დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის N10/01–N51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 26/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 28/02/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016124 |
|
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01–№51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01-№51 ერთობლივი ბრძანებით (სსმ. III, 03.02.2010, №13 მუხ.151) დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სახაზინო ობლიგაციის კუპონის განაკვეთი დგინდება აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთის ერთი მერვედის ჯერადამდე დამრგვალებით.“. 2. 91 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „92“ პუნქტი: „92 სახაზინო ობლიგაციაზე, რომლის პირველად აუქციონზე ხდება ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის დამატებითი სახაზინო ობლიგაციების გამოშვება, ასეთი სახაზინო ობლიგაციის კუპონის განაკვეთად დგინდება პირველად აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი მძიმის შემდეგ სამი ციფრის სიზუსტით.“. |
მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი მოქმედებს 2015 წლის 1 იანვრამდე. |
|
დოკუმენტის კომენტარები