„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №575 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №575 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1371
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 13/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1371
13/07/2012
გამოუქვეყნებელი, 13/07/2012
000000000.00(0).000.000000
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №575 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1371

2012 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

 „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე~ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №575 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხ­ლის შესაბამისად, „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითა­რე­ბის მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ სა­ქარ­თველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №575 განკარგულებაში შე­ტა­ნილ იქნეს ცვლილება და პირველი, მე‑2 და მე‑3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხ­­ლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებ­ში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან:

ა) შპს „ANAKLIA-GAN­MU­KHURI RESORTS“‑ს გადაურიცხოს 2 900 000 (ორი მილიონ ცხრაასი ათასი) ლარი, 620 000 (ექვსას ოცი ათასი) დო­ლა­რისა და 420 000 (ოთხას ოცი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარი, მათ შო­რის:

ა.ა) ანაკლიის სანაპირო ზოლზე ტურისტული ინფრასტრუქტურის შექ­მნისა და მის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების და­ფი­ნან­სების მიზნით – 2 900 000 (ორი მილიონ ცხრაასი ათასი) ლარი;

ა.ბ) კაფე-რესტორნის მინისა და ლითონის კონსტრუქციების დამ­ზა­­დება‑მონტაჟის ხარჯებისათვის – 420 000 (ოთხას ოცი ათასი) ევროს ეკ­­ვივალენტი ლარი;

ა.გ) კაფე-რესტორნის მინაპლასტიკით შემოსვისა და მანათობელი და­­ნამატით შეღებვის ხარჯებისათვის – 520 000 (ხუთას ოცი ათასი) დო­ლა­რის ეკვივალენტი ლარი;

ა.დ) კაფე-რესტორნის სამგზავრო ლიფტის მონტაჟისა და კიბის მო­­სა­წყობად – 100 000 (ასი ათასი) დოლარის ეკვივალენტი ლარი;

ბ) ანაკლია‑განმუხურის სანაპირო ზოლის გაშენების მიზნით (მათ შო­რის, ანაკლია‑განმუხურის წყალმომარაგება‑წყალარინებისა და განა­თე­ბის სისტემების მშენებლობისათვის) გაფორმებული ხელშეკრულებით გათ­ვალისწინებული თანხის ასანაზღაურებლად აბაშის, ზუგდიდის, მარ­­ტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიც­ი­ა­ლ­იტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში სახელმწიფო რწმუ­ნე­ბუ­ლის – გუბერნატორის ადმინისტრაციას გამოუყოს 1 600 000 (ერთი მი­ლ­ი­ონ ექვსასი ათასი) ლარი.

  2. ეთხოვოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, განკარგულების პირ­ვე­ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გამოყოფილი თანხით გაზარდოს შპს „AN­­A­KLIA-GANMUKHURI RESORTS“‑ის კაპიტალი.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განკარგულების პირ­­ვე­ლი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ღო­­ნისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები შპს „ANAK­LIA-GANMUKHURI RESORTS“-მა განახორციელოს გამარტივებუ­ლი შეს­ყ­ი­დ­ვის საშუალებით.“.

 

პრემიერ‑მინისტრი             ივანე მერაბიშვილი