დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2399-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 02/05/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/05/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 310150000.05.001.017436 |
|
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 10.04.2007, მუხ. 97) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ტექნიკური რეგლამენტი − პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული დოკუმენტი; ი) ტექნიკური რეგულირება – ტრანსპორტის სფეროს უსაფრთხოების მიზნით ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება და მათი შესრულების ზედამხედველობა;“. 2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, ტექნიკური რეგლამენტების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა მოიცავს ტრანსპორტის სფეროში არსებულ ტექნიკურ რეგლამენტებსაც.“. 3. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისას, მგზავრების გადაყვანისას და ტვირთების გადაზიდვისას, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის გადაყვანისას და ტვირთების გადაზიდვისას უსაფრთხოებისა და უშიშროების ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება; დ) ტექნიკური რეგლამენტების შესრულების ზედამხედველობა, გარდა სპეციალური ტრანსპორტის დარგში ტექნიკური რეგლამენტების შესრულების ზედამხედველობისა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 2 მაისი 2014 წ. N2399-IIს |
დოკუმენტის კომენტარები