„იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 713
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016195
713
01/04/2014
ვებგვერდი, 02/04/2014
010170000.22.029.016195
„იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
„იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №713

2014 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

 

„იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების  მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაში (ვებგვერდი, 19/07/2013, 010170000.22.029.016057) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) ბრძანების პრეამბულაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტისა და მე-10 მუხლის  შესაბამისად,“

ბ) დამტკიცდეს „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესი“ (დანართი №1);

გ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესი“ (დანართი №1) გამოცხადდეს ძალადაკარგულად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე



დანართი N1
დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენისა და დევნილთა რეგისტრაციის წესი (შემდგომში - წესი) გამომდინარეობს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან და განსაზღვრავს დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, ასევე დევნილთა რეგისტრაციის პროცედურებს.

2. ამ წესის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს და ტერმინთა შემოკლებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დევნილი - პირი, რომელსაც  „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიის მე-6 მუხლის საფუძველზე ამ წესის შესაბამისად მიენიჭება იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

ბ) განმცხადებელი – დაინტერესებული პირი, რომელიც მიმართავს სამინისტროს დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით;

გ) დევნილის სტატუსის მაძიებელი – პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს;

დ) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;

ე) მინისტრი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი;

ვ) დეპარტამენტი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტი;

ზ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულებით განსაზღვრული ტერიტორიული ორგანოები;

თ) დევნილის მოწმობა – სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოს მიერ დევნილზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებას. თუ დევნილის რეგისტრაციის ადგილი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ერთმანეთს ემთხვევა, დევნილის მოწმობა ასევე არის საცხოვრებელი ფართობის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შემთხვევისა;

ი) მონაცემთა ბაზა – დევნილების მონაცემთა ბაზა, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებს სამინისტრო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და  ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად;

კ) დევნილი ოჯახი -  განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად  მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი);

ლ) დევნილის რეგისტრაციის ადგილი – სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა;

მ) დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი - დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.

ნ) დევნილის შემწეობა − დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური გასაცემელი;

ო) დევნილთა რეგისტრაცია – სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაცია და, საჭიროების შემთხვევაში, დევნილის მოწმობის გაცემა;

3. დევნილის სტატუსი ენიჭება პირს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული პირობების არსებობისას.

4. დაუშვებელია რაიმე სახის გადასახდელის დაწესება დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის პროცედურებთან დაკავშირებით.

 

 

მუხლი 2. დევნილის სტატუსის მინიჭება

1. პირი დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ წერილობითი განცხადებით პირადად მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.

2. განცხადება მიღებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

3. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) სამინისტროს ან სამინისტროს იმ ტერიტორიული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;

ბ) განმცხადებლის ვინაობას (განცხადებაში უნდა მიეთითოს პირი არის საქართველოს მოქალაქე თუ საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი);

გ) განმცხადებლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას;

დ) გარემოებებს, რომელთა დადგომის შედეგად იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი;

ე) მოთხოვნას დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ;

ვ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას;

ზ) განცხადებაზე დართული საბუთების (დოკუმენტების) ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.

4. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს და მათი შესაბამისი კომისიების მიერ გაცემული ცნობა/დასკვნა, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების იძულებით გადაადგილებამდე მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების ფაქტს და ოჯახის შემადგენლობას (ამ უკანასკნელის შესაძლებლობის შემთხვევაში).

გ) დევნილის შეხედულებისამებრ ან/და სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად საჭირო ის საბუთები და მტკიცებულებები, რომლებიც იწვევს საფუძვლიან ვარაუდს იმისა, რომ პირის მოთხოვნა დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შეესაბამება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ გარემოებებს.

5. დაუშვებელია რაიმე სახის საბუთის ან ინფორმაციის მოთხოვნა, რომელიც არ არის დაკავშირებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ გარემოებებთან.

6. ქმედუუნარო პირის სახელით განცხადებით მიმართვის უფლებამოსილება აქვს მის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შემთხვევაში - უშუალოდ ან მის კანონიერ წარმომადგენელს, ასეთი საჭიროების შემთხვევაში.

7. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს მიმართავს არასრულწლოვანი პირის მშობელი (მშობლები) ან მისი სხვა კანონიერი წარმომადგენელი.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობა, მშობლის (მშობლების) დევნილის მოწმობა და მშობლის (მშობლების) ან მისი სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი (მშობლები) არის დევნილის სტატუსის მაძიებელი პირი და განცხადებაში ითხოვს არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებას, როგორც მშობლის (მშობლების), ასევე არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხი წყდება ერთობლივად.

9. სამინისტროს უფლებამოსილი პირი ვალდებულია გააცნოს განმცხადებელს სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი და განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები. აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება და მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ.

10. იმ შემთხვევაში, თუ პირის განცხადება არ შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ამ მუხლის მე-3, მე-4, მე-6 და მე-8 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, დეპარტამენტი ან ტერიტორიული ორგანო განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს ხარვეზის შესახებ. ხარვეზის გასწორების ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები და 10 დღეზე მეტი. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი მოითხოვს ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადის გაგრძელებას, დეპარტამენტი ან ტერიტორიული ორგანო მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 5 დღით, უფლებამოსილია გაუგრძელოს ხარვეზის გამოსწორების ვადა.

11. ტერიტორიული ორგანო ვალდებულია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში გადაუგზავნოს სამინისტროს პირის განცხადება დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე და მასზე თანდართული დოკუმენტაცია.

12. დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო განცხადების მიღებიდან ერთი თვის  ვადაში.

13. პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა შეწყდება, თუ:

ა) პირმა წერილობით განაცხადა უარი დევნილის სტატუსის მინიჭებაზე;

ბ) აღმოიფხვრა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული პირის იძულებით გადაადგილების მიზეზები;

გ) პირი გარდაიცვალა;

დ) დაინტერესებული პირის სახელით განცხადება შეიტანა არაუფლებამოსილმა პირმა;

ე) განცხადება შეიტანა ქმედუუნარო პირმა ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას.

14. დევნილის სტატუსის მინიჭებაზე პირს უარი ეთქმება, თუ:

ა) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირი არ აკმაყოფილებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს;

ბ) არსებობს განმცხადებლის მიმართ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომლის შედეგად პირს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე;

გ) პირს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;  

15. პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვას ახორცილებს დეპარტამენტი.

16. დეპარტამენტი ან ტერიტორიული ორგანო უზრუნველყოფს განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებას, შესაბამისი საბუთებისა (დოკუმენტების) და მტკიცებულებების მოძიებას, საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სათანადო ორგანოებიდან მათ გამოთხოვას და მის ფოტოგრაფირებას. ფოტოგრაფირებას არ ექვემდებარება 6 წლამდე ასაკის ბავშვი.

17. პირს, რომელიც განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში დეპარტამენტში უნდა ჩაუტარდეს გასაუბრება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებთან დაკავშირებით. დეპარტამენტში დანიშნულ გასაუბრებაში მონაწილეობა ასევე შეიძლება მიიღონ სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეებმაც. გასაუბრების დროს ივსება დადგენილი ფორმის კითხვარი, რომლის ფორმას, ასევე გასაუბრებაზე და კითხვარის ფორმის შევსებაზე სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეეებს განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. მითითებულ ვადებში გასაუბრებაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, შეჩერდება დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე  პირის განცხადების განხილვა.

18. თუ განმცხადებელმა ობიექტური მიზეზების გამო (ხანდაზმულობა, მძიმე ავადმყოფობა, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ყოფნა და სხვ.) ვერ შეძლო სამინისტროში გამოცხადება, ასეთ შემთხვევაში სამინისტროს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, განმცხადებლის მოთხოვნით, ადგილსამყოფელზე მისვლით განახორციელოს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურები (გასაუბრება, კითხვარის შევსება, ფოტოგრაფირება, ანკეტის შევსება).

19. დაუშვებელია გასაუბრების დროს მიღებული კონფიდენციალური ინფორმაციის არასამსახურებრივი მიზნებისათვის გამოყენება.

20. დეპარტამენტი საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რომელსაც  ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი. დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. ამ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია აისახება მონაცემთა ბაზაში.

21. დეპარტამენტი გადაწყვეტილებას პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ განმცხადებელს აცნობებს წერილობითი ფორმით გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში.

22. დევნილის სტატუსის მინიჭების შემდეგ, დეპარტამენტის ან ტერიტორიული ორგანოს მიერ პირზე ივსება ანკეტა და ეძლევა დევნილის მოწმობა.

23. დევნილის ანკეტა წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც შეიტანება მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები.

24. დევნილის ანკეტის შევსებასა და დევნილის მოწმობის გაცემას უზრუნველყოფს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი (პირები). დევნილის ანკეტაში შეიტანება შემდეგი მონაცემები: დევნილის სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი, სქესი, მოქალაქეობა, დევნილის პირადი და სარეგისტრაციო ნომერი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, დევნილის რეგისტრაციის ადგილი, განსახლების ფორმა, ოჯახური მდგომარეობა, განათლება, პროფესია, წარმოდგენილი დოკუმენტების დასახელებები და მათი რეკვიზიტები. ანკეტა შეიცავს დევნილის ფოტოსურათს, გარდა 6 წლამდე ასაკის დევნილის ანკეტისა (არასრულწლოვნის პირადი ნომერი სტატუსის მინიჭებისათვის სავალდებულოა).

25. დევნილის ანკეტაში მიეთითება მისი შევსების თარიღი და ადგილი. დევნილის ანკეტას ხელს აწერს ანკეტის შემვსები პირი და დევნილი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი. ანკეტაში შეტანილ უნდა იქნეს აგრეთვე ინფორმაცია ცვლილებისა და დამატებების შესახებ. პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები და დამატებები, პირადი ხელმოწერით ადასტურებს აღნიშნულს. ანკეტას დაესმება სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს შესაბამისი ბეჭედი.

26. არასრულწლოვანი დევნილის ანკეტას ხელს აწერს ერთ-ერთი მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი.

27. არასრულწლოვანი დევნილის ანკეტაში ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად და რეგისტრაციის ადგილად მიეთითება ერთ-ერთი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და რეგისტრაციის ადგილი.

28. დევნილის მოწმობაში აისახება ის აუცილებელი პერსონალური (საიდენტიფიკაციო) მონაცემები, რომლებიც სამინისტროს გააჩნია დევნილის სტატუსის მქონე პირის შესახებ და იძლევა პირის იდენტიფიკაციის საშუალებას.

29. დევნილის მოწმობა ადასტურებს პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ფაქტს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად.

30. დევნილის მოწმობა გაიცემა ყველა ასაკის დევნილზე. თითოეულ დევნილს სამინისტროს მიერ ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი.

31. დევნილის მოწმობის მიღების უფლება აქვს უშუალოდ დევნილის სტატუსის მქონე პირს, ხოლო არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, – მის კანონიერ წარმომადგენელს. დაუშვებელია სხვა პირზე დევნილის მოწმობის გაცემა. არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის (დევნილის) შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, მისი კანონიერი წარმომადგენელი ხელს აწერს დევნილის მოწმობას და მის მიღებას ადასტურებს ხელმოწერით.

32. დევნილის სარეგისტრაციო ნომერი რვაციფრიანია: „000-00000“. სარეგისტრაციო ნომერი ატარებს საინფორმაციო ხასიათს და არ წარმოადგენს დევნილის საიდენტიფიკაციო კოდს. სარეგისტრაციო ნომრის პირველი სამი ციფრი აღნიშნავს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს, სადაც დევნილი დროებით ცხოვრობს, ხოლო მომდევნო ხუთი ციფრი არის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში 2006 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით არსებული საოჯახო ანკეტის ნომერი.

33. დევნილი უფლებამოსილია მიაწოდოს სამინისტროს ინფორმაცია და წერილობითი ფორმით მოითხოვოს შესწორების შეტანა მის შესახებ არსებულ პერსონალური (საიდენტიფიკაციო) ხასიათის მონაცემებში.

34. დევნილზე სამინისტროში არსებული არასრული პერსონალური (საიდენტიფიკაციო) მონაცემების არსებობის შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს მას ამ მონაცემების შევსება.

35. დევნილის სტატუსის მინიჭებაზე პირისათვის უარის თქმის შემთხვევაში პირს ახალი განცხადებით სამინისტროსადმი მიმართვის უფლება აქვს, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო პირისათვის უარის თქმას, შეიცვალა და არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოებანი, რომლებიც იწვევენ საფუძვლიან ვარაუდს, რომ პირი აკმაყოფილებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ პირობებს.

36. მონაცემთა ბაზაში დაცულ დევნილის პერსონალურ მონაცემებში ცვლილება, ასევე დამატებითი ინფორმაციის ასახვა, ხორციელდება მინისტრის თანხმობით დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე შესაბამისად უფლებამოსილი დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ. მონაცემთა ბაზაში არსებული დევნილის რეგისტრაციის ადგილისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის ცვლილება ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

37. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, დევნილის შემწეობის შეჩერების, შეწყვეტის და აღდგენის შემთხვევებში, მონაცემთა ბაზაში შესაბამისი ცვლილების ასახვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტი, რის თაობაზეც სათანადო ინფორმაცია დეპარტამენტის მიერ მიეწოდება მინისტრს.

 

 

მუხლი 3. დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის წესი

1. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, დეპარტამენტი პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას შესაბამისად დევნილისათვის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის და აღდგენის შესახებ, რომელსაც  ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი.

2. დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა  პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა ან აღდგენის შესახებ მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი.

3. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის ან აღდგენის შესახებ მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დეპარტამენტი ახორციელებს შესაბამის ცვლილებებს მონაცემთა ბაზაში.

4. მონაცემთა ბაზის წვდომაზე და მასში ცვლილებების განხორციელებაზე სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეეებს განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.

 

მუხლი 4. დევნილთა რეგისტრაციის წესი (რეგისტრაციის პროცედურა, რეგისტრაციის ადგილი და ვადები)

1. დევნილთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს სამინისტრო დეპარტამენტის და/ან მინისტრის ბრძანებით შექმნილი სარეგისტრაციო კომისიების მეშვეობით.

2. დევნილთა რეგისტრაციის პროცესში დამკვირვებლის სტატუსით შესაძლებელია მონაწილეობდნენ საქართველოს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

3. დევნილთა რეგისტრაციის მიმდინარეობის პროცესის ორგანიზებასა და კოორდინაციას ახორციელებს დეპარტამენტი.

4. დევნილთა რეგისტრაციის ჩატარების შესახებ გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აქტში მითითებული უნდა იყოს რეგისტრაციის ადგილები, თარიღები და რეგისტრაციის გავლის ვადები.

5. რეგისტრაციის ჩატარების თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნება უნდა მოხდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

6. რეგისტრაციის გავლის უფლება აქვს დევნილის სტატუსის მქონე პირს.

7. დევნილთა რეგისტრაციის დროს ხდება მოწმობის გამოცვლა, ასეთი საჭიროების შემთხვევაში.

8. მოწმობის გამოცვლა ხორციელდება:

ა) სამინისტროს მიერ დევნილის მოწმობის ახალი ნიმუშის დამტკიცების და ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემის შემთხვევაში;

ბ) დევნილის 6 და 16 წლის ასაკის მიღწევის შემთხვევაში.

9. რეგისტრაციის დროს, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, დეპარტამენტის და/ან სარეგისტრაციო კომისიის მიერ ხორციელდება დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძვლიანობის გადამოწმება.

10. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული შემთხვევების დადგომისას მოწმობის გამოცვლა ხდება ორი თვის ვადაში.

11. დევნილი ითვლება რეგისტრირებულად, თუ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ვადაში და ადგილზე გაივლის რეგისტრაციას და გამოცვლის მოწმობას ამ წესის შესაბამისად. რეგისტრაციის გავლისას, დეპარტამენტის და/ან სარეგისტრაციო კომისიის მიერ დევნილზე გაიცემა ცნობა რეგისტრაციის გავლის თაობაზე.

12. თუ დევნილმა ობიექტური მიზეზების გამო (ხანდაზმულობა, მძიმე ავადმყოფობა, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ყოფნა და სხვ.) ვერ შეძლო რეგისტრაციის გავლა, ასეთ შემთხვევაში სამინისტროს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, დევნილის მოთხოვნით, დევნილის ადგილსამყოფელზე მისვლით გადაწყვიტოს დევნილის რეგისტრაციის საკითხი.

13. დაუშვებელია დევნილის რეგისტრაციაში გატარება და დევნილის მოწმობის გამოცვლა (გაცემა) პირზე, რომლის შესახებ სამინისტროს არ გააჩნია შემდეგი პერსონალური (საიდენტიფიკაციო) მონაცემები და დოკუმენტები:

ა) ფოტოსურათი (ფოტოსურათი არ სჭირდება 6 წლამდე ასაკის დევნილს);

ბ) პირადობის მოწმობა (არასრულწლოვანი დევნილის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა ან პირადობის მოწმობა; საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში – ბინადრობის მოწმობა);

გ) დევნილის ანკეტა;

დ) პირადი ნომერი;

14. დევნილის მოწმობის, პირადობის მოწმობის (ბინადრობის მოწმობის) და დაბადების მოწმობის ქსეროასლები წარმოდგენილი უნდა იყოს დედანთან ერთად.

15. დევნილი ვალდებულია რეგისტრაციის დროს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ვადებში და ადგილზე დადგენილი წესით წარუდგინოს სამინისტროს უფლებამოსილ პირს ამ მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები, მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია და გაიაროს ფოტოგრაფირების პროცედურა. დოკუმენტების ქსეროასლების გადაღებას და დევნილის ფოტოგრაფირებას ახორციელებს დეპარტამენტი და/ან სარეგისტრაციო კომისია. იმ შემთხვევაში, თუ დევნილს დაკარგული აქვს დევნილის მოწმობა, დეპარტამენტის და/ან სარეგისტრაციო კომისიის სახელზე იგი წერს განცხადებას დევნილის მოწმობის დაკარგვის თაობაზე, რაც ერთვის დევნილის ანკეტას.

16. რეგისტრაციის დროს დევნილის მოწმობის მიღების უფლება აქვს უშუალოდ დევნილის სტატუსის მქონე პირს, ხოლო არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, – მის კანონიერ წარმომადგენელს. დაუშვებელია სხვა პირზე დევნილის მოწმობის გაცემა. არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, მისი კანონიერი წარმომადგენელი ხელს აწერს დევნილის მოწმობას და მის მიღებას ადასტურებს ხელმოწერით. ამასთან, დევნილის კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარადგინოს კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც თან ერთვის დევნილის ანკეტას.

17. დევნილი ითვლება რეგისტრაცია გაუვლელად, თუ არ გამოცხადდა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ვადებსა და ადგილზე და მის მიერ არ იქნა დაცული ამ მუხლის მე-11, მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.

18. დევნილის რეგისტრაციის ადგილი განისაზღვრება მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების საფუძველზე, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა. რეგისტრაციის დროს მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება როგორც დევნილის რეგისტრაციის ადგილი, ასევე მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.

19. მონაცემთა ბაზაში დევნილის დევნილის რეგისტრაციის ადგილი მიეთითება შესაბამისი საცხოვრებელი ადგილის მისამართით. იმ შემთხვევაში, თუ დევნილი მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში ცხოვრობს, რეგისტრაციის ადგილად მიეთითება აგრეთვე შესაბამისი ობიექტის სახელწოდება.

მონაცემთა ბაზაში დევნილის დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი მიეთითება შესაბამისი საცხოვრებელი ადგილის მისამართით. იმ შემთხვევაში, თუ დევნილი მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში ცხოვრობს, ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მიეთითება აგრეთვე შესაბამისი ობიექტის სახელწოდება.

20. რეგისტრაციის დროს მონაცემთა ბაზაში, დევნილის განცხადების საფუძველზე დევნილის დევნილის რეგისტრაციის ადგილი  შეცვლა ხორციელდება მინისტრის  შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის საფუძველზე.

21. სამინისტრო უზრუნველყოფს ახალი დევნილის მოწმობების გაცემის ორგანიზებას.

22. რეგისტრაციის დროს დევნილი უფლებამოსილია მიაწოდოს სამინისტროს ინფორმაცია და წერილობითი ფორმით მოითხოვოს შესწორების შეტანა მის შესახებ არსებულ საიდენტიფიკაციო და პერსონალურ მონაცემებში დადგენილი წესის შესაბამისად. ასევე, სამინისტრო უფლებამოსილია არასრული საიდენტიფიკაციო მონაცემების არსებობის შემთხვევაში, მოსთხოვოს დევნილს ამ მონაცემების შესავსებად საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა.

23. სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადებში რეგისტრაციის დროს მონაცემთა ბაზაში დაცულ დევნილის პერსონალურ მონაცემებში ცვლილებას, ასევე დამატებითი ინფორმაციის ასახვას, ასეთი საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სამინისტროს თანამშრომელი და ამ შემთხვევაში არ მოქმედებს ამ წესის მე-2 მუხლის 40-ე პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

24. რეგისტრაციის დროს ცალკე ოჯახად რეგისტრაცია ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) სრულწლოვანი პირის/დევნილის განცხადების საფუძველზე, რომელსაც ჰყავს მეუღლე, ან შვილი, რაც დასტურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტით;

ბ) სრულწლოვანი პირის/დევნილის განცხადების საფუძველზე, რომლის სარეგისტრაციო ნომერზეც რეგისტრირებული არიან პირები, რომლებთანაც მას არ აქვს შემდეგი ნათესაური კავშირი: მამა, დედა, და, ძმა, შვილი, შვილიშვილი და მეუღლე.

25. რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდგომ დეპარტამენტი ადგენს იმ დევნილთა სიას, რომლებმაც ვერ გაიარეს რეგისტრაცია.

26. დეპარტამენტი შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე მინისტრს წარუდგენს ანგარიშს რეგისტრაციის შედეგების შესახებ და იღებს გადაწყვეტილებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

27. დევნილი, რომელიც დადგენილ ვადებში ვერ გაივლის რეგისტრაციას, შეუწყდება დევნილის სტატუსი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

28. დევნილი, რომელიც დადგენილ ვადებში ვერ გაივლის რეგისტრაციას, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ წერილობითი განცხადებით პირადად მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს და გაივლის დევნილის სტატუსის მინიჭების პროცედურებს ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად.

29. ის დევნილი, რომელსაც პირადი განცხადების საფუძველზე დევნილის სტატუსი მიენიჭა დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციის მიმდინარეობის პერიოდში, ჩაითვლება რეგისტრაცია გავლილად და მასზე არ გავრცელდება ამ მუხლის მე-17 პუნქტისა და მე-5 მუხლის მოთხოვნები. მოცემულ შემთხვევაში, დევნილი მიმართავს სამინისტროს განცხადებით დევნილის ახალი მოწმობის გაცემის თაობაზე.

     

მუხლი 5. გარდამავალი დებულებები

ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, დევნილის მიერ 2014 წლის 1 ივნისამდე ახალი დევნილის მოწმობის აუღებლობა ჩაითვლება როგორც რეგისტრაციის გაუვლელობა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეუწყდება დევნილის სტატუსი.