„სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4313
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 12/01/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 340.140.000.05.001.002.723
  • Word
4313
29/12/2006
სსმ, 4, 12/01/2007
340.140.000.05.001.002.723
„სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31(38), 1999 წელი, მუხ. 165) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მომხმარებელთა უვნებელი და ხარისხიანი სურსათით, აგრეთვე ხარისხიანი თამბაქოთი უზრუნველყოფის ხელშეწყობა, მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და სამომხმარებლო ბაზრის დაცვა მავნებელი და ფალსიფიცირებული პროდუქციისაგან;“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სურსათი (ან სასურსათო პროდუქტი) – ადამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი პროდუქტი, გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი. სურსათი მოიცავს ასევე ყველა სახის სასმელს, საღეჭ რეზინს და ყოველ ნივთიერებას, დაფასოებული და სურსათში გამოსაყენებელი წყლის ჩათვლით, რომელიც მიზანმიმართულადაა დამატებული სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს. სურსათი არ მოიცავს ცხოველის საკვებს, ფარმაცევტულ პრეპარატებს და სამკურნალო პროდუქტებს, საერთო მოხმარების საგნებს, თამბაქოს და თამბაქოს პროდუქტებს, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს, სხვადასხვა ნარჩენებსა და დამაბინძურებლებს;

ბ) საკვები დანამატი – ნივთიერება, რომელიც, მიუხედავად მისი საკვები ღირებულებისა, ჩვეულებრივ პირობებში არ გამოიყენება კვებისთვის, მაგრამ ხელოვნურად ემატება საკვებს დამუშავების, გადამუშავების, წარმოების, შეფუთვისა და შენახვის დროს, რის შედეგადაც აღნიშნული ნივთიერება ან მისი გვერდითი პროდუქტები ხდება საკვები პროდუქტის ინგრედიენტი. საკვებ დანამატთან გაიგივებულია:

ბ.ა) მინერალური ნივთიერებები და მიკროელემენტები, აგრეთვე მათი გარდაქმნის პროდუქტები (სუფრის მარილის გარდა), ამინმჟავები და მათი გარდაქმნის პროდუქტები, შაქრის შემცვლელი ტკბილი ნაერთები (ფრუქტოზის გარდა);

ბ.ბ) გამოყენებული აირები ან მსგავსი ნაერთები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვს პროდუქტთან;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ხარისხი – უვნებელი სურსათისა და თამბაქოს იმ მახასიათებლების ერთობლიობა, რომლებიც დაკავშირებულია საბოლოო მომხმარებლის ეკონომიკურ ინტერესებთან;“;

გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ფალსიფიკაცია – სურსათის შემადგენლობის, მახასიათებლების, ასორტიმენტისა და წარმოშობის შეუსაბამობა დადგენილ მოთხოვნებთან ან თანდართულ დოკუმენტებსა და ეტიკეტზე აღნიშნულ მონაცემებთან;“;

დ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“–„უ“ ქვეპუნქტები:

„ს) სურსათისა და თამბაქოს მწარმოებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს სურსათს და თამბაქოს და პასუხს აგებს ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებისათვის მის მიერ წარმოებული საქმიანობის ყოველ ეტაპზე;

ტ) ეტიკეტი – სურსათთან დაკავშირებული ნებისმიერი სიტყვა, ინფორმაცია, სავაჭრო ნიშანი, დასახელება, ილუსტრაცია ან სიმბოლო, განთავსებული შეფუთვაზე, იარლიყზე, სურსათზე თანდართულ ან მასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე, შენიშვნაზე, იარლიყზე, საყელურზე ან ბეჭედზე;

უ) მწარმოებელი:

უ.ა) პროდუქციის დამამზადებელი ან სხვა პირი, რომელიც საკუთარ თავს წარმოადგენს დამამზადებლად პროდუქციისათვის თავისივე სახელის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა განმასხვავებელი ნიშნის მინიჭებით, ან პროდუქციის გადამკეთებელი;

უ.ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი წარმომადგენელი ან პროდუქციის იმპორტიორი, როდესაც უცხოელ დამამზადებელს არ ჰყავს წარმომადგენელი.“.

3. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ნორმატიული აქტით ადგენს მცენარეთა დაცვისა და სხვა ქიმიური საშუალებების ანდა მათი დაშლის ან გარდაქმნის პროდუქტების შემცველობის ზღვრულად დასაშვებ დონეებს.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ადგენს სურსათის წარმოებისას გამოყენებული, მომხმარებლის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედი პესტიციდების, სასუქებისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების სურსათში შემცველობის ზღვრულად დასაშვებ დონეებს.“.

4. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტით განისაზღვრება:

ა) ფარმაკოლოგიური ნაერთების ან მათი გარდაქმნის პროდუქტების სურსათში შემცველობის ზღვრულად დასაშვები დონეები;

ბ) ფარმაკოლოგიური ნაერთების (საფურაჟე საკვები დანამატების გარდა) გამოყენების წესი.“.

5. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სურსათი და თამბაქო ფალსიფიცირებულად ჩაითვლება, თუ მათი შემადგენლობა, მახასიათებლები, ასორტიმენტი და წარმოშობა არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან თანდართულ დოკუმენტებსა და ეტიკეტებზე აღნიშნულ მონაცემებს.“.

6. მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იკრძალება ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნებელი სურსათის საქართველოდან ექსპორტი და საქართველოში იმპორტი.

5. საქართველოში იმპორტირებული, ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნებელი სურსათის გადამუშავება, განადგურება და უკან დაბრუნება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

7. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

8. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4313–რს