„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4325
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 31/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 280.050.000.05.001.002.735
  • Word
4325
29/12/2006
სსმ, 51, 31/12/2006
280.050.000.05.001.002.735
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 1998 წელი, მუხ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დამსაქმებელთა გაერთიანების მიერ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის განხორციელების წესს ადგენს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.“.

2. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საპენსიო სქემების რეგისტრაციას ახორციელებს და რეესტრს აწარმოებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.“.

3. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საპენსიო სქემაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გატარდეს რეგისტრაციაში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში.“.

4. 26-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საპენსიო სქემის შეწყვეტის შესახებ სარჩელი სასამართლოში შეიძლება წარადგინოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საპენსიო სქემა შეწყვეტილად ითვლება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ საპენსიო სქემების რეესტრში საპენსიო სქემის შეწყვეტის შესახებ ჩანაწერის შეტანის მომენტიდან.“.

5. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დამფუძნებელი მონაწილისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობისათვის ან დაგვიანებით მიწოდებისათვის პასუხს აგებს მონაწილის წინაშე ინფორმაციის მიწოდების ვადის ყოველ დაგვიანებულ დღეზე მონაწილის საპენსიო დანაგროვის თანხის 0.01 პროცენტის ოდენობით, თავისი ქონების ხარჯზე, ხოლო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის ანგარიშის წარუდგენლობისათვის ან დაგვიანებით წარდგენისათვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

6. 29-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საპენსიო სქემების დამფუძნებლები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებულ საბუღალტრო აღრიცხვის ტიპურ ფორმებთან ერთად კვარტალში ერთხელ და წლის ბოლოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენენ ანგარიშს. წლიურ ანგარიშში უნდა აისახოს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ანგარიშებისა და ანგარიშგების წარმოების სისწორის იმ აქტივების შეფარდებითი ღირებულების შესახებ, სადაც განთავსებულია საპენსიო, მათ შორის, მუდმივი პენსიის გაცემის დანაგროვები.“;

ბ) მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დამფუძნებელს წარუდგინოს აუცილებელი დოკუმენტები, რომელთა ჩამონათვალს ადგენენ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია (შემდგომში – ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია);

დ) გამოაქვეყნოს წლიური ანგარიში, რომელიც წარედგინება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აქტივების მმართველი კომპანია და სპეციალიზებული დეპოზიტარი ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიას ანგარიშებს წარუდგენენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

7. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 30. არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში ურთიერთობათა მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოები

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში ურთიერთობებს არეგულირებენ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური და ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია.“.

8. 31-ე მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ახორციელებს საპენსიო სქემების დამფუძნებელთა, როგორც საპენსიო დაზღვევის მონაწილეთა, ლიცენზირებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიასთან ერთად ამოწმებს აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების საქმიანობას;“;

გ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“–„პ“ ქვეპუნქტები:

„ე) ახორციელებს საპენსიო სქემების ექსპერტიზას;

ვ) ადგენს საპენსიო სქემების მიმართ მოთხოვნებს და ამ სქემების რეგისტრაციის წესებს;

ზ) აწარმოებს ჩანაწერებს საპენსიო სქემის შეწყვეტის შესახებ;

თ) ახორციელებს დამფუძნებლის ფინანსური მდგრადობის შეფასებას;

ი) აკონტროლებს დამფუძნებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობათა შესრულებას;

კ) ახორციელებს მეთვალყურეობასა და კონტროლს დამფუძნებლის ფინანსური მდგომარეობის განმტკიცების მიზნით გატარებული ღონისძიებების შესრულებაზე;

ლ) აღძრავს სარჩელს იმ მეანაბრეთა მიმართ, რომლებიც არ იხდიან საპენსიო შენატანებს და ამავე დროს არ ითვლებიან მონაწილეებად;

მ) მონაწილეთა დავალიანების დაფარვის მიზნით სასამართლოში აღძრავს სარჩელს დამფუძნებლის გაკოტრების შესახებ;

ნ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს;

ო) დამფუძნებელს გაუგზავნოს შესასრულებლად სავალდებულო ინსტრუქცია;

პ) უფლებამოსილია შეამოწმოს საპენსიო სქემების დამფუძნებლების, აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების საქმიანობა.“.

9. 32-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

10. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 33. ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის ფუნქციები არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში

1. ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია:

ა) ადგენს მოთხოვნებს აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის მიმართ;

ბ) ამტკიცებს საპენსიო დანაგროვთა ინვესტირების და მისი შეზღუდვის წესებს, საინვესტიციო დეკლარაციის მოთხოვნებს, საპენსიო დანაგროვთა აქტივების სტრუქტურასა და შემადგენლობას;

გ) აკონტროლებს აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების საქმიანობას;

დ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

2. ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია უფლებამოსილია:

ა) საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან ერთად შეამოწმოს აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების საქმიანობა, აგრეთვე დამოუკიდებლად – დამფუძნებლის საქმიანობა;

ბ) საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით აქტივების მმართველ კომპანიებს, სპეციალიზებულ დეპოზიტარებსა და საპენსიო სქემების დამფუძნებლებს გაუგზავნოს შესასრულებლად სავალდებულო ინსტრუქციები.“.

11. 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საპენსიო სქემის ფინანსური მდგრადობის შეფასებას საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს კვარტალში ერთხელ, დამფუძნებლის ანგარიშის მიღებისას.

3. დამფუძნებელი ვალდებულია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს 15 დღის განმავლობაში შეატყობინოს ყველა შემთხვევის შესახებ, რომელმაც იმოქმედა ან შეუძლია იმოქმედოს მისი საპენსიო სქემის ფინანსურ მდგრადობაზე და რომელიც მის წინა კვარტალურ ანგარიშში ასახული არ იყო.“.

12. 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ დამფუძნებლის ფინანსური მდგრადობა არ აღდგა მისი არადამაკმაყოფილებლად შეფასებიდან 3 თვის განმავლობაში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია მიიღოს ზომები დამფუძნებლის საპენსიო სქემების შეწყვეტისა და მისი გაკოტრების შესახებ სასამართლოში სარჩელის აღძვრის მიზნით.“.

13. 38-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მონაწილეთა მიმართ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის მოვალეობათა შესრულების მიზნით დამფუძნებელმა უნდა შექმნას საკუთარი რეზერვი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი ნორმატივის შესაბამისად.“.

14. 39-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების ნებაყოფლობითი გაერთიანებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმნიან საკომპენსაციო და სხვა ფონდებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მოთხოვნათა შესაბამისად.“.

15. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 40. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა შეიმუშაოს და გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის შესახებ;

ბ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ფინანსური მდგრადობის შეფასების წესის შესახებ;

გ) საპენსიო სქემის რეგისტრაციის წესის შესახებ;

დ) საპენსიო სქემების წესების შესახებ;

ე) საპენსიო დანაგროვთა შეფასების წესის შესახებ;

ვ) მინიმალური მოგების გარანტიის ვალდებულებების განსაზღვრის წესის შესახებ;

ზ) საპენსიო შეთანხმების წესის შესახებ;

თ) საპენსიო სქემის მონაწილეთა და სამეთვალყურეო საბჭოს ინფორმირების წესის შესახებ;

ი) სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ;

კ) დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანებისა და პროფესიული კავშირის მიერ საპენსიო სქემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის თაობაზე;

ლ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრთათვის ინფორმაციის მიწოდების წესის შესახებ;

მ) საპენსიო სქემის საბუღალტრო აღრიცხვის წესის შესახებ;

ნ) საპენსიო სქემის ანგარიშგების, არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილეთა და მეანაბრეთა რეესტრის წარმოების წესის შესახებ;

ო) მუდმივი პენსიების დანაგროვის ფონდის განსაზღვრის წესის შესახებ.

2. ფასიანი ქაღალდების ეროვნულმა კომისიამ შეიმუშაოს და გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების წესის შესახებ;

ბ) აქტივების მმართველი კომპანიის საწესდებო კაპიტალისადმი მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის წესის შესახებ;

გ) აქტივების მმართველ კომპანიასთან ხელშეკრულების დადების წესის შესახებ;

დ) აქტივების მმართველი კომპანიის მომსახურების ანაზღაურების ნორმების შესახებ;

ე) აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ;

ვ) აქტივების მმართველი კომპანიის პერსონალის საკვალიფიკაციო სტანდარტების შესახებ;

ზ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ლიცენზირების წესის შესახებ;

თ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის საწესდებო კაპიტალისადმი მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის წესის შესახებ;

ი) სპეციალიზებულ დეპოზიტართან ხელშეკრულების დადების წესის შესახებ;

კ) სპეციალიზებული დეპოზიტარის საპენსიო აქტივების შენახვის ვალდებულების განსაზღვრის წესის შესახებ;

ლ) სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ანაზღაურების ნორმების შესახებ;

მ) დამსაქმებლის საწესდებო კაპიტალში საპენსიო აქტივების ინვესტირების შეზღუდვების სახელმძღვანელო პირობების შესახებ;

ნ) საპენსიო სქემების დამფუძნებლების, აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების ნებაყოფლობითი გაერთიანებების შექმნის წესის შესახებ;

ო) საპენსიო აქტივების ინვესტირების წესის შესახებ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან ერთად.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4325–რს