„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის №530 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის №530 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1160
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1160
13/06/2012
გამოუქვეყნებელი, 13/06/2012
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის №530 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1160

2012 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის №530 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამი­ნისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის №530 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქ­ტი:

  „11. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინის­ტ­რომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველ­ყოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპორტული მოედ­ნე­ბის მოწყობისათვის შესაბამისი სამუშაოების ჩატარებისა და ამ სამუშაოე­ბის შესრულების ექსპერტიზის მომსახურების ხარჯების დაფინანსება.“;

  ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტ­რომ უზრუნველყოს:

  ა) ქ. თბილისის შესაბამისი საჯარო სკოლებისათვის განკარგულე­ბის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში შეძენილი მატერიალუ­რი აქტივების გადაცემა;

ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტისათვის განკარგულების 11 პუნქ­ტით გათვალისწინებული მატერიალური აქტივების გადაცემა.“;

  გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს გაითვალისწინოს 2 700 000 (ორი მილიონ შვიდასი ათასი) ლარის გამოყოფის საკითხი საქართველოს სპორ­ტი­სა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის.“;

დ) მე‑4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქ­ტი:

  „5. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრ­დობის საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნე­ბე­ბიდან მიმართოს დამატებითი თანხები ამ განკარგულების პირველი პუნქ­ტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად.“.

2. განკარგულება ძალაშია 2012 წლის 23 მარტიდან.

 პრემიერ-მინისტრი        ნიკა გილაური