დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4330 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/12/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2, 04/01/2007 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.250.000.04.001.002.740 |
საქართველოს ორგანული კანონი
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 09.01.2006, მუხ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 50-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არასაკუთარი სახსრებია:
ა) მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერები;
ბ) სუბსიდია, სუბვენცია;
გ) დელეგირებული უფლებამოსილებებისათვის მიღებული გრანტი;
დ) დონორებისაგან მიღებული მიზნობრივი შემოსულობები;
ე) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის განკუთვნილი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები და მოსაკრებლები.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოსულობები გამოიყენება ექსკლუზიური უფლებამოსილების განსახორციელებლად, გარდა „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თვითმმართველი ერთეულებისა, რომლებიც აღნიშნულ შემოსულობებს მიმართავენ როგორც დელეგირებული, ისე ექსკლუზიური უფლებამოსილების განსახორციელებლად.“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სპეციალური ტრანსფერი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის გამოიყენება ეკოლოგიური და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, კონკრეტული კაპიტალური და სხვა მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 652 მუხლი:
“მუხლი 652. ადგილობრივი თვითმმართველობების დროებითი უფლებამოსილება
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანოებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელონ კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობების კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.“.
3. 67-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 – 14 პუნქტები:
„11. 2007 წლის 1 მარტამდე საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანებულებით უზრუნველყოს „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობების ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ დამტკიცება.
12. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 1 მაისამდე მიიღოს დადგენილებები:
ა) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის შესახებ;
ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, წყლის რესურსების, გზებისა და ობიექტების (არქივი, ბიბლიოთეკა, მუზეუმი, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებები და სხვა) განსაზღვრის წესის შესახებ.
13. ამ კანონის 47-ე მუხლით განსაზღვრული ქონება საჯარო რეესტრში თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირდეს ამ მუხლის 12 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესების შემუშავების შემდეგ.
14. ამ მუხლის 12 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესების შემუშავებამდე ამ კანონის 47-ე მუხლით განსაზღვრული, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და ქონება (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა.შ.) საჯარო რეესტრში თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირდეს მხოლოდ მისი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად გასხვისების მიზნით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით, ამ კანონის საფუძველზე და კანონმდებლობის შესაბამისად.“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 671 მუხლი:
“მუხლი 671
1. ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად ითვლება იმ ფიზიკურ პირთა საკუთრებად, რომელთა კანონიერ სარგებლობაშიც იმყოფება ისინი და რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლით.
2. ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად გამოცხადებულია კერძო საკუთრებად, რეგულირდება „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით, რომელთა განკარგვის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ამ კანონის ამოქმედებამდე, გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე.“.
მუხლი 2 .
საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 1 მარტამდე საქართველოს პარლამენტში წარმოადგინოს საქართველოს კანონის პროექტი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
მუხლი 3 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4330–რს
დოკუმენტის კომენტარები