„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 98
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016627
98
26/03/2014
ვებგვერდი, 26/03/2014
200090000.22.033.016627
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №98

2014 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111; 200090000.22.033.016112, 3.01.2011წ.) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციის წარმდგენი დაქირავებული პირი;“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის რეგისტრაციას ახორციელებს საგადასახადო ორგანო, პირის მიერ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციის წარმოდგენისთანავე.“.

3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის რეგისტრაციის საფუძველია მის მიერ წარდგენილი დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაცია.“.

4. . 392 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 392. ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და თანხის დაბრუნების წესი

1.  პირი, რომლის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს, უფლებამოსილია, ამ შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი  − 1800 ლარი.

2. დაუბეგრავი მინიმუმის გათვალისწინებით, გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება და შესაბამისი თანხის დაბრუნება ხორციელდება ფიზიკური პირის მიერ საგადასახადო ორგანოში დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ ელექტრონული დეკლარაციის (შემდგომში - დეკლარაცია)  (დანართი №II–085) წარდგენის გზით.

3. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ.

4. პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დეკლარაცია ამავე დროს წარმოადგენს  მოთხოვნას თანხის დაბრუნების თაობაზე.

5. დეკლარაციის შევსებისას პირის იდენტიფიცირება ხდება მისი პირადი ნომრის საფუძველზე.

6. დაუბეგრავი მინიმუმის მიზნისათვის, ფიზიკური პირის  მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შემოსავლების სამსახურის მიერ განისაზღვრება დამქირავებლ(ებ)ის მიერ შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ წარდგენილი ინფორმაციის (დანართი II-07) ფორმის მე-6 გრაფაში (განაცემის სახე – ხელფასი) ასახული მონაცემების მიხედვით.

 7. იმ შემთხვევაში, თუ პირადი ნომრით იდენტიფიცირებულ ერთსა და იმავე პირზე ერთსა და იმავე/სხვადასხვა დამსაქმებელთან კალენდარული წლის სხვადასხვა საანგარიშო თვეებისათვის ფიქსირდება განაცემის სახე – „ხელფასი“, დაუბეგრავი მინიმუმის მიზნისათვის 6 000 ლარის ზღვარი დაითვლება ხელფასის სახით გაცემული თანხების ჯამით (შესაბამისი საანგარიშო  თვეების მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ წარდგენილი ინფორმაციის ფორმის მე-7 და მე-8 გრაფების მონაცემების საფუძველზე). 

8. დაუბეგრავი მინიმუმის მიზნისათვის, დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშო თვეების მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის მე-8 გრაფაში („დაკავებული გადასახადი“) ასახული თანხების ჯამი უდარდება შესაბამისი საანგარიშო თვეების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში მითითებულ (დეკლარაციის დანართი „ა“) წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის თანხას; აღნიშნული შედარება არ ეხება იმ გადასახადის გადამხდელებს, რომელთა მიმართ შესადარებელ პერიოდზე მიმდინარეობს/ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება. სხვაობის არსებობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია შესაბამისი დამქირავებლის დაქირავებულ პირს უარი უთხრას დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნებაზე.

9. დაუბეგრავი მინიმუმის მიზნისათვის დასაბეგრ შემოსავალში არ გაითვალისწინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებული ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი.

10. იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახურში ამ მუხლის მე-6-მე-8 პუნქტების საფუძველზე განსაზღვრული ინფორმაციის შესაბამისად, პირს არ ეკუთვნის დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება, დეკლარაციაში პირადი ნომრის მითითების შემდგომ მას ეცნობება თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ.

11. დეკლარაციაში მიეთითება პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, დაუბეგრავი მინიმუმის მიღების კალენდარული წელი, ბანკის დასახელება, ანგარიშის ნომერი, დეკლარირებული თანხის ოდენობა, დასაბრუნებლი თანხის ოდენობა და დეკლარაციის შევსების თარიღი.

12. დეკლარაციის შევსების მიზნით პირი ვალდებულია განაცხადოს თანხმობა შემოსავლების სამსახურის მიერ დეკლარაციაში მითითებული საბანკო ანგარიშის ამ პირისადმი კუთვნილების ნამდვილობის შესახებ ინფორმაციის ბანკისაგან მიღების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის მიერ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დაუბეგრავი მინიმუმის საკითხთან დაკავშირებით.

13. იმ შემთხვევაში, თუ დაუბეგრავი მინიმუმის თანხა ექვემდებარება დაბრუნებას, პირის მიერ დეკლარაციის შევსებისთანავე დასაბრუნებელი თანხის ოდენობის განსაზღვრა დეკლარაციის შესაბამის გრაფაში ხდება საგადასახადო ორგანოს მიერ, იმ მომენტისთვის არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით და ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.

14.  პირს, დამქირავებლის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადის შესაბამისი თანხა უბრუნდება მისი საგადასახადო დავალიანების გათვალისწინებით. შესაბამისად, დეკლარაციაში მითითებული დასაბრუნებელი თანხის ოდენობა  შესაძლებელია შეიცვალოს პირის საგადასახადო დავალიანებისა და დამქირავებლის მიერ საგადასახადო ორგანოში შესაბამისი საანგარიშო პერიოდის განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით.

15. იმ შემთხვევაში, თუ დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნების შემდგომ დამქირავებლის მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი შესაბამისი საანგარიშო პერიოდის განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით (მათ შორის დაზუსტებული) ან/და შესაბამისი საანგარიშო პერიოდის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციით (მათ შორის დაზუსტებული) პირს წარმოეშვა დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნების მოთხოვნა დამატებით თანხაზე, პირს უფლება აქვს საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დაზუსტებული დეკლარაცია.

16.  პირის მიერ წარდგენილი დეკლარაცია აისახება მის საშემოსავლო გადასახადის პირადი აღრიცხვის სპეციალურ ბარათზე, დეკლარაციის წარმოდგენის თარიღით.  

17. საგადასახადო ორგანო დეკლარაციის მონაცემების პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოფს პირისთვის თანხის დაბრუნებას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით.

18. საგადახდო დავალება მზადდება საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენის დღისთვის საგადასახადო ორგანოში არსებული დამქირავებლის მიერ წარდგენილი შესაბამისი საანგარიშო პერიოდის განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის (მათ შორის დაზუსტებული ინფორმაციის) და პირის საგადასახადო დავალიანების გათვალისწინებით.

19. საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნების მიზნით საგადასახადო ორგანო  საგადახდო დავალებას უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს (შემდგომში - სახაზინო სამსახური), დეკლარაციის წარმოდგენის რიგითობის გათვალისწინებით.

20. სახაზინო სამსახური დაუბეგრავი მინიმუმის თანხას აბრუნებს ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

21. საშემოსავლო გადასახადის შესაბამისი თანხის დაბრუნება ხორციელდება პირის მიერ დეკლარაციაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

22. თუ დამქირავებელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით არ ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება  და დაქირავებული პირი თავად ახდენს საშემოსავლო გადასახადის გამოანგარიშებას და გადახდას, ასეთ ფიზიკურ პირს (დაქირავებული) საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებისა და შესაბამისი თანხის დაბრუნების მიზნით  უფლება აქვს საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაცია.

მაგალითი 1

 ფიზიკური პირის მიერ 2014 წლის 5 აპრილს წარდგენილი 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 360 ლარს. სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 360 ლარს.

აღნიშნულ შემთხვევაში, ფიზიკურ პირს დეკლარაციაში მითითებული 360  ლარი დაუბრუნდება სრულად.

მაგალითი 2

ფიზიკური პირის მიერ 2014 წლის 17 აპრილს  წარდგენილი 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 360 ლარს.  სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 140 ლარს (220 ლარი ჩათვლილ იქნა საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში). აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დეკლარაციაში მითითებული 360 ლარიდან დაუბრუნდება 140 ლარი.

მაგალითი 3

ფიზიკური პირის მიერ 2014 წლის 2 მაისს წარდგენილი 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 300 ლარს.  სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 140 ლარს (160 ლარი ჩათვლილ იქნა საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში). აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დეკლარაციაში მითითებული 300 ლარიდან დაუბრუნდება 140 ლარი.

ფიზიკური პირისათვის თანხის დაბრუნების შემდგომ დადგინდა, რომ დამქირავებლის მიერ წარდგენილ იქნა განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ დაზუსტებული ინფორაცია, რომლის შესაბამისადაც ფიზიკური პირი არ მიეკუთვნება დაუბეგრავი მინიმუმის შეღავათით მოსარგებლე ფიზიკურ პირთა რიცხვს. მოცემულ შემთხვევაში, ინფორმაციის არასწორად წარმდგენი დამქირავებელი პირი დაჯარიმდება ზედმეტად დაბრუნებული თანხის ორმაგი ოდენობით და სანქციის სახით დაერიცხება 280 ლარი (140*2 ).

მაგალითი 4

ფიზიკური პირის მიერ 2014 წლის 10 აპრილს წარდგენილი 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 300 ლარს. X დამქირავებელის მიერ წარმოდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 100 ლარი, ხოლო Y დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 200 ლარი. სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 140 ლარს (160 ლარი ჩათვლილ იქნა საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში). აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დეკლარაციაში მითითებული 300 ლარიდან დაუბრუნდება 140 ლარი.

ფიზიკური პირისათვის თანხის დაბრუნების შემდგომ დადგინდა, რომ X და Y დამქირავებლ(ებ)ის მიერ წარმოდგენილ იქნა განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, რომლის შესაბამისად დაუბეგრავი მინიმუმის თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემულ შემთხვევაში, ინფორმაციის არასწორად წარმდგენი დამქირავებლები დაჯარიმდებიან ზედმეტად დაბრუნებული თანხის ორმაგი ოდენობით და სანქციის სახით დაერიცხებათ: X დამქირავებელი დაჯარიმდება 93 ლარით (140*100/300)*2), ხოლო Y დამქირავებელი დაჯარიმდება 187 ლარით ((140*200/300)*2).

მაგალითი 5

ფიზიკური პირის მიერ 2014 წლის 25 ივნისს  წარდგენილი 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 300 ლარს. X დამქირავებელის მიერ წარმოდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 100 ლარი, ხოლო Y დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 200 ლარი. სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 140 ლარს (160 ლარი ჩათვლილ იქნა საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში). აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დეკლარაციაში მითითებული 300 ლარიდან დაუბრუნდება 140 ლარი.

ფიზიკური პირისათვის თანხის დაბრუნების შემდგომ, დადგინდა, რომ Y დამქირავებლის მიერ წარმოდგენილ იქნა განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, რომლის შესაბამისად დაუბეგრავი მინიმუმის თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემულ შემთხვევაში, ინფორმაციის არასწორად წარმდგენი Y დამქირავებელი დაჯარიმდება ზედმეტად დაბრუნებული თანხის ორმაგი ოდენობით და სანქციის სახით დაერიცხება 280 ლარი (140*2).

მაგალითი 6

ფიზიკური პირის მიერ 2014 წლის 8 მაისს წარდგენილი 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 250 ლარს. სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის საგადასახადო დავალიანება შეადგენს 400 ლარს.

აღნიშნულ შემთხვევაში, პირს დეკლარაციაში მითითებული 250 ლარი არ დაუბრუნდება, აღნიშნული თანხა ჩაითვლება საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში  და პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული დავალიანება განისაზღვრება 150 ლარით.

მაგალითი 7

დამქირავებლის მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციაში ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს 3500 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადის თანხა კი - 100 ლარს, აღნიშნული საშემოსავლო გადასახადის თანხა წარმოადგენს 500 ლარიდან დაკავებულ გადასახადის თანხას. შესაბამისად, პირზე გავრცელებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 3000-ლარიანი შეღავათი და დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 100 ლარს.

მაგალითი 8

X დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშო თვეების მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის მე-8 გრაფაში („დაკავებული გადასახადი“) ასახული თანხების ჯამი შეადგენს 3000 ლარს, ხოლო შესაბამისი საანგარიშო თვეების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში მითითებულ (დეკლარაციის დანართი „ა“) წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის თანხა კი 3500 ლარს.  ამ შემთხვევაში დამქირავებლის მიერ წარდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაცია ითვლება შეცდომით წარმოდგენილად. შესაბამისად, ფიზიკური პირი ვერ ისარგებლებს შეღავათით და ეცნობება დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ.“.

5. დანართი №II-08ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური