დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესისა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 336 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 06/05/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/05/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.017956 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესისა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებაში (სსმ, №75, 28/06/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. „სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესის“ (დანართი №1) მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. სურსათის/ცხოველის საკვების საწარმოებში, ასევე, დისტრიბუციისათვის განკუთვნილ სათავსებში დაუშვებელია მღრღნელების, მწერებისა და ცხოველების არსებობა. მღრღნელებისა და მწერების შემოღწევის შემთხვევაში უნდა მოხდეს მათი შესაბამისი ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური მეთოდებით განადგურება. სადეზინფექციო, სადერატიზაციო და სადეზინსექციო სამუშაოების შესრულების შემდეგ საჭიროა ამ სამუშაოების აღრიცხვა.“. 2. „სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის“ (დანართი №2) №2.2 და №2.3 დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №2.2 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათის ეროვნული სააგენტო შესაბამისობის შეფასების აქტი № -------- (ივსება სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნების შემოწმების მიზნით) აქტი შედგენილია ორ ეგზემპლარად
დანართი №2.3
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათის ეროვნული სააგენტო შესაბამისობის შეფასების აქტი № -------- (ივსება პირველადი წარმოების ობიექტების ინსპექტირებისას ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნების შემოწმების მიზნით) აქტი შედგენილია ორ ეგზემპლარად
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
|
დოკუმენტის კომენტარები