„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4332
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 04/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 160.000.000.05.001.002.742
  • Word
4332
29/12/2006
სსმ, 2, 04/01/2007
160.000.000.05.001.002.742
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 6.07.2001, მუხ. 78) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. იმ შემთხვევაში, თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი საწესდებო მიზნების მისაღწევად ახორციელებს უფასო იურიდიული დახმარების საგრანტო ან სახელმწიფო პროგრამას, მას უფლება აქვს ადვოკატთან ხელშეკრულების საფუძველზე გასცეს ორდერი.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 351 მუხლი:

    მუხლი 351. სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობა

სასამართლო უფლებამოსილია სახელმწიფოს ხარჯზე მოწვეული ადვოკატის არასაპატიო მიზეზით სასამართლოში გამოუცხადებლობის ან დაცვის განხორციელებაზე უარის თქმის შემთხვევაში წარდგინებით მიმართოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გატარების მოთხოვნით.“.

3. მე-40 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პირებს, რომლებსაც გავლილი არა აქვთ ადვოკატთა ტესტირება და მიღებული არა აქვთ ტესტირების გავლის დამადასტურებელი მოწმობები, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4332–რს