დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7 |
დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 11/04/2014 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 12/07/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.105.016143 |
|
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
|
,,ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის“ ,,კ“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად და მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი განმარტებითი ბარათის საფუძველზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
მუხლი 1 |
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ 09.01.2013 სარეგისტრაციო კოდი 190020020,35,105,016103) შეტანილი იქნეს ცვლილება: |
მუხლი 2 |
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის N34 განკარგულებაში 2014 წლის 10 აპრილის N641 განკარგულებით შესული ცვლილებებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დამატებით გამოყოფილი არაუმეტეს 3915,5 ათასი ლარი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში აისახოს გრანტებში, სპეციალური ტრანსფერის სახით. ასიგნების ნაწილში გათვალისწინებულ იქნეს შესაბამისი დანიშნულებით შემდეგი პროექტებისათვის: |
1.
1000,0 ათასი ლარი შიდა გზების მშენებლობა რეაბილიტაციისათვის. /კოდი030301/ |
2.
993.5 ათასი ლარი ყინულის მოედანის მესამე ეტაპის მშენებლობისათვის/კოდი 0309/; |
3.
204,4 ათასი ლარი გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია–ახლის მშენებლობისათვის. /კოდი 030201/; |
4.
53,2 ათასი ლარი მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაციისათვის. /კოდი 030206/; |
5.
1577,6 ათასი ლარი სოფელ ორსანტიის ცენტრიდან ოტობაიას ხიდამდე გზის რეაბილიტაციისათვის /კოდი 030101/; |
6.
6,8 ათასი ლარი ახალაბასთუმანში სანიაღვრე არხის მოწყობისათვის. /კოდი 0305/; |
7.
4,3 ათასი ლარი ერგეტის თემში სანიაღვრე არხის მოწყობისათვის./კოდი 0305/; |
8.
7,2 ათასი ლარი კორცხელის თემში სანიაღვრე არხის მოწყობისათვის./კოდი 0305/; |
9.
26,8 ათასი ლარი ნარაზენის თემის შამადელას უბანში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციისათვის/კოდი 0401/; |
10.
6,1 ათასი ლარი ინგირის თემის საქადარიოს უბანში სანიაღვრე არხის მოწყობისათვის /კოდი 0305/ ; |
11.
13,6 ათასი ლარი კოკის თემში სანიაღვრე არხის მოწყობისათვის /კოდი 0305/. |
12.
6,4 ათასი ლარი სოფელ ორსანტიაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის /კოდი 030203/ |
13.
8,6 ათასი ლარი ჭკადუაშის თემში წყალმომარაგების სისტემის მოწყობისათვის /კოდი 030203/ |
14.
7.0 ათასი ლარი ორულუს თემში ნაჭკადუს თემში გზის რეაბილიტაცია. /კოდი 030101/ |
მუხლი 3 |
შეტანილ იქნეს შიდა ცვლილება დამტკიცებულ ბიუჯეტში და შემცირდეს ადგილობრივი ბიუჯეტის ცალკეული ასიგნებანი საერთო თანხით 508,0 ათასი ლარით, მათ შორის: |
1.
100.0 ათასი ლარი კეთილმოწყობის სუბსიდირება /კოდი 030303 / ; |
2.
100,0 ათასი ლარი სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის სუბსიდირება /კოდი 0401/ |
3.
50,0 ათასი ლარი ლიფტების შეკეთება რეაბილიტაციის თანხა /კოდი 030205/; |
4.
100,0 ათასი ლარით გზების მშენებლობა რეაბილიტაციის თანხა /კოდი 030101 /. |
5.
50,0 ათასი ლარით მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობის პროგრამის თანხა/კოდი 0308/ |
6.
30,0 ათასი ლარით ა.ა.ი.პ სასაფლაოების ცენტრის სუბსიდირება /კოდი 030207 / , |
7.
25,0 ათასი ლარით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივების მოვლა შენახვის თანხები /კოდი 0314/ |
8.
15,0 ათასი ლარი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ასიგნება /კოდი 0201 / |
9.
30,0 ათასი ლარი კულტურული ღონისძიებების თანხა /კოდი 050205 / |
10.
8,0 ათასი ლარი ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტორული, სახაზინო პროგრამული მომსახურების ხარჯები./კოდი 0101/ |
11.
გადიდდეს და დამატებით გათვალისწინებულ იქნეს ადგილობრივი ბიუჯეტის ცალკეული ასიგნებანი საერთო თანხით 508,0 ათასი ლარით,მათ შორის: |
12.
400.0 ათასი ლარი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით კონკრეტულ სოფელში დაგეგმილი პროექტების ღირებულების არაუმეტეს 100%-ით თანადაფინანსებისათვის /კოდი 0307/ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის №471 განკარგულების საფუძველზე; |
13.
30,0 ათასი ლარი სამეგრელო ზემო სვანეთში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმისჩატარების ფინანსური ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად. /კოდი 030302/ |
14.
70,0 ათასი ლარი ა.ა.ი.პ ზუგდიდდასუფთავების სუბსიდირება სტიქიური ნაგავსაყრელების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის /კოდი 30202/, |
15.
8,0 ათასი ლარი დამატებით გათვალისწინებულ იქნეს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სუბსიდირებისათვის /კოდი 0403/ |
მუხლი 4 |
პროგრამული ბიუჯეტით გათვალისწინებულ იქნეს საჯარო სკოლების ფინანსური ხელშეწყობისათვის დამტკიცებული თანხის ფარგლებში ცალკეული სოფლის სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტირების ხარჯები განათლების რესურს ცენტრის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე აუცილებელ საჭიროებასთან დაკავშირებით . ზემოაღნიშნული და ცალკეული პროგრამების დაზუსტების, მხარჯავი სუბიექტების მიხედვით საერთო ასიგნების ფარგლებში კანონის მოთხოვნათა დაცვით მუხლობრივი ცვლილებების, ასევე ტექნიკურ შესწორებათა გათვალისწინებით ბიუჯეტის საერთო მოცულობა განისაზღვროს 33051,5 ათასი ლარის მოცულობით, ნაცვლად ადრე დამტკიცებული 29136.0 ათასი ლარისა. |
მუხლი 5 |
დადგენილება გაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას; |
მუხლი 6 |
დაევალოს საკრებულოს აპარატს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება; |
მუხლი 7 |
დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. |
|
დანართი N1
|
თავი I
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 30741.6 ათ ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 4.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 2200.0 ათ ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 5.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 26208.7 ათ ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტი 2013 წელს 16.7 |
მუხლი 6.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2332,9 ათ ლარის ოდენობით
|
მუხლი 7.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 19847.7 ათ ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივები მათ შორის: განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 12353.8 ათ ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 9.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
თავი II
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები, მათი აღწერის, მოსალოდნელი შედეგებისა და შეფასების ინდიკატორები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2012-2013 წლებში ბიუჯეტის დაგეგმვაში შეტანილმა ცვლილებებმა, შემოსავლების გეგმიური მაჩვენებლების შესრულებამ და ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერების მიზნობრივად მიმართვამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა. შესაძლებელი გახდა ახალი გზების, ხიდ-ბოგირების მშენებლობა,წყლის სისტემების სათაო ნაგებობების მოწყობა და შიდა ქსელების რებილიტაცია, გარე განათების ახალი სისტემების მოწყობა რითაც გაუმჯობედა მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ ეკონომიური მდგომარეობა შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, შესაძლებელი გახდა კულტურის, დასვენებისა და სპორტის ახალი ობიექტების ექსპლოატაციაში შესვლა და შესაბამისად ამ სფეროების განვითარება, მნიშვნელოვნად გაფართოვდა სოციალური პროგრამები.
მომდევნო 2014-2017 წლებშიც მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, სკოლამდელი განათლების სრულყოფას და მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას.კულტურისა და სპორტის განვითარება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია:
–ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხელშეწყობა, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების განმტკიცება; –საინვესტიციო გარემოს და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება სკოლამდელი განათლებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა და ხარისხის ამაღლება; განათლების კულტურისა და სპორტის განვითარება, – მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, მოსახლეობის სოციალური დახმარების და ხელშეწყობის პროგრამების განხორციელება. 2012-2013 წლების მოკლე მიმოხილვა 2012 წელს ბიუჯეტის შემოსავლების ფაქტიური მოცულობა განისაზღვრა 29413,3 ათ. ლარის ოდენობით მ.შ გათანაბრებითი ტრანსფერია 16401.4 ათ. ლარი, მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად 280.0 ათ. ლარი. 2013 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით, როგორც საშემოსავლო ასევე გადასახდელების მოცულობა განისაზღვრა 19710.0 ათ. ლარის ოდენობით მ.შ ადგილობრივი შემოსავლები 4528.0 ათ. ლარი. გათანაბრებითი ტრანსფერი 14902.0 ათ. ლარი, მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად 280.0 ათ. ლარი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2013 წლის დაზუსტებულმა ბიუჯეტმა წლის ბოლოსათვის შეადგინა გამოყოფილი სპეცტრანსფერების გათვალისწინებით შეადგინა 35342,5 ათასი ლარი.
2014 და შემდგომი წლების პრიორიტეტები და პროგრამები
1.თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროგრამას წარმოადგენს თავდაცვის საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა მუნიციპალიტეტში, თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში მოსახლეობის შესაბამისი კვალიფიკაციის დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. მომუშავე პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. მნიშვნელოვანია ახალი შენობის მშენებლობის დამთავრება 2014 წელს.
პროგრამის მიზანია საგანგებო სიტუაციების სამსახურის ქმედითუნარიანობის, ოპერატიულობის ამაღლება, სამაშველო–საავარიო ტექნიკის სრულყოფა, ხანძრების შედეგად მატერიალურ ფასეულობათა გადარჩენის პროცენტული მაჩვენებლის მაქსიმალურად გაზრდა, ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიების გატარება,პირადი შემადგენლობის მუშაკების კანონით გათვალისწინებული სოციალური და სამართლებრივი უფლების დაცვა.პერსონალის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
პროგრამა ახორციელებს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას,სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევას,მათი სამედიცინო შემოწმებას და გაწვევის ტრანსპორტირებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება , აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტია. ამ პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საერთო საცხოვრებელი ბინების ეზოების, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.ინფრასტრუქტურისათვის თანხები გამოიყოფა სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან
2.1 3988.5 ათასი ლარი –საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა (გზები და ხიდები პროგრამული კოდი 03 01)
პპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია.
2.1.1 3761.3 ათასი ლარი –გზების მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა (პროგრამული კოდი 03 01 01)(მ.შორის ნაშთი სახ. ბიუჯეტიდან 976,5ათასი ლარი) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება, ქალაქის შიდა და სასოფლო გზების რეაბილიტაცია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შიდა გზების და სოფლებში მიმავალი გზების რეაბილიტაციასა და მოწყობის საკითხი მუნიციპალიტეტისათვის ერთერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.საკუთარი სახსრებით ქუჩების რეაბილიტაცია–შეკეთება ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევა–შეფასების კომისიის გადაწყვეტილებათა მიხედვით,მათ შორის გათვალისწინებულია ჯანაშიას, ხელაიას, შარტავას, მეუნარგიას, ლაზის, კოსტავას, გამსახურდიას, თამარ მეფის , თავისუფლების, ბარამიას, 9 მაისის,ვარშავის, ივ. ჯავახიშვილის ქუჩის, ინგირში ოირემეს უბნის და სხვა გზების ორმულის შეკეთება–რეაბილიტაცია, მშნებლობა და პროექტირება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით მთავრობაში წარდგენილი და მოწონებული პროექტების მიხედვით. აღნიშნული სამუშაოების შესრულება მნიშვნელოვან ეფექტს მოიტანს. მოსახლეობას მიეცემა ნორმალური გადაადგილების საშუალება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: რეაბილიტირებული და ახალი გზების რაოდენობრივი მაჩვენებელი.
2.1.2 227,2 ათასი ლარი –ხიდ-ბოგირების მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა (პროგრამული კოდი 03 01 02) (მ.შორის ნაშთი სახ. ბიუჯეტიდან 50,2ათასი ლარი და ადგ. ბიუჯეტიდან–77,0ათ.ლარი პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ხიდ-ბოგირების მგომარეობის შენარჩუნება და მუნიციპალიტეტში ხიდ-ბოგირების რეაბილიტაცია. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში როგორც ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" ასევე ადგილობრივი ბიუჯეტით და სტიქიის კუთხით გამოყოფილი თანხებით უამრავი ხიდისა და ბოგირების რეაბილიტაცია მოხდა, მაინც არის ობიექტები რომელთა რეაბილიტაციაც აუცილებელია.საკუთარი სახსრებით ხიდების რეაბილიტაცია–შეკეთება ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევა–შეფასების კომისიის გადაწყვეტილებათა მიხედვით,მათ შორის გათვალისწინებულია წაღვერისა და ჯავახიშვილის ქუჩების დამაკავშირებელი რკინაბეტონის მონოლითური ხიდის პროექტირება 20,0 ათასი ლარის ფარგლებში,ასევე მოსაშვილის, ბერიას, რიგის,ფიფიას, ჩიტაძის და სხვა ქუჩებში პროექტირებისა და რეაბილიტაციის სამუშაოები. ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით მთავრობაში წარდგენილი და მოწონებული პროექტების მიხედვით. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2.2 4119.5 ათასი ლარი –კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, წყალსადენის ქსელის გაფართოება,გამწვანების სამუშაოები. არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება, არსებული შადრევნების ექსპლოატაცია და საჭიროების შემთხვევაში მათი რეაბილიტაცია. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2.2.1 1304.4 ათასი ლარი –გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, მოვლა–შენახვა.რეაბილიტირებულ გზებზე და შიდა კვარტალურ ეზოებში ახალი ქსელების მოწყობა. ქუთაისის, დავით ჯიქიას ქუჩა,ქირიას ქუჩის ბოლო მონაკვეთი. გორკის, თათარიშვილის, გრიბოედოვის, ბარნოვის, კრილოვის, მოსკოვის, ტაბიძის, ჩარგაზიას, ბესიკის ქუჩების მიხედვით. ბაკურიანის, ბორჯომის. ჭავჭვაძისპირველი შესახვევი, კარტოზიას, ლესელიძეს, შარტავას, ჩიტაძის, მესხიას, ლესია უკრაინკას და სხვა ქუჩების განათების ახალი ქსელის პროექტირება– გაკეთება. . არსებული ქსელის მოვლა–შენახვა და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2.2.2. 1870,0 ათასი ლარი - დასუფთავების ღონისძიებები ა.ა.ი.პ ,,ზუგდიდდასუფთავების“ ბაზაზე (პროგრამული კოდი 030202) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის დაცვა და გაუმჯობესება. ყოველდღიურად 50 ჰექტარამდე ფართის დაგვა–დასუფთავების და 130-150 კუბურ მეტრამდე ნარჩენების გატანა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი დანიშნულების ტერიტორიიდან, მრავალსართულიანი საცხოვრებელის ბუნკერებიდან, კომპაქტურად ჩასახლებული მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილებიდან, სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაცია. ზამთრის პერიოდში გზების ტექნიკური მასალით დამუშავება, ჭარბი თოვლისაგან გაწმენდა. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: დასუფთავებული, სანიტარულ ჰიგიენურად მიმზიდველი ტერიტორიები, ეკოლოგიურად გაუმჯობესებული მდგომარეობა, შედეგების შეფასების ინდიკატორები: მომსახურეობის სფეროს ზრდა, სპეცტექნიკის რაოდენობის ზრდა. 2.2.3. 327.6ათასი ლარი–წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია(პროგრამული კოდი 030203) 2.2.4 30.0 ათასი ლარი -ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა(კოდი 03.02.04)
პროგრამის მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა, სათანადო საინფორმაციო მასალების, ბუკლეტების, კინოკადრების მომზადება გავრცელება.ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შექმნა და ფუნქციონირების ხელშეწყობა.შემოქმედებითი გაერთიანება– მეტი ინვესტიციისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით ,,კადრი xxi-კინოკომპანიის პროექტის,, არის ასეთი ქვეყანა–მას საქართველო ჰვია“–განხორციელებისათვის თანადაფინანსების სახით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ანაკლია–განმუხურის საკურორტო ზოლის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ლანდშაფტური, გეოგრაფიული, მატერიალურ–კულტურული,ისტორიული, რელიგიური მემკვიდროების, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიული ნიმუშების პოპულარიზაცია და დაინტერესება ტურისტულ ბიზნესში ჩართული ბიზნეს ჯგუფების თუ რიგითი ტურისტების.
შედეგების შეფასების ინდიკატორები: დამსვენებელთა და ტურისტთა ნაკადის ზრდის მაჩვენებელი წარმოდგენილ ბიზნეს პროექტები ტურისტული ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. 2.2.5 . 50,0 ათასი ლარი - ლიფტების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 030205) ლიფტების შეკეთება, რეაბილიტაცია და ახალი ლიფტების შეძენა–მონტაჟი. აღნიშნული სამუშაოები გათვალისწინებულია მაღალსარ-თულიანი ბინების მიხედვით. აღნიშნული საქმიანობების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების შესრულება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
2.2.6. 240,0 ათასი ლარი - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოვლა-პატრონობის პროგრამა ა.ა.ი.პ,,სასაფლაოების მართვის ცენტრის“ ბაზაზე (პროგრამული კოდი 030207) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სასაფლაოების მოვლა–პატრონობას, შემოკავების სამუშაოების, გადაბერებული ხეების მოჭრას და გადაცემას სოციალური დანიშნულების სარგებლობისათვის შესაბამის სამსახურზე. საფლავების აღრიცხვა-განკარგვაში წესრიგის დამყარებას. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მოვლილი მიცვალებულთა საფლავები შედეგების შეფასების ინდიკატორები: რამდენად დაცულია სასაფლაოები და 2014 წელს რამდენი შემოკავდა. 2.2.7 10,0 ათასი ლარი – საკადასტრო რუქების მომზადება (პროგრამული კოდი 03 02 08) ქალაქის დაგეგმარების და პრესპექტიული განვითარების გეგმის შესაბამისად არასასოფლო მიწების შემდგომი გამოყენებისთვის საკადასტრო ნახაზების მომზადება. საკადასტრო ნახაზების ელექტრონული ვერსიების მომზადება. მოსალოდნელი შედეგები: მომზადებული საკადასტრო ნახაზები სასოფლო და არასასოფლო მიწების. შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2.3. 1480,0 ათასი ლარი–კეთილმოწყობის ღონისძიებები. (პროგრამული კოდი 03 03) აღნიშნული პროგრამის მიხედვით შექმნილია კეთილმოწყობის ცენტრი რომლის ფარგლებშიც ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები: განათების ქსელის მოვლა–შენახვა,სანიაღვრეების მოწყობა და ექსპლოატაცია, გამწვანების სამუშაოები, მწვანე საფარის მოვლა–შენახვა , შადრევნების ფუნქციონირების უზრუნველყოფა,ბოტანიკური ბაღის მოვლითი სამუშაოები, სადღესასწაულო დღეებში ქალაქის მორთვა. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
აღნიშნული პროგრამის მიხედვით განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მრავალსართულიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა. ავტოსადგომის, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობის, გამწვანების სამუშაოები, ბავშვთა სათამაშო მოედნების, განათებისა და დეკორატიული ღობის მოწყობა. ერისთავის, სტალინის ქუჩის ეზოების კეთილმოწყობა.
2.3.2 50,0 ათასი ლარი –ცენტრალური პარკის კეთილმოწყობა,სკვერების, ბულვარის და ქუჩების გამწვანების სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2.3.3. 45,0 ათასი ლარი - ადგილობრივი ტყეების მოვლა–შენახვის პროგრამა (პროგრამული კოდი 0304) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის ტყეების , მწვანე საფარის დაცვის და განაშენიანების ღონისძიებებს. სპეციალური ჭრის ტყეკაფების გამოყოფის , უკანონო ჭრების შემცირება–აღკვეთის ღონისძიებებს. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ჯანსაღი გარემოს შენარჩუნება გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: ხეების უკანონოდ ჭრის მაჩვენებლის შემცირება ახლადგაშენებული ნარგავების მაჩვენებლის ზრდა 2.3.4 237.9 ათასი ლარი – სანიაღვრე არხების მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სანიაღვრე არხების მოწყობა, ასევე წყალსაწრეტი არხები და ნაპირსამაგრი ჯებირების მოწყობა. ფიფიას, კრილოვის, დავით ჯიქიას, პუშკინის, შარტავას, ბაკურიანის, ქუთაისის, პეტრე უბერის, თამარ მეფის, ბარნოვის, ფერდინანდის და დუტუ მეგრელის შესახვევი, საჯვაროს სასაფლაოსთან და სხვა ქუჩებზე . მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
სამეურნეო სავარგულები, საყანე ფართობები და საკარმიდამო ნაკვეთები. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. წყალდიდობისაგან და სხვა სტიქიური მოვლენებისგან მოსახლეობის დაცვის მაჩვენებელი.
2.3.5. 1002,2 ათასი ლარი–სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია(პროგრამული კოდი 03 06) 2.3.6. 100,0 ათასი ლარი - მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 0308) მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, რათა ტრანსპორტის საწვავისა და მარაგ– ნაწილების ფასების ზრდის გამო , მგზავრობის ღირებულება არ გაძვირდეს. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალური ტრანსპორტის ფინანსური დანახარჯების და შემოსავლების თანაფარდობით მოსალოდნელი ზარალის ნაწილობრივი შევსება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების სტაბილურობის შენარჩუნება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მგზავრთა ნაკადის რაოდენობრივი მაჩვენებელი.
2.3.7 75,0 ათასი ლარი მუნიციპალიტეტის კუთვნილი შენობების და სხვა აქტივების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 14) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის კუთვნილი შენობების, ოთახების და სხვა აქტივების სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოებს, შენობებში შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ხელსაყრელი შეღწევადობისათვის პანდუსების მოწყობის სამუშაოებს.
2.3.8. 215,8 ათასი ლარი–ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვების განხორციელებისათვის (პროგრამული კოდი 03 16) პროგრამა ითვალისწინებს მთავრობის განკარგულებათა შესაბამისად გამოყოფილი სამუშაოების შესაბამისი საპროექტო– სახაჯთაღრიცხვო და საექსპერტო მომსაცურეობის განხორციელებას. ზუგდიდში შიდა საავტომობილო გზების ტროტუარების რეაბილიტაციას, სანიაღვრე არხებისა და კოლექტორების რეაბილიტაციას, ყინულის მოედნის მშენებლობის მესამე ეტაპის სამუშაოების, გარე განათების ქსელის რეაბილიტაციას და ახალის მშენებლობას,მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაციას, ბოტანიკური ბაღის კეთილმოწყობას. აგრეთვე, ანაკლიის თემის ცენტრში სანიაღვრე არხის მოწყობას და სოფელ ორსანტიის ცენტრიდან ოტობაიას ხიდამდე გზის რეაბილიტაციას, ზუგდიდში ფეხბურთის სტადიონის რეაბილიტაციას.
2.3.9 1748,4 ათასი ლარი სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 07) და 400,0 ათასი ლარი თანადაფინანსება. პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №183 დადგენილების 2014 წლის 20 მარტის საფუძველზე 1748,4 ათასი ლარის ფარგლებში, სოფლის მოსახლეობის მოთხოვნილებათა და საჭიროებათა მიხედვით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას. ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის № 471განკარგულების საფუძველზე 400,0 ათასი ლარის გამოყოფა საკუთარი ბიუჯეტიდან პროგრამების თანადაფინანსებისათვის კონკრეტულ სოფელში დაგეგმილი პროექტების ღირებულების არაუმეტეს 100 %–სა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები ცალკეული სოფლის– თემების მიხედვით განაწილებულია სოფლის რიცხოვნობისა და კოეფიციენტების მიხედვით, სოფლის მოსახლეობის მიერ შემუშავებული და მოწონებული სხვა და სხვა პროექტების განსახორციელებლად.
3. 3533,6 ათასი ლარი––განათლება (პროგრამული კოდი 04 00 ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
3 3.1 2726,8 ათასი ლარი –სკოლამდელი აღზრდის განათლების ხელშეწყობის პროგრამა(პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 59 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 3000ზე მეტი ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის ბავშვების კვების ხარჯებს, აღმზრდელ–მასწავლებელთა ხელფასებს, ბაღების რეაბილიტაციისა და სხვა მიმდინარე ხარჯებს.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
3.2 150,0 ათასი ლარი – საჯარო სკოლების ფინანსური ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქის №3,№6,№8,№9,№10,№11 სკოლების, ოდიშის#2, ონარიის, ზედაეწერის, ჭაქვინჯის,კორცხელის,ოქტომბრის, ჯიხაშკარის და სხვა საჯარო სკოლებისათვის ფინანსური დახმარების გაწევა, სპორტული მოედნების მოწყობის , სკოლის ეზოების შემოღობვის, კვების ბლოკისა და სანიტარული კვანძების მოწყობისათვის. სოფლის ცალკეული სოფლების მიხედვით მოსწავლეთა ტრანსპორტირებისათვის საწვავის ხარჯები.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
3.3 208,ათასი ლარი – სკოლისგარეშე დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამა ა.ა.ი.პ,,მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის“ ბაზაზე– (პროგრამული კოდი 04 03) პროგრამის მიზანია სკოლისგარეშე მუშაობის წარმართვა მოზარდებთან და ახალგაზრდებთან, სხვადასხვა სახის სასწავლო, შემეცნებითი, სახელოვნებო კულტურული წრეების ფუნქკციონირება , სასკოლო ოლიმპიადების, ტურების, ფესტივალების მოწყობა და ნიჭიერ მოზარდთა გამოვლენა. ინტელექტუალური, შემეცნებითი სახელოვნებო, სასპორტო და სხვა მიმართულებებით ჩამოყალიბებული სექციებისა და ჯგუფების მუშაობის უზრუნველყოფის თანადაფინანსება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
3.4 70.0 ათასი ლარი - ზედაეწერის კოლეჯის ფინანსური ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 0404) პროგრამის მიზანია მომზადდეს ფერმერები, სამკურნალო–არომატული მცენარეების დამამზადებლები, მიწათმოქმედება–მეფუტკრეობა, ინფორმაციული ტექნოლოგები, პროფესიონალი კადრების, სპეციალისტების მომზადება სოფლის მეურნეობისათვის. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის პოპულარიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სიახლეების დანერგვა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა დასაქმების მაჩვენებელი . 3.5 20,0 ათასი ლარი - განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 0405) განსაკუთრებული ნიჭის და უნარების მქონე მოზარდთა და ახალგაზრდათა გამოვლენა და მათი ფინანსურ–მატერიალური ხელშეწყობა შესაბამის სფეროში სწავლისა თუ შემოქმედების უნარის წარმოსაჩენად და განსახორციელებლად.შესაბამისი დებულების შემუშავება მოსალოდნელი შუალედური შედეგები: განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების შემოქმედებითი საქმიანობის ზრდა და განვითარება შედეგების შეფასების ინდიკატორები: ხელშეწყონის ნიჭიერ ახალგაზრდათა მიღწეული შედეგების მაჩვენებელი 3.6. 32,0 ათასი ლარი–სასულიერო გიმნაზიების ფინანსური ხელშეწყობა მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გამტკიცებისათვის.
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული და სპორტული სფეროს მკვეთრად გაუმჯობესებას. კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარებას, კულტურის, დასვენების და სპორტული ობიექტების მოწყობა რეაბილიტაციის ხარჯებს. 4.1 1867,0 ათასი ლარი – სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სპორტსმენთა წვრთნა სხვა და სხვა სახეობის მიხედვით, მატერიალურ ტექნიკური ბაზის სრულყოფა, წარმატებულ სპორტცმენთა წახალისება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სპორტული მიღწევების გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.1.1 650.0 ათასი ლარი – მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ა.ა.ი.პ,,სპორტის განვითარების ცენტრის“ ბაზაზე (პროგრამული კოდი 050101) პროგრამების მიზანია სპორტის სხვადასხვა სფეროების წრეების ფუნქციონირებას, სასპორტო სკოლების,სპორტული ობიექტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სპორტსმენების წვრთნისა და გადამზადების ხელშეწყობა, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია, ვეტერან სპორტსმენთა მიღწევების პოპულარიზაცია. სპორტული ღონისძიებებში მონაწილება საქართველოში და რესპუბლიკის გარეთ მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სპორტული მიღწევების გაუმჯობესება. სპორტსმენთა მომზადების , წვრთნის ხარისხის ამაღლება შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.1.2 92,0 ათასი ლარი – სპორტული ღონისძიებების დაფინანსება და მინი სპორტული მოედნების მშენებლობა (პროგრამული კოდი 050102) მათ შორის 20,0 ათასი ლარი სპორტული ღონისძიებანი. პროგრამით გათვალისწინებულია ადგილობრივი ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება. სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია, სპორტსმენების და მწვრთნელების ოსტატობის დონის ამაღლება. მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია და განვითარება, სპორტული შეჯიბრებების და მასში ჩართული ადამიანების თვისობრივი და რაოდენობრივი ზრდა, პერსპექტიული მოზარდებისა და ახალგაზრდების გამოვლენა-შეჯიბრებებისა და მონაწილეთა რაოდენობა, ჩატარების ხარისხის გაუმჯობესება. მინი სპორტული მოედნების მშენებლობა–72,0ათ.ლარი მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მშენებლობა ქალაქის ტერიტორიაზე მანჯგალაძისა და გორის ქუჩების მიხედვით, სოფელ ოდიშში.მინი სპორტული მოედნების მშენებლობა ასევე განხორციელდება რეგიონალური განვითარების ფონდიდან და სიფლის მხარდაჭერის პროგრამიდან მოსახლეობის მოთხოვნილების გათვალისწინებით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ადგილობრივი სპორტსმენების რაოდენობრივი და თვისობრივი ზრდა, მოსახლეობის მეტი ნაწილის ხელმისაწვდომობა სპორტის სფეროში.მიღწეული წარმატებები, შედეგების შეფასების ინდიკატორები: სპორტული სექციებისა და მოედნების გაზრდა.სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული წარმატებათა რაოდენობრივი მაჩვენებელი 4.1.3 1125,0ათასი ლარი–ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 03) 800,0 ათასი ლარი –საფეხბურთო კლუბი ,,ზუგდიდი“–ს ფინანსური ხელშეწყობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სპორტის უმნიშვნელოვანესი სახეობის ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობას. პროგრამის მიზანია 2014 წელს შეჯიბრების მაჩვენებლების მნივნელოვანი გაუმჯობესება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ფეხბურთის გუნდის მომზადება და განვითარება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, გუნდის მონაწილეობა სხვადასხვა შეჯიბრებებზე და ტურნირებში. შედეგების შეფასების ინდიკატორები: გუნდის ტურნირებში მონაწილეობის შედეგობრივი მაჩვენებელი. 325,0 ათასი ლარი–-ა.ა.ი.პ ,,ფეხბურთისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ სუბსიდირება აღნიშნული პროგრამა კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალგაზრდობის, ინტელექტუალურ, შემოქმედებით, სპორტულ და სხვა სფეროებში მუშაობას და ღონისძიებების ჩატარებას. უზრუნველყოფს ბავშვთა და მოზარდთა მომზადებას საფეხბურთო გუნდებისათვის, მატჩებში და ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად, ახალგაზრდობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: ახალგაზრდობის მონაწილეობით ჩატარებული ღონისძიებები და მათი ხარისხობრივი მაჩვენებელი.
4.2 2811,0 ათასი ლარი – კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) კულტურულ შემეცნებითი გასართობი ღონიძიებების ჩატარება, კულტრული ტრადიციების დაცვა–აღდგენა, სახელოვნებო სკოლების, ბიბლიოთეკების, მუსიკალური კოლექტივების ფუნქციონირება და განვითარება 4.2.1 300,0 ათასი ლარი–– მუზეუმების, სამხატვრო გალერეის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 050201) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მემორიალური სახლ-მუზეუმების ფონდის აღრიცხვა-სისტემატიზაცია და პოპულიარიზაცია.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების შენარჩუნება და განახლება,შევსება,ბროშურების გამოცემა და პოპულარიზაცია.შევსებას და გახსნას ექვემდებარებიან ტარიელ ერისთავის, ისაკ ქორთუას, ზვიად გამსახურდიას და ზურაბ ნარმანიას სახლ–მუზეუმები.მედია მუზეუმის გახსნა დიდი ექსპოზიციების მარაგით. სამხატვრო შემოქმედებითი გამოფენის მოწყობა და პოპულიარიზაცია. კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების გამოვლენა, აღრიცხვა, სისტემატიზაცია და პოპულარიზება. არსებული მატერიალურ-ტექნიკური და შემოქმედებითი მდგომარეობის პროგრესირება. საზოგადოების დაინტერესებული ნაწილისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდა კულტურული მემკვიდრეობისადმი. სამხატვრო გალერეაში ზუგდიდელ მხატვართა შემოქმედებითი მუშაობის სრულყოფა, ნახატებისა და ხელოვნების სხვადა სხვა ნიმუშების გამოფენებისა და ღონისძიებების მოწყობა.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდროების ნიმუშების საძიებო–სადაზვევრო ექსპედიციის მოწყობა მოძრავი და უძრავი ძეგლების აღრიცხვისა და გამოვლენის მიზნით, საველე არქიოლოგიური კვლევა–ძიების დასრულება №2 სამაროვანზე და სხვა ღონისძიებების განხორციელება კულტურის ძეგლების მოვლისა და შენახვის პროგრამის ფარგლებში. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: საზოგადოების დაინტერესებული ნაწილისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდა კულტურული მემკვიდრეობისადმი., ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშებისადმი. მოსახლეობის ინტელექტუალურ– შემეცნებითი დონის ამაღლება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: რეაბილიტირებული და აღდგენილი სახლ–მუზეუმები. ჩატარებული ღონისძიებათა და მოწყობილი გამოფენების რაოდენობრივი მაჩვენებელი. 4.2.2 385,0 ათასი ლარი – სამუსიკო სკოლების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 050202) სამუსიკო პროგრამის ხორციელება N1,N2 სამუსიკო და საგუნდო–სამუსიკო სკოლების ბაზაზე. პროგრამის მიზანია მოზარდებში მუსიკალური უნარ-ჩვევების განვითარება, მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება, სოლო და კოლექტიური კონცერტების გამართვა, ფესტივალ-კონკურსებში მონაწილეობის მიღება, პედაგოგთა და ოსტატებისათვის მასტერ-კლასების ჩატარება, მუსიკის სხვადასხვა ჟანრის პოპულარიზაციისათვის მხატვრულ-მუსიკალური ღონისძიებების მოწყობა. მუსიკალური ნიჭით გამორჩეულ მოზარდთა გამოვლენა და მათი პროფესიული ზრდა, ფოლკლორული, საესტრადო და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია. საანგარიშო კონცერტები, სხვადასხვა კონკურს-ფესტივალებზე მიღწეული წარმატებები.მატერიალურ ტექნიკური ბაზის განმტკიცება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.2.3. 61,0 ათასი ლარი - სამხატვრო სკოლის დაფინანსება (პროგრამული კოდი 050203) პროგრამა ითვალისწინებს მოზარდებში სახვითი ხელოვნების უნარჩვევების სწავლა–განვითარებას, პერსონალური და კოლექტიური გამოფენების მოწყობას, პედაგოგების და ოსტატებისათვის მასტერკლასების მოწყობას სახვითი ხელოვნების ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდთა წარმოჩენას და პროფესიული ზრდას, მონაწილეობას გამოფენებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებებში.
4.2.4 485,0 ათასი ლარი––საბიბლიოთეკო დარგის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 050204) აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ა.ი.პ. ,,ცენტრალური ბიბლიოთეკის“ ბაზაზე. პროგრამის მიზანია: წიგნის კითხვის ხელმისაწვდომობის გაზრდა. სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება. შემოქმედებითი საღამოების მოწყობა. თანამედროვე შემოქმედი ავტორების პოპულარიზება. საზოგადოების, განსაკუთრებით მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება. წიგნიერების გაზრდა. შემოქმედებითი პოტენციალის ზრდა. ღონისძიებების ინტესივობა და ხარისხი. წიგნის კვირეულის ჩატარება. ფოტოგამოფენების მოწყობა. უსინათლოთა პროგრამა ,,ბუ“–ს დანერგვა. მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.2.5 313.0 ათასი ლარი– კულტურული ღონისძიებები. (პროგრამული კოდი 05 02 05) პროგრამის მიზანი სადღესასწაულო ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება, ადგილობრივი, რესპუბლიკური და საერთაშორისო ფესტივალების, ფორუმების, საქველმოქმედო აქციების, შემოქმედებითი საღამოების, კონცერტების დაგეგმვა და ორგანიზება მოსახლეობაში პოზიტიური განწყობის შექმნა, ნიჭიერი შემოქმედებითი ადამიანებისა და ჯგუფების წარმოჩენა და პოპულარიზაცია მონაწილეთა მასობრიობა, მოსახლეობის განწყობა წელიწადის ყველა ღირშესანიშნავი დღისა და დღესასწაულის აღნიშვნა ღონისძიებებით. წლის განმავლობაში გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებების ჩატარება საახალწლო–საშობაო ღონისძიებები: ,,საახალწლო სოფელი“ ბავშვებისათვის საშობაო მსვლელობა,,ალილო“; ახალგაზრდული პერფომანსი–თეატრალური პანტონიმა; შემოქმედ ქალთა ნამუშევრებისა და ადგილობრივი რეწვის ოსტატების გამოფენა. დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება. ფრანკოფონის დღეები ანაკლიაში; ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება; საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნის დღეს მემორიალის ყვავილებით შემკობა; დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება; დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება; ფოტოკონკურსი,,ზუგდიდი და ზუგდიდელები“; საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები; ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები; ანიმაციური ფილმების ფესტივალი ,, ექო თოფუზი“; სახალხო დღესასწაული,,ვლაქერნობა“; საერთაშორისო საბავშვო–საესტრადო მუსიკის ფესტივალი; ანაკლია–განმუხურის საკურორტო სეზონის ხახსნა,აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით მშვიდობიანი აქციის მოწყობა; მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, შემოქმედებითი საღამო;კლასიკური მუსიკის კონცერტი,,შემოდგომის სონეტები“ გიორგობისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი; აგრეთვე,კულტურულ ღონისძიებათა პროგრამულ ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნეს:განათებისა და გასახმოვანებელი აპარატურის შესყიდვა, ფორტეპიანოს შესყიდვა. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
4.2.6 20.0 ათასი ლარი– ტელერადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა. (პროგრამული კოდი 05 02 06) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე შეკვეთილიინფორმაციების , საკანონმდებლო აქტების გამოქვეყნებისა და დაბეჭვდის , სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების ანაზღაურება. გენდერული საკითხების კვლევისა და გაშუქების მიზნით ქალთა გაზეთის თანადაფინანსება, ადგილობრივ პრესაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმაციის მიზნით მასალების გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის საქმიანობის ყველა სფეროს მიხედვით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.2.7 340.0 ათასი ლარი– თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა შ. დადიანის სახ. თეატრის და ჩხორიის სამოყვარულო თეატრის ბაზაზე (პროგრამული კოდი 050207) პროგრამით ხორციელდება სასცენო ხელოვნების პოპულარიზება და განვითარება, საზოგადოებისათვის აქტუალურ თემებზე ახალი სპექტაკლების დადგმა და არსებულის აღდგენა.თეატრალური წარმოდგენების გამართვა, თეატრის სახელმწიფო და სამოყვარულო დონეზე პოპულარიზება,გასტროლებზე გასვლა, კონკურს-ფესტივალებში მონაწილეობა, მსახიობთა ოსტატობის დასახვეწად მასტერ-კლასების ორგანიზება . მოსალოდნელი შუალედური შედეგები: თეატრალური ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია, საზოგადოებრივი ინტერესის გაზრდა თეატრისადმი. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მაყურებელთა დასწრების ზრდის მაჩვენებელი 4.2.8 530,0 ათასი ლარი – მუსიკალურ ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების პროგრამა ა.ი.პ,,ოდიშის" ბაზაზე (პროგრამული კოდი 050208) ქართული ფოლკლორული ტრადიციების აღორძინება, უკვე არსებული და ახალი ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლების ხელშეწყობა, ქორეოგრაფების, ლოტბარებისა და მუსიკოსებისათვის სხვადასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, ფესტივალ-კონკურსებში მონაწილეობა, ფოლკლორული ნიმუშების მოძიება და პოპულარიზება. მოზარდთა და ახალგაზრდათა ჩართულობის გაზრდა ქორეოგრაფიულ და მუსიკალურ ანსამბლებში,ფოლკლორის, როგორც ხელოვნების ერთერთი უძველესი დარგის პოპულარიზაცია,მომავალ თაობაში სასიმღერო და ქორეოგრაფიული ეროვნული ტრადიციების, მემკვიდრეობითობის შენარჩუნება, სხვადასხვა კონკურს-ფესტივალებში მიღწეული წარმატებები კულტურის სამინისტროს მიერ შემოღებული სერტიფიცირების წარმატებულად გავლა. ადგილობრივ რესპუბლიკურ და საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის მიღება, თანამედროვე და ტრადიციული ხელოვნების კონკურს–ფესტივალი ,, ორფევსი“–ს, პროექტი,,მოდი ერთად ვიმღეროთ“, რესპუბლიკური ფოლკლორული ფესტივალი,,ART-კოლხი“–ს, კლასიკური მუსიკის რესპუბლიკური კონკურს–ფესტივალი,,ნორჩი მუსიკოსები“–ს ჩატარება.ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ოლიმპიადის ჩატარება,რაც შემოქმედებითი ანსამბლების გაცნობა–დამეგობრებას, კულტურისა და ხელოვნების დარგში მოღვაწე მოსწავლე–ახალგაზრდობასთან თანამშრომლობის ხელშეწყობა მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შინაარსობრივად და რაოდენობრივად ჩატარებული ღონისძიებათა მაჩვენებელი კონკურსებში, ფესტივალბში მონაწილეთა მიღწეული შედეგობრივი მაჩვენებელი 4.3. 65,0 ათასი ლარი - ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 0503) პროგრამის მიზანი სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა, ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობის პროგრამები, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, ახალგაზრდების საჭიროებებიდან, მისწრაფებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე მათთვის მცირე პროექტების თანადაფინანსება, ახალგაზრდების აქტიური დასვენებისა და გართობის ხელშეწყობა,სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისათვის მიმართული ღონისძიებები. ახალგაზრდული აქტივობის ზრდა, მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულიარიზაცია, მოტივაცია განათლებისა და თვითგანათლებისათვის. ახალგაზრდების განათლების ხარისხის განსაზღვრა, მათი საზოგადოებრივი აქტიურობა. ხელშეწყობის ღონისძიებათა გატარება.,,ეტალონ მედია“–ს გადაცემაში მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის მონაწილეობის პროგრამის განხორციელება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ახალგაზრდობის აქტიური ჩართვა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში. განათლების, კულტურის , ხელოვნების ინტელექტუალური დონის ამაღლება შედეგების შეფასების ინდიკატორები: განხორციელებული ახალგაზრდული პროექტების, ჩატარებული ახალგაზრდული ღონისძიებების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი. 4.4. 100,0ათასი ლარი–2014წელს ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობის ხელშეწყობა((პროგრამული კოდი 05 04) 5.0 1430.0 ათასი ლარი – მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
უნარშეზღუდული ბავშვების და მათი ოჯახების ცხოვრების დონის გაუმჯობესება. სოციალური საწარმოების განვითარება,შშმპირთა უფლებების დაცვა, გენდერული თანასწორება,ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვა,კომფლიქტის შედეგათ დაზარალებულთა ცხოვრების დონის გაუმჯობესება.
5.1 160,0 ათასი ლარი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება; ეპიდსაწიინაღმდეგო ღონისზიებების დაგეგმვა; დავადებების პირველადი ღონისძიებები; ლაბორატორიული სინჯის აღება. იმუნიპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელება, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა იმუნოპროფილაქტიკის მონაცემთა რუტინული დამუშავება, ანალიზი, შეფასება, დაზუსტება და ანგარიშგება დადგენილი წესის მიხედვით. ვაქცინაციათა, სხვა ასაცრელი მასალის და ცივი ჯაჭვის ინვენტარის საჭიროების განსაზღვრა მუნიციპალიტეტისათვის დადგენილი წესის მიხედვით. იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა ვაქცინათა, სხვა ასაცრელი მასალის 1 თვის მარაგის შექმნა მუნიციპალიტეტში; (ვაქცინათა, სხვა ასაცრელი მასალის მიღება, რეგისტრაცია, გაცემა მუნიციპალიტეტის პჯდ დაწესებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით; ,,ცივი ჯაჭვის" ფუნქციონირების უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების ფაუნის გავრცელების შესწავლა/დადგენა წყალსატევების პასპორტიზაცია დადგენილი წესის მიხედვით და გადამტანების არსებობის დადგენა სეზონის განმავლობაში. პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები წყალსატევებში გამბუზიის გავრცელება ყოველწლიურად და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, მათ შორის გადამტანების წინააღმდეგ ბრძოლა. პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა მალარიის სკრინინგული კვლევა კერებში და კერის გარშემო; სხვა პარაზიტული და ჰელმინთური დაავადებების სკრინინგული კვლევა. დაავადებების დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა მალარიის დიაგნოსტიკა, სხვა პარაზიტული დაავადებების დიგნოსტიკა, რეკომენდაციების მიწოდება. სანიტარული ღონისძიებები საგანმანათლებლო, სააღმზრდელო საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილსაიმედო სანიტარულ–ეპიდემიოლოგიური ფონის შექმნა,ეპიდსაწინააღმდეგო,პრევენციული ზომების გატარება. შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5.2 40,0 ათასი ლარი– ჯანდაცვის სხვა ღონისძიებათა პროგრამა (პროგრამული კოდი 0602) ცხოვრების ჯანსაღი წესისა და გარემოს შენარჩუნების ღონისძიებათა გატარება. ჯანმრთელობისათვის საზიანო რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება, ავადობის პროგნოზირება და საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარება. 5.3 . მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 0603) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ბენეფიციარებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.3.1. 120,0 ათასი ლარი– სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამა (უფასო სასადილოები (პროგრამული კოდი 060301) ითვალისწინებს უმწეო მოსახლეობის ყოფითი პირობების გაუმჯობესებას, მორალურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას. ყოველდღიურად (გარდა კვირისა) უმწეო მოქალაქეთა უზრუნველყოფას ცხელი სადილით დღეში ერთხელ,სასადილოს ბენეფიციარები შეიძლება იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული ადგილობრივი პირები, რომლებიც იღებენ ფულად დახმარებას ან მოპოვებული აქვთ ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობის უფლება, ასევე მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერები ( 250 ბენეფიციარის ფარგლებში). ბენეფიციართა შერჩევა მოხდეს წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი კომისიის მეშვეობით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5.3.2. 42,0 ათასი ლარი – ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 060302) ითვალისწინებს ომის ვეტერანთა და ოჯახების ხელშეწყობა.მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით,ფაშიზმზე გამარჯვების დღის –9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით. ასევე, ყოველთვიურად 50 ლარიანი დახმარება ადგილობრივ ვეტერანებზე. ომის ვეტერანთა ზუგდიდის კავშირის ფინანსური ხელშეწყობა.საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ვეტერანების დაკრძალვის ხარჯების თანადაფინანსება 250 ლარის ოდენობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში მონაწილე პირთა მონაცემთა ბაზის დადგენის შემდგომ ადგილობრივი ბიუჯეტით სოციალური დახმარების პროგრამაში შესაბამისი ცვლილების შეტანა მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ომის ვეტერანებისა და ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება შედეგების შეფასების ინდიკატორები: წლის განმავლობაში ომის ვეტერანებისა და ოჯახების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მაჩვენებელი 5.3.3. 50,0 ათასი ლარი –ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა(პროგრამული კოდი 060303)
მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება,მრავალშვილიანი, ობოლი და მზრუნველობა მოკლებული ბავშვების, მარტოხელა დედების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: ახალშობილთა ზრდის დინამიკის მაჩვენებელი, 5.3.4. 90,0 ათასი ლარი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა და რეაბილიტაცია (კოდი 060304) პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ფინანსური მხარდაჭერა, მათი რეაბილიტაცია და რეინტეგრაცია საზოგადოებაში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ერთჯერადი დახმარებები მათ შორის : 18 წლამდე ასაკის უნარშეზღუდული და მძიმე ავადმყოფობის მქონე ბავშვებისათვის 100 ლარით; I ჯგუფის ინვალიდებს, ონკოლოგიურ ავადმყოფებს, სმენადაქვეითებულებს (ყრუ–მუნჯი) 100 ლარით და მათი საზოგადოებასთან ინტეგრაციის ღონისძიება.გარდა ერთჯერადი მატერიალური დახმარებისა შშმ პირთა გარემოსთან ხელმისაწვდომობის, მათი საზოგადოებასთან ინტეგრაციის, ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების რიგი ღონისძიებები გათვალისწინებულია როგოც სოციალური დარგის სხვადასხვა კოდებით გათვალისწინებული პროგრამებიდან ასევე ბიუჯეტის სხვა დარგების პროგრამებიდან. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შშმ პირთა მხარდაჭერისათვის გატარებულ ღონისძიებათა კონკრეტული რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი. 5.3.5. 50,0 ათასი ლარი– მარჩენალ დაკარგულ პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 060305) პროგრამა ითვალისწინებს მარჩენალ დაკარგულთა ოჯახების მხარდაჭერას. მარჩენალდაკარგულთა ოჯახს,რომელსაც ყავთ 18 წლამდე შვილი, ერთჯერადი დახმარების სახით ეძლევა დახმარება100 ლარის ოდენობით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5.3.6. 10,0 ათასი ლარი – ხანდაზმულთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 060306) 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ფინანსური და მორალური მხარდაჭერა, მოხუცების პატივისცემა და თანადგომა, მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
სადღესასწაულო დღეებში (შობა–ახალი წელი და აღდგომა) საზეიმო განწყობის შექმნის მიზნით, მე–2 მსოფლიო ომის მონაწილეებს (ადგილობრივი და დევნილი–37 კაცი), უდედმამო ბავშვებს (30), მიუსაფართა სასადილოს (250) და სოციალური საცხოვრისის (15) ბენეფიციარებისთვის ფინანსური , მატერიალური და მორალური მხარდაჭერა, სადღესასწაულო დღეებში ( შობა–ახალი წელი და აღდგომა) დახმარება საჩუქრებით. შშმ პირთა უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავი ღონისძიების ფინანსური მხარდაჭერა ( 14 ივნისი, 3 დეკემბერი). მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სადღესასწაულო განწყობის შექმნა, ეკონომიკური და მორალური მხარდაჭერა შედეგების შეფასების ინდიკატორები: სადღესააწაულო დღეებში ბენეფიციარებისათვის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება 5.3.8. 100,0 ათასი ლარი– საზღვრისპირა სოფელ ხურჩის მოსახლეობის და სტუდენტთა ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 060308) საზღვრისპირა რეგიონის მოსახლეობაზე ზრუნვა და ხელშეწყობა. მგზავრობის საფასურის თანადაფინასება. ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსაზღვრული კატეგორიის სტუდენტთა შეღავათიანი ფასებით მგზავრობას მუნიციპალური ტრანსპორტით. საზღვრისპირა სოფელ ხურჩის მოსახლეობის ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ყოველთვიურად ანაზღაურდეს ს. კოკის რწმუნებულსა და შ.პ.ს მუნიციპალური ტრანსპორტის მიერ წარმოდგენილი და გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ დადასტურებული დოკუმენტაციის საფუძველზე. პირველ ეტეპზე განხორციელდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი უმწეო კატეგორიის სტუდენტებისთვის (რომლებიც სწავლობენ აკრედიტებულ, ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებლებში) ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსების მიზნით, ერთჯერადი 100 ლარიანი დახმარების გაწევა.ამასთან,მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილი შესაბამისი კომისიის მიერ ალტერნატიული პროგრამის წარმოდგენის შემთხვევაში შეტანილი იქნეს შესაბამისი ცვლილებები სათანადო რესურსების მოძიებით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ხანძრის, დიდთოვლობის, ქარბუქის, მიწისძვრის, წყალდიდობის და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა, ყოფითი პირობების გაუმჯობესება, ფინანსური და მორალური თანადგომა.უსახლკაროდ დარჩენილთა ბინის ქირით უზრუნველყოფა. ხანძრის, დიდთოვლობის, ქარბუქის, მიწისძვრის, წყალდიდობის და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახთა ერთჯერადი დახმარება (300–1000ლ) დაზიანების ხარისხის მიხედვით. დახმარების გაცემა მოხდეს: სოფლებში– ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის დასკვნის საფუძველზე და ქალაქში სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი კომისიის წარდგინებით. ბინის ქირის 100 ლარიანი საზღაური ყოველთვიურად, საკუთარი საცხოვრისის არმქონე: უმწეო პენსიონერების, შშმპ, მარტოხელა დედის, მარჩენალდაკარგული პირისათვის , რომელსაც ჰყავს ერთი ან რამოდენიმე არასრულწლოვანი შვილი. ბენეფიციართა შერჩევა მოხდეს წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი კომისიის მეშვეობით.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5.3.10. 30,0 ათასი ლარი– დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 060310) დევნილი მოსახლეობის იდენტიფიკაციის, მონაცემთა ბაზის დამუშავების, დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების ხელშეწყობის მიზნით გაუთვალისწინებელი სხვა ღონისძიებების ხარჯები. გარდაცვლილი დევნილის ოჯახზე დაკრძალვის ხარჯების ხელშეწყობა 100 ლარის ოდენობით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5.3.11 90,0 ათასი ლარი–უმწეო ოჯახების გათფობის საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 060311) ზამთრის პერიოდში უმწეო მოსახლეობისთვის გათფობისათვის საჭირო პირობების შექმნა და მხარდაჭერა, ყოფითი პირობების გაუმჯობესება. გამგეობის მიერ უფასოდ გაზიფიცირებული ბენეფიციარების გაზის ხარჯის ერთჯერადი თანადაფინანსება 100 ლარის ოდენობით; აღნიშნული კატეგორიის მოსახლეობის შეშით ან სანაცვლოდ 100 ლარიანი დახმარება . მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5.3.12 130,0 ათასი ლარი– სამედიცინო დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 060312) პროგრამა ითვალისწინებს მედიკამენტებით უზრუნველყოფის თანადაფინანსებას და უკიდურესად შეჭირვებულ პირთა სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიების მიერ დაფინანსებული ოპერაციების დარჩენილი ნაწილის თანადაფინანსება. სამედიცინო დახმარების პროგრამა განხორციელდეს შესაბამისი კომისიის დებულების მიხედვით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: მუნიციპალიტეტის მიერ მოქალაქეების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გაწეული ფინანსური ხელშეწყობის მაჩვენებელი. 5.3.13. 30,0 ათასი ლარი– სტიქიური მოვლენების (მეწყერის) შედეგად დაზიანებულთა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 0604) პროგრამა ითვალისწინებს ასახლებას დაქვემდებარებული, დამეწყრილი ოჯახების ფინანსურ ხელშეწყობას.სტიქიური მოვლენების (მეწყერის) შედეგად დაზარებულთა ოჯახების მხარდაჭერა ერთჯერადი დახმარების სახით 500 ლარის ოდენობით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
6.4.1 20,0 ათასი ლარით–პროგრამა ,,სოციალური საცხოვრისი კეთილმოწყობილ გარემოში’’ ( პროგრამული კოდი 0605)
,, სოციალური საცხოვრისი კეთილმოწყობილ გარემოში’’ ითვალისწინებს საცხოვრისის ბენე ფიციართა კორპუსებში ბუნებრივი გაზის შეყვანაა, ეზოს კეთილმოწყობას, კომუნალური გადასახადების თანადაფინანსებას (გათბობა). მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სოციალური საცხოვრისის ბენეფიციართა ყოფითი პირობების გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: სოციალური საცხოვრისის ბენეფიციართა ხარისხობრივი მაჩვენებელი
6.4.2 200,0 ათასი ლარი – სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფსაყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით , ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გზით, წარმოდგენილი და მოწონებული პროექ ტების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა ( პროგრამული კოდი 06 05) პროგრამა ითვალისწინებს თავშესაფრის არმქონე ბენეფიციარებისათვის სოციალური საცხოვრისის დაპროექტების, სოციალური საწარმოების განვითარების, შშმპ პროგრამების, გენდერული საკითხების, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ხელშეწყობის, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და სხვა აქტუალური პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას (დაფინანსება ან თანადაფინანსება). აღნიშნულ საკითხზე საჯარო მოხელეთათვის ( სოფლის რწმუნებულები, გამგეობის აპარატის მუშაკები) კვალიფიციური ტრეინინგების მოწყობას მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით და საინფორმაციო –საინსტრუქტაჟო მასალების მომზადებას. წარმოდგენილი პროექტების შერჩევა მოხდეს საკრებულოს მიერ შექმნილი კომისიისა და დებულების შესაბამისად. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სოციალური სფეროს სხვადასხვა მიმართულებებით ,ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ მოწოდებული პროექტების განხორციელების შედეგად ცალკეული კატეგორიის მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მოსახლეობის ინტერესებისა და სოციალური მოთხოვნების გათვალისწინებით შერჩეული და დაფინანსებული პროექტების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი. |
მუხლი 11.
მარეგულირებელი ნორმები |
1.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება განხორციელდეს ზუგდიდის ბიუჯეტის ერთიანი ანგარიშიდან მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის მეშვეობით;
2. 2014 წლის ბიუჯეტის ასიგნებებთა გადანაწილება წლიური ასიგნების ფარგლებში განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით .შესაბამის საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით. 3. 2014 წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მუშაკებზე პრემიები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დანამატები და დახმარებები გაიცეს შესაბამისი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში;. 4. საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა განისაზღვროს ამ საკითხზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. 5. შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების საშუალო შრომის ანაზღაურებას. 6. არასამეწარმეო არაკომერციულმა იურიდიულმა პირებმა არაფინანსური აქტივების ხარჯვაზე თანხების გამოყოფა უზრუნველყონ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეთანხმების შემდეგ წარმოდგენილი ხაჯთაღრიცხვის ა და ხელშეკრულების მიხედვით. 7. არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების წლიური ოდენობის 20%-ს. 8. ადგილობრივი მუნიციპალური ტრანსპორტით მგავრობის ღირებულების სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით გეგმური ზარალის შევსებისათვის დამტკიცებული თანხა გამოიყოს ყოველთვიურად თანაბარზომიერად.ამასთან, წარმოდგენილი იქნეს ყოველი კვარტალის ბოლოს საფინანსო საქმიანობის შედეგები. 9. 2013 წლის ასიგნებების ფარგლებში აღებულ ვალდებულებათა გაუნაღდებელი თანხების გამოყოფა მოხდეს 2014 წლის ბიუჯეტით, წლის დასაწყისში არსებული ნაშთიდან შესაბამისი თანხების გათვალისწინების ხარჯზე. 10. არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირების ხელმძღვანელობამ უზრუნველყონ 2013 წელს ადგილობრივ ბიუჯეტიდან მიღებული თანხების ხარჯვაზე აუდიტორული დასკვნების მომზადება. 11. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად 15 დღის ვადაში საფინანსო ორგანომ მოამზადოს 2014 წლის ადგილობრივი; ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. 12. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი - 280,0 ათასი ლარი მიიმართოს მათ შორის: ა) 110.0 ათასი ლარი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად. ბ) 120,0 ათასი ლარი – ,,სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილების განსახორციელებელ ღონისძიებათა დასაფინანსებლად. გ) 20,0 ათასი ლარი – ,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა, ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდაყოფის შესახებ „საქართველოს კანონით“ განსაზღვრულ უფლებამოსილებების ღონისძიებათა დასაფინანსებლად. დ) 30,0 ათასი ლარი – იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა შესახებ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად. |
მუხლი 12.
სარეზერვო ფონდი |
2014 წლის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 270.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი ხარჯვა განხორციელდეს გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის-ბრძანების საფუძველზე. |
მუხლი 13.
ვალდებულებები |
განისაზღვროს წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდი 850,0 ათასი ლარით. |
თავი III
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 14.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
|
დოკუმენტის კომენტარები