დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2355-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 02/05/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/05/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240010.05.001.017423 |
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს მთავრობის ადმინისტრაციის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ;“. 2. V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მთავრობის ადმინისტრაცია“. 3. მე-13 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით იქმნება მთავრობის ადმინისტრაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის ორგანიზება განისაზღვრება მთავრობის ადმინისტრაციის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მთავრობა.“. 4. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოსი, აგრეთვე ისეთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, რომელსაც, კანონის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირისა) სახელმწიფო კონტროლი შეიძლება განახორციელოს მხოლოდ სამინისტრომ, თუ კანონით ან მთავრობის დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“. 5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის X1 თავი: „თავი X1 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოები – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და ეკონომიკური საბჭო მუხლი 291 1. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო არის პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო, რომელიც შექმნილია მთავრობის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, თავდაცვის, ქვეყნის სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში და ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვის მიზნით პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მოსამზადებლად. 2. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, რომელიც არის საიდუმლო ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული რეჟიმის სამსახური. 3. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატს ხელმძღვანელობს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, რომელიც არის პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში. 4. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით. მუხლი 292 1. ეკონომიკური საბჭო არის პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო, რომელიც შექმნილია ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავებისა და დაგეგმვის კოორდინაციის მიზნით. 2. ეკონომიკური საბჭოს საქმიანობას უზრუნველყოფს ეკონომიკური საბჭოს აპარატი. 3. ეკონომიკური საბჭოს აპარატს ხელმძღვანელობს ეკონომიკური საბჭოს მდივანი, რომელიც არის პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში. 4. ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით.“. 6. 30‑ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურებრივი ზედამხედველობის მიზანია სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სპეციალური დაწესებულებების (მათ შორის, სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების) და სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების საქმიანობის კანონიერების უზრუნველყოფა.“; ბ) მე‑3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, სამინისტროების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სპეციალური დაწესებულებების (მათ შორის, სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების) ხელმძღვანელები გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.“; გ) მე‑5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია სამინისტროსაგან, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისაგან, სპეციალური დაწესებულებისაგან (მათ შორის, სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულებისაგან) და სახელმწიფო რწმუნებულისაგან – გუბერნატორისაგან მოითხოვოს სამართლებრივი აქტები და სხვა დოკუმენტები, თანამდებობის პირისაგან მიიღოს განმარტებები და დასკვნები. სამინისტრო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, სპეციალური დაწესებულება (მათ შორის, სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება) და სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ვალდებული არიან, დოკუმენტები, განმარტებები და დასკვნები წარმოადგინონ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა, თუ სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი.“. 7. 31‑ე მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრებისა და სპეციალური დაწესებულებების (მათ შორის, სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების) ხელმძღვანელებისა და სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების სამართლებრივი აქტები მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 2 მაისი 2014 წ. N2355-IIს |
დოკუმენტის კომენტარები