საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ

საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 275
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 200030000.10.003.017895
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
275
04/04/2014
ვებგვერდი, 10/04/2014
200030000.10.003.017895
საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/04/2014 - 26/03/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №275

2014 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

 

საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სის 293-ე მუხ­ლის მე-10 ნაწილის შე­სა­ბა­მი­სად, დამ­ტკიც­დეს თან­დარ­თუ­ლი „სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის გაფორ­მე­ბის წე­სი“.
მუხლი 2
ძა­ლა­და­კარ­გუ­ლად გა­მოც­ხად­დეს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვ­­რო­ბის 2011 წლის 12 ივლისის №278 დად­გე­ნი­ლე­ბა „სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის გაფორ­მე­ბის წესი­სა და პი­რო­ბე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­­სა­ხებ“.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის წე­სი­

მუხლი 1 . ზოგადი დებულებანი

1. გადასახადის გადამხდელსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) შორის საგადასახადო შეთანხმება შესაძლებელია გაფორმდეს გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე, ამ წესის  შესაბამისად.

2. გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საგადასახადო შეთანხმების პროცესში, წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას და მასზე ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მოთხოვნები.

3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსში.

მუხ­ლი 2. სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის წესი

1. შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის შესაძლებელია გაფორმდეს საგადასახადო შეთანხმება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შემცირების მიზნით.

2. საგადასახადო შეთანხმება არ ფორმდება საქართველოს საგადასახადო  კოდექსის 155-ე  და 205-ე მუხლებით დარიცხულ მიმდინარე გადასახდელებზე, აგრეთვე მოსაკრებელზე და მასთან დაკავშირებულ ჯარიმასა და საურავზე, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს  საგადასახადო ორგანო.

მუხ­ლი 3. სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის შე­სა­ხე   გან­ცხა­დე­ბის წარდგე­ნა

1. სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის თა­ობ­ა­ზე გა­და­სა­ხა­დის გადამხდელი წე­რი­ლო­ბი­თი გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თავს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურს.

2. გან­ცხა­დე­ბა უნ­და შე­იც­ავ­დეს წი­ნა­და­დე­ბას სა­გა­და­სა­ხა­დო შე­­თან­ხმე­ბის შესახებ და ას­ახ­ავ­დეს შემ­დეგ მო­ნა­ცე­მებს:

ა) გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლის და­სა­ხე­ლე­ბას, სა­იდ­ენ­ტი­ფი­კა­ციო ნო­მერს ან სახელს, გვარს და პი­რად ნო­მერს, ას­ე­ვე იურ­იდ­ი­ულ/ფაქ­ტობ­რივ მი­სა­მართსა და ტელე­ფო­ნის ნო­მერს;

ბ) გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლის წე­რი­ლო­ბით ნე­ბარ­თვას შესაბამისი პირებისათვის სა­გა­და­სა­ხა­დო სა­იდ­უმ­ლო­ებ­ის შემ­ცვე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის გაც­ნო­ბის თა­ობ­ა­ზე, ამ უკ­ან­ას­კნელ­თა მი­ერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ობ­ის შესრულების მიზნით;

გ) გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში განცხადების შემოტანის თარიღამდე არსებული საგადასახადო დავალიანების ოდენობას, მათ შორის: ძირითადი გადასახადის, მიმდინარე გადასახდელების, ჯარიმისა და საურავის ოდენობებს; საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახდელად შემოთავაზებული თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას.    

3. გან­ცხა­დე­ბას უნ­და და­ერ­თოს ხელ­მომ­წე­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის დამადასტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი.

4. შე­მო­სავ­ლე­ბის  სამ­სა­ხუ­რი რე­გის­ტრა­ცი­იდ­ან 10 სა­მუ­შაო დღის ვა­და­ში ამოწმებს გან­ცხა­დე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბას ამ წე­სით დად­გე­ნილ მოთ­ხოვ­ნებ­თან.

5. თუ გან­ცხა­დე­ბა არ შე­ეს­აბ­ამ­ე­ბა ამ მუხ­ლის მოთ­ხოვ­ნებს, გა­და­სა­ხა­დის გადამხდელს, წერილობი­თი ფორ­მით გა­ნე­საზ­ღვრე­ბა გო­ნივ­რუ­ლი ვა­და ხარ­ვე­ზის აღმო­საფ­ხვრე­ლად.

6. შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდელს მოსთხო­ვოს სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­მა­ტე­ბითი დოკუმენტა­ცი­ის წარ­დ­გე­ნა.  გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მი­ერ გან­საზ­ღვ­რულ ვა­და­ში წა­რად­გი­ნოს შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია.

7. თუ გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მი­ერ განსაზღვრულ ვა­და­ში არ აღ­მოფ­ხვრის მი­თი­თე­ბულ ხარ­ვეზს ან/და არ წა­რად­გენს და­მა­ტე­ბით მოთ­ხოვ­ნილ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას, წარ­დგე­ნი­ლი გან­ცხა­დე­ბა აღ­არ განიხილება.  გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდელს, მი­სი მოთ­ხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, უბ­რუნ­დე­ბა გან­ცხა­დე­ბა და თან­დარ­თუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია.

მუხ­ლი 4. გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის  გა­ფორ­მე­ბის შე­სა­ხებ

1. შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია:

ა) უა­რი თქვას გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდელ­თან სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის გაფორ­მე­ბა­ზე;

ბ) გან­ცხა­დე­ბა, თან­დარ­თულ მა­სა­ლებ­თან ერ­თად, წა­რუდ­გი­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სთა მი­ნისტრს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი საგადასახადო შეთანხმების  გაფორმების თაობაზე შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ დოკუმენტაციას (გადასახადის გადამხდელის განცხადება თანდართული მასალებით)  წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

3.  ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებას იხილავს საქართველოს მთავრობა და იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო შეთანხმების გაფორმების ან გაფორმებაზე უარის თქმის თაობაზე.

4. სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბის გან­ხილ­ვი­სას შე­საძ­ლე­ბე­ლია მოწ­ვე­ულ იქ­ნეს გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო შეთანხმების პი­რო­ბე­ბის (გა­და­სახ­დე­ლი თან­­ხის ოდ­ენ­ო­ბა და გა­დახ­დის ვა­და) განსაზ­ღვრის მიზ­ნით.

5. სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის შე­სა­ხებ საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას, რომლითაც  განისაზღვრება გადასახადის გადამხდელის მიერ სა­გა­და­სა­ხა­დო შეთან­ხმე­ბის შესაბამისად  გადასახდე­ლი თან­ხის ოდ­ენ­ო­ბა და გა­დახ­დის ვა­და.

6. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ეგზავნება გადასახადის გადამხდელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურს.

7. სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა­ზე უარ­ის თქმის შემ­თხვე­ვა­ში, გადასა­ხა­დის გა­დამ­ხდელს, მი­სი მოთ­ხოვ­ნის თანახმად, უბ­რუნ­დე­ბა გან­ცხა­დე­ბა თანდარ­თუ­ლი მა­სა­ლე­ბით.

მუხლი 5. საგადასახადო შეთანხმების გაფორმება

1. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი პირობების შესაბამისად,  შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელთან აფორმებს საგადასახადო შეთანხმების აქტს, რომელიც ძალაში შედის ორივე მხარის მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან.

2. საგადასახადო შეთანხმების აქტი ფორმდება თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად, რომლებსაც ხელს აწერენ, ერთის მხრივ, შემოსავლების სამსახურის უფროსი და მეორეს მხრივ, გადასახადის გადამხდელი/მისი წარმომადგენელი. ამასთან,  ერთი ეგზემპლარი გადაეცემა გადასახადის გადამხდელს, ხოლო მეორე  რჩება შემოსავლების სამსახურს.

3 . საგადასახადო შეთანხმების აქტში უნდა აღინიშნოს:

ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ასევე სხვა რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში);

ბ) საგადასახადო შეთანხმების შინაარსი, პირობები და შეწყვეტის საფუძვლები;

გ ) საგადასახადო შეთანხმების აქტის გასაჩივრების ვადა და წესი.

მუხ­ლი 6. სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის შეს­რუ­ლე­ბა

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულოს ამ შეთანხმებით  განსაზღვრულ ვადაში. ამასთან, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, საგადასახადო შეთანხმების თაობაზე გადასახადის  გადამხდელის მიერ შემოტანილ განცხადებაში მითითებული თარიღის  (საგადასახადო დავალიანების თარიღი) შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი, იძულებითი ღონისძიებების  განხორციელებით ან გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ მესამე პირის მიერ ბიუჯეტში ჩარიცხული თანხები ითვლება საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების  შესრულებად.

2. საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმების აქტი ითვლება გაუქმებულად და გადასახადის გადამხდელს დაეკისრება ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

მუხ­ლი 7.  საგადასახადო დავალიანების შემ­ცი­რე­ბა

1. სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემდეგ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდელს უმ­ცი­რებს საგადასახადო დავალიანებას.

2. გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლი­ს საგადასახადო დავალიანების  შემ­ცი­რე­ბა მი­სი პი­რა­დი აღ­რიც­ხვის ბა­რა­თებ­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ინ­დი­ვი­დუ­ალ­უ­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ-სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტით.

მუხლი 8. საგადასახადო შეთანხმების გასაჩივრება

გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო შეთანხმების აქტი შეიძლება გაასაჩივროს, თუ საგადასახადო შეთანხმება დაიდო არაუფლებამოსილი პირის მიერ.