. სააგენტომ უნდა გააგრძელოს აკრძალვები და მოითხოვოს შესაბამისი ზომების გამოყენება მღრღნელების და მწერების გასანადგურებლად.

7. დაუშვებელია დაკლული ცხოველის ტანხორცის, სავარაუდოდ ჭირით  ინფიცირებული ღორის ხორცის, მისი პროდუქტების, სპერმის, კვერცხუჯრედის და ემბრიონის, ცხოველის საკვების, ჭურჭლის, მასალების ან ნარჩენების გატანა სააგენტოს ნებართვის გარეშე.

8. უცხო პირების ან სატრანსპორტო საშუალებების ფერმის ტერიტორიაზე და ფერმის ტერიტორიიდან გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ სააგენტოს წერილობითი ნებართვის საფუძველზე. სატრანსპორტო საშუალებას შესვლა-გასვლის დროს უკეთდება დეზინფექცია.

9. ფერმის ტერიტორიაზე და ფერმის  შესასვლელ - გასასვლელებში ეწყობა დეზობარიერი და დეზოხალიჩები. ფერმაში შემსვლელმა და გამომსვლელმა პირებმა უნდა შეასრულონ შესაბამისი ჰიგიენური პროცედურები, რომელიც საჭიროა ჭირის ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად.

10. ჭირის დიაგნოზს  ადგენენ ეპიზოოტოლოგიური, კლინიკური და პათანატომიური მონაცემების საფუძველზე. საბოლოო დიაგნოზი დგინდება ლაბორატორიის მიერ.  დიფერენციალური დიაგნოზისთვის უნდა გამოირიცხოს ღორის აფრიკული ცხელება, ვირუსული განსტროენტერიტი, დიზენტერია, სალმონელოზი, პასტერელოზი, წითელი ქარი  და ჭირის ნიშნების მქონე სხვა დაავადებები.

 


მუხლი 5. ზომები ფერმაში ჭირის დადასტურების შემთხვევაში
1. ჭირის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს შორის, კომპეტენციის ფარგლებში, ხორციელდება თანამშრომლობა ურთიერთდახმარებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:   

ა) ვეტერინარული კარანტინის დროს ცხოველთა საკარანტინო დაავადებების აღმძვრელის გავრცელების, ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციისათვის, კარანტინის დაწესებას, მოხსნას და მისი განხორციელების ხელშეწყობას;

ბ) ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, ცხოველთა დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური და იძულებითი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას.

2. ჭირზე კარანტინი  წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე:

ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე − სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის მიერ;

ბ) ერთზე მეტი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე − ამ თვითმმართველ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ან საქართველოს მთავრობის მიერ.                                                                                                                                                                                                                                                                                                 

3. არაკეთილსაიმედო პუნქტის ტერიტორიაზე კარანტინის პირობებით იკრძალება:

ა) ფერმიდან ღორების გაყვანა და ფერმაში შეყვანა, ასევე უმი ხორცის, ორგანოებისა და მეცხოველეობის სხვა პროდუქტების გატანა;

ბ) ვეტერინარი ექიმის  ნებართვის გარეშე ღორების გადაჯგუფება და დაკვლა;

გ) ყველა სახის ტრანსპორტის გასვლა, ასევე მომსახურე პერსონალის გასვლა ზედა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის სანიტარული დამუშავების გარეშე;

დ) კარანტინს დაქვემდებარებული, დამცავი და საკონტროლო ზონებიდან ცოცხალი ღორის, ღორის ხორცის და მისი უმი პროდუქტების ბაზრებსა და ბაზრობებზე გაყიდვა;

ე) მოსახლეობისა და სხვა უცხო პირების, ტრანსპორტის შესვლა, თუ ის დაკავშირებული არ არის  არაკეთილსაიმედო პუნქტის ტერიტორიაზე არსებულ სხვა ობიექტების მომსახურებასთან;

ვ) მეცხოველეობაში გამოსაყენებელი ცხოველის საკვების დამზადება და გატანა.

4. სააგენტომ ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ზომების გარდა უნდა გამოიყენოს სხვა ზომები, მათ შორის:

ა) ჭირის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ფერმაში არსებული ყველა ღორის დაუყოვნებლივ დაკვლა სააგენტოს ზედამხედველობით;

ბ) ღორების დაკვლის შემდეგ აღებული სათანადო რაოდენობის ნიმუშების გამოკვლევისათვის გადაგზავნა შესაბამის ლაბორატორიაში, რათა დადგინდეს ჭირის შეტყობინებამდე  ფერმაში ჭირის შეტანის გზები და  მისი შესაძლო არსებობის დროის ხანგრძლივობა;

გ) მკვდარი ან დაკლული ღორის გამოშიგნული სხეულის დამუშავება სააგენტოს ზედამხედველობით;

დ) ფერმაში ჭირის სავარაუდო შეტანის და სათანადო ზომების გატარების პერიოდებს შორის შეგროვებული ღორის სპერმის,  კვერცხუჯრედის და ემბრიონების აღრიცხვა და განადგურება სააგენტოს ზედამხედველობით;

ე) სავარაუდოდ ინფიცირებული ყველა ნარჩენის, მათ შორის ფურაჟის განადგურება, ასევე, ყველა ერთჯერადი მასალის განადგურება,  რომელიც შეიძლება დაინფიცირდეს დაკვლის დროს. აღნიშნული განადგურებული უნდა იქნეს სააგენტოს ზედამხედველობით;

ვ)  ღორების მოცილების შემდეგ, ღორების განთავსებისათვის გამოყენებული სადგომები, გატყავებული და გამოშიგნული სხეულის ტრანსპორტირებისათვის გამოყენებული საშუალებები და მოწყობილობა, ექსკრემენტები და სუსპენზიები, რომლებიც შესაძლოა დაინფიცირდეს, უნდა გაიწმინდოს, მოხდეს მათი დეზინფექცია ან დამუშავება ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად;

ზ) ჭირის პირველადი ეპიზოოტიის შემთხვევაში, ჭირის ვირუსის გამოყოფა  და გენეტიკური ტიპის დადგენა ლაბორატორიული გამოკვლევის გზით;

თ) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის  განხორციელება ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად;

ი)  ფერმის შემდგომი დაკომპლექტებისას, ღორების ვაქცინაციის საკითხის გადაწყვეტა ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტისა და ვაქცინის დარიგების მოთხოვნათა შესაბამისად.

5. რეპროდუქტიულ ფერმაში, სადაც არაკეთილსაიმედო სულადობის დაკვლა მიზანშეწონილად არ მიიჩნევა, სააგენტო აწარმოებს ღორების ყოველდღიურ კლინიკურ დათვალიერებას და თერმომეტრიას. კლავენ ყველა ავადმყოფ და ავადმყოფობაზე საეჭვო ღორს, ასევე ზრდა - განვითარებაში ჩამორჩენილ და სუსტ, ფილტვისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონე სულადობას. ნორმალური ტემპერატურის მქონე ყველა დანარჩენ სულადობას, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ცრიან ჭირის საწინააღმდეგოდ ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის და ვაქცინის დარიგების მოთხოვნათა შესაბამისად - შემჭიდროვებულ ვადაში.  ვაქცინაციის შემდეგ ახდენენ აცრილ ღორებზე კლინიკურ დათვალიერებას და მაღალი ტემპერატურის, ძლიერი დათრგუნვისა და უმადობის გამოვლენისას, სულადობა იკვლება.

6. ზოოპარკებში, ნაკრძალებში, ლაბორატორიებში, სადაც ღორების შენახვა ხდება მეცნიერული მიზნებისთვის ან სახეობების ან იშვიათი ჯიშების დაცვის მიზნებისთვის,  ჭირის ეპიზოოტის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტომ შეიძლება განახორციელოს გადაუდებელი ვაქცინაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ეპიზოოტიურ კერებში ჭირის შეჭრა-შეტანის გზებისა და დროის დადგენა.

8. ჭირის შეჭრა-შეტანის და ოფიციალური ზომების მიღების პროცედურებს შორის შეგროვებული სპერმა, კვერცხუჯრედი და ემბრიონი უნდა აღირიცხოს და განადგურდეს საააგენტოს კონტროლის ქვეშ.

9.  სავარაუდოდ ინფიცირებული ყველა ნივთი, ინვენტარი და ნარჩენი უნდა დამუშავდეს. ყველა ერთჯერადი მასალა, რომელიც შეიძლება დაიფინცირდეს (მათ შორის, დაკვლის პროდუქტებისთვის გამოყენებული) უნდა განადგურდეს. აღნიშნული ზომები უნდა განხორციელდეს უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმის მითითებების შესაბამისად.

10. სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დაავადებული და დაავადებაზე საეჭვო ღორები იკვლება სანიტარულ სასაკლაოზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სასაკლაოზე ცალკე ცვლაში. ხორცისა და მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავება-გამოყენების საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. სასაკლაოზე ღორების დასაკლავად შეყვანა და დაკვლის პროდუქტების შეტანა ხდება სითხეგაუმტარი ძარიანი ავტოტრანსპორტით. იკრძალება გზაზე  გაჩერება და ღორების დაკვლა. გადაზიდვის ყოველ შემთხვევაზე გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ვეტერინარული დოკუმენტი. სასაკლაოდან გამოსვლისას ავტომანქანები გულმოდგინედ იწმინდება (ირეცხება) და უტარდება დეზინფექცია, ჭირის გასანეიტრალებლად დატვირთვა - გადმოტვირთვაზე მომუშავე პირთა  სპეცტანსაცმელი დეზინფიცირდება.

12. სასაკლაოში ჭირით დაავადებული და სავარაუდოდ დაინფიცირებული ღორების გადაყვანისა და ტანხორცის გადატანისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება  ღორების მფლობელსა და სასაკლაოს მფლობელ ბიზნესოპერატორს. 

13. ჭირით დაავადებული, დაავადებაზე და გაუვნებლებაზე საეჭვო ღორების, ასევე ჭირის საწინააღმდეგოდ აცრილ და დაკვლის წინ მაღალი ტემპერატურის მქონე ღორის პროდუქტების გამოყენება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესით.

14. ჭირით მკვდარი ცხოველების ლეშებს სპობენ დაწვით და ღრმად ჩამარხვით, ხოლო უტილიზაციის დანადგარის არსებობის შემთხვევაში კი უტარებენ უტილიზაციას.


მუხლი 6. ზომები ფერმებში ჭირის დადასტურების შემთხვევაში
ჭირის დადასტურების შემთხვევაში, ღორების გასუქებისათვის, სააგენტოს შეუძლია არ განახორციელოს ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები ისეთ ფერმებში, სადაც გამოყოფილია ცალკე სადგომები ღორების განთავსებისათვის, მოვლა-შენახვისა და კვებისათვის და ჭირის გავრცელება ერთი სადგომიდან მეორეში შეუძლებელია.

მუხლი 7. ზომები კონტაქტურ ფერმებში 
1. კონტაქტურია ფერმა, თუ უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმი ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შედეგად აღმოაჩენს ან ჩათვლის, რომ ჭირი შეტანილია ამ წესის მე-4 ან  მე-5 მუხლში მითითებული ფერმიდან.

2. ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები გამოყენებული უნდა იქნეს ასეთ ფერმებში მანამ, სანამ  არ გამოირიცხება ჭირის არსებობის ეჭვი.

3. ეპიზოოტიური სიტუაციიდან გამომდინარე, სააგენტომ კონტაქტურ ფერმებში უნდა გამოიყენოს ამ წესის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული  ზომები. 


მუხლი 8. ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვა
ჭირის ეპიზოოტიასთან ან საეჭვო შემთხვევებთან დაკავშირებით, ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვა წარმოებს ამ წესის მე-20 მუხლში მითითებული საგანგებო გეგმების ფარგლებში მომზადებული კითხვარის საფუძველზე.  თუ გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ჭირი შეიძლება გავრცელდეს სხვა მეზობელ სახელმწიფოებში, მათ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ამის შესახებ.

მუხლი 9. დამცავი და საკონტროლო ზონების შექმნა 
1. ჭირის დიაგნოზის ოფიციალურად დადასტურებისთანავე, სააგენტომ, ეპიზოოტიის კერის გარშემო, არანაკლებ 6 კმ რადიუსით, უნდა შექმნას საკონტროლო ზონა, რომელიც თავისთავად მოიცავს დამცავ ზონას,  არანაკლებ 3 კმ რადიუსის ფარგლებში. ამ წესის მე-10 და მე-11 მუხლებში მითითებული ზომები მიღებულ უნდა იქნეს შესაბამის ზონებში.

2. ზონების შექმნისას, სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს:

ა) ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად განხორციელებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შედეგები;

ბ)  ბუნებრივი და ხელოვნური საზღვრები;

გ) ფერმების ადგილმდებარეობა და სიახლოვე;

დ) გადაადგილების და ღორებით ვაჭრობის პრინციპები და სასაკლაოს ხელმისაწვდომობა;

ე) სადგომები და პერსონალი, რომელიც აკონტროლებს ღორების ნებისმიერ გადაადგილებას აღნიშნულ ზონებში, დასაკლავი ღორების ფერმიდან გაყვანის აუცილებლობა.

3. თუ ზონა მოიცავს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიის ნაწილსაც, შესაბამისმა უწყებებმა უნდა ითანამშრომლონ სააგენტოსთან ზონის დადგენის  საკითხზე.

4. სააგენტომ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, მათ შორის, გამოიყენოს შესამჩნევი აღნიშვნები და გამაფრთხილებელი შეტყობინებები, მედიარესურსები, იმის უზრუნველსაყოფად, რომ დამცავ და საკონტროლო ზონებში მყოფი პირები სრულად იყვნენ ინფორმირებულნი ამ წესის მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად მოქმედი შეზღუდვების შესახებ.


მუხლი 10. ზომები შექმნილ დამცავ ზონებში 
1. საკარანტინო მოთხოვნებით, სააგენტო, ეპიზოოტის კერის გარშემო, არანაკლებ 6 კმ რადიუსით, ქმნის საკონტროლო ზონას, რომელიც შედის არანაკლებ 3 კმ რადიუსის ფარგლების მქონე დამცავ ზონაში.  სააგენტომ, დამცავ ზონებში, უნდა უზრუნველყოს შემდეგი ზომების განხორციელება:

ა) ღორების კლინიკური შემოწმების, საიდენტიფიკაციო ნიშნების და რეგისტრაციის შემოწმებისათვის, ყველა ფერმის უმოკლეს დროში აღწერა, ვეტერინარი ექიმის მიერ;

ბ) საზოგადოებრივი სარგებლობის ან ფიზიკურ პირთა მფლობელობაში არსებულ გზებზე ღორების გადაადგილების და ტრანსპორტირების აკრძალვა, თუ ეს ღონისძიებები არ ზღუდავს ფერმებთან დაკავშირებას და ამ მუხლის მე-5 პუნქტით  მითითებული გადაადგილება ნებადართული არ იქნება სააგენტოს მიერ. აღნიშნული აკრძალვა არ გამოიყენება ღორების ავტომაგისტრალით ან რკინიგზით გადაყვანისას, გადმოტვირთვის ან შესვენების გარეშე. შეზღუდვა ვრცელდება დამცავი ზონის ფარგლებს გარე ტერიტორიიდან მომავალი და აღნიშნულ ზონაში მდებარე სასაკლაოსკენ მიმავალ გზაზეც.

2. სატვირთო ავტომობილები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები, მოწყობილობა, რომელიც შეიძლება ინფიცირებული იყოს (გატყავებული და გამოშიგნული ღორი, ფურაჟი, ნაკელი და სხვა) უნდა გაიწმინდოს (გაირეცხოს), მოხდეს მათი დეზინფექცია ამ წესის მე-12 მუხლში განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ღორების გადაზიდვაში გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება არ შეიძლება გავიდეს დამცავი  ზონიდან გაწმენდისა (გარეცხვის) და დეზინფექციის, შემდგომში კი სააგენტოს ნებართვის გარეშე.

3. დაუშვებელია სხვა შინაური ცხოველის ფერმაში შეყვანა ან ფერმიდან გაყვანა სააგენტოს  თანხმობის  გარეშე.

4. ფერმაში ღორების დაავადების და სიკვდილიანობის შემთხვევები უნდა ეცნობოს სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს დაავადებული და მკვდარი   ღორების   ლაბორატორიულ გამოკვლევას.

5. დაუშვებელია ღორების ფერმიდან გაყვანა, სადაც ისინი იმყოფებიან ინფიცირებული ფერმის დასუფთავების და დეზინფექციის დასრულებიდან არანაკლებ 30 დღის მანძილზე. 30 დღის შემდგომ ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული პირობის საფუძველზე, სააგენტოს შეუძლია დაუშვას აღნიშნული ფერმიდან ღორების გაყვანა მხოლოდ:

ა) მის მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე;

ბ) გადასამუშავებელ საწარმოში ან შესაბამის ადგილზე, სადაც მოხდება ღორების დაუყოვნებლივ დაკვლა და მათი სხეულის დამუშავება სააგენტოს ზედამხედველობით.

6. სპერმა, კვერცხუჯრედი და ემბრიონი არ უნდა იქნეს გატანილი დამცავ ზონაში მდებარე ფერმიდან.

7. პირი, რომელიც შედის ფერმაში ან გამოდის ფერმიდან, ვალდებულია დაიცვას შესაბამისი ჰიგიენური მოთხოვნები.

8. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული აკრძალვების 30 დღეზე მეტი ხნის გაგრძელების შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია, მფლობელის დასაბუთების შემდეგ, დაუშვას ღორების ფერმიდან გაყვანა დამცავ ზონაში, საიდანაც ღორები პირდაპირ გადაყვანილ უნდა იქნან:

ა) დაუყოვნებლივ დაკვლის მიზნით სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე, რომელიც უმჯობესია მდებარეობდეს  დამცავ ან საკონტროლო ზონაში;

ბ) გადასამუშავებელ ქარხანაში ან შესაბამის ადგილზე, სადაც ხდება ღორების დაუყოვნებლივ დაკვლა და მათი ტანხორცის დამუშავება სააგენტოს ზედამხედველობით.

9. ამ მუხლის მე-10 პუნქტის გამოყენებაზე მითითების შემთხვევაში,  სააგენტოს შეუძლია  დაუშვას  აღნიშნული  ფერმიდან ღორების გაყვანა იმ პირობით რომ: 

ა) უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმი განახორციელებს ფერმაში არსებული ამ ღორების კლინიკურ შემოწმებას. შემოწმებისას აუცილებელია სხეულის  ტემპერატურის  გაზომვა,  საიდენტიფიკაციო  ნიშნების და რეგისტრაციის შემოწმება;

ბ)    ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული  შემოწმება არ ადასტურებს ჭირის არსებობას;    

გ) სატრანსპორტო  საშუალებები, სადაც  მოთავსებულია ღორები დალუქული უნდა იყოს  სააგენტოს მიერ;

 დ) სატრანსპორტო საშუალება და მოწყობილობა დაუყოვნებლივ გასუფთავდება (გაირეცხება) და მოხდება მისი დეზინფექცია ტრანსპორტირების შემდეგ ამ წესის მე-12  მუხლში  განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

ე) ღორების მოკვლის ან დაკვლის შემდეგ აღებული ნიმუშები გაიგზავნება ლაბორატორიაში,  ფერმაში ჭირის  არსებობის დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით.

10.  თუ ღორების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს  სასაკლაოზე, აუცილებელია, რომ:

ა) სასაკლაოზე პასუხისმგებელი პირი წინასწარ ინფორმირებული იყოს სასაკლაოზე  ღორის გადაყვანის   შესახებ;

ბ) სასაკლაოზე ღორების  განთავსება და დაკვლა უნდა მოხდეს ღორების სხვა პარტიისაგან  განცალკევებით;

გ) განსაზღვრულ სასაკლაოზე ღორების  დაკვლისწინა და დაკვლის შემდგომი შემოწმების დროს, სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს ღორის ჭირის არსებობის ნიშნები;

დ) ასეთი ღორის ხორცის მარკირება მოხდეს  სპეციალური შტამპით. შტამპი უნდა იყოს ოვალური ფორმის, რომელზეც გავლებულია ორი პარალელური სწორი ხაზი, მათ შორის მანძილი სულ მცირე 1 სმ-ს უნდა შეადგენდეს,  ხაზი უნდა კვეთდეს ოვალური ფორმის წრეს ისე, რომ მასზე დატანებული ინფორმაცია გარკვევით იკითხებოდეს. ამასთან, ორი პარალელური ხაზი ისევე აშკარა უნდა იყოს, როგორც ნიშნის გარე კიდე/ნაპირი ან ასეთი ღორის ხორცი ექვემდებარება განაცალკევებით გადამუშავებას და ის შეიძლება ჩაერთოს საერთაშორისო ვაჭრობაში იმ შემთხვევაში, თუ ხორცს გავლილი აქვს  დამუშავების შემდეგი სახე: 

დ.ა) სითბური დამუშავება ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში, ცენტრისკენული ძალით 3,00 ან მეტი;

დ.ბ)  დამუშავება ჰერმეტულ, დალუქულ ჭურჭელში (კონტეინერში) არანაკლებ 600 C ტემპერატურაზე 4 საათის განმავლობაში, რა პერიოდშიც ხორცის ნაჭრების სისქეში  ტემპერატურა 30 წუთის განმავლობაში უნდა იყოს 700c. აღნიშნული პროცესი უნდა ხორციელდებოდეს მუდმივი მონიტორინგის ქვეშ.

ე) ამ პუნქტის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დამუშავება   განხორციელდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღვრულ დაწესებულებაში, სადაც  ხორცი უნდა გაიგზავნოს  დალუქულ მდგომარეობაში.

 11. ამ მუხლის პირველი-მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ზომების გამოყენება დამცავ ზონაში უნდა გაგძელდეს არანაკლებ:

ა) ინფიცირებული  ფერმის  გაწმენდის  და  დეზინფექციის განხორციელებამდე;

ბ) ყველა ფერმის ღორების კლინიკური და ლაბორატორიული შემოწმების განხორციელებამდე, ჭირის შესაძლო გამოვლინების მიზნით, ინფიცირებული ფერმების წინასწარი გასუფთავების და დეზინფექციის დასრულებიდან 30 დღის შემდეგ.


მუხლი 11. საკონტროლო ზონებში გასატარებელი ზომები 
1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს საკონტროლო ზონებში  შემდეგი ზომების გამოყენება:

ა)  ზონის ყველა ფერმაში  არსებული სულადობის აღწერა;

ბ) საზოგადოებრივი სარგებლობის ან ფიზიკურ პირთა მფლობელობაში არსებულ გზებზე ღორების გადაადგილების და ტრანსპორტირების აკრძალვა, თუ ეს ღონისძიებები არ ზღუდავს ფერმებთან დაკავშირებას. აღნიშნული არ ეხება  ღორების ავტომაგისტრალით ან რკინიგზით  გადაყვანას გადმოტვირთვის  ან შეჩერების გარეშე. სააგენტოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა შეიძლება  დაწესდეს  საკონტროლო  ზონის ფარგლების გარე ტერიტორიიდან მომავალ და სასაკლაოს (თუ ის მდებარეობს საკონტროლო ზონაში) მიმართულებით ღორების დაუყოვნებლივ დაკვლისათვის გამოყენებულ გზაზეც;

გ) ღორების ან სხვა მასალის ტრანსპორტირებისათვის გამოყენებული იმ სატვირთო ავტომობილების, სატრანსპორტო საშუალებებისა და მოწყობილობის გადაადგილების აკრძალვა, ამ წესის მე-12 მუხლით განსაზღვრული პროცედურებით დადგენილი გაწმენდის, გარეცხვის და დეზინფექციის ჩატარებამდე;

დ) სხვა შინაური ცხოველის ფერმაში შეყვანისა და  ფერმიდან გამოყვანის აკრძალვა საკონტროლო ზონის შექმნიდან პირველი 7 დღის განმავლობაში; გამონაკლისი დაიშვება სააგენტოს ნებართვით;

ე) მფლობელისგან ფერმაში ღორების სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაციას მიღებისას, ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება;

ვ) ფერმიდან ღორების გაყვანის დაუშვებლობა ინფიცირებული ფერმის დასუფთავების და დეზინფექციის  დასრულებიდან სულ მცირე 21 დღის მანძილზე.  21 დღის შემდეგ, ამ წესის მე-10 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული პირობების თანახმად, სააგენტოს შეუძლია დაუშვას აღნიშნული ფერმიდან  ღორების გაყვანა იმ პირობით, რომ  მათი  გადაყვანა მოხდება:

ვ.ა)  სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე;

ვ.ბ) გადამამუშავებელ  საწარმოში ან ისეთ ადგილზე, სადაც  შესაძლებელია ღორების დაუყოვნებლივ  დაკვლა და მათი  სხეულის დამუშავება სააგენტოს  კონტროლის ქვეშ, ან გამონაკლის შემთხვევაში, დამცავი ზონის  ფარგლებში  მდებარე სხვა სადგომებში;

ზ) ღორების  სპერმის, კვერცხუჯრედისა  და ემბრიონის   დამცავ ზონაში მდებარე ფერმიდან გატანის აკრძალვა.

2. საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორთან შეთანხმების გათვალისწინებით, სააგენტოს შეუძლია სასაკლაოზე ტრასპორტირებულ და დაკლულ ღორებთან დაკავშირებით არ გაითვალისწინოს ამ წესის მე-10 მუხლის მე-9 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-10 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები, ღორის ხორცის მარკირებასთან, მის შემდგომ გამოყენებასთან, დამუშავებული პროდუქტის საბოლოო  გამოყენების ადგილთან დაკავშირებით.

3. ნებისმიერი პირი, რომელიც შედის ან  გამოდის ფერმიდან ვალდებულია  დაიცვას პირადი ჰიგიენური წესი, რომელიც საჭიროა ჭირის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით.

4. თუ  ამ   წესის  მე-10 მუხლის  პირველ პუნქტში მითითებული აკრძალვები  გაგრძელდა 30-ზე მეტი დღის განმავლობაში,  სააგენტოს შეუძლია, ფერმის მფლობელის დასაბუთების შემდეგ, დაუშვას ღორების ფერმიდან გაყვანა საკონტროლო ზონაში, რომელიც პირდაპირ გადაყვანილი უნდა იქნას:

ა) სააგენტოს მიერ განსაზღვრული სასაკლაოზე, უმჯობესია დამცავი ან საკონტროლო ზონის ფარგლებში;

ბ) გადასამუშავებელ ქარხანაში  ან სხვა ადგილზე, სადაც შესაძლებელი იქნება ღორების დაუყოვნებელი დაკვლა და მათი სხეულის დამუშავება სააგენტოს  კონტროლის ქვეშ,  ან, გამონაკლის შემთხვევაში, დამცავი ზონის ფარგლებში მდებარე სხვა შენობა - ნაგებობებში.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ზომების  გამოყენება დამცავ ზონაში  კვლავ უნდა  გაგრძელდეს:

ა) ინფიცირებული ფერმის გაწმენდის (გარეცხვის), დასუფთავების და დეზინფექციის განხორციელებამდე:

ბ)  ფერმის ყველა ღორის კლინიკურ და ლაბორატორიულ შემოწმებამდე  ჭირის  შესაძლო გამოვლინების მიზნით;

 გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული შემოწმებების განხორციელება დაუშვებელია  ინფიცირებული ფერმის წინასწარი  გასუფთავების და დეზინფექციის  დასრულებიდან 20 დღის  გასვლამდე.

 6.  დამცავ და საკონტროლო ზონებში ჭირის საწინააღმდეგოდ ვაქცინის გამოყენების  საკითხს წყვეტს სააგენტო ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის და ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების დარიგების შესაბამისად.


მუხლი 12. დასუფთავება და დეზინფექცია
1. დასუფთავებისა და დეზინფექციის პროცედურების საერთო პრინციპებია: 

ა) დასუფთავების და დეზინფექციის სამუშაოები და, საჭიროების შემთხვევაში,  ზომების განხორციელება მღრნელების და მწერების  გასანადგურებლად, სააგენტოს მითითებებითა და ზედამხედველობით;

ბ) გამოსაყენებელი სადეზინფექციო საშუალებების შერჩევა საგენტოს მიერ;

გ) სავალდებულოა სადეზინფექციო საშუალებების მოქმედების ეფექტურობის  შემოწმება გამოყენების წინ;

დ)  სადეზინფექციო საშუალებების  და დეზინფექციის პროცედურების შერჩევა დასამუშავებელი შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების და ობიექტის ტიპის გათვალისწინებით;

ე)  ცხიმის  მოსაცილებელი  ნივთიერებების და სადეზინფექციო საშუალებების  გამოყენება ისეთ პირობებში, რომ ზიანი არ მიადგეს ან არ შემცირდეს აღნიშნული  ნივთიერებების  მოქმედების ეფექტურობა. დაცული უნდა იქნას მწარმოებლის მიერ წარმოდგენილი  ტექნიკური პირობები, როგორიცაა წნევა, მინიმალური ტემპერატურა და საჭირო საკონტაქტო დრო.

2. დასუფთავებისა და დეზინფექციისას დაცული  უნდა იქნას  შემდეგი წესები:

ა) სადენზიფექციო საშუალებებით ქვეშსაფენის და ფეკალური მასის სრული  გაჟღენთვა;

ბ) სადგომების დემონტაჟის შემდეგ მიწის, იატაკის, ჭერისა და კედლების, ასევე მოწყობილობებისა  და ინსტალაციების გაწმენდა-გასუფთავება და ჯაგრისით გახეხვა;

გ) გაწმენდითი სამუშაოების დროს გამოყენებული წყლის გამოყენება უნდა მოხდეს იმდაგვარად, რომ თავიდან იქნას აცილებული  ჭირის გავრცელების რისკი;

დ) თუ გაწმენდა წარმოებს სითხეებით,  რომლებიც გამოიყენება წნევით, თავიდან უნდა იქნას აცილებული უკვე  გასუფთავებული  ნაწილის ხელახალი დაბინძურება;

ე) უნდა განხორციელდეს სავარაუდოდ დაბინძურებული მოწყობილობის, ინსტალაციის  და საგნების   გაწმენდა, დეზინფექცია ან განადგურება;

ვ) დეზინფექციის დამთავრების შემდეგ, თავიდან უნდა იქნას აცილებული  განმეორებითი დაბინძურება;

ზ) დასუფთავებისა და დეზინფექციების პროცედურებთან დაკავშირებული ყველა ღონისძიების შესახებ უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერები.  ჩანაწერები უნდა ინახებოდეს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთან და უნდა მიეწოდოს სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას.

3. ინფიცირებული ფერმების დასუფთავებისა და დეზინფექციის სპეციფიკური მოთხოვნებია:

ა) ცხოველების  დაკვლის დროს, ჭირის  ვირუსის  გავრცელების აცილების ან ასეთი საფრთხის მინიმუმამდე დაყვანისათვის ისეთი ზომების მიღება, რომელიც მოიცავს დროებითი სადეზინფექციო მოწყობილობების დამონტაჟებას, დამცავი ტანსაცმლით, შხაპებით უზრუნველყოფას, გამოყენებული მოწყობილობების, ინსტრუმენტების და შენობა-ნაგებობების გაწმენდას, ვენტილაციისთვის ენერგომომარაგების შეწყვეტას;

ბ) დაკლული ცხოველების გატყავებული და გამოშიგნული სხეულების  სადეზიფექციო საშუალებებით გაჟღენთვა:

 გ) დამუშავების მიზნით,  გატყავებული და გამოშიგნული სხეულების   ფერმიდან გატანის აუცილებლობისას, დახურული და  წყალგაუმტარი  კონტეინერების გამოყენება;

დ) ღორების დაკვლის დროს დაბინძურებული მიდამოს ამ წესის მე-12 მუხლში განსაზღვრული გამოსაყენებლად ნებადართული სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება;

ე)         ნებისმიერი ქსოვილის ან სისხლის, რომელმაც შეიძლება გაჟონოს დაკვლის ან გვამის გაკვეთის დროს, ფრთხილად შეგროვება და დამუშავება;

ვ) გამოყენებული სადეზინფექციო საშუალებების, დამუშავებულ  ზედაპირზე,  არანაკლებ  24 საათის განმავლობაში შენარჩუნება;

ზ)   საბოლოო დასუფთავება და დეზინფექცია:

ზ.ა) ნაკელისა და გამოყენებული ქვეშსაფენის ამ მუხლის  მე-3 პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გატანა და  დამუშავება;

ზ.ბ) ყველა ზედაპირიდან, ცხიმებისა და ჭუჭყის,  ცხიმის მოსაცილებელი  ნივთიერებების გამოყენებით მოცილება  და ზედაპირის   წყლით დამუშავება;

ზ.გ.) წყლით გარეცხვის შემდეგ, დამატებითი სადეზინფექციო  საშუალებების შესხურება;

ზ.დ.) შვიდი დღის შემდეგ, შენობა-ნაგებობების ცხიმის მოსაცილებელი ნივთიერებებით დამუშავება,  წყლის გადავლება, სადეზინფექციო საშუალებების  შესხურება და განმეორებით წყლის გადავლება.

4. დაბინძურებული ქვეშსაფენის, ნაკელის და წუნწუხის დეზინფექციისას:

ა) ქვეშსაფენის, ნაკელის და წუნწუხის სუსპენზია შენახული უნდა იქნას სითბოში და მოხდეს სადეზინფექციო საშუალებების შესხურება. ასეთი სუსპენზია დაყოვნებული უნდა იქნეს არანაკლებ 42 დღის განმავლობაში, ან განადგურდეს მიწაში ჩაფლვით;

ბ) სუსპენზია შენახული უნდა იქნეს ინფიცირებული მასალის ბოლო დამატებიდან არანაკლებ 42 დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა,  თუ   სააგენტო დაუშვებს შენახვის შემცირებულ   ვადას.

5. ღია ფერმის  შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია  განსაზღვროს დასუფთავების და დეზინფექციის  სპეციალური პროცედურები, ფერმის ტიპის და კლიმატური პირობების გათვალისწინებით.


მუხლი 13. ღორის დაავადების შემდგომი რეპოპულაცია (აღწარმოება)  ფერმაში
1. დაუშვებელია ამ წესის მე-5 მუხლში მითითებული ფერმის ღორების რეპოპულაცია (აღწარმოება),  ამ   წესის მე-12 მუხლით დადგენილი  გასუფთავების და დეზინფექციის სამუშაოების დასრულებიდან არანაკლებ 30 დღის განმავლობაში.

  2. ღორის რეპოპულაციის (აღწარმოება)  დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს  ფერმაში გამოყენებული ღორების გამოზრდის ტექნოლოგია, რომელიც უნდა დაექვემდებაროს შემდეგ პროცედურებს:

ა)  ღია ტიპის   ფერმასთან  დაკავშირებით,  ღორების  რეპოპულაცია (აღწარმოება)    უნდა მოხდეს ინდიკატორული ღორების შეყვანით, რომლებიც შემოწმებულია და რომლებზეც გამოვლენილია ჭირის მიმართ ანტისხეულების არსებობის ნეგატიური შედეგი, ან არიან იმ ფერმიდან, რომელიც არ ექვემდებარება რაიმე შეზღუდვას ჭირთან დაკავშირებით. ინდიკატორული ღორები უნდა განთავსდეს სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად, ინფიცირებული ფერმის მთელ  ტერიტორიაზე.  ფერმაში განთავსებიდან 40 დღის შემდეგ, უნდა მოხდეს ნიმუშის აღება და შემოწმება ანტისხეულების არსებობაზე.          თუ არც ერთ ღორს არ განუვითარდა ანიტისხეულები ჭირის მიმართ,  შესაძლებელი იქნება მათი სრული გამრავლება;

 ბ) სხვა ტიპის ფერმებში ღორების რეპოპულაცია (აღწარმოება) უნდა განხორციელდეს ამ მუხლის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში წარმოდგენილი საერთო რეპოპულაციის საფუძველზე იმ პირობით, რომ:

ბ.ა) ყველა ღორი შეყვანილი იქნება 20 დღის განმავლობაში იმ ფერმებიდან, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ შეზღუდვებს ჭირთან დაკავშირებით;

ბ.ბ) განმეორებით გამრავლებულ კოლტში არსებული ღორები დაექვემდებარება  სეროლოგიურ გამოკვლევას. ასეთი შემოწმებისათვის ნიმუშების აღება უნდა განხორციელდეს ღორების ბოლო შეყვანიდან არა უგვიანეს 40 დღის განმავლობაში.


მუხლი 14. ზომები ჭირის არსებობის შესახებ ეჭვის მიტანის და დადასტურების  შემთხვევაში სასაკლაოზე ან  სატრანსპორტო საშუალებებში 
1. სასაკლაოზე ან სატრანსპორტო საშუალებებში  ჭირის გაჩენის შესახებ ეჭვის შემთხვევაში, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს კვლევის ოფიციალური საშუალებების ამოქმედება აღნიშნული დაავადების დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით.

2. სასაკლაოზე ან სატრანსპორტო საშუალებებში, ჭირის გამოვლენის შემთხვევაში,  სააგენტომ უნდა უზრუნველყოს რომ:

ა) დაუყოვნებლივ დაიკლას ყველა ღორი;

 ბ) დაკლული ღორების გამოშიგნული და გატყავებული სხეული, შინაგანი ორგანოები და ცხოველური ნარჩენი დამუშავდეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ;

გ) შენობების და მოწყობილობების, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებების გასუფთავებისა და დეზინფექციის განხორციელება უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმის ზედამხედველობის ქვეშ ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად;

დ) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვა განხორციელდეს ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად;

ე) ჭირის იდენტიფიკაცია  განხორციელდეს  ლაბორატორიული გამოკვლევით;

ვ) ამ წესის მე-7 მუხლში მითითებული ზომები გამოყენებულ იქნეს იმ ფერმაში, საიდანაც არიან ინფიცირებული ღორები;  

ზ) არ მოხდეს სასაკლაოზე სხვა ცხოველის დაკვლა ან სატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვა, გასუფთავების და დეზინფექციის სამუშაოს დასრულებიდან არანაკლებ  24 საათის განმავლობაში.


მუხლი 15. ზომები გარეულ ღორებში ჭირის არსებობის ეჭვის  ან დადასტურების შემთხვევაში 
1. სააგენტომ, გარეული ღორების სავარაუდო დაინფიცირების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ყველა სათანადო ზომა ჭირის არსებობის დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით და მიაწოდოს ინფორმაცია მფლობელებს, მონადირეებს, გამოიკვლიონ და ლაბორატორიულად შეამოწმონ ყველა ნანადირევი და დაკლული ღორი.

2. გარეულ ღორებში ჭირის პირველადი ეპიზოოტიის  დადასტურებისთანავე, დაავადების გავრცელების აღსაკვეთად ან შესამცირებლად, სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდაშექმნას ექსპერტთა ჯგუფი ვეტერინარი ექიმების, მონადირეების, ბიოლოგების, ეპიდემიოლოგების შემადგენლობით, რომელიც სააგენტოს დაეხმარება:

ა) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) სიტუაციის დადგენაში;

ბ) დაინფიცირებულ ტერიტორიაზე გამოსაყენებელი შესაბამისი ზომების განსაზღვრაში. აღნიშნული ზომები შეიძლება მოიცავდეს ნადირობისა და გარეული ღორის ხორცით კვების აკრძალვას;

გ) ჭირის ლიკვიდაციის გეგმის შედგენაში;

დ) მონიტორინგის  ჩატარებაში, ინფიცირებული ტერიტორიიდან ჭირის ლიკვიდაციისათვის მიღებული ზომებიდან ეფექტურობის შემოწმების მიზნით.


მუხლი 16. გარეული ღორების პოპულაციაში ჭირის ლიკვიდაციის გეგმები 
ამ წესის მე-15 მუხლით დადგენილი  ზომების თანახმად, სააგენტომ, გარეულ ღორებში ჭირის პირველადი ეპიზოოტიის დადასტურებიდან 90 დღის განმავლობაში, უნდა შეიმუშაოს დაინფიცირებულ ტერიტორიაზე ჭირის ლიკვიდაციისათვის მისაღები და აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ ფერმებში გამოსაყენებელი ზომების წერილობითი გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:

ა) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვების, ამ წესის მე-15 მუხლის შესაბამისად განხორციელებული კონტროლის შედეგების და ჭირის გავრცელების არეალის შესახებ;

ბ)  ინფიცირებული ზონის შესახებ, რომლის განსაზღვრისას სააგენტომ  უნდა გაითვალისწინოს:

ბ.ა) განხორციელებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შედეგები და დაავადების  გავრცელების არეალი;

ბ.ბ) გარეული ღორების პოპულაცია აღნიშნულ ზონაში;

გ) ექსპერტთა ჯგუფის შესახებ;

დ) საინფორმაციო კამპანიის შესახებ, რომელიც უნდა განხორციელდეს მონადირეების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით იმ ზომების შესახებ, რომლებიც მათ უნდა მიიღონ სალიკვიდაციო გეგმის ფარგლებში;

ე) დაინფიცირებულ ზონაში და მის გარშემო გარეული ღორების მეტაპოპულაციის, ადგილმდებარეობის და რაოდენობის განსაზღვრისათვის განხორციელებული სპეციალური ზომების  შესახებ;

ვ) ინფიცირებულ ზონაში და მის გარშემო გარეული ღორების მეტაპოპულაციის დაახლოებითი რაოდენობის შესახებ;

ზ) გარეული ღორების პოპულაციაში ჭირის ფარგლების განსაზღვრისათვის განხორციელებული სპეციალური ზომების შესახებ, მონადირეების მიერ მოკლული გარეული ღორების ან მკვდარი ღორების ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების შესახებ;

თ) გარეული ღორების გადაადგილების ან/და გარეული ღორების მეტაპოპულაციებს შორის კონტაქტის გამო, დაავადების გავრცელების შემცირების მიზნით მიღებული ზომების შესახებ;

ი) შესაძლო ინფიცირებული გარეული ღორების პოპულაციის და გოჭების შესამცირებლად მიღებული ზომების შესახებ;

კ) ნადირობისათვის დაწესებული მოთხოვნების შესახებ;

ლ) მკვდარი ან მოკლული გარეული ღორების მოცილების მეთოდების შესახებ, რომელიც უნდა განხორციელდეს   სააგენტოს ზედამხედველობით;

მ) ლაბორატორიულ გამოკვლევებით, ჭირზე დადებითად მორეაგირე ყველა გამოშიგნული ცხოველისა და ტანხორცის ყველა ნაწილის დამუშავების ან/და განადგურების შესახებ;

ნ) თითოეულ მოკლულ ან მკვდარ გარეულ ღორზე განხორციელებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შესახებ. აღნიშნული გამოკითხვა უნდა მოიცავდეს კითხვარის შევსებას, რომელშიც წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია:

ნ.ა.) იმ  ტერიტორიის შესახებ, სადაც ნაპოვნია მოკლული ან მკვდარი ცხოველი;

ნ.ბ.) იმ თარიღის შესახებ, როდესაც ნაპოვნია მოკლული ან მკვდარი ცხოველი;

ნ.გ.) იმ პირის შესახებ, რომელმაც იპოვნა მოკლული ან მკვდარი ცხოველი;

ნ.დ.) მკვდარი ღორის შემთხვევაში გამოშიგნული სხეულის შესახებ;

ნ.ე.) ლაბორატორიული მონაცემების და შედეგების შესახებ;

ო) კონტროლის პროგრამების ან პრევენციის ღონისძიებების შესახებ, რომელიც გამოიყენება განსაზღვრულ და ინფიცირებულ ტერიტორიაზე მდებარე ფერმებში და, საჭიროების შემთხვევაში, მის გარშემო, მათ შორის ტრანსპორტში, ინფიცირებულ ზონაში ან ზონიდან გადაადგილების ფარგლებში;

 პ) სხვა კრიტერიუმების შესახებ, რომელიც გამოყენებული უნდა იქნას განსაზღვრულ ზონაში დაავადების ლიკვიდაციისათვის მიღებული ზომების ხელშეწყობისათვის;

ჟ) იმ ორგანოს შესახებ, რომელიც პასუხისმგებელია გეგმის განხორციელების   მეთვალყურეობასა და კოორდინაციაზე;

რ)  ამ წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დანიშნულ ექსპერტთა ჯგუფის მიერ, სალიკვიდაციო გეგმის შედეგების რეგულარულად განხილვის შესაძლებლობის შესახებ;

ს) დაავადების მონიტორინგის ღონისძიებების შესახებ, რომელიც უნდა განხორციელდეს განსაზღვრულ ინფიცირებულ ზონაში გარეულ ღორებში ჭირის ბოლო დადასტურებული შემთხვევიდან არანაკლებ  12 თვის შემდეგ. 


მუხლი 17. დიაგნოსტიკური პროცედურები და ბიოუსაფრთხოების მოთხოვნები
1. დაავადების დიაგნოსტირების მიზნით სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ნიმუშის აღება და გამოკვლევისათვის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადაგზავნა; 

2.  ლაბორატორიამ გამოკვლევისას უნდა გამოიყენოს კვლევის თანამედროვე სტანდარტები და მეთოდები; 

3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დადგენილი ქმედებების დროს    დაცული უნდა იქნას ბიოუსაფრთხოების წესები. 


მუხლი 18. გადაუდებელი (იძულებითი) ვაქცინაცია ღორების ფერმაში 
1. ფერმაში ჭირის დადასტურების შემთხვევაში, თუ ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური)  მონაცემები მიუთითებს გავრცელების რისკს, ფერმაში შეიძლება განხორციელდეს გადაუდებელი ვაქცინაცია ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებში განსაზღვრული მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად.

2. გადაუდებელი ვაქცინაციის გამოყენებისას, გათვალისწინებულ უნდა იყოს ვაქცინაციის გამოყენებით  გამოწვეული მთავარი კრიტერიუმები და რისკფაქტორები, რომლებიც შეიძლება შესწორდეს ან შეიცვალოს მეცნიერული მიღწევების ან გამოცდილების გათვალისწინებით.

3. სააგენტოს მიერ ვაქცინაციაზე გადაწყვეტილების მიღებისას,  სააგენტო ვალდებულია შეადგინოს ღორების გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმა, რომელშიც წარმოდგენილი უნდა იყოს  ინფორმაცია:

ა) დაავადების მიმდინარეობის შესახებ, რამაც გამოიწვია გადაუდებელი ვაქცინაციის მოთხოვნა;

ბ) იმ ტერიტორიის შესახებ, რომლებშიც უნდა განხორციელდეს გადაუდებელი ვაქცინაცია და ამ ტერიტორიაზე ღორების ფერმების რაოდენობის შესახებ;

გ) ღორების კატეგორიებისა და იმ ღორების მიახლოებითი რაოდენობის შესახებ, რომლებსაც უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია;

დ)  გამოსაყენებელი ვაქცინის შესახებ;

ე) ვაქცინაციის  ხანგრძლივობის შესახებ;

 ვ)  ვაქცინირებული ცხოველის იდენტიფიკაციისა  და რეგისტრაციის შესახებ;

ზ) ღორებისა და მათი პროდუქტების გადაადგილებასთან დაკავშირებული ზომების შესახებ;

თ) კრიტერიუმების შესახებ, რომლითაც გადაწყვეტილი უნდა იქნეს ვაქცინაცია კონტაქტურ ფერმებში;

ი) საგანგებო სიტუაციის სხვა საკითხების შესახებ მათ შორის, კლინიკური ან ლაბორატორიული გამოკვლევები, რომლებიც უნდა განხორციელდეს  ვაქცინირებულ და ვაქცინაციის ტერიტორიაზე მდებარე სხვა ფერმებში აღებულ ნიმუშებზე. გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმა შეიძლება შემდგომში შეიცვალოს ან შესწორდეს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.

4. გადაუდებელი  ვაქცინაციის  განხორციელებისას:

ა) არცერთმა ღორმა არ უნდა დატოვოს ვაქცინაციის ზონა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საჭიროა მათი ტრანსპორტირება სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაომდე;

ბ) ვაქცინირებული ღორებისაგან წარმოებული ახალი ღორის ხორცი დამუშავებული უნდა იყოს ამ წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული დებულებების შესაბამისად;

 გ) ასაცრელი ღორებიდან შეგროვებული სპერმა, კვერცხუჯრედი და ემბრიონები    ვაქცინაციამდე 30 დღის განმავლობაში უნდა განადგურდეს სააგენტოს ზედამხედველობით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები გამოყენებული უნდა იქნას საეჭვო ტერიტორიაზე ვაქცინაციის დასრულებიდან არანაკლებ  6 თვის განმავლობაში.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ექვსთვიანი პერიოდის დასრულებამდე, მიღებული უნდა იქნეს ზომები რათა აიკრძალოს:

ა) სეროდადებითი ღორების ფერმიდან გაყვანა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მათი დაუყონებლივ დაკვლის საჭიროება;

ბ) სპერმის, ემბრიონის, კვერცხუჯრედის შეგროვება სეროდადებითი ღორებიდან;

გ) სეროდადებითი ღორებიდან მიღებული გოჭების გაყვანა ფერმიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ საჭიროა მათი ტრანსპორტირება:

გ.ა) სასაკლაოზე დაუყოვნებლივ დაკვლისთვის;

გ.ბ) სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ფერმაში, საიდანაც ისინი უნდა გაიგზავნოს პირდაპირ სასაკლაოზე;

გ.გ) ფერმაში ჭირის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე სეროლოგიური გამოკვლევიდან მიღებული უარყოფითი შედეგების შემდეგ.

7. გადაუდებელი ვაქცინაციის  გეგმაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა,  უნდა მიეთითოს, რომ ფერმაში, სადაც ვაქცინა უნდა იქნას გამოყენებული,  ყველა ღორი უნდა დაიკლას ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვაქცინაციის დასრულებიდან გონივრულ დროში. წარმოებული ახალი ხორცი უნდა დამუშავდეს ან მოხდეს მისი მარკირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში განსაზღვრული დებულებების მიუხედავად, ამ მუხლის მე-4 პუნქტში წარმოდგენილი ზომები შესაძლოა მიღებულ იქნას მას შემდეგ რაც:

ა) ყველა ღორი ფერმაში, სადაც ვაქცინაა გამოყენებული, დაიკვლება ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ასეთი ღორებისაგან წარმოებული ახალი ხორცი დამუშავდება ან მისი მარკირება მოხდება ამ წესის მე-10 მუხლში განსაზღვრული დებულებების შესაბამისად;

ბ) ყველა ფერმა, სადაც იმყოფება ვაქცინირებიული ღორები გასუფთავდება და მოხდება მათი დეზინფექცია ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად.

9. ამ მუხლის მე-4 პუნქტში წარმოდგენილი ზომების მიღებისას, სააგენტომ

ა) არ დაუშვას ღორების რეპოპულაცია (აღწარმოება) მანამ, სანამ ვაქცინირებული ღორის დაკვლიდან და დასუფთავებისა და დეზინფექციის სამუშაოების დასრულებიდან   10 დღე არ გავა;

 ბ) რეპოპულაციის (აღწარმოება)  შემდეგ ვაქცინაციის ზონაში ყველა ფერმის ღორს  ჩაუტაროს კლინიკური და ლაბორატორიული შემოწმება ჭირის ვირუსის შესაძლო არსებობის გამოვლენის მიზნით, სულ მცირე 40 დღის განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში დაუშვებელია ფერმიდან ღორების გაყვანა.

10. ვაქცინირებული ღორების ხორცის მარკირება, მათი შემდგომი გამოყენება და დამუშავებული პროდუქტის დანიშნულების განსაზღვრა ხდება სააგენტოს გადაწყვეტილებით.


მუხლი 19. გარეული ღორების გადაუდებელი (იძულებითი) ვაქცინაცია   
1. გარეულ ღორებში ჭირის დადასტურების შემთხვევაში, ასევე ეპიზოოტოლოგიურ გამოკითხვის მონაცემებით, საფრთხის გავრცელების არსებობისას, გარეულ ღორებში შეიძლება განხორციელდეს გადაუდებელი ვაქცინაცია ამ მუხლის   მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. სააგენტოს მიერ ვაქცინაციაზე გადაწყვეტილების მიღებისას,  სააგენტო ვალდებულია შედგინოს გარეული ღორების გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმა, რომელშიც წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია:

ა) დაავადების მიმდინარეობის შესახებ, რამაც გამოიწვია გადაუდებელი ვაქცინაციის საჭიროება;

ბ) იმ ტერიტორიის შესახებ, სადაც უნდა განხორციელდეს გადაუდებელი ვაქცინაცია. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ზონა უნდა იყოს ინფიცირებული ტერიტორიის ნაწილი;

გ) გამოსაყენებელი ვაქცინის ტიპისა და ვაქცინაციის პროცედურის შესახებ;

დ) გოჭების ვაქცინაციისათვის განხორციელებული სპეციალური ღონისძიებების შესახებ;

ე) ვაქცინაციის  ხანგრძლივობის შესახებ;

ვ) ასაცრელი გარეული ღორების მიახლოებითი რაოდენობის შესახებ;

ზ) გარეული ღორების პოპულაციის მაღალი ბრუნვის თავიდან ასაცილებლად მიღებული ზომების შესახებ;

თ) ვაქცინაციის ზონაში  ვაქცინირებული ღორებისაგან ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად გატარებული ზომების შესახებ;

ი) ვაქცინაციის  მოსალოდნელი შედეგისა და იმ პარამეტრების შესახებ, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნას მისი ეფექტურობის შემოწმების მიზნით;

კ) გეგმის შესრულებაზე, მეთვალყურეობასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ორგანოს (ორგანოები) შესახებ;

ლ) საგანგებო გარემოებებთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ.

 3. იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის ზონა მდებარეობს სხვა ქვეყნების ტერიტორიასთან ახლოს, საჭიროა ვაქცინაციის განხორცილება ჩატარდეს კოორდინირებულად.

4. სააგენტოს მიერ  გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმა შესაძლოა  შეიცვალოს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.


მუხლი 20. საგანგებო გეგმები
1. სააგენტო ვალდებულია, ჭირის ეპიზოოტიის (ეპიდემიის) შემთხვევაში, შეადგინოს საგანგებო გეგმა, რომელშიც ეპიზოოტიის სწრაფი და ეფექტური ლიკვიდაციისათვის, გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა სახის რესურსებსა და ფინანსურ საჭიროებებზე ხელმისაწვდომობა. გეგმაში ასევე განსაზღვრული უნდა იქნას:

ა) გადაუდებელ ვაქცინაციას დაქვემდებარებული რეგიონები, ვაქცინაციისათვის  საჭირო ვაქცინის რაოდენობა და სახეობა;

ბ) რეგიონებში ღორების მაღალი სიმჭიდროვის ზონები, ასევე დაავადების შესახებ ინფორმირებულობის უზრუნველყოფის საშუალებები.

2. საგანგებო გეგმის შედგენისას გამოყენებული უნდა იქნას შემდეგი კრიტერიუმები და მოთხოვნები: 

ა) ჭირის ეპიზოოტიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები უნდა განხორციელდეს კოორდინირებულად; 

ბ) საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს გადაუდებელი ვაქცინაციის დეტალური გეგმები.

3. პერსონალმა რეგულარულად უნდა გაიაროს სწავლებები ჭირზე ეპიდემიოლოგიურ გამოკითხვასა და ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით.


მუხლი 21. კვების ობიექტების ნარჩენების გამოყენება 
დაუშვებელია ღორების საკვებად სურსათის ნარჩენების გამოყენება.

 


მუხლი 22. ღორის ხორცში ჭირის ვირუსის დაშლის (გაუვნებლობის) პროცედურები
ღორის ხორცში ჭირის ვირუსის  დაშლის მეთოდებია:

ა) თერმული დამუშავება, რომლის დროსაც ხორცი უნდა დამუშავდეს ერთ-ერთი მეთოდით:

ა.ა)  დამუშავება 700c ტემპერატურაზე, რომელიც უნდა აღწევდეს ხორცის ნაჭრების მთელ სისქეში;

ა.ბ) დამუშავება ჰერმეტულ დალუქულ ჭურჭელში (კონტეინერში) შემდეგი მაჩვენებლის გათვალისწინებით -    Fo - 3,00 ან უფრო მაღალი;

ა.გ)  დამუშავება ჰერმეტულ, დალუქულ ჭურჭელში (კონტეინერში) არანაკლებ 600 C ტემპერატურაზე 4 საათის განმავლობაში, რა პერიოდშიც ხორცის ნაჭრების სისქეში  ტემპერატურა 30 წუთის განმავლობაში უნდა იყოს 700c.

ბ) ბუნებრივი ფერმენტაცია და მომწიფება:

ბ.ა) ძვლოვანი და უძვლო ღორის ხორცი უნდა დაექვემდებაროს დამუშავებას არანაკლებ 9 თვე ბუნებრივი ფერმენტაციით და მომწიფებით შემდეგი პარამეტრების მიღწევამდე Aw   -   0,93   ან მეტი, pH -  6,0   ან მეტი;

ბ.ბ) შაშხი უნდა დაექვემდებაროს ბუნებრივ ფერმენტაციას და მომწიფებას სულ მცირე 190 დღე, ხოლო კისრის ნაწილები - 140 დღე.

გ) ღორის ხორცის მშრალი დამარილებით დამუშავება:

გ. ა) იტალიური ტიპის ძვლოვანი შაშხისათვის ღორის ხორცი ჯერ ექვემდებარება დამარილებას, შემდეგ გამოშრობას არანაკლებ 313 დღის განმავლობაში;

გ. ბ) ესპანური ტიპის ძვლოვანი შაშხისათვის ღორის ხორცი ჯერ ექვემდებარება დამარილებას და შემდეგ გამოშრობას 252 დღე,  იბერიული შაშხისათვის - 252 დღე, 140 დღე იბერიული ბარკლისათვის, 126 დღე იბერიული კისრისათვის და 140 დღე სერანარსკის შაშხისათვის.


მუხლი 23. ღორის ტყავში და ნანადირევში ჭირის ვირუსის დაშლის პროცედურები
ღორის ტყავში და ნანადირევში, ჭირის ვირუსის შესაძლო არსებობისას,  მისი დაშლისათვის გამოყენებული უნდა იქნას  ერთ-ერთი მეთოდი:

ა) წყალში ხარშვა იმ ხანგრძლივობით, რის შემდეგაც ცალკ-ცალკე გამოიყოფა ძვლები, კბილები და ეშვები;

ბ) გამა-სხივებით ირადიაცია 20 KG მინიმალური დოზის ოთახის ტემპერატურაზე (200C  და მეტი);

გ) 4% კაუსტიკური სოდის ხსნარში დასველებით, არანაკლებ 48 საათი, pH 11,5-ის და მეტის პირობებში არანაკლებ 48 საათისა;

დ) ჭიანჭველამჟავას ხსნარში დასველებით (100 კგ NaCl და 12 კგ ფორმალდეჰიდი, 1000 ლ. წყალზე), pH 3,0 ან დაბალი, არანაკლებ 48 საათისა;

ე) დაუმუშავებელი ტყავის შემთხვევაში - ზღვის მარილით გაჯერებით, რომელიც უნდა შეიცავდეს 2%-იან კაუსტიკურ სოდას არანაკლებ 48 დღისა.