დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1972 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 30/11/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 30/11/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1972
2012 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
1. ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების 2012-2013 წლების ზამთრის სეზონისათვის გასათბობი საშუალებებით (შეშა, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და სხვ.) უზრუნველყოფისათვის „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს შესაბამისი თანხა ერთჯერადი ღონისძიების სახით ფულადი სოციალური დახმარების გასაცემად.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფულადი სოციალური დახმარება განისაზღვროს 200 (ორასი) ლარის ოდენობით ერთი ოჯახისათვის და იგი გაიცეს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტით და მე-11 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ღატაკი ოჯახებისათვის.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი სოციალური დახმარების გაცემა განხორციელდეს 2012 წლის 15 დეკემბრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2012 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული მონაცემების მიხედვით.
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ ამ განკარგულების მე-2 , მე-3 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები მიაწოდოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.
5. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული თანხის გაცემა დევნილი ოჯახისათვის განხორციელდეს შესაბამისი საბანკო დაწესებულების მეშვეობით, ოჯახის უხუცესი წევრის იმ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით, სადაც უკვე ხორციელდება სხვა სახელმწიფო (სოციალური) გასაცემლის გაცემა.
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
დოკუმენტის კომენტარები