დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2092-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/03/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 450140000.05.001.017344 |
|
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) 76-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 30-ე პუნქტი:
„30. მაუწყებელს, რომლის საეთერო ტელემაუწყებლობის ლიცენზიას მოქმედების ვადა 2015 წლის 17 ივნისამდე ეწურება, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით უგრძელდება ამ ლიცენზიის მოქმედების ვადა საქართველოში ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლამდე – 2015 წლის 17 ივნისამდე, კომისიის გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში მაუწყებელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს, აგრეთვე ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას ლიცენზიის მოქმედების ვადის პირდაპირპროპორციულად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 7 მარტი 2014 წ. N2092-IIს |
დოკუმენტის კომენტარები