დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ დამტკიცების თაობაზე კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებულ "საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელ წესებში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 06/05/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/05/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 320050000.17.010.016034 |
|
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელ წესებში' ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
|
'ნორმატიული აქტების შესახებ' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს: |
მუხლი 1 |
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე' საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელ წესებში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები: |
1.
პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"1.წინამდებარე მარეგულირებელი წესები მიღებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ, "ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროებში კომისიის საქმიანობის რეგულირების უზრუნველსაყოფად". |
2.
პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის პროცედურების შესახებ; კომისიის სამართლებრივი აქტების, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის და კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას შემოსული ინფორმაციის შენახვისა და ხელმისაწვდომობის თაობაზე, ასევე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ"; |
3.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
'მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლითა და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და “ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები, აგრეთვე შემდეგი მნიშვნელობები: |
4.
მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
'6. დეკლარაცია/განცხადება ავტორიზაციის შესახებ კომისიაში შეტანილ უნდა იქნას “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის ან/და 'მაუწყებლობის შესახებ' საქართველოს კანონის 451 მუხლის შესაბამისად'; |
5.
მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
'81. სანებართვო განცხადება კომისიაში შეტანილ უნდა იქნეს 'ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ' საქართველოს კანონისა და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული 'ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების' შესაბამისად;' |
6.
მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"მუხლი 6. კომისიის მიერ ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულება |
7.
მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"2.კომისიის დადგენილება არის ნორმატიული სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით". |
8.
მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
'4.კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სულ ცოტა ორი წევრი. სხდომის გამართვის დღეა, როგორც წესი, ყოველი სამუშაო კვირის ხუთშაბათი, თუ სხდომის მოწვევის სხვა დრო არ არის განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარისა და წევრების დავალებით ან გადაუდებელი აუცილებლობით.' |
9.
მე-4 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
'თავი 4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი, დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა და კონფიდენციალობა'. |
10.
მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"მუხლი 18. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება 2.კომისიის ვებ გვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციას მიეკუთვნება: ა) კომისიის სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა; ბ) კომისიის მისამართი, ელექტრონული ფოსტისა და სოცილურ ქსელში კომისიის ოფიციალური გვერდის მისამართი, ფაქსის ნომერი, კომისიის წევრების, კომისიის პრესმდივნისა და კომისიის აპარატში დასაქმებულთა საკონტაქტო ინფორმაცია (სამსახურებრივი ტელეფონის ნომერი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი); გ) ინფორმაცია კომისიის წევრების შესახებ მათი ავტობიოგრაფიის (CV) მითითებით; დ) ინფორმაცია კომისიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების თაობაზე, მათი ავტობიოგრაფიის (CV) მითითებით; ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სახელი გვარი, თანამდებობა და საკონტაქტო მონაცემები; ვ) კომისიის სამართლებრივი აქტები (დადგენილებები, გადაწყვეტილებები), მათ შორის გადაწყვეტილებები კომისიის ბიუჯეტისა და მისი შესრულების ანგარიშის თაობაზე, კომისიის თავმჯდომარის ბრძანებები, თუ ისინი არ შეიცავენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს. ზ) კომისიის წლიური ანგარიში; თ) კომისიის მიერ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი ანგარიში; ი) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა; კ) ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, მომწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით; ლ) კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; მ) "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისობის დეკლარაციები; ნ) "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ინფორმაცია კომისიის მომავალი სხდომის (მათ შორის გადაუდებელი აუცილებლობის გამო გასამართი სხდომის), მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ; ო) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ და საჯარო გაცნობისთვის წარდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალები; პ) ინფორმაცია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული/ლიცენზირებული პირების შესახებ;". |
11.
დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:
'მუხლი 181 საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი
1. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი. |
12.
დაემატოს შემდეგი შინაარსის 182 მუხლი:
"მუხლი 182. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი
4. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე გაგზავნის საშუალებით. 6. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები." |
13.
დაემატოს შემდეგი შინაარსის 183 მუხლი:
"მუხლი 183. დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა |
14.
28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
'მუხლი 28. რადიოდანადგარები და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარები რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების, სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებისა და მომსახურებაში დაშვების საკითხების რეგულირება კომისიის მიერ, მისი კომპეტენციის ფარგლებში ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
15.
29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"1. ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას". |
16.
29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"2. კომისია საზოგადოებრივ მაუწყებელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს, აგრეთვე საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად. ლიცენზიის მოქმედების შეჩერებისა და განახლების დროს შესაბამისად უნდა შეჩერდეს და განახლდეს კომისიის მიერ ლიცენზიის მოქმედების ვადით მინიჭებული რადიოსიხშირეების გამოყენებაც". |
17.
29-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"3. არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას." |
18.
29-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
"31კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროება რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მის მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირე აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ცვლილების შეტანისას კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისათვის მინიჭებული რადიოსიხშირე შეცვალოს ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა რადიოსიხშირით. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს კომპენსაცია". |
19.
35-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
'ა) ავტორიზებულ, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დაცვაზე მონიტორინგი'; |
20.
35-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
'ბ) მაუწყებლების მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დაცვაზე მონიტორინგი.' |
21.
35-ე მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
'დ) ლიცენზიის/ნებართვის მფლობელი პირების მიერ სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულების შემოწმება'; |
22.
35-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ა), ბ), გ) და დ) ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საქმიანობას კომისია ახორციელებს “მაუწყებლობის შესახებ”, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე, თუ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი არ არის სხვა წესი". |
23.
36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"1. ავტორიზებულ და ლიცენზიის/ნებართვის მფლობელ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად"; |
24.
36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"2. ლიცენზიის/ნებართვის მფლობელთა მიერ სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულების შემოწმებას კომისია ახორციელებს სალიცენზიო/სანებართვო პირობების შერჩევით შემოწმებით ან/და ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ რეგულარული ანგარიშგებით"; |
25.
36-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"4. კომისიას ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების დროს უფლება არა აქვს შეამოწმოს ან მოითხოვოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების წარდგენა, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების შესრულებასთან". |
26.
36-ე მუხლი მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"5. მონიტორინგის ჩატარების მეთოდებსა და ხერხებს მონიტორინგის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი განსაზღვრავს დამოუკიდებლად. მონიტორინგის განხორციელება არ არის შეზღუდული ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის განთავსების ადგილმდებარეობით". |
27.
37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი უნდა შედგეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 141-ე, 142-ე, 1441, 1443-1445 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებზე კომისიის მიერ დადგენილი ფორმით და მასში უნდა აღინიშნოს: ა) ოქმის შედგენის დრო და ადგილი; ბ) მონაცემები სამართალდამრღვევი პირის შესახებ; გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; დ) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; ე) მოწმეთა და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები (მათი არსებობის შემთხვევაში); ვ) ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება; ზ) ნებისმიერი ცნობა ან მითითება ისეთ დოკუმენტზე, რომელსაც ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი საქმის გადასაწყვეტად საჭიროდ მიიჩნევს; თ) ოქმის შემდგენლის სახელი, გვარი და თანამდებობა;
ი) სამართალდამრღვევის უფლებებისა და მოვალეობების ნაწილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ: კ) ოქმის შემდგენლისა და სამართალდამრღვევის (ან მისი წარმომადგენლის) ხელმოწერები, ხოლო მოწმეთა და დაზარალებულთა არსებობის შემთხვევაში – მათი ხელმოწერები. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, შემდგენელმა ოქმში სათანადო ჩანაწერი უნდა გააკეთოს. სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისთვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები"." |
28.
38-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით'
"2.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება კომისიის მიერ. კომისიის მიერ განხილვა უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 142-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით - 3 დღის ვადაში, 141-ე, 1441-ე, 1443-1445 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე - 7 დღის ვადაში. კომისიის აპარატის უფლებამოსილმა პირმა დაინტერესებულ მხარეებს (ოქმში დამრღვევად, დაზარალებულად და მოწმედ დასახელებულ პირებს) უნდა გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საქმის განხილვის დრო და ადგილი". |
მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები