დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 197 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 30/06/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 200230040.22.033.016649 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2550) დამტკიცებულ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ ინსტრუქციაში (დანართი N1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, საქონლის/მომსახურების შემძენი პირის ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები იბეგრება საერთო წესით.“. |
2.
მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მცირე ბიზნესი ვალდებულია მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანოს გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის მიხედვით, გარდა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შემდეგი ოდენობით: ა) არაუგვიანეს 15 მაისისა - 25 პროცენტი; ბ) არაუგვიანეს 15 ივლისისა - 25 პროცენტი; გ) არაუგვიანეს 15 სექტემბრისა - 25 პროცენტი; დ) არაუგვიანეს 15 დეკემბრისა - 25 პროცენტი.“. |
3.
მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ პირს გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი და სტატუსის გაუქმების შემდეგ მიღებული შემოსავალი იბეგრება საშემოსავლო გადასახადის საერთო წესის შესაბამისად, პირს მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საანგარიშო წლის მიმდინარე გადასახდელები ერიცხება მცირე ბიზნესისათვის დადგენილი განაკვეთით.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს. |
|
დოკუმენტის კომენტარები