„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის N1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის N1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 150
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016639
150
19/05/2014
ვებგვერდი, 21/05/2014
190040000.22.033.016639
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის N1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №150

2014 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

 

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით (სსმ III,29.11.07, №169, მუხლი 1871)  დამტკიცებულ დანართ №3-ში (ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდები) შეტანილ იქნას შემდეგი  ცვლილება:
1.  სახაზინო კოდი _ 3253 შემდეგ (შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) საზოგადოებრივი წესრიგის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო) დაემატოს შემდეგი შინაარსის სახაზინო კოდები:

„შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი ადმინისტრაციული  სამართალდარღვევების გამო

შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) მშობლის ან მისი შემცვლელი პირის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობის გამო

3268

შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) ცივი იარაღის ტარების გამო

3269

 

 

 

 

 

“.

2.  სახაზინო კოდი - 3254  შემოსავალი სანქციებიდან  (ჯარიმები და საურავები) მმართველობის  დადგენილი   წესის ხელმყოფი    ადმინისტრაციული  სამართალდარღვევების გამო, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) მმართველობის დადგენილი  წესის  ხელმყოფი  სხვა  ადმინისტრაციული  სამართალდარღვევების გამო

 

3254

 

 

 

 

“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მესამე დღეს.    

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური