დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2241-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/04/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/05/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 100030010.05.001.017396 |
|
პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას ახორციელებენ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოები (შემდგომ – სისტემის ორგანო).“. 2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. სისტემის ორგანოები ფუნქციონირებენ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში, სადაც დასაქმებული არიან სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირები, აგრეთვე სხვა საჯარო მოსამსახურეები (შემდგომ – სამინისტროს მოსამსახურე).“. 3. მე-7 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დეპარტამენტი არის სისტემის ორგანო, რომელიც შედის სამინისტროს მმართველობის სფეროში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სახით.“. 4. მე-9 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პატიმრობის დაწესებულებაში ბრალდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.“. 5. მე-10 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებია: ა) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ბ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; დ) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ე) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება; ვ) ქალთა სპეციალური დაწესებულება.“. 6. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი: „მუხლი 101. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება 1. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. 2. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან საკნის ტიპის საერთო საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად. 3. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შეუძლიათ დამოუკიდებლად, დადგენილი წესით გადაადგილდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე.“. 7. მე-11 მუხლის: ა) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან საერთო საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად. 3. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შეუძლიათ დამოუკიდებლად, დადგენილი წესით გადაადგილდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე.“; ბ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 8. მე-12 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.“. 9. 121 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 121. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება 1. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები და უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. 2. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც მსჯავრდებულებზე ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.“. 10. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 122 და 123 მუხლები: „მუხლი 122. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება 1. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. 2. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად. 3. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შეუძლიათ დამოუკიდებლად, დღის განრიგით დადგენილი წესით და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად გადაადგილდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე. 4. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 123. ქალთა სპეციალური დაწესებულება 1. ქალთა სპეციალური დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. 2. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში განთავსებული არიან ქალი მსჯავრდებულები, მათ შორის, არასრულწლოვნები. არასრულწლოვან ქალ მსჯავრდებულზე ვრცელდება იგივე პირობები, რომლებიც დადგენილია არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულისათვის. 3. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მსჯავრდებულები, როგორც წესი, განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად. 4. ქალთა სპეციალური დაწესებულება გათანაბრებულია ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასთან, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 11. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 და II2 თავები: „თავი II1 სისტემის ორგანოში სამსახური მუხლი 124. სისტემის ორგანოს მოსამსახურე 1. სისტემის ორგანოში დასაქმებული არიან სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირები, აგრეთვე სხვა საჯარო მოსამსახურეები. 2. სისტემის ორგანოს მოსამსახურეთა ატესტაცია ტარდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. სისტემის ორგანოს მოსამსახურისათვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე. 4. სისტემის ორგანოს მოსამსახურე, როგორც წესი, ატარებს სამსახურებრივ ფორმას. სისტემის ორგანოს მოსამსახურის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკას ამტკიცებს მინისტრი. 5. სისტემის ორგანოში სამსახურის გავლის წესს, სისტემის ორგანოს მოსამსახურეთა ატესტაციის ჩატარების პირობებს და ატესტაციისადმი დაქვემდებარებულ პირთა წრეს ადგენს მინისტრი. მუხლი 125. სისტემის ორგანოში სამუშაოდ მიღების წესი 1. პირი სისტემის ორგანოში სამუშაოდ მიიღება ამ კოდექსით დადგენილი წესით. 2. სისტემის ორგანოში სამუშაოდ მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს საშუალო განათლება მაინც, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და თავისი პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები. 3. პირი სისტემის ორგანოში სამუშაოდ მიიღება, როგორც წესი, კონკურსის შედეგად. 4. სამინისტროს სისტემაში შეიძლება შეიქმნას მოხელეთა რეზერვი. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 5. პირი სისტემის ორგანოში სამუშაოდ მიღებისას, აგრეთვე სისტემის ორგანოს მოსამსახურე სამსახურში მიღების შემდეგ, დადგენილ ვადაში გადის სავალდებულო პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში (შემდგომ – სასწავლო ცენტრი). 6. სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს სისტემის ორგანოს მოსამსახურეთა მუდმივ პროფესიულ მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. 7. სავალდებულო პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსების არადამაკმაყოფილებლად გავლა არის პირის სისტემის ორგანოში სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმის, აგრეთვე სისტემის ორგანოს მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. 8. სისტემის ორგანოში სამუშაოდ მიღების, სავალდებულო პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსების გავლის წესსა და პირობებს, აგრეთვე იმ თანამდებობათა ჩამონათვალს, რომლებზედაც არ ვრცელდება ამ მუხლის მოთხოვნები, ადგენს მინისტრი. 9. სამინისტრო მუდმივად ზრუნავს სისტემის ორგანოს მოსამსახურეთა გენდერული ბალანსის დაცვაზე და ხელს უწყობს სისტემის ორგანოში ქალთა დასაქმებას. მუხლი 126. სისტემის ორგანოში სტაჟირების გავლა 1. დასაშვებია სისტემის ორგანოში სტაჟირების გავლა. 2. სისტემის ორგანოში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი. მუხლი 127. სისტემის ორგანოში სამუშაოდ მიღებისათვის დადგენილი შეზღუდვები სისტემის ორგანოში სამუშაოდ არ მიიღება: ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს; ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს; გ) პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ არის ცნობილი; დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს; ვ) პირი, რომელიც შესაბამისი თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს; ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, გარდა კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისისა. თავი II2 სამინისტროს მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები, წახალისება და პასუხისმგებლობა, სისტემის ორგანოს მოსამსახურის სოციალური დაცვა მუხლი 128. სამინისტროს მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები 1. სამინისტროს მოსამსახურეს უფლება აქვს: ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე და მიიღოს მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; ბ) ისარგებლოს სამართლებრივი და სხვა საჭირო მასალებით; გ) მიიღოს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები და ჰქონდეს შესაბამისი სამუშაო პირობები; დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 2. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია: ა) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მოქალაქის კანონიერი უფლებები; ბ) პირნათლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები; გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის წესები; დ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება; ე) შეასრულოს ხელმძღვანელის კანონიერი ბრძანება, განკარგულება და მითითება; ვ) დროულად და ჯეროვნად შეასრულოს ხელმძღვანელის დავალებები; ზ) შეასრულოს შინაგანაწესის მოთხოვნები; თ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები; ი) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. 3. გაფიცვაში მონაწილეობა ეკრძალება: ა) სამინისტროს მოსამსახურეს, რომელიც: ა.ა) სისტემის ორგანოში სამედიცინო საქმიანობას ახორციელებს; ა.ბ) ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ა.გ) ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებულ, აგრეთვე პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებების ტერიტორიებზე მომხდარ დანაშაულთა წინასწარ გამოძიებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) სისტემის ორგანოს მოსამსახურეს. მუხლი 129. სისტემის ორგანოს მოსამსახურის სოციალური დაცვა 1. სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე სისტემის ორგანოს მოსამსახურის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო. 2. სისტემის ორგანოს მოსამსახურე ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. ამასთანავე, შესაძლებელია სისტემის ორგანოს მოსამსახურის მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების დაზღვევა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. 3. სისტემის ორგანოს მოსამსახურის ხელფასი შედგება თანამდებობრივი სარგოსა და სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის დადგენილი დანამატისაგან. 4. სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე სისტემის ორგანოს მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს ხელფასზე დანამატი ნამსახურები წლებისათვის, სასურსათო ულუფის კომპენსაცია, აგრეთვე სხვა დანამატები და კომპენსაციები. 5. სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე სისტემის ორგანოს მოსამსახურის დანამატისა და კომპენსაციის სახეებს და ოდენობებს, აგრეთვე მათი გაცემის წესსა და პირობებს ადგენს მინისტრი. 6. სისტემის ორგანოს მოსამსახურე შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვისა. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სისტემის ორგანოს მოსამსახურეს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ხელფასი ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. 7. ზიანი, რომელიც სისტემის ორგანოს მოსამსახურეს მიადგა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მას შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აუნაზღაურდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 8. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე სისტემის ორგანოს მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. სისტემის ორგანოს მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო აანაზღაურებს. 9. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე სისტემის ორგანოს მოსამსახურის სხეულის დაზიანების შემთხვევაში მას ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) სხეულის მძიმე დაზიანებისას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი; ბ) სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი; გ) სხეულის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი. 10. სისტემის ორგანოს მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს, საწვავით სახელმწიფო უზრუნველყოფს. 11. სისტემის ორგანოს მოსამსახურესა და მისი ოჯახის წევრს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. 12. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში სისტემის ორგანოს მოსამსახურისათვის შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები. მუხლი 1210. სამინისტროს მოსამსახურის წახალისება 1. სამინისტროს მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის მის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი პრემიის მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; დ) სამინისტროს სიგელით დაჯილდოება; ე) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება; ვ) სამინისტროს მედალიონით დაჯილდოება; ზ) სამინისტროს მედლით დაჯილდოება; თ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; ი) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; კ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება. 2. სამინისტროს მოსამსახურის მიმართ ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მამაცობისა და გამბედაობისათვის სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე. 4. სამინისტროს მოსამსახურის წახალისების წესს განსაზღვრავს მინისტრი. მუხლი 1211. სამინისტროს მოსამსახურის პასუხისმგებლობა 1. სამინისტროს მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ჩადენისათვის პასუხს აგებს საერთო წესით. 2. დისციპლინური დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურეს ეკისრება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნის მიცემა; ბ) გაფრთხილების მიცემა; გ) საყვედურის გამოცხადება; დ) სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; ზ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; თ) სამსახურიდან გათავისუფლება. 3. დაუშვებელია ერთი დისციპლინური დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურისთვის 2 ან მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება. 4. სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებასა და მათთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების წესს ადგენს მინისტრი.“. 12. მე-14 მუხლის: ა) პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ა) საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით;“; ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 ნაწილები: „3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში და შეხვდეს სასულიერო პირებს, თან იქონიოს და ისარგებლოს რელიგიური ლიტერატურითა და საკულტო საგნებით. 4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის და სასულიერო პირებთან შეხვედრის წესს განსაზღვრავს მინისტრი.“. 13. მე-15 მუხლის მე-2–მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. 1 მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა ყველა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 4 კვ. მეტრზე ნაკლები. 3. 1 ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა პატიმრობის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 3 კვ. მეტრზე ნაკლები. 4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას. ბრალდებული/მსჯავრდებული აგრეთვე უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაციით.“. 14. მე-16 მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ადმინისტრაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს ეკრძალება, შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორი.“. 15. მე-17 მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს მის ახლო ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) ხანმოკლე პაემნის უფლება. აღნიშნულ პირებთან შეხვედრაზე პატიმრობის/ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის თანხმობა/მოტივირებული უარი ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.“; ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. ბრალდებულს/მსჯავრდებულს დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობით შეიძლება მიეცეს იმ პირებთან ხანმოკლე პაემნის უფლება, რომლებიც გათვალისწინებული არ არიან ამ მუხლის მე-2 ნაწილით.“; გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 და 21 ნაწილებით გათვალისწინებულ პირებთან ბრალდებულის/მსჯავრდებულის ურთიერთობის კონტროლი ხორციელდება მისი პატივისა და ღირსების შეულახავად.“; დ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე ინფორმაცია ადმინისტრაციას წერილობით მიეწოდება. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირი ადმინისტრაციას წარუდგენს ახლო ნათესაობის დამადასტურებელ დოკუმენტს.“; ე) მე-13 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 და მე-15 ნაწილები: „14. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ამ კოდექსით განსაზღვრული რაოდენობის პაემნების გარდა, წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს საგამონაკლისო პაემანი დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობით, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დადგენილი წესის შესაბამისად. 15. ხანმოკლე პაემნის უფლებით სარგებლობის წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი.“. 16. 171 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული და ამ კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულებისა, უფლება აქვს, ისარგებლოს ვიდეოპაემნით (პირდაპირი ხმოვანი და ვიზუალური ტელეხიდით) ნებისმიერ პირთან.“. 17. 172 მუხლის: ა) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობა შეიძლება განხორციელდეს საფასურის გადაუხდელად, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.“; ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან და ძმასთან ხანგრძლივი პაემნის უფლება.“; გ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ხანგრძლივი პაემანი გრძელდება არაუმეტეს 23 საათისა. 6. ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევათ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, აგრეთვე იმ მსჯავრდებულს, რომელიც არის საკარანტინო რეჟიმში, დაკისრებული აქვს დისციპლინური სახდელი ან/და შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა.“. 18. 173 მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქალ მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან და ძმასთან საოჯახო პაემნის უფლება.“; ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. ბრალდებულს/მსჯავრდებულს დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობით შეიძლება მიეცეს იმ პირებთან საოჯახო პაემნის უფლება, რომლებიც გათვალისწინებული არ არიან ამ მუხლის მე-2 ნაწილით.“. 19. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი: „4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული პირები უნდა ახორციელებდნენ კანონით გათვალისწინებულ საადვოკატო საქმიანობას.“. 20. მე-20 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა გამოყენების შესაძლებლობა. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, ხდება რადიო- და ტელეტრანსლაცია. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისა, აგრეთვე შესაძლებელია ინტრანეტით სარგებლობა. 2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, გარდა სამარტოო საკანში მოთავსებული ბრალდებულისა/მსჯავრდებულისა, შეიძლება მიეცეს სამუშაოსაგან თავისუფალ დროს, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით რადიოტრანსლაციის მოსმენისა და ტელეტრანსლაციის ნახვის უფლება. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს ადმინისტრაციის თანხმობით, ამ ტიპის პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისათვის გათვალისწინებული შეზღუდვების შესაბამისად, შეიძლება ჰქონდეს პირადი რადიომიმღები და ტელევიზორი, თუ მათი გამოყენებით არ ირღვევა ამ დაწესებულების დებულების მოთხოვნები და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე. მან აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს თავისი ხარჯით ან მიიღოს ამანათის სახით.“. 21. 25-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს დღის განმავლობაში არანაკლებ 1 საათით სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლება.“. 22. 26-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციამ მსჯავრდებულს შეიძლება მისცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება, თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა მსჯავრდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე, ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებასთან დაკავშირებით, ან სოციალური აქტივობის განსახორციელებლად.“; ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მსჯავრდებულის მონაწილეობის აუცილებლობის შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოფს საპროცესო მოქმედებაში მსჯავრდებულის მონაწილეობას.“. 23. 29-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ბრალდებული/მსჯავრდებული ანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თვითდაზიანების ან სხვისთვის დაზიანების მიყენების შემთხვევაში, აგრეთვე პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისთვის მიყენებულ ზიანს, შესაბამისი დაწესებულებიდან მისი გაქცევის აღკვეთასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს.“. 24. 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი და საცხოვრებელი;“. 25. 33-ე და 34-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 33. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსების საფუძველი 1. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებისათვის აუცილებელია სასამართლოს გადაწყვეტილება პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ, ბრალდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით და დაკავების ოქმი, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა. 2. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებისათვის აუცილებელია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, მსჯავრდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით და დაკავების ოქმი, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა. მუხლი 34. შეტყობინება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ 1. ადმინისტრაცია ვალდებულია ბრალდებულის პატიმრობის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აცნობოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოსა და ბრალდებულის ახლო ნათესავს ან ბრალდებულის თხოვნით – სხვა პირს ან ბრალდებულის ადვოკატს, მის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. 2. ადმინისტრაცია ვალდებულია მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აცნობოს განაჩენის გამომტან სასამართლოსა და მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან მსჯავრდებულის თხოვნით – სხვა პირს ან მსჯავრდებულის ადვოკატს, მის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში.“. 26. 42-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, ადმინისტრაცია ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, ადმინისტრაცია უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს.“; ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.“. 27. 44-ე მუხლის მე-2–მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია შედგება 7 წევრისაგან. კომისიის შემადგენლობაში შედიან: ა) როტაციის წესით – საპარლამენტო უმრავლესობის ერთი წარმომადგენელი, უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა ერთი წარმომადგენელი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წარმომადგენელი, უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ერთი წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი წარმომადგენელი; ბ) სამინისტროს სისტემის ორი თანამშრომელი. 3. სამინისტროს მუდმივმოქმედ კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო/ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თითო წარმომადგენლის კანდიდატურებს მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო. სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს უფლება-მოვალეობები და საქმიანობა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 4. სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელს, უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელსა და სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს ამტკიცებს მინისტრი, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. 5. სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა წარმომადგენელი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი და სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატები ექვემდებარებიან როტაციას ყოველი 1 წლის შემდეგ.“. 28. 46-ე მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მსჯავრდებული, როგორც წესი, სასჯელს იხდის მისი ან მისი ახლო ნათესავის საცხოვრებელი ადგილიდან ყველაზე ახლოს მდებარე, შესაბამისი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“; ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4–მე-6 ნაწილები: „4. სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მის მიერ დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევის გამო, მისი ავადმყოფობის გამო, ან/და რისკის ფაქტორის გათვალისწინებით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაწესებულების რეორგანიზაციისას, ლიკვიდაციისას ან გადატვირთულობისას, ან იმ გარემოების არსებობისას, რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით, ან სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას ან/და მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში. მსჯავრდებულის რისკების შეფასებას და პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს მულტიდისციპლინური გუნდი. რისკის სახეები, რისკის შეფასების კრიტერიუმები, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესი, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესი და პირობები, აგრეთვე მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობა და უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით/საფუძვლებით მსჯავრდებულის სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანისას მასზე ვრცელდება წესები, რომლებიც დადგენილია ამ რისკის მსჯავრდებულისათვის და რომელთა დაცვაც შესაძლებელია სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. 6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით (გარდა მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევის გამო ან/და რისკის ფაქტორის გათვალისწინებით და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაყვანისა) სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანილი მსჯავრდებული ამ საფუძვლის აღმოფხვრისთანავე დაბრუნებული უნდა იქნეს იმ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, საიდანაც გადაყვანილ იქნა.“. 29. 47-ე მუხლის მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 30. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 48. მსჯავრდებულის პატიმრობის დაწესებულებაში დატოვება 1. მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხდა განესაზღვრა, მისივე წერილობითი თანხმობით, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით შეიძლება დატოვებულ იქნეს პატიმრობის დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად. ამ შემთხვევაში მსჯავრდებულზე ვრცელდება უფლებები, რომლებიც განსაზღვრულია იმ ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისთვის, სადაც რისკების გათვალისწინებით განთავსდებოდა მსჯავრდებული, და რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია პატიმრობის დაწესებულებაში. პატიმრობის დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულის გადაადგილების წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი. 2. სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მსჯავრდებულის პატიმრობის დაწესებულებაში დატოვება ფორმდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.“. 31. 51-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 32. 52-ე მუხლის პირველი ნაწილის: ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებებისა და სხვა საგნების ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება შეიძინოს ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში;“; ბ) „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 33. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 54. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი 1. დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას ადმინისტრაციას უფლება აქვს, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან სხვა პირთა უსაფრთხოებისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე – თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, მის ან სხვა პირთა მიმართ ძალადობის, ქონების დაზიანების, აგრეთვე სხვა დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად განახორციელოს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. ელექტრონული მეთვალყურეობა ხორციელდება აუდიოვიდეოსაშუალებებით ან/და კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებებით. ადმინისტრაცია უფლებამოსილია განახორციელოს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის, კონტროლის და ამ პროცესის შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერა. 2. ადმინისტრაცია ვალდებულია გააფრთხილოს ბრალდებული/ მსჯავრდებული ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის ან/და აუდიოვიდეოჩაწერის განხორციელების თაობაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება, თუ რა სახის ელექტრონული საშუალებით და რა მიზნით ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ მეთვალყურეობა. ოქმს ხელს აწერენ ადმინისტრაციის არანაკლებ ორი წარმომადგენელი და ბრალდებული/მსჯავრდებული, რომლის მიმართაც ხორციელდება ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. 4. ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტიანია. მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული და მიზნის პროპორციული უნდა იყოს. 5. დაუშვებელია ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება ხანგრძლივი პაემნებისათვის განკუთვნილ ოთახებში, გარდა მეთვალყურეობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში განხორციელებისა. 6. ადმინისტრაცია უფლებამოსილია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილითა და მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა პირებთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე. 7. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელების შემთხვევაში ადმინისტრაცია ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 8. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრისთანავე ადმინისტრაცია წყვეტს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობას. დაუშვებელია ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის ბრალდებულის/ მსჯავრდებულის დასჯის მიზნით განხორციელება. 9. ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესს განსაზღვრავს მინისტრი.“. 34. 57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 57. უსაფრთხოების ღონისძიებები 1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების თავიდან აცილების, დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სისტემის ორგანოს მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი უსაფრთხოების ღონისძიებები: ა) სპეციალური საშუალებების გამოყენება; ბ) სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან მისი განცალკევება; გ) დროებით სხვა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანა; დ) არაუმეტეს 24 საათით სამარტოო საკანში მოთავსება. 2. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელება წყდება დაუყოვნებლივ, იმ საფრთხის აღმოფხვრისთანავე, რომლის აღსაკვეთადაც ეს ღონისძიება გამოიყენებოდა. 3. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანისას/გადაყვანისას უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების სხვა პირობები და გარემოებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ მუხლის ნორმებს. 4. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების შემდეგ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელობა იმავე დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან ერთად ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ უტარებს სამედიცინო შემოწმებას. სამედიცინო შემოწმების ჩატარების შესახებ დგება შესაბამისი აქტი. აქტის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. 5. დაუშვებელია უსაფრთხოების ღონისძიების ბრალდებულის/ მსჯავრდებულის დასჯის მიზნით გამოყენება.“. 35. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 571 მუხლი: „მუხლი 571. სპეციალური საშუალებები და მათი გამოყენების წესი 1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი სპეციალური საშუალებები: ა) ხელბორკილი; ბ) დამაწყნარებელი პერანგი; გ) დამაწყნარებელი სკამი; დ) დამაწყნარებელი საწოლი; ე) რეზინის ხელკეტი; ვ) ცრემლსადენი გაზი; ზ) წიწაკის გაზი; თ) არალეტალური იარაღი; ი) აკუსტიკური საშუალება; კ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა; ლ) წყალსატყორცნი; მ) სასამსახურო ძაღლი. 2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უსაფრთხოების ღონისძიების განსახორციელებლად სპეციალური საშუალებები გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: ა) ხელბორკილი – პირის მიმართ, რომელიც თავისი ქმედებით წინააღმდეგობას უწევს სისტემის ორგანოს მოსამსახურეს ან/და არ ემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას; საფრთხეს უქმნის საკუთარ ან/და სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს სხვისი/სახელმწიფო ქონება; ცდილობს გაქცევას; აგრეთვე თუ არსებობს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის გონივრული ეჭვი; ბ) დამაწყნარებელი პერანგი, დამაწყნარებელი სკამი და დამაწყნარებელი საწოლი – პირის მიმართ, რომელმაც სცადა ზიანი მიეყენებინა საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის ან/და ზიანი მიაყენა საკუთარ თავს ან სხვას; რომელიც აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს სხვისი/სახელმწიფო ქონება; აგრეთვე რომლის მოქმედება გამოხატულად აგრესიულია. აღნიშნული სპეციალური საშუალებები გამოყენებული უნდა იქნეს ექიმის მეთვალყურეობით; გ) რეზინის ხელკეტი – ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა დაზიანების თავიდან აცილების, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანისას/გადაყვანისას დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, თავდასხმის მოგერიების, დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით; დ) ცრემლსადენი გაზი, არალეტალური იარაღი და აკუსტიკური საშუალება – გარშემომყოფებზე ან/და დაცულ ობიექტზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის თავდასხმის მოსაგერიებლად; მასობრივი არეულობის ან/და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად; ე) წიწაკის გაზი – დანაშაულის, თავდასხმის, გაქცევის, მასობრივი დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღსაკვეთად, დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად, შეიარაღებული პირის დასაკავებლად; ვ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა – გარშემომყოფებზე ან/და დაცულ ობიექტზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული პირის დასაკავებლად, იმ დაკავებული ობიექტის დატოვების მიზნით, რომელსაც პირი თავს აფარებს; ზ) წყალსატყორცნი – მასობრივი არეულობის ან/და წესრიგის დარღვევის აღსაკვეთად, დაცულ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული პირის დასაკავებლად; თ) სასამსახურო ძაღლი – ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევისას ან გაქცევის მცდელობისას; აკრძალული ნივთების აღმოსაჩენად, თავდასხმის მოსაგერიებლად. 3. სპეციალური საშუალება გამოიყენება უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტიანია. სპეციალური საშუალების გამოყენება წარმოქმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს და კანონიერი მიზნის მისაღწევად უფრო ნაკლები ზიანი უნდა მიაყენოს აღნიშნული ღონისძიების ადრესატს. 4. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს სისტემის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი მომზადება. 5. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირი ვალდებულია სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს შესაბამისი პირი, მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, ქონების დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია. 6. სპეციალური საშუალების გამოყენებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ამ სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიმღებ პირს. 7. სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ შესაბამისი დაწესებულების დირექტორსა და სამედიცინო მუშაკს, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენების შემთხვევისა. სპეციალური საშუალების გამოყენების შემდეგ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უტარდება სამედიცინო შემოწმება. 8. სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ დგება ოქმი. ოქმში აღინიშნება გამოყენებული სპეციალური საშუალება, მისი გამოყენების დასაბუთება და სხვა მონაცემები. ოქმის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. 9. სპეციალური საშუალების გამოყენების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ შესაბამისი დაწესებულების დირექტორი ადგენს ანგარიშს და მას დაუყოვნებლივ უგზავნის მინისტრსა და დეპარტამენტის თავმჯდომარეს. 10. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანისას/გადაყვანისას უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან/და მისი გაქცევის თავიდან აცილების მიზნით მის მიმართ სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ ჯგუფის ან კოლონის უფროსი დაუყოვნებლივ აცნობებს დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და სამედიცინო მუშაკს, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენების შემთხვევისა. 11. სპეციალური საშუალებების გამოყენება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებებისა, აგრეთვე დასაშვებია პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაზე გარედან თავდასხმის მოსაგერიებლად. 12. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალება გამოიყენება უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც იმავე ნაწილის „ა“–„ვ“ და „თ“–„მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენება არაეფექტიანია არსებული საფრთხის აღმოსაფხვრელად. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების (წიწაკის გაზის) დახურულ სივრცეში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში და იმ პირთა მიმართ გამოყენება, რომლებიც უკვე იმყოფებიან შესაბამისი უფლებამოსილი პირის კონტროლის ქვეშ. 13. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელბორკილით მყარ ზედაპირზე მიმაგრება, გარდა იმ უკიდურესი შემთხვევისა, როდესაც სხვა საშუალებების გამოყენებით შეუძლებელია ამ მუხლით განსაზღვრული კანონიერი მიზნის მიღწევა. 14. დაუშვებელია პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანისას/გადაყვანისას ისეთი სპეციალური საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან აკრძალულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საერთაშორისო აქტებით. 15. ქალებისა და არასრულწლოვნების მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალება, ხოლო ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღსაკვეთად, თავდასხმის მოსაგერიებლად და შეიარაღებული პირის დასაკავებლად შესაძლებელია აგრეთვე გამოყენებულ იქნეს იმავე ნაწილის „ე“, „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები. 16. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირი წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ, როგორც წესი, არ იყენებს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს, გარდა იმავე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებისა. 17. სპეციალური საშუალებების გამოყენებისას შეძლებისდაგვარად უნდა იქნეს გათვალისწინებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შეზღუდული შესაძლებლობები. 18. სისტემის ორგანოს შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა სახეებს, მათი შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესსა და პირობებს, აგრეთვე სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირის განსაზღვრის წესს ადგენს მინისტრი.“. 36. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 572 მუხლი: „მუხლი 572. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესი 1. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული თავს დაესხმება ან ჩაიდენს სხვა განზრახ მოქმედებას, რომელიც პირდაპირ, უშუალოდ და იმ წუთას საფრთხეს უქმნის სისტემის ორგანოს მოსამსახურის ან სხვა პირის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს, დასაშვებია სისტემის ორგანოს მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, თუ აღნიშნული მოქმედების სხვა საშუალებით აღკვეთა შეუძლებელია. გამოყენებული ძალა კანონიერი მიზნისა და იმ საფრთხის პროპორციული უნდა იყოს, რომელსაც ბრალდებული/მსჯავრდებული გარშემომყოფთ უქმნის. 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ან გაყვანისას/გადაყვანისას გაქცევის ან სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის შემთხვევაში, გამონაკლისი ღონისძიების სახით, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია სისტემის ორგანოს მოსამსახურის ან საბადრაგო ჯგუფის წევრის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, თუ აღნიშნული მოქმედების სხვა საშუალებით აღკვეთა შეუძლებელია. გამოყენებული ძალა კანონიერი მიზნისა და არსებული საფრთხის პროპორციული უნდა იყოს. გამოყენებული უნდა იქნეს მინიმალური ძალა – რამდენიც აუცილებელია გაქცეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის შესაჩერებლად. ქალთა და არასრულწლოვანთა გაქცევისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დაუშვებელია. 3. გაქცევად ჩაითვლება აკრძალული ზოლის გადაკვეთა. აკრძალული ზოლის განსაზღვრის წესს ადგენს მინისტრი. 4. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს შესაბამისი პირი, მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, აგრეთვე მოახდინოს გამაფრთხილებელი გასროლა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, ქონების დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია. 5. დაუშვებელია პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე სისტემის ორგანოს იმ მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ტარება და შენახვა, რომელსაც უშუალო შეხება აქვს ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან. 6. დაუშვებელია პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის შეტანა, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის და ამ კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაცვის განხორციელების შემთხვევებისა.“. 37. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 59. უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მასობრივი არეულობისას და ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას თავდასხმის, დაწესებულებიდან გაქცევის, სხვა დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით დეპარტამენტი შეიმუშავებს უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმას, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.“. 38. მე-60 მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაუშვებელია პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიოვიდეოტექნიკისა და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა. ნებართვას გასცემს მინისტრი ან დეპარტამენტის თავმჯდომარე.“; ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 ნაწილები: „5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ კოდექსით გათვალისწინებულ ვიზუალურ და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობაზე. 6. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები აგრეთვე არ ვრცელდება ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ გადაღებაზე. გადაღების თაობაზე ბრალდებული/მსჯავრდებული წინასწარ უნდა იქნეს გაფრთხილებული.“. 39. კოდექსის კერძო ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII1 თავი: „თავი VIII1 დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება მუხლი 601. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების თავისებურებანი 1. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, სასჯელის მოსახდელად თავსდება მსჯავრდებული, რომლის პიროვნული თვისებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან/და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ საფრთხე, რომელიც მან შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას ან გარშემომყოფთ, აგრეთვე საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებას, დაბალია. 2. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებული თავსდება მისი წერილობითი თანხმობით, რომელშიც აღინიშნება, რომ იგი თანახმაა, შეასრულოს დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისთვის დადგენილი ვალდებულებები, კერძოდ, ისწავლოს ან/და იმუშაოს, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების მიერ შეთავაზებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის მოთავსების წესს განსაზღვრავს მინისტრი. მუხლი 602. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პირობები 1. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის, თავსდება სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ საცხოვრებელში. 2. მსჯავრდებულს უფლება აქვს: ა) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარებისა და სხვა საგნების შესაძენად თავის პირად ანგარიშზე არსებული თანხა ყოველთვიურად დახარჯოს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში; ბ) 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 4 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 2 დამატებითი ხანმოკლე პაემანი; გ) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი; დ) დამოუკიდებლად, დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით გადაადგილდეს დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე; ე) 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 6 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 3 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი. 3. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების დირექტორის ნებართვით, დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით იქონიოს და ისარგებლოს ტელევიზორითა და რადიომიმღებით. 4. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულისათვის სწავლა ან/და მუშაობა, აგრეთვე დაწესებულების მიერ შეთავაზებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში მონაწილეობა სავალდებულოა. მუხლი 603. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის წახალისების ფორმები დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; გ) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; დ) დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების მიცემა; ე) დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; ვ) დამატებითი ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების მიცემა.“. 40. 61-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში აგრეთვე შეიძლება განთავსდნენ სხვა მსჯავრდებულები რისკის ფაქტორის გათვალისწინებით.“; ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ამოღებულ იქნეს. 41. 62-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის, თავსდება სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ საცხოვრებელში.“; ბ) მე-2 ნაწილის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარებისა და სხვა საგნების შესაძენად თავის პირად ანგარიშზე არსებული თანხა ყოველთვიურად დახარჯოს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში;“; ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.“. 42. 64-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში აგრეთვე შეიძლება განთავსდნენ სხვა მსჯავრდებულები რისკის ფაქტორის გათვალისწინებით.“; ბ) მე-2 და მე-3 ნაწილები ამოღებულ იქნეს. 43. 65-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარებისა და სხვა საგნების შესაძენად თავის პირად ანგარიშზე არსებული თანხა ყოველთვიურად დახარჯოს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში;“; ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.“; ბ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 44. 66-ე მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;“. 45. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის X1 თავი: „თავი X1 განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება მუხლი 661. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სამართლებრივი საფუძველი 1. ეს თავი ადგენს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების თავისებურებებს. 2. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთა აღსრულდება ამ კოდექსის შესაბამისად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 662. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების თავისებურებანი განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად თავსდება საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებული, რომლის პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან/და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას ან გარშემომყოფთ, აგრეთვე საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებას. მუხლი 663. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პირობები 1. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის, თავსდება საკანში. მსჯავრდებულის საკანში მოთავსების წესი და პირობები განისაზღვრება დაწესებულების დებულებით. 2. მსჯავრდებულს უფლება აქვს: ა) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად თავის პირად ანგარიშზე არსებული თანხა ყოველთვიურად დახარჯოს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში; ბ) 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი; გ) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 1 სატელეფონო საუბარი არაუმეტეს 10 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − 1 სატელეფონო საუბარი − არაუმეტეს 10 წუთისა. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ გარკვეული რაოდენობის სატელეფონო ნომერზე. სატელეფონო საუბრის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება დაწესებულების დებულებით. 4. დასაბუთებული ეჭვის არსებობისას ადმინისტრაციას უფლება აქვს, მოისმინოს და ჩაიწეროს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები, რის შესახებაც მსჯავრდებულს წინასწარ ეცნობება. მსჯავრდებულის გაფრთხილების ვალდებულება არ წარმოიშობა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისას. 5. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული არ სარგებლობს: ა) შრომითი უზრუნველყოფის უფლებით; ბ) ამ კოდექსის მე-14 მუხლის: ბ.ა) პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით (გარდა ახლო ნათესავის გარდაცვალების შემთხვევისა); ბ.ბ) მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით. 6. დასაბუთებული ეჭვის არსებობისას ადმინისტრაციას უფლება აქვს, შეამოწმოს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის კორესპონდენცია და გაეცნოს მის შინაარსს მსჯავრდებულის წერილობითი გაფრთხილების შემდეგ. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევასა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე. 7. ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირების მიერ მსჯავრდებულის სახელზე გამოგზავნილი კორესპონდენცია მოწმდება იმავე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით. 8. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით მიიღოს გზავნილი. 9. იმ პირველადი მოხმარების საგნების ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება შეიძინოს მსჯავრდებულმა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 664. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის წახალისების ფორმები განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; გ) დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა; დ) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; ე) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების მიცემა. მუხლი 665. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის დისციპლინური სახდელის სახეები 1. ადმინისტრაცია უფლებამოსილია დისციპლინური დარღვევისათვის განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები: ა) გაფრთხილების მიცემა; ბ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არაუმეტეს წელიწადში 6-ჯერ, მაგრამ არაუმეტეს ზედიზედ 2-ჯერ; გ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; დ) პირადი კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის ვადა 1 წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. 3. დისციპლინური დარღვევისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ კორესპონდენციაზე.“. 46. XI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი XI არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში სასჯელის მოხდის თავისებურებანი მუხლი 67. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სამართლებრივი საფუძველი 1. ეს თავი ადგენს არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების თავისებურებებს. 2. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთა აღსრულდება ამ კოდექსის შესაბამისად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 68. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების თავისებურებანი 1. მსჯავრდებული, რომელსაც დაწესებულებაში მოთავსების მომენტისათვის არ შესრულებია 18 წელი, თავსდება არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში. 2. საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით განსაზღვრული არასრულწლოვან პირთა დაცვისა და მათზე ზრუნვის სპეციალური ინტერესებიდან გამომდინარე, მინისტრი განსაზღვრავს: ა) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესსა და პირობებს; ბ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების სტრუქტურასა და საქმიანობის წესს; გ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ წახალისების ფორმებისა და სხვა ღონისძიებების გამოყენების წესს; დ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთათვის დისციპლინური სახდელების დაკისრების წესს; ე) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მოთხოვნებთან და საჩივრებთან დაკავშირებული წარმოების პროცედურებს; ვ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროცესის ორგანიზების წესს; ზ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ უსაფრთხოების ღონისძიებების და სპეციალური საშუალებების გამოყენების წესსა და პირობებს; თ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესს. მუხლი 69. მსჯავრდებულის არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში დატოვება ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანა 1. 18 წელს მიღწეული მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდისათვის იგზავნება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. 2. რესოციალიზაციის, ზოგადი განათლების მიღების და პროფესიული მომზადების მიზნით 18 წელს მიღწეული მსჯავრდებული პირადი განცხადებით შესაძლებელია სასჯელის მოსახდელად იმავე დაწესებულებაში იქნეს დატოვებული, რომელშიც სრულწლოვანების მიღწევამდე იხდიდა სასჯელს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის თავმჯდომარე დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე. 3. 18 წელს მიღწეული მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში შეიძლება დატოვებულ იქნეს არაუგვიანეს 20 წლის მიღწევისა. 4. 18 წელს მიღწეულ მსჯავრდებულზე, რომელიც სასჯელის მოსახდელად არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში იქნა დატოვებული, ვრცელდება არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის დადგენილი სასჯელის მოხდის პირობები, კვებისა და საყოფაცხოვრებო ნორმები. 5. 20 წელს მიღწეული მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდისათვის იგზავნება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. მუხლი 70. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პირობები 1. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან საცხოვრებელში. 2. არასრულწლოვან მსჯავრდებულს უფლება აქვს: ა) 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 4 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 2 დამატებითი ხანმოკლე პაემანი; ბ) 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 4 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 6 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; გ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარებისა და სხვა საგნების შესაძენად თავის პირად ანგარიშზე არსებული თანხა ყოველთვიურად დახარჯოს მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში; დ) დამოუკიდებლად, დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით გადაადგილდეს არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ტერიტორიაზე; ე) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი; ვ) ისარგებლოს პირადი ტელევიზორითა და რადიომიმღებით; ზ) 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 4 ვიდეოპაემანი, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში 2 დამატებითი ვიდეოპაემანი. 3. დაუშვებელია არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმება. მუხლი 71. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის წახალისების ფორმები 1. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის სანიმუშო ყოფაქცევის ან/და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; გ) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; დ) დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; ე) დამატებითი ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; ვ) დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა; ზ) დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების მიცემა; თ) ამანათით ან ფოსტით ისეთი ნივთების, ნივთიერებებისა და ნაკეთობების მიღება, რომელთა ქონის უფლებაც მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ჩვეულებრივ, არ აქვს, მაგრამ რომლებიც აკრძალული არ არის; ი) კომპიუტერული თამაშების უფლების მიცემა; კ) აუდიოვიდეოსაშუალებებით სარგებლობის უფლების მიცემა. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნივთების, ნივთიერებებისა და ნაკეთობების სახეობებსა და რაოდენობას განსაზღვრავს მინისტრი. მუხლი 711. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის დისციპლინური სახდელის სახეები 1. ადმინისტრაცია უფლებამოსილია დისციპლინური დარღვევისათვის არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები: ა) გაფრთხილების მიცემა; ბ) საყვედურის გამოცხადება; გ) ნებადართული ნივთებით (გარდა ექიმის მიერ დანიშნული კვების აუცილებელი პროდუქტებისა და მედიკამენტებისა) სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვის ვადით; დ) დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვის ვადით; ე) ამანათისა და გზავნილის მიღების უფლების შეზღუდვა 1 თვის ვადით; ვ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა 1 თვის ვადით; ზ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 1 წლის განმავლობაში 6 თვემდე ვადით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის ვადა 1 წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. მუხლი 712. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროცესის ორგანიზება 1. მსჯავრდებულისათვის ზოგადი ან პროფესიული განათლების მიცემისა და ზოგადი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების მიზნით არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროცესს. 2. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი უნდა შეესაბამებოდეს ქვეყანაში არსებულ განათლების სტანდარტებს. 3. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი რეგულირდება მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მუხლი 713. დისციპლინური სამართალწარმოება 1. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური დარღვევის საქმე ზეპირი მოსმენით განიხილება. 2. ზეპირი მოსმენის დროს არასრულწლოვან ბრალდებულს/ მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს დაჯდომისა და ჩანაწერების გაკეთების საშუალება. 3. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინურ განხილვაზე ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება, ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს აცხადებს დასწრებაზე, ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული. 4. დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ ზეპირი სხდომა შეიძლება გაგრძელდეს ზეპირი მოსმენის გარეშე და მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, თუ არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული არღვევს წესრიგს, სხვაგვარად უშლის ხელს სხდომის მიმდინარეობას ან არ ცხადდება სხდომაზე.“. 47. 72-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 ნაწილები: „31. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი 3 წლამდე ბავშვის კვებას, სამედიცინო მომსახურებასა და სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებს უზრუნველყოფს სამინისტრო. 32. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი 3 წლამდე ბავშვის კვების ნორმები და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“. 48. 74-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 49. 75-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მოსათავსებლად აუცილებელია სასამართლოს გადაწყვეტილება პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ, ბრალდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით და დაკავების ოქმი, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა.“. 50. 78-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა ბრალდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე, ან სხვა განსაკუთრებულ, პირად გარემოებასთან დაკავშირებით, აგრეთვე თუ აუცილებელია ბრალდებულის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა, გამომძიებელს ან პროკურორს შეუძლია გასცეს ბრალდებულის მიერ პატიმრობის დაწესებულების დროებით დატოვების ნებართვა 2 დღემდე ვადით. პატიმრობის დაწესებულების დროებით დატოვებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.“. 51. მე-80 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) დაწესებულების ტერიტორიაზე ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნა;“. 52. 81-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ დისციპლინური დარღვევის გარემოებები წარმოშობს ამ კოდექსის 57-ე მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიების გამოყენების საფუძველს, უსაფრთხოების ღონისძიება გამოიყენება ამ თავით გათვალისწინებული დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებამდე.“. 53. 82-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 6 თვემდე ვადით;“; ბ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს; გ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 ნაწილები: „4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის ვადა 1 წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. 5. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების ერთდროულად შეზღუდვა.“. 54. 83-ე მუხლის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალება დაცვის მოსამზადებლად საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში; გ) ისარგებლოს იურიდიული დახმარებით, მათ შორის, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ამას თავად მოითხოვს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში; დ) მოითხოვოს დისციპლინურ განხილვაზე მოწმეთა დასწრება და დაკითხოს მოწმეები საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში;“. 55. 84-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დისციპლინური დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს, საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს.“; ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ჰყავდეს ადვოკატი.“; გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, რომელიც ტარდება ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების გამოყენების შესახებ. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება, ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი. თუ ბრალდებული/ მსჯავრდებული უარს აცხადებს დასწრებაზე, ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული.“. 56. 87-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაუშვებელია ერთი დისციპლინური დარღვევისათვის 2 ან მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება.“. 57. 90-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ მსჯავრდებულმა დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში განმეორებით ჩაიდინა ამ კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, მას შესაძლებელია შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა არაუმეტეს 60 დღე-ღამის ვადით. აღნიშნული წესი არ ვრცელდება ამ მუხლის 11 ნაწილზე.“; ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. თუ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულმა მსჯავრდებულმა ჩაიდინა ამ კოდექსის მე-80 მუხლის „ი1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, მას შესაძლებელია შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა არაუმეტეს 90 დღე-ღამის ვადით. აღნიშნული ვადა არ შედის ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული პატიმრობების საერთო ვადაში.“. 58. 110-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი: „31. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე ან დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებული ბრალდებული/მსჯავრდებული არ არის საჯარო მოსამსახურე და მასზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.“. 59. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1121 მუხლი: „მუხლი 1121. სამეურნეო სამუშაოები 1. სამეურნეო სამუშაოების შესრულებისათვის მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს ანაზღაურება. 2. სამეურნეო სამუშაოების შემსრულებელი მსჯავრდებული არ არის საჯარო მოსამსახურე და მასზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. 3. მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 4. ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს მსჯავრდებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა.“. 60. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1181 მუხლი: „მუხლი 1181. სისტემის ორგანოში კრიმინოლოგიური კვლევების განხორციელება სამინისტრო ხელს უწყობს სისტემის ორგანოში ისეთი კრიმინოლოგიური კვლევების განხორციელებას, რომელთა მიზანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის, დანაშაულის პრევენციისა და სარეაბილიტაციო პროგრამების მეცნიერული შესწავლა.“. 61. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1211 მუხლი: „მუხლი 1211. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საერთო პროფილის საავადმყოფოში ყოფნის პირობები 1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საერთო პროფილის საავადმყოფოში გაყვანის შემთხვევაში მის მიმღებ საავადმყოფოში ეწყობა დროებითი საგუშაგო. 2. დროებითი საგუშაგო შედგება საბადრაგო ჯგუფის წევრებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ დაცვასა და მეთვალყურეობას. საჭიროების შემთხვევაში დროებითი საგუშაგო შესაძლებელია გაძლიერდეს სხვა მოსამსახურეებით. 3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საერთო პროფილის საავადმყოფოში ყოფნისას: ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავებს (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, ნაშვილები, გერი და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობით შეიძლება მიეცეთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით მონახულების უფლება; ბ) მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობით ბრალდებულის/მსჯავრდებულის მონახულების უფლება შეიძლება მიეცეთ იმ პირებსაც, რომლებიც გათვალისწინებული არ არიან ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; გ) თუ საავადმყოფო ბრალდებულს/მსჯავრდებულს ვერ უზრუნველყოფს მომვლელის მომსახურებით, ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს საავადმყოფოს ხელმძღვანელის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობით შეიძლება მიეცეთ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან მომვლელად ყოფნის უფლება; დ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მკურნალობის აუცილებლობიდან გამომდინარე, მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობით შეიძლება მიეცეს დამატებითი კვების პროდუქტების მიღების უფლება; ე) ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მოთხოვნის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობით შეიძლება მიეცეს პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთების/საშუალებების, ტანსაცმლის, თეთრეულისა და სხვა საგნების ამანათის სახით მიღების უფლება. 4. იმ ქალი მსჯავრდებულის, რომელსაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ჰყავს 3 წლამდე ბავშვი, საერთო პროფილის საავადმყოფოში გაყვანისას დაწესებულების ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობით შესაძლებელია დედასთან ერთად ბავშვიც იქნეს გაყვანილი. 5. საერთო პროფილის საავადმყოფოში 3 წლამდე ბავშვის გაყვანის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობით, როგორც წესი, ქალი მსჯავრდებული გაყვანილი უნდა იქნეს შვილთან ერთად, რაც შეიძლება შეიზღუდოს დეპარტამენტის თავმჯდომარის დასაბუთებული გადაწყვეტილებით. 6. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საერთო პროფილის საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში მასზე არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-17–173 მუხლებით გათვალისწინებული პაემნების უფლებები. 7. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საერთო პროფილის საავადმყოფოში გაყვანის და საავადმყოფოში ყოფნის საერთო პირობები და წესი ამ მუხლის საფუძველზე განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“. 62. 127-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი: „4. ამ კოდექსის 129 მუხლის მე-11 ნაწილი ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.“. მუხლი 2. დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული 122 მუხლის მე-4 ნაწილით, მე-11 ნაწილით გათვალისწინებული 124 მუხლის მე-5 ნაწილით, 125 მუხლის მე-8 ნაწილით, 126 მუხლის მე-2 ნაწილით, 129 მუხლის მე-5 ნაწილით, 1210 მუხლის მე-4 ნაწილით და 1211 მუხლის მე-4 ნაწილით, მე-12 ნაწილით გათვალისწინებული მე-14 მუხლის მე-4 ნაწილით, მე-15 ნაწილით გათვალისწინებული მე-17 მუხლის მე-15 ნაწილით, 27-ე ნაწილით გათვალისწინებული 44-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 28-ე ნაწილით გათვალისწინებული 46-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 30-ე ნაწილით გათვალისწინებული 48-ე მუხლის პირველი ნაწილით, 33-ე ნაწილით გათვალისწინებული 54-ე მუხლის მე-9 ნაწილით, 34-ე ნაწილით გათვალისწინებული 57-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 35-ე ნაწილით გათვალისწინებული 571 მუხლის მე-18 ნაწილით, 36-ე ნაწილით გათვალისწინებული 572 მუხლის მე-3 ნაწილით, 39-ე ნაწილით გათვალისწინებული 601 მუხლის მე-2 ნაწილით, 45-ე ნაწილით გათვალისწინებული 663 მუხლის მე-9 ნაწილით, 46-ე ნაწილით გათვალისწინებული 68-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 712 მუხლის მე-3 ნაწილით, 47-ე ნაწილით გათვალისწინებული 72-ე მუხლის 32 ნაწილით, 59-ე ნაწილით გათვალისწინებული 1121 მუხლის მე-3 ნაწილით და 61-ე ნაწილით გათვალისწინებული 1211 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის 34-ე და 35-ე ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის 34-ე და 35-ე ნაწილები ამოქმედდეს 2014 წლის 1 აგვისტოდან. |
ქუთაისი, 16 აპრილი 2014 წ. N2241-IIს |
დოკუმენტის კომენტარები