„საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანისთაობაზე

  • Word
„საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანისთაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4300
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 31/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 280.180.000.05.001.002.710
  • Word
4300
29/12/2006
სსმ, 51, 31/12/2006
280.180.000.05.001.002.710
„საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანისთაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

    მუხლი 1.

 „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 29.03.2005, მუხ. 68) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დამზღვევი – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო, რომელიც იხდის სადაზღვევო შენატანს დაზღვეულის სასარგებლოდ;

გ) მზღვეველი – გარდაცვლილი საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) ოჯახის სრულწლოვანი წევრის (წევრების) მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შერჩეული, საქართველოში ლიცენზირებული და რეგისტრირებული, სადაზღვევო საქმიანობის განმახორციელებელი სადაზღვევო ორგანიზაცია, რომელიც დამზღვევთან დადებული დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს გარდაცვლილი საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) ოჯახის წევრთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევას.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გარდაცვლილი საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) ოჯახის წევრთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა ხორციელდება ამ კანონით, აგრეთვე დამზღვევსა და მზღვეველს შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე.“.

2. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირისათვის პენსიის დარიცხვას, დაანგარიშებასა და გადახდას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენტური ორგანო.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 ივლისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4300–რს