დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 199 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 30/06/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016651 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011) დამტკიცებული ინსტრუქციის: |
1.
37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 37. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაცია პირი არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საგადასახადო ორგანოს წარუდგენს დეკლარაციას საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ №II-06 დანართის მიხედვით.“.
|
2.
№II-06 დანართის დანართი „ა“-ს სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საანგარიშო თვეში განხორციელებული განაცემები“. |
3.
38-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დეკლარაციის პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტის, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო თვის შესახებ.“; ბ) მე-6 პუნქტის: ბ.ა) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) 35-ე უჯრაში – საანგარიშო თვეში გამოშვებული პროდუქციის (შესრულებული სამუშაოს, მომსახურების) ღირებულება (სტატისტიკური ანგარიშების მიხედვით);“; ბ.ბ) „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შ) მე-40 და 41-ე უჯრაში – საანგარიშო თვეში შესაბამისად დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული მაქსიმალური და მინიმალური ხელფასის ოდენობა;“. |
4.
46-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დღგ–ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, პირი, რომელიც აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას, ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე აცნობოს საგადასახადო ორგანოს აღნიშნულის შესახებ (დანართი №III -02) და დარეგისტრირდეს დღგ–ის გადამხდელად. პირი დღგ–ის გადამხდელად ითვლება საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის დღიდან, მაგრამ არა უგვიანეს დღგ–ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტისა (ამ ოპერაციის ჩათვლით).“. |
5.
დანართი №III-02 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი NIII-02
----------------------------------------- (საგადასახადო ორგანოს დასახელება)
--------------------------------------------------------- (გადასახადის გადამხდელის სახელი, გვარი)
________________________________ (პირადი ნომერი)
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გარდაცვლილი პირის ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების შესახებ
გაცნობებთ, რომ ვაგრძელებ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული გარდაცვლილი ფიზიკური პირის _____________________________________ (გვარი, სახელი)
პირადი ნომერი
გარდაცვალების თარიღი
ეკონომიკურ საქმიანობას და ამასთან, _ რეგისტრირებული ვარ დღგ-ის გადამხდელად _ გთხოვთ, დამარეგისტრიროთ დღგ-ის გადამხდელად (საჭირო უჯრა აღნიშნეთ „ V“ ნიშნით)
განმცხადებლის ხელმოწერა ---------------------------------------
(თარიღი)“. |
6.
65-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოში გაანგარიშების წარდგენა და უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გადახდა ხორციელდება არა უგვიანეს იმპორტის განხორციელების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.“. |
7.
№III-19 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №III-19
უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშება
20 . . წ. . . . . . . . თვის
1. ______________________________________________________________________________ საგადასახადო აგენტის/კრედიტორის/დეკლარანტის დასახელება
2. საიდენტიფიკაციო ნომერი _____________________________________________________
3. იმპორტის სასაქონლო დეკლარაციის
№
თარიღი“
უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ
I ნაწილი
ივსება საგადასახადო აგენტის მიერ, რომელიც ახორციელებს არარეზიდენტი იურიდიული ან/და ფიზიკური პირის მიერ გაწეული მომსახურების უკუდაბეგვრას
II ნაწილი
III ნაწილი
ივსება კრედიტორის მიერ, რომელსაც პირის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში საკუთრებაში გადაეცემა მოთხოვნის უზრუნველყოფის საგანი (საქონელი)
IV ნაწილი
V ნაწილი
ივსება პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საბაჟო საწყობში შეძენილი უცხოური საქონლის იმპორტს
შენიშვნა: 1. თუ საქონლის იმპორტი და მიწოდება არ არის დღგ-ისაგან გათავისუფლებული სვეტი 7-ში მიეთითება დღგ-ის თანხა შემდეგი ფორმულის გამოყენებით - (სვ.5-სვ.6)X18%. 2. თუ საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისაგან, ხოლო მიწოდება არ არის გათავისუფლებული სვეტი 6 არ ივსება, ხოლო სვეტი 7-ში მიეთითება დღგ-ის თანხა შემდეგი ფორმულის გამოყენებით - სვ.5X18%.
VI ნაწილი
გაანგარიშების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:
_____________________________________________________________ საგადასახადო აგენტი (ხელმძღვანელი)/კრედიტორი/დეკლარანტი
უფლებამოსილი პირი_____________________________________ ___________________ (სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშვნა გაანგარიშების წარმოდგენის შესახებ:
ელექტრონულად –– –– ფოსტით –– –– ხელზე –– ––
წარმოდგენის თარიღი –– –– –– –– –– –– –– –– –– –– ––
რეგისტრაციის ნომერი –– –– –– –– –– –– –– –– –– –– ––
–––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––– (სახელი, გვარი) (ხელმოწერა); |
8.
№III-25 დანართის:
ა) ნაწილი I ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. ბ) ნაწილი III ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ნაწილი III
დღგ-ის საერთო თანხის გაანგარიშება
დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ საწარმოს ხელმძღვანელი/ინდ.მეწარმე (წარმომადგენელი) ------------------- ------------ (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) თარიღი
|
9.
72-ე მუხლის მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დღგ-ის ჩათვლისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება ჩათვლის შემდეგ დოკუმენტებზე: ა) სასაქონლო დეკლარაციაზე; ბ) უკუდაბეგვრისას ბიუჯეტში დღგ-ის თანხის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტზე; გ) დროებითი შემოტანისას ბიუჯეტში დღგ-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტზე; დ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთა მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები დადგენილია დღგ-ის ჩათვლით, საქართველოს კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით; ე) საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში მიწოდებული უცხოური საქონლის იმპორტის შემთხვევაში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის სატარიფო ღირებულებას შორის სხვაობის თანხაზე დღგ-ის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტზე. 3. დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ: ა) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე ჩათვლა განხორციელდება ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლისათვის დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით; ბ) ექსპლუატაციაში შესულ ძირითად საშუალებაზე დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება. 4. დღგ-ის გადამხდელს უფლება აქვს ჩაითვალოს საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით გადახდილი ან გადასახდელი დღგ-ის თანხა (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლისათვის დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით).“. |
10.
110-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი გაიანგარიშება თითოეულ თვეზე დაბეგვრის ობიექტის მიხედვით და გადასახადის გადახდა ხორციელდება განცხადებით მიმართვის დღისათვის მოქმედი განაკვეთის შესაბამისად: ა) 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლის პერიოდზე - არაუგვიანეს 15 აპრილისა; ბ) 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდზე - არაუგვიანეს 15 ივლისისა; გ) 1 ივლისიდან 30 დეკემბრის ჩათვლის პერიოდზე - არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა; დ) 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლის პერიოდზე - არაუგვიანეს 15 იანვრისა. 6. საგადასახადო ორგანოს მიერ ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებისა და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემის შემთხვევაში, ფიზიკური პირის ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის თაობაზე განცხადება წარმოადგენს გაანგარიშებას და მასში მითითებული დაბეგვრის პერიოდისათვის ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის თანხის დარიცხვის საფუძველს. დარიცხული თანხების შესახებ გადასახადის გადამხდელს ეგზავნება შეტყობინება არა უგვიანეს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდის ბოლო დღისა.“. |
11.
111-ე მუხლის:
ა) მაგალითი 2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მაგალითი 2: გიორგი, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე საქართველოს მოქალაქე, ახორციელებს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას. მან 2011 წლის 10 აგვისტოს მიმართა საგადასახადო ორგანოს ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის მიზნით. განცხადებაში მიუთითა, რომ სურს 100 კვ.მ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის ფართობის მოკლე ვადით გაცემა 2011 წლის ივლისის, აგვისტოს და ოქტომბრის თვეებში. საგადასახადო ორგანომ 3 დღის ვადაში განიხილა და დააკმაყოფილა განცხადება, რის შედეგადაც გაიცა ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის სერტიფიკატი. გიორგიმ ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი უნდა გადაიხადოს 100 კვ.მ ფართობის მიხედვით არა უგვიანეს 15 ოქტომბრისა (100 კვ.მ X 10 ლარი X 2 თვე (ივლისი, აგვისტო) = 2000 ლარი) და არა უგვიანეს 15 იანვრისა (100 კვ.მ X 10 ლარი X 1 თვე (ოქტომბერი) = 1000 ლარი). ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე, მასზე ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, საშემოსავლო გადასახადზე საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათი არ გაითვალისწინება.“;
ბ) მაგალითი 4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მაგალითი 4: პირობები იგივეა, რაც მე-2 მაგალითში. გიორგიმ 2011 წლის 15 აგვისტოს განმეორებით მიმართა საგადასახადო ორგანოს განცხადებით იმის თაობაზე, რომ მას სურს სექტემბრის თვეში 150 კვ.მ ფართობის, ხოლო ოქტომბრის თვეში 50 კვ.მ ფართობის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემა. აღნიშნულ შემთხვევაში, გიორგიზე საგადასახადო ორგანოს მიერ ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის გადახდის პერიოდზე გაიცემა ახალი სერტიფიკატი ცვლილების გათვალისწინებით. ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეზე გიორგის გაეგზავნება შეტყობინება დარიცხული გადასახადის შესახებ 30 სექტემბრის მდგომარეობით. ივლისი – 100 კვ.მ X 10 ლარი X 1 თვე = 1000 ლარი აგვისტო – 100 კვ.მ X 10 ლარი X 1 თვე = 1000 ლარი სექტემბერი – 150 კვ.მ X 10 ლარი X 1 თვე = 1500 ლარი. გიორგიმ აღნიშნულ თვეებზე ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი (3500 ლარი) უნდა გადაიხადოს არა უგვიანეს 15 ოქტომბრისა. ოქტომბრის თვეზე გიორგის გაეგზავნება შეტყობინება დარიცხული გადასახადის შესახებ 31 დეკემბრის მდგომარეობით. ოქტომბერი – 50 კვ.მ X 10 ლარი X 1 თვე = 500 ლარი. გიორგიმ ოქტომბრის თვეზე ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი (500 ლარი) უნდა გადაიხადოს არა უგვიანეს 2012 წლის 15 იანვრისა.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს. |
|
დოკუმენტის კომენტარები