„საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2366-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 280060000.05.001.017432
2366-IIს
02/05/2014
ვებგვერდი, 16/05/2014
280060000.05.001.017432
„საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაც­ნე, №11, 29.03.2005, მუხ. 68) მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადებას ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრი (წევრები) წარუდგენს (წარუდგენენ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის ოჯახის წევრი (წევრები) – საქართველოს პარლამენტის აპარატს, ხოლო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრი (წევრები) – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.

  2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს პარლამენტის აპარატი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადების მიღებიდან 14 დღის განმავლობაში აფორმებს დოკუმენტებს და პენსიის დასანიშნად წარუდგენს პენსიის დანიშვნის უფლების მქონე ორგანოს.“.

 

  მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

2 მაისი 2014 წ.

N2366-IIს