„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-29/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 07/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 280070010.22.035.016260
01-29/ნ
07/05/2014
ვებგვერდი, 07/05/2014
280070010.22.035.016260
„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-29/ნ

2014 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,   ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №19, მუხლი 241) დამტკიცებულ დანართ N2-ში  (სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 71 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროკურატურის იმ მუშაკებს, რომლებმაც პროკურატურის სისტემაში იმსახურეს 4 წელი მაინც, გააჩნიათ პროკურატურის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროებისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტიდან 2011 წლის 3 ივნისამდე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში სპეციალობით მუშაობის, აგრეთვე, ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სხვა ორგანოების შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი და არიან პროკურატურიდან დათხოვნილი საპენსიო ასაკის გამო, მათი კომპენსაციის ოდენობა შეადგენს დათხოვნის მომენტისათვის მათი თანამდებობრივი სარგოს 1.5% ნამრავლს ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „ა“, „თ“ ან „ი“ (მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში არჩევის ან დანიშვნის დროს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნისას პროკურატურის მუშაკს კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში − არანაკლებ 4 წლის სტაჟი). ამ კომპენსაციის ოდენობაა დათხოვნის მომენტისათვის პროკურატურის მუშაკის თანამდებობრივი სარგოს 1,5%-ისა და ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში მუშაობის სტაჟის ნამრავლის 80%.“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეებს, მიუხედავად პროკურატურის სისტემაში  მუშაობის ვადისა, კომპენსაცია ენიშნებათ თუ მათ აქვთ შრომის არანაკლებ 20 წლის  საერთო სტაჟი და პროკურატურაში სამსახურებრივი უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვთ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „ა“, „ბ“ ან „პ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით.”.

2. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პროკურატურის მუშაკზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ,  ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ:

ბ.ა) პროკურატურის მუშაკზე შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ , შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო - სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;

ბ.ბ) პროკურატურის მუშაკის   გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ, გარდაცვალების მოწმობა. ამასთან დამატებით შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო