დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4523 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/03/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 31/03/2007 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 240.000.000.05.001.002.767 |
საქართველოს კანონი
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21-22, მუხ. 455) მე-14 მუხლის 14.1.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14.1.3. თუ საწარმო გადახდისუუნარო გახდება, 9.1 მუხლში დასახელებულმა პირებმა ბრალეული გაჭიანურების გარეშე, მაგრამ საწარმოს გადახდისუუნარობის დადგომის მომენტიდან არა უგვიანეს სამი კვირისა, უნდა განაცხადონ ამის შესახებ. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება ბრალეულ გაჭიანურებად არ მიიჩნევა, თუ ზემოხსენებული პირები ამ განცხადებას 9.7 მუხლით გათვალისწინებული კეთილსინდისიერებით ეპყრობიან.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 15 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 28 მარტი.
№4523–Iს
დოკუმენტის კომენტარები