სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ

სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 10/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016310
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
55
10/04/2014
ვებგვერდი, 10/04/2014
100110000.22.038.016310
სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/04/2014 - 10/08/2015)

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №55

2014 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

 

საერთო პროფილის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ

პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის, 121-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საერთო პროფილის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში , სასჯელაღსრულების დეპატამენტის ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრსა და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მარტის №38 ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრისოზარ სუბარი



დანართი
საერთო პროფილის საავადმყოფოში , ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესი

 


მუხლი 1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში  ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანა

 

1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – სასაჯელაღსრულების დეპარტამენტი) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან (შემდგომში - დაწესებულება)  ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა  (შემდგომში-პაციენტი) სადიაგნოსტიკო გამოკვლევების ან/და მკურნალობის მიზნით, მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა (შემდგომში-სამკურნალო დაწესებულება) და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარებილიტაციო ცენტრში (შემდგომში-ცენტრი) გეგმური ან გადაუდებელი გადაყვანა ხორციელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის (შემდგომში – სამედიცინო დეპარტამენტი) რეკომენდაციის საფუძველზე დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.

2.  პაციენტის სამკურნალო დაწესებულებასა და ცენტრში გადაყვანის შესახებ სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაცია მიიღება დაწესებულების ექიმის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც  რეგისტრირდება შესაბამის  სამედიცინო მომსახურების ელექტრონულ  პროგრამაში (შემდგომში - სამედიცინო პროგრამა). ექიმი შუამდგომლობის შესახებ ინფორმაციას წერილობით წარუდგენს დაწესებულების დირექტორს.

3. სამედიცინო დეპარტამენტი შუამდგომლობას განიხილავს  გონივრულ ვადაში  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ან აღიარებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინების) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) ასევე, საჭიროებისას, საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტების გამოყენებით.

4. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ პაციენტს ესაჭიროება გეგმური სამედიცინო მომსახურება, სამედიცინო პროგრამაში ენიჭება რიგითი ნომერი და მისი სამკურნალო დაწესებულებაში/ცენტრში გადაყვანის შესახებ რეკომენდაცია, გადაყვანამდე არანაკლებ ერთი დღით ადრე,  ეგზავნება დაწესებულების დირექტორსა და მთავარ ექიმს.

5. სამედიცინო დეპარტამენტი რიგითობას განსაზღვრავს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების შესაბამისად.

6. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე გამოსცეს ბრძანება პაციენტის სამკურნალო დაწესებულებაში/ცენტრში გაყვანის თაობაზე.

7. პაციენტის სამკურნალო დაწესებულებაში/ცენტრში გეგმური წესით გადაყვანა ხორციელდება სამედიცინო პროგრამაში მინიჭებული რიგითი ნომრის მიხედვით.

8. გადაუდებელ შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესი.

9. ამ მუხლით გათვალისწინებული რეკომენდაცია და შუამდგომლობა გადაუდებელი სახის გადაყვანისას ადრესატის მიერ შეიძლება მიღებულ იქნეს ტელეფონოგრამის ან ფაქსის, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში - სხვა საკომუნიკაციო საშუალებით.

10. დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება წერილობით, ხოლო  გადაუდებელი გადაყვანისას საკომუნიკაციო საშუალებით, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარ სამმართველოს და სამედიცინო დეპარტამენტს.

11. დაწესებულების დირექტორის წერილობითი უარი პაციენტის სამკურნალო დაწესებულებაში/ცენტრში გადაყვანის შესახებ უნდა იყოს არგუმენტირებული და დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სამედიცინო დეპარტამენტს.


მუხლი 2. დაწესებულებიდან, სამკურნალო დაწესებულებიდან და ცენტრიდან პაციენტის საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაყვანა
1. დაწესებულებიდან/სამკურნალო დაწესებულებიდან/ცენტრიდან პაციენტის სადიაგნოსტიკო გამოკვლევების ან/და მკურნალობის მიზნით, საერთო პროფილის საავადმყოფოში გეგმური ან გადაუდებელი წესით გადაყვანა ხორციელდება სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

2. პაციენტის დაწესებულებიდან/სამკურნალო დაწესებულებიდან/ცენტრიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაცია მიიღება დაწესებულების/სამკურნალო დაწესებულების/ცენტრის ექიმის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც  რეგისტრირდება სამედიცინო პროგრამაში. ექიმი შუამდგომლობის შესახებ ინფორმაციას წერილობით წარუდგენს შესაბამისი დაწესებულების/სამკურნალო დაწესებულების/ცენტრის დირექტორს.

3. დაწესებულების/სამკურნალო დაწესებულების/ცენტრის დირექტორი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს ინფორმაციას გადასაყვანი პაციენტის  შესახებ.

4. სამედიცინო დეპარტამენტი შუამდგომლობას განიხილავს  გონივრულ ვადაში  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ან აღიარებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინების) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) ასევე, საჭიროებისას, საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტების გამოყენებით.

5. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ პაციენტს ესაჭიროება გეგმური სამედიცინო მომსახურება, სამედიცინო პროგრამაში ენიჭება რიგითი ნომერი და მისი საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ რეკომენდაცია, გადაყვანამდე არანაკლებ ერთი დღით ადრე,  ეგზავნება  სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და დაწესებულების/სამკურნალო დაწესებულების/ცენტრის მთავარ ექიმს.

6. სამედიცინო დეპარტამენტი რიგითობას განსაზღვრავს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების შესაბამისად.

7. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე გამოსცეს ბრძანება პაციენტის საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაყვანის თაობაზე.

8. პაციენტის საერთო პროფილის საავადმყოფოში გეგმური წესით გადაყვანა ხორციელდება სამედიცინო პროგრამაში მინიჭებული  რიგითი ნომრის მიხედვით.

9. გადაუდებელ შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული წესი.

10. დაწესებულებიდან/სამკურნალო დაწესებულებიდან/ცენტრიდან პაციენტის სასამართლო-სამედიცინო ან/და სასამართლო-ფსიქიატრიული საექსპერტო გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

11. ამ მუხლით გათვალისწინებული რეკომენდაცია, შუამდგომლობა და ინფორმაცია გადაუდებელი სახის გადაყვანისას შეიძლება მიღებულ იქნეს ტელეფონოგრამის ან ფაქსის, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში კი სხვა საკომუნიკაციო საშუალებით.

12. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილობითი უარი პაციენტის საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ უნდა იყოს არგუმენტირებული და დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სამედიცინო დეპარტამენტს.


მუხლი 3. პაციენტის გაყვანა დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით
პაციენტი შესაძლებელია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით გაყვანილ იქნეს დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 4. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩასატარებლად პაციენტის საექსპერტო დაწესებულებაში ყოფნის პირობები
1. საექსპერტო დაწესებულებაში მოთავსებულ პაციენტს შეიძლება მიეცეს უფლება:

ა) ამანათის სახით მიიღოს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ნებადართული პირადი ჰიგიენისათვის საჭირო ნივთები და საშუალებები, თეთრეული, ტანსაცმელი და თამბაქო;

ბ) ისარგებლოს დამცველთან/ადვოკატთან, სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლებით;

გ) იმ შემთხვევაში, თუ საჭიროებს სპეციალურ დიეტურ საკვებს და საექსპერტო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს აღნიშნულით, დეპარტამენტის თავმჯდომარის ნებართვით ამანათის სახით მიიღოს დამატებითი კვების პროდუქტები, რისთვისაც აუცილებელია მკურნალი ექიმის რეკომენდაცია დიეტური საკვების მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით. მკურნალი ექიმის რეკომენდაციაში მითითებული უნდა იყოს პაციენტისათვის  აუცილებელი დიეტური საკვების ჩამონათვალი.

2. საექსპერტო დაწესებულებაში პაციენტის დაცვასა და მათ მიერ მისაღები ამანათების შემოწმებას უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს შესაბამისი განყოფილება.


მუხლი 5. პაციენტის საერთო პროფილის საავადმყოფოდან სხვა საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაყვანა
1. პაციენტის საერთო პროფილის საავადმყოფოდან სხვა საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაყვანა ხორციელდება მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

2. პაციენტის საერთო პროფილის საავადმყოფოდან სასამართლო-სამედიცინო ან/და სასამართლო-ფსიქიატრიული საექსპერტო გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.


მუხლი 6. პაციენტის დაწესებულებაში/ სამკურნალო დაწესებულებაში/ცენტრში დაბრუნება
1. სამკურნალო დაწესებულებაში/ცენტრში გადაყვანილი პაციენტის დაწესებულებაში დაბრუნება ხორციელდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით სამკურნალო დაწესებულების/ცენტრის დირექტორისა და შესაბამისი მთავარი ექიმის შუამდგომლობის საფუძველზე.

2. სამკურნალო დაწესებულებიდან/ცენტრიდან ცენტრში/სამკურნალო დაწესებულებაში პაციენტის დაბრუნების შემთხვევაში ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესი.

3. საერთო პროფილის საავადმყოფოდან პაციენტის დაწესებულებაში/სამკურნალო დაწესებულებაში/ცენტრში დაბრუნება ხორციელდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მკურნალი ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე.

 4. საჭიროების შემთხვევებში, საერთო პროფილის საავადმყოფოდან დაწესებულებიდან გაყვანილი პაციენტი შეიძლება გადაყვანილ იქნეს სამკურნალო დაწესებულებაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე.

5. პაციენტი საერთო პროფილის საავადმყოფოდან შესაძლებელია არ იქნეს დაბრუნებული იმ დაწესებულებაში, საიდანაც იქნა გაყვანილი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით გადაყვანილ იქნეს სხვა დაწესებულებაში თუ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უსაფრთხოების ინტერესების დაცვა ან გართულებული ბადრაგირება არ იძლევა მის იმავე დაწესებულებაში დაბრუნების შესაძლებლობას.

6. ჯანმრთლობის მდგომარეობის გამო  საერთო პროფილის საავადმყოფოდან პაციენტის სხვა დაწესებულებაში დაბრუნებისას აუცილებელია სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობა, უსაფრთხოების მიზნით სხვა დაწესებულებაში დაბრუნებისას იმ დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობა, საიდანაც გაყვანილ იქნა პაციენტი, ხოლო ბადრაგირების გართულების გამო - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს უფროსის შუამდგომლობა.


მუხლი 7. პაციენტის  გადაადგილება, ბადრაგირება და დაცვა
პაციენტის ბადრაგირებას და დაცვას უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 



10. 15/11/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 130 - ვებგვერდი, 15/11/2017 9. 20/07/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 55 - ვებგვერდი, 21/07/2017 8. 09/06/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 49 - ვებგვერდი, 13/06/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 25/08/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 118 - ვებგვერდი, 25/08/2016 6. 15/08/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 112 - ვებგვერდი, 16/08/2016 5. 03/05/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 63 - ვებგვერდი, 04/05/2016 4. 03/05/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 62 - ვებგვერდი, 04/05/2016 3. 18/04/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 40 - ვებგვერდი, 19/04/2016 2. 09/10/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 136 - ვებგვერდი, 12/10/2015 1. 10/08/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 87 - ვებგვერდი, 13/08/2015