„სურსათის უვნებლობის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგიისა და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №1756 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„სურსათის უვნებლობის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგიისა და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №1756 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 783
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017051
  • Word
783
05/05/2014
ვებგვერდი, 07/05/2014
000000000.00.003.017051
„სურსათის უვნებლობის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგიისა და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №1756 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთ ვრობის

განკარგულება 783

2014 წლის 5მაისი

ქ. თბილისი

„სურსათის უვნებლობის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგიისა და საკანონმდებლო მიახლოების  პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის 1756 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სურსათის უვნებლობის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგიისა და საკანონმდებლო მიახლოების  პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის  №1756  განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  განკარგულებით  დამტკიცებული  „ყოვლისმომცველი სტრატეგიისა და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის სურსათის უვნებლობის სფეროში“:

ა)მოკლე მიმოხილვის მე-12 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული კა­ნო­­­ნ­­მ­დებლობის ეტაპობრივი მიახლოება ევროკავშირის ძირითად/ჰო­­რიზონტალურ რეგულაციებთა­­ნ 2020 წლისათვის დას­რულ­დე­­ბა. ამის პარალელურად, მოხდება საქართველოს სურსათის უვ­ნებ­­ლო­ბის კანონმდებლობის ევროკავშირის ვერტიკალურ კანონ­მდებ­­­ლო­ბასთან ეტაპობრივი მიახლოება და იმპლემენ­ტაცია.“;

ბ)  I თავის  (შესავალი)  მე-10 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სურსათის  უსაფრთხოების  ადეკვატური  დონის შენარჩუნება და უზრუნველყოფა: სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის იმპ­ლე­მენ­ტაციისას გათვალისწინებული უნდა იყოს მისი შესაძლო გავ­ლენა მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ნაწილზე. ზე­მო­აღნიშნულიდან გამომდინარე, სტრატეგიის მიზანია სურ­სათის უვ­ნებლობის მყარი სისტემის დანერგვასა და სურსათის უვნებ­ლობის კანონმდებლობის შესაძლო სოციალურ გავლენას შორის ბალანსის პოვნა.

სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის სრული იმპლემენ­ტაცია 2020 წლისათვის დასრულდება, როგორც ეს საკანონმდებლო მიახლოების პროგრამაშია მოცემული.

გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილი დოკუმენტის მო­სამზადებელი ფაზა დასრულებულია, საქართველოს მთავრობამ სურ­­სათის უვნებლობის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგიისა და საკანონმდებლო მია­ხ­ლოების პროგრამის ჩამოყალიბებისათვის შემ­დეგი ნაბიჯები გა­დადგა:“;

გ) III თავის  (სურსათის  უვნებლობის  სახელმწიფო  კონტროლის დანერგვა) მე-2 პუნქტის მე-8 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის ჰორიზონტა­ლურ კანონმდებლო­ბასთან ეტაპობრივი მიახლოება დასრულდება 2020 წლისათვის, როგორც ეს გათვალისწინებულია საკანონმ­დებ­ლო მიახლოების პროგრამაში. ხოლო ამის პარალელურად, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ევროკავშირის ვერტიკალურ კანონმდებლობასთან მიახ­ლოე­ბ­ის პროგრამა მომზადდება.“;

დ) V თავის (საკანონმდებლო ხარვეზების ანალიზი და საკანონმდებლო ხარვეზების გამოსწორების მიზნით საქართველოს მთავრობის სამომავლო ქმედებები):

დ.ა)  მე-17  აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული კა­ნონ­მდებლობა ცხოველური წარმოშობის პროდუქტსა და ცხოვე­ლებ­ის მოვლას/პატრონობას/შენახვას არეგულირებს, თუმცა ამ სფე­­როსთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების უმრავლესობა ევ­­რო­კავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას სა­ჭი­როებს. საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის თანახმად, 2020 წლისათვის შემუშავდება ცხოველთა ჯანმ­რ­თე­ლო­ბასთან დაკავშირებული ნორმა­ტიული აქტი, რო­მე­ლიც სა­ქართ­ველოს მთავრობის დადგენილების სახით გამოიცემა. ცხო­ვე­ლ­თა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ევროკომისიის ძი­რი­თადი მოთ­ხოვნები აღნიშნულ მთავრობის დადგენილებაში იქნება მოქცეული. რაც შეეხება სპეციფიკური ჯიშის ცხოველებისათვის სპე­­ციფიკურ მოთხოვნებს, ისინი მიღებული იქნება საქართველოს მთავ­­რობის დადგენილების სახით. აღნიშნული საქართველოს მთავრობის დადგენილება შესაბამისობაში იქნება ევროკომისიის შემდეგ დე­ბუ­­ლებებთან: ევროსაბჭოს დირექტივა 64/432/EEC, ევროსაბჭოს დი­რექ­­ტივა 2002/­99/EC, ევროსაბჭოს დირექტივა 91/68/EEC, ევრო­საბ­ჭოს დირექტივა 90/­426/EEC, ევროსაბჭოს დირექტივა 2009/158/EC, ევ­როსაბჭოს დირექტივა 2006/­88/EC, ევროსაბჭოს დირექტივა 92/118/EEC, ევროსაბჭოს დირექტივა 92/65/­EEC, ევროსაბჭოს დი­რექ­ტივა 2003/99/EC. ჩამოთვლილი დირექტივები არე­­გულირებს ცხო­ველების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სა­კით­ხებს.“;

დ.ბ) მე-19  აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:       

,,2014-2020 წლებისათვის   მცენარეთა დაცვის სფეროში განხორციელდება  საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონდებლობასთან ჰარმონიზაცია.“;

ე) VII თავის (დასკვნა) მე-5 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სურსათის უვნებლობის სისტემის საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად და მისი ევროკავშირის კანონებთან მიახლოების მიზ­ნით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა საკანონმდებლო მიახ­ლო­ე­­ბის პროგრამა და 2010-2020 წლებისათვის გაწერა. ამ პრო­გ­­რა­მის მიზანია საქართველოს სურსათის უვნებლობის, ვეტერი­ნა­რი­ისა და მცენარეთა დაცვის კანონმდებლობის ევრო­კავშირის კა­ნ­ონ­მდე­ბლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. პროგრამაში მო­ცემუ­ლია ჰო­რიზონტალური საკანონმდებლო მიახლოებისათვის საჭირო ვადე­ბი.“.

2. განკარგულებით დამტკიცებული „საკანონმდებლო მიახლოების პროგრამა“  ჩამოყალიბდეს  თანდართული რედაქციით.

პრემიერ-მინისტრი                                                            ი .  ღარიბაშვილი

 

დანართი

 

,, საკანონმდებლო მიახლოების პროგრამა

პროგრამაში მოცემულია სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ახლოებისათვის საჭირო ვადები, ეტაპები, პასუხისმგებელი ინსტიტუტები და ადამიანური რესურსები. კერძოდ:

ა) ევროკავშირის კანონმდებლობის ჩამონათვალი შესაბამისი საკანონმდებლო ნორმატიული აქტების მოსამზადებლად;

ბ)სამართლებრივი აქტების აღსრულების ვადები.

საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის ცვლილებების მომზადებაში მონაწილეობდნენ  ფინელი და შვედი ექსპერტები.