შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 421
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016784
  • Word
421
13/03/2014
ვებგვერდი, 18/03/2014
000000000.00.003.016784
შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 421

2014 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს #136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, ჰიდროელექტროსადგური შუახევიჰესის“ მშენებლობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის (სამშენებლო მასალა) მოპოვების ლიცენზიისგან 3თვის ვადით და მიეცეს უფლება, შუახევის მუნიციპალიტეტში, მდ.აჭარისწყალის ჭალა-კალაპოტში, განახორციელოს 24 150(ოცდაოთხიათას ასორმოცდაათი) მ3 სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში) მოპოვება შემდეგXდაY კოორდინატების საზღვრებში:

 

X

Y

1

264098

4612680

2

264150

4612680

3

264192

4612668

4

264243

4612625

5

264256

4612696

6

264260

4612635

7

264247

4612689

8

264231

4612646

9

264203

4612689

10

264185

4612641

11

264164

4612699

12

264133

4612638

S= 1.61 ჰა

WGS -1984

 

2. შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული 24 150 მ3 სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნისათვის;

გ)უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 4 200 (ოთხიათას ორასი) ლარის გადახდა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

დ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული რესურსის ოდენობის შესახებ.

3. შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ ლიცენზიისგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

პრემიერ-მინისტრი                                                                      . ღარიბაშვილი