წყალტუბოს თერმულ-მინერალური წყლების საბადოზე ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისა და სალიცენზიო პირობების შესახებ

  • Word
წყალტუბოს თერმულ-მინერალური წყლების საბადოზე ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისა და სალიცენზიო პირობების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 696
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 12/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
696
12/04/2012
გამოუქვეყნებელი, 12/04/2012
000000000.00(0).000.000000
წყალტუბოს თერმულ-მინერალური წყლების საბადოზე ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისა და სალიცენზიო პირობების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №696

2012 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

წყალტუბოს თერმულ-მინერალური წყლების საბადოზე ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისა და სალიცენზიო პირობების შესახებ

1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), რათა წყალტუბოს თერმულ-მინერალური წყლების საბადოზე ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის გასცეს სასარგებლო წიაღისეულის გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზია სს „ბალნეოსერვისისათვის“ (საიდენტიფიკაციო კოდი – 221269669) პირდაპირი წესით.

2. დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, წყალტუბოს თერმულ-მინერალური წყლების საბადოზე ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული სალიცენზიო პირობები.

3. ამ განკარგულების შესაბამისად გასაცემი ლიცენზიის ფასი განისაზღვროს 200 000 (ორასი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ნ. გილაური

 

 

სალიცენზიო პირობები

 

1. ლიცენზიის ფასი განისაზღვრება 200 000 (ორასი ათასი) ლარის ოდენობით.

2. ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვრება 25 წლით ლიცენზიის გაცემის დღიდან.

3. სალიცენზიო ფართობია:

 

N

X

Y

1

302147

4688610

2

302194

4688642

3

302310

4688677

4

302490

4688719

5

302629

4688793

6

302690

4688792

7

302698

4688707

8

302631

4688622

9

302493

4688499

10

302372

4688412

11

302329

4688340

12

302248

4688286

13

302210

4688236

14

302216

4688161

15

302195

4688150

16

302082

4688170

17

301915

4688306

18

301895

4688368

19

301926

4688500

20

301973

4688570

21

302096

4688613

S=23,85 ჰა

WGS-1984

 

4. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს 43 საკაპტაჟე ჭაბურღილის გაწმენდა-აღდგენა;

ბ) მოაწყოს ყველა ჭაბურღილის დამცავი სათვალთვალო ჭა;

გ) აღადგინოს ბიუვეტი;

დ) უზრუნველყოს მინერალური წყლის ტრასის რეკონსტრუქცია და ახლად გაჩენილი გრიფონების ჩათიხვა;

ე) უზრუნველყოს ნახმარი წყლების კოლექტორის შეკეთება და გამართული მუშაობა;

ვ) უზრუნველყოს საბადოს მთლიანი ჯამური დებიტის საზომი მოწყობილობის გამართული მუშაობა და მოაწყოს NN6, 8 და 9 სააბაზანოების მკვებავი ჭაბურღილების ჯამური დებიტის საზომი;

ზ) მოაწყოს ქიმიური ლაბორატორია;

თ) N9/II სააბაზანოს აღდგენის შემთხვევაში N2058 ჭაბურღილის ნაცვლად გაბურღოს ახალი ჭაბურღილი;

ი) აწარმოოს მონიტორინგული დაკვირვება წყლის დებიტზე, ტემპერატურასა და ქიმიურ შემადგენლობაზე;

კ) მონიტორინგის მასალებზე დაყრდნობით, ლიცენზიის გაცემიდან 24 თვის განმავლობაში უზრუნველყოს საბადოს მარაგების დათვლა და მარაგების ანგარიშის შესაბამის ორგანოში დამტკიცების მიზნით წარდგენა;

ლ) უზრუნველყოს დადგენილი წესით სანიტარიული დაცვის ზონის პროექტის შემუშავება, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა და შემდგომში მისი დაცვა;

მ) ექსპლუატაციის პერიოდში საბადოზე უზრუნველყოს მუდმივი ჰიდროქიმიური რეჟიმული დაკვირვებები და სანიტარიულ-ბაქტერიოლოგიური კონტროლი;

ნ) საბადოს ყველა ჭაბურღილზე უზრუნველყოს თავმორთულობის მოწყობა და აღკვეთოს წყლის უმიზნოდ დაღვრა;

ო) ლიცენზიის მიღებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) დასამტკიცებლად წარადგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით).

5. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება უზრუნველყოს ეტაპობრივად, ლიცენზიის გაცემიდან 4 წლის განმავლობაში, გარდა ამისა, მიმდინარე წლიდან დაიწყოს ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა, შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია და სამედიცინო დანადგარების გადაიარაღება, რაშიც უნდა განახორციელოს არანაკლებ 4 500 000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) დოლარის ინვესტიცია.

6. მარაგების ანგარიშის წარუდგენლობა, ასევე მე-5 პუნქტში მოცემული პირობების შეუსრულებლობა შესაძლებელია განხილულ იქნეს წიაღით სარგებლობის უფლების შეწყვეტის საფუძვლად.

7. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში არა უგვიანეს ყოველი წლის 1 დეკემბრისა სააგენტოში წარადგინოს მომავალი წლის სამუშაო გეგმა და ბიუჯეტი.

8. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში ყოველწლიურად, არა უგვიანეს 1 აპრილისა წარადგინოს წინა წლის შესრულებული სამუშაოებისა და ბიუჯეტის ანგარიში.

9. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გაცემიდან 36 თვის განმავლობაში სააგენტოში წარადგინოს კარგი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც მოიცავს მე-5 პუნქტში მითითებული ინვესტიციის ხარჯვის ანგარიშს.

10. ლიცენზიის მფლობელი სალიცენზიო ფართობის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე სალიცენზიო საქმიანობას განახორციელებს მხოლოდ ასეთი მიწის კერძო მესაკუთრესთან შეთანხმებით.

11. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, „გარემოს დაცვის შესახებ“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული საქართველოს კანონებით და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი პირობები, აგრეთვე სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნები.