დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2205-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 04/04/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/04/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250000.09.001.016212 |
|
მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-10 მუხლის მე-12 პუნქტისა და 151-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №515 განკარგულებით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. ქალაქ გორისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტი გაიყოს, გორის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნას თვითმმართველი თემი − გორის მუნიციპალიტეტი და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი გორი. 2. ქალაქ ამბროლაურისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტი გაიყოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნას თვითმმართველი თემი − ამბროლაურის მუნიციპალიტეტი და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი ამბროლაური. 3. ქალაქ მცხეთისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მცხეთის მუნიციპალიტეტი გაიყოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნას თვითმმართველი თემი − მცხეთის მუნიციპალიტეტი და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი მცხეთა. 4. ქალაქ ოზურგეთისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გაიყოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნას თვითმმართველი თემი − ოზურგეთის მუნიციპალიტეტი და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი ოზურგეთი. 5. ქალაქ თელავისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტი გაიყოს, თელავის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნას თვითმმართველი თემი − თელავის მუნიციპალიტეტი და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი თელავი. 6. ქალაქ ახალციხისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ახალციხის მუნიციპალიტეტი გაიყოს, ახალციხის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნას თვითმმართველი თემი − ახალციხის მუნიციპალიტეტი და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი ახალციხე. 7. ქალაქ ზუგდიდისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტი გაიყოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნას თვითმმართველი თემი − ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი ზუგდიდი. 8. ახალშექმნილი თვითმმართველი თემების − გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საზღვრები ემთხვევა შესაბამისად გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების არსებულ საზღვრებს, შესაბამისი დასახლებების − ქალაქების − გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის არსებული საზღვრების გამოკლებით, და განისაზღვრება თანდართული სქემატური რუკების (დანართები №1−№7) თანახმად. 9. თვითმმართველი ქალაქების − გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის და თვითმმართველი თემების − გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრები დადგინდეს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 10. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან. |
ქუთაისი, 4 აპრილი 2014 წ. N2205-IIს |
დოკუმენტის კომენტარები