„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15769
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 18/03/2014
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016272
  • Word
15769
18/03/2014
ვებგვერდი, 24/03/2014
000000000.00.00.016272
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება 15769

2014 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ და „უ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):

ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულ ების მიმდინარე საქმიანობის  კოორდინაციას ონლაინ-რეჟიმში;“;

ბ) მე-7 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის:

ბ.ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ა.ბ ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ოპერატიული მართვისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო;“;

ბ. ) მე-2 პუნქტის:

ბ.ბ.ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

კ) ოპერატიული მართვისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო:

კ.ა) ოპერატიული მართვის განყოფილება;  

კ.ბ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება.“;

ბ.ბ.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

გ) მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.

დ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. ოპერატიული მართვისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო  

1. ოპერატიული მართვის განყოფილების ფუნქციებია:

ა) საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან და საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების თაობაზე  საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება კავშირის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ტელეფონი, რადიოკავშირი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი და სხვა), აგრეთვე მათთვის კონსულტაციის გაწევა საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე;

ბ) შ ემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემებში დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელთა დაშვებისა და დაშვების გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, დაშვების ტექნიკური უზრუნველყოფა და სისტემაში სამუშაოდ საჭირო სხვა ცვლილებების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა;

გ) დ ეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებიდან ოპერატიული ინფორმაციის მიღება (მათ შორის, აუდიო-ვიდეო კონტროლის საშუალებების მეშვეობით), დამუშავება და შესაბამისი რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში, მითითებების შემუშავება დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;

დ) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენისთვის დადგენილი ვადებისა და პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და შესაბამისი რეაგირება;

) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ფიზიკური პირის, სატრანსპორტო საშუალების ან/და საქონლის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის  კონტროლ და შესაბამისი რეაგირება ;

) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემებში მონაცემების შეტანაზე კონტროლი, შეტანილი მონაცემების პროგრამული კორექტირება ან გაუქმება და სათანადო რეაგირება ;

)  საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ მიწოდებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება;

)  საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სკანირების მეშვეობით მიღებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი ;

) კომპეტენციის ფარგლებში სამართალდარღვევათა პრევენციისა და გამოვლენის მიზნით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული  სატრანსპორტო საშუალების ან/და საქონლის დათვალიერება; საბაჟო კონტროლის შედეგების გათვალისწინებით, კომპეტენციის ფარგლებში სამართალდარღვევის გამოვლენა და შესაბამის რეაგირება;

) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.

2. ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია:

ა) საბაჟო გამშვებ პუნქტებში და გაფორმების ადგილებზე არსებული სპეციალური ტექნიკის გამოყენების ორგანიზება, საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, ახალი მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავება;

ბ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ტერიტორიაზე კაპიტალური და მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების ეფექტურ განხორცილებ ს უზრუნველყოფ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან ერთად;

გ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისათვის მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მიწოდებ ს უზრუნველყოფ ;

) დეპარტამენტში საქმისწარმოების ორგანიზებ და კონტროლ ს უზრუნველყოფ – შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად;

)  საკონტროლო დავალებათა შესრულებაზე კონტროლ გან ხორციელებ და შესაბამისი ინფორმაციის პერიოდულად მიწოდება დეპარტამენტის უფროსათვის ;

) დეპარტამენტის უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანების) რეგისტრაცი და შემსრულებლამდე დაყვან უზრუნველყოფა ;

) შემოსული და გასული კორესპონდენციის სათანადო დამუშავება და კონტროლ შემოსული კორესპონდენციის მოძრაობაზე;

) გზათსარგებლობის საფასურის ბარათების ბეჭდვის ორგანიზებაზე წინადადებებ მომზადება შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში წარსადგენად; ბარათების რეალიზატორ პირებზე ბარათების გაცემ და მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის ასახვ ს უზრუნველყოფ , გაცემული ბარათების აღრიცხვა და რეალიზაციის კონტროლ ;

) გადასახადის გადამხდელებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ დასმულ, დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ პრობლემატურ საკითხებზე პერიოდული შეხვედრებისა და ფორუმების ორგანიზება;

) გაფორმების ეკონომიკურ ზონებში და საბაჟო გამშვებ პუნქტებში ლოჯისტიკური ოპერაციების ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა;

) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი            ი. გვარამაძე