საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 990
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017251
  • Word
990
06/06/2014
ვებგვერდი, 24/06/2014
000000000.00.003.017251
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №990

2014 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი მეგობრობისადმი მიძღვნილი რიგი საიუბილეო ღონისძიებების განხორციელების ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ  „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოუყოს   380 000 (სამას ოთხმოცი ათასი) ლარი.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხიდან დაფინანსდეს შემდეგი  ღონისძიებები:

√ პროექტი „ალექსანდრე კორსანტიასა და ისრაელის სახელმწიფო ორკესტრის „იერუსალიმის კამერატას“ კონცერტები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში;

√ საზეიმო კონცერტი „ქართულ-ებრაული სიმღერები“;

√ ივრითზე „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემა;

√ დოკუმენტური ფილმის „26 საუკუნე ერთად“ გადაღება;

√ პროექტი „კლასიკური მუსიკის კონცერტი“;

√ ქართულ-ებრაულ ენებზე საბავშვო წიგნის „მოთხრობები საქართველოს შესახებ“ გამოცემა;

√ ჯემალ აჯიაშვილის „სონეტების“ გამოცემა;

√ ინგლისურ ენაზე ელდარ მამისთვალაშვილის მონოგრაფიის „საქართველოს ებრაელთა ისტორია და ქართულ-ებრაული ურთიერთობები“ გამოცემა;

√ წიგნის „ჰერცელ ჩაჩაშვილის სამეცნიერო მოღვაწეობა“ გამოცემა;

√ დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის „შრომების“ სამტომეულის ერთ წიგნად გამოცემა;

√ ალმანახის „ბორის გაპონოვის ცხოვრება და მოღვაწეობა, „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანის თავისებურებები“ გამოცემა;

√ დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის კატალოგის გამოცემა;

√ წიგნის „საქართველოში მცხოვრებ ქართველ ებრაელთა ზეპირსიტყვიერების უნიკალური ნიმუშები“ გამოცემა.

3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, საჭიროების შემთხვევაში, ამ განკარგულების მეორე პუნქტით განსახორციელებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად, მიმართოს მისთვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებები.

პრემიერ-მინისტრი                                                          ი. ღარიბაშვილი