დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4304 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/12/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 51, 31/12/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 120.090.000.05.001.002.714 |
საქართველოს კანონი
„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 101 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 101. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის მუშაობასა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა ორგანიზაციულ განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავის სისტემაში შემავალი ერთეულის მეშვეობით (შემდგომში – კომპეტენტური სამსახური).“.
2. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე კომპეტენტური სამსახური არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი მოქალაქის დასაქმების შესახებ ხელშეკრულებას დებს დაინტერესებულ საწარმოსთან, ორგანიზაციასთან ან დაწესებულებასთან.“.
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი:
„თავი III1
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 181. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებანი
1. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტი ლიკვიდირებულ იქნეს.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის შექმნა და განახორციელოს ლიკვიდაციისათვის საჭირო ღონისძიებები.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განსაზღვროს ლიკვიდირებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტის უფლებამონაცვლე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4304–რს
დოკუმენტის კომენტარები