„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებით დამტკიცებულ წესსა და პირობებში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 216
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016296
216
18/03/2014
ვებგვერდი, 19/03/2014
140130000.22.034.016296
„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებით დამტკიცებულ წესსა და პირობებში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №216

2014 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებით დამტკიცებულ წესსა და პირობებში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის,  „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებით (ვებგვერდი, 01/08/2012, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016122) დამტკიცებულ წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

პ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული, დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შესაბამისობის ამსახველი ცნობა (ფორმა №IV-100/ა);“.

2. 23-მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 23. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობის დადგენა

1. ამ წესით განსაზღვრულ, წარმოსადგენ დოკუმენტებთან ერთად პირი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა:

ა) „A“, „B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“ კატეგორიის ან „A1“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე დასაშვებად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მის მიერ სააგენტოში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ბოლო წარმოდგენიდან არ არის გასული 180 კალენდარული დღე და აღნიშნული ცნობით დასტურდება მოთხოვნილი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შესაბამისობა;

ბ) „T“, „S“ ან „ტრამვაის“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მის მიერ სააგენტოში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ბოლო წარმოდგენიდან არ არის გასული 180 კალენდარული დღე და აღნიშნული ცნობით დასტურდება მოთხოვნილი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შესაბამისობა;

გ) მართვის მოწმობის შესაცვლელად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მის მიერ სააგენტოში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ბოლო წარმოდგენიდან არ არის გასული 180 კალენდარული დღე და აღნიშნული ცნობით დასტურდება ყველა მინიჭებული კატეგორიისა და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შესაბამისობა;

დ) დაკარგული მართვის მოწმობის აღსადგენად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მის მიერ სააგენტოში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ბოლო წარმოდგენიდან არ არის გასული 180 კალენდარული დღე და აღნიშნული ცნობით დასტურდება ყველა მინიჭებული კატეგორიისა და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შესაბამისობა;

ე) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობით შესაცვლელად;

ვ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.

2. მომსახურებათა გაწევის ნებისმიერ ეტაპზე საგამოცდო სამსახურის თანამშრომელს აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი საფუძვლიანი ეჭვის გაჩენისას მოითხოვოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარმოდგენა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, სააგენტო და საგამოცდო სამსახურის თანამშრომელი არ არის ვალდებული, დაასაბუთოს დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შეუსაბამობის თაობაზე ეჭვის წარმოშობის საფუძველი.

4. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა არ მიიღება, თუ მისი გაცემიდან სააგენტოში წარდგენამდე გასულია 180 კალენდარული დღე.“.

3. 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესით;“.

4. 27-მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 41. მართვის მოწმობის მოქმედების ვადები

1. „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობა გაიცემა:

ა) 15 წლის ვადით (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა);

ბ) ექიმი სპეციალისტის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის დაფიქსირების შემთხვევაში − დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 5 წლისა.

2. „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობა გაიცემა:

ა) 5 წლის ვადით (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა);

ბ) ექიმი სპეციალისტის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის დაფიქსირების შემთხვევაში − დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 3 წლისა.

3. ტრამვაის მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობა გაიცემა:

ა) 5 წლის ვადით (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა);

ბ) ექიმი სპეციალისტის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის დაფიქსირების შემთხვევაში − დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 3 წლისა.

 4. საერთაშორისო მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა 3 წელი.

 5. მართვის მოწმობის შეცვლისას, დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენისას, შეჩერებული ან ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენისას, ახალი მართვის მოწმობის გაცემის შემთხვევაში, მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება ამ მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

6. 43-მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

7. 47-მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

 „ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით.“.

 8. 48-მუხლის:

 ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.“;

 ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეიცავს მომსახურების გაწევისათვის საჭირო სრულყოფილ ინფორმაციას, სააგენტოს უფლება აქვს, გამოსაკვლევი გარემოების დაზუსტების მიზნით, მოსთხოვოს პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.“.

 9. 49-მუხლის:

 ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

 „ზ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეიცავს მომსახურების გაწევისათვის საჭირო სრულყოფილ ინფორმაციას, სააგენტოს უფლება აქვს, გამოსაკვლევი გარემოების დაზუსტების მიზნით, მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.“.

10. 50-მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით.“.

11. 51-მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 511 მუხლი:

 „მუხლი 511. მართვის მოწმობის შეცვლის და დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენის ზოგიერთი თავისებურების შესახებ

1. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ასაკის ან/და კატეგორიის (ქვეკატეგორიის) მინიჭებისათვის დადგენილი ვადის (სტაჟის) დარღვევით, 2007 წლის 1 თებერვლამდე მინიჭებული შესაბამისი კატეგორიის (ქვეკატეგორიის) მართვის უფლება ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, თუ მართვის მოწმობის გაცემა დასტურდება მართვის მოწმობის გაცემათა რეესტრით.

 2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე, სააგენტოს გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი ან ძალადაკარგულად გამოცხადებული, ამ მუხლის პირველი პუნქტით მითითებული მართვის უფლება აღდგება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მართვის მოწმობის გაცემით.

 3. ამ ბრძანების ამოქმედებამდე, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ასაკის ან/და კატეგორიის (ქვეკატეგორიის) მინიჭებისათვის დადგენილი ვადის (სტაჟის) დარღვევით მინიჭებული და სააგენტოს გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი ან ძალადაკარგულად გამოცხადებული მართვის უფლების აღდგენა დასაშვებია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, კანონმდებლობის დადგენილი წესით. ამასთან, სააგენტოს გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი ან ძალადაკარგულად გამოცხადებული მართვის უფლება აღდგენილად ჩაითვლება ახალი მართვის მოწმობის გაცემიდან.

 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით მითითებული გარემოების გამოვლენის თაობაზე სააგენტო აცნობებს საგამოძიებო ორგანოს, რაც არ აფერხებს მართვის მოწმობის გაცემას.“.

 12. 54-მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

 „14. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის 23-ე მუხლის პირველის პუნქტის „ა–ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების გაწევა დაწყებულია 2014 წლის 1 მარტამდე, ხოლო მომსახურების გაწევის შედეგად მართვის მოწმობის გაცემა უნდა განხორციელდეს 2014 წლის 1 მარტიდან, მართვის მოწმობა გაიცემა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარმოდგენის შემდეგ, ამ ბრძანებით დადგენილი წესით.“.

13. №1 დანართი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე