საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020“ დამტკიცებისა და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020“ დამტკიცებისა და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 400
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 300020000.10.003.018020
400
17/06/2014
ვებგვერდი, 18/06/2014
300020000.10.003.018020
საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020“ დამტკიცებისა და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №400

2014 წლის 17 ივნისი

ქ.თბილისი

 

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020“ დამტკიცებისა და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე

მუხლი 1
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“ (შემდგომში - სტრატეგია).

2. დაევალოთ საქართველოს სამინისტროებს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატებს და საქართველოს მთავრობას დაქვემდებარებულ შესაბამის უწყებებს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ყოველი წლის 30 ივნისამდე შეიმუშაონ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები, ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისად.

3. დაევალოს საქართველოს სამინისტროებს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატებს და საქართველოს მთავრობას დაქვემდებარებულ შესაბამის უწყებებს:

ა) სტრატეგიის მოქმედების ვადაში, უზრუნველყონ მათ მიერ გასატარებელი პოლიტიკის/ღონისძიების/რეფორმის შესაბამისობა სტრატეგიასთან;

ბ) ყოველწლიურად, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის პარალერულად მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას წარუდგინონ ინფორმაცია სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგების შესახებ.

4. დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების კოორდინირება დაევალოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.

5. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე ეთხოვოს სხვა დაწესებულებებს წარმოადგინონ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული სამოქმედო გეგმები და ინფორმაცია.

მუხლი 2
საქართველოს სამინისტროებმა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატებმა და საქართველოს მთავრობას დაქვემდებარებულმა შესაბამისმა უწყებებმა, 2014 წელს, საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისად, შეიმუშაონ 2014 წლის 1 აგვისტომდე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი