„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15771
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 18/03/2014
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/04/2014
ძალაში შესვლის თარიღი 18/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016276
  • Word
15771
18/03/2014
ვებგვერდი, 22/04/2014
000000000.00.00.016276
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №15771

2014 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის 2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №8):

1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. დეპარტამენტის სტრუქტურა:

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) შემოწმების მთავარი სამმართველო;

) აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;

) რისკების მართვის სამმართველო;

) საგადასახადო მონიტორინგის სამმართველო;

) მეთოდოლოგიის სამმართველო;

ვ) ხარისხის კონტროლის სამმართველო;

ზ) მედიაციის სამმართველო.“.

2. შემოწმების მთავარი სამმართველო შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) კამერალური საგადასახადო შემოწმების №1 სამმართველო;

ბ) კამერალური საგადასახადო შემოწმების №2 სამმართველო;

გ) გასვლითი საგადასახადო შემოწმების №1 სამმართველო;

დ) გასვლითი საგადასახადო შემოწმების №2 სამმართველო;

ე) გასვლითი საგადასახადო შემოწმების №3 სამმართველო;

ვ) გასვლითი საგადასახადო შემოწმების №4 სამმართველო;

ზ) გასვლითი საგადასახადო შემოწმების №5 სამმართველო;

თ) გასვლითი საგადასახადო შემოწმების №6 სამმართველო;

ი) გასვლითი საგადასახადო შემოწმების №7 სამმართველო;

კ) გასვლითი საგადასახადო შემოწმების №8 სამმართველო.“.

2. 121 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 და მე-17 მუხლები:

     „მუხლი 16. ხარისხის კონტროლის სამმართველო

ხარისხის კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საგადასახადო შემოწმების მასალების ხარისხის კონტროლის განხორციელების პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება ;

ბ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით საგადასახადო შემოწმების მასალების (მათ შორის, ალტერნატიული აუდიტის) ხარისხის კონტროლის განხორციელება და მის შედეგებზე შესაბამისი რეკომენდაციის მომზადება;

გ) საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების გათვალისწინებით ხარისხის კონტროლის მეთოდების სრულყოფა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ე) ხარისხის კონტროლის განხორციელებაზე პროცედურული სახელმძღვანელოს (რეგლამენტის) შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

    მუხლი 17. მედიაციის სამმართველო

მედიაციის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე, აგრეთვე ალტერნატიული აუდიტის შედეგებზე შედგენილ აქტის პროექტებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის წერილობითი პოზიციის განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველყოფა; აგრეთვე აღნიშნული წერილობითი პოზიციის დეპარტამენტის სათათბირო საბჭოზე განხილვის ორგანიზება;

ბ) გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პრეტენზიების განხილვის დროს გამოკვეთილ ტენდენციებთან დაკავშირებით შესაბამისი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმების სრულყოფის თაობაზე, აგრეთვე სიტუაციური სახელმძღვანელოების მომზადების თაობაზე წინადადებების მომზადება და შესაბამისი სამმართველოსათვის მიწოდება;

გ) მედიაციის განხორციელებაზე პროცედურული სახელმძღვანელოს (რეგლამენტის) შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

დ) აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოსთვის მომზადებულ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების პროექტებთან დაკავშირებით სამართლებრივი რეკომენდაციების მიცემა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

მუხლი 2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №10):

1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) სამართლებრივ საკითხთა სამმართველო:

ბ.ა) მედიაციის განყოფილება.“.

2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. სამართლებრივ საკითხთა სამმართველო

1. სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს ფუნქციებია:

ა) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების განხილვა და დეპარტამანტის უფროსის გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;

გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სათანადო მასალების სასამართლოში წარდგენა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაში მონაწილეობა;

ე) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სასამართლოში შუამდგომლობის წარდგენა;

ვ)  გამოვლენილი სამართალდარღვევების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;

ზ) შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტიდან, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოდან და სასამართლოებიდან შემოსული გადაწყვეტილებების გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;

თ) კერძო საგადასახადო ინსპექტორების მიერ    შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების ინსპექტირება;

ი) დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგებთან, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებთან და გამოვლენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის წერილობითი პოზიციის წინასწარი განხილვის ორგანიზება;

კ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში ან შემოსავლების სამსახურში მიმდინარე საგადასახადო ან სხვა დავებთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადების უზრუნველყოფა და შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსთვის ან შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

მ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

2. მედიაციის განყოფილება ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვ ლისწინებულ ფუნქციებს, ასევე უზრუნველყოფს დეპარტამენტის/ სამმართველოს ხელმძღვანელობის სხვა დავალებების და მითითებების შესრულებას.“.

3. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საგადასახადო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადება და სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში წარდგენა;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სათანადო მასალების სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში გადაგზავნა სასამართლოში წარსადგენად;“.

4. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საგადასახადო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადება და სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში წარდგენა;“;

ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საგადასახადო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადება და სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში წარდგენა;“.

5. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) საგადასახადო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციის მომზადება, სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში წარსადგენად;“.

6. მე-15 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საგადასახადო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციის მომზადება, სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში წარსადგენად;

ზ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სათანადო მასალების სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში გადაგზავნა სასამართლოში წარსადგენად;“.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი                   ი. გვარამაძე