განჩინება შპს ”ვენდისპანსერი”-ს გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

  • Word
განჩინება შპს ”ვენდისპანსერი”-ს გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/19369-13
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 24/02/2014
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/19369-13
24/02/2014
ვებგვერდი, 27/02/2014
განჩინება შპს ”ვენდისპანსერი”-ს გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე2/19369-13

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

 

2014 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

განმცხადებელი: შპს „ვენდისპანსერი” (ს/კ 226110892)

წარმომადგენელი: შპს რეაბილიტაცია” (ს/კ 206096419; დირექტორი) - დირექტორის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - გიორგიზღუდაძე

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ვენდისპანსერის” გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2013 წლის 31დეკემბრის განცხადებით მიმართა შპს „ვენდისპანსერის” დირექტორს - შპს „რეაბილიტაციის” დირექტორმა გიორგი ზღუდაძემ და ითხოვა შპს „ვენდისპანსერის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

 

განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს „ვენდისპანსერი” (ს/კ 226110892) წარმოადგენს 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. დღეის მდგომარეობით ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს და არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება. საწარმოს არ ერიცხება ასევე კრედიტორული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ და არ ჰყავს უზრუნველყოფილი კრედიტორები. განმცხადებლის განმარტებით, ორგანიზაციის დებიტორული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტისმიმართსალდირებული ზედმეტობის სახით შეადგენს 330.00 (სამასოცდაათი) ლარს. საწარმოს არაუზრუნველყოფილ კრედიტორს კი წარმოადგენს ამავე ორგანიზაციის ყოფილი დირექტორი - ჯონი მახათაძე, რომლის მიმართაც ორგანიზაციას ერიცხება სახელფასო დავალიანება 1300 (ათას სამასი) ლარის ოდენობით. განცხადებში აღნიშნულია, რომ მოვალეს არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 06 იანვრისგანჩინებით „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „ვენდისპანსერს” უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალეთავისიქონებითვერუზრუნველყოფდა საპროცესოხარჯებისდაფარვას.ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომშეეძლოთოემართათ სასამართლოსათვის შპს „ვენდისპანსერის” მიმართგადახდისუუნარობისშესახებსაქმისწარმოებისდაწყებისადამოვალისქონებიდანმათი მოთხოვნისდაკმაყოფილებისთაობაზესასამართლოშიგადახდისუუნარობისშესახებგანცხადებისშეტანისგზით. ხოლო თუგანჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვისვადაშიკრედიტორიგადახდისუუნარობისშესახებგანცხადებასარშეიტანდა სასამართლოში, სასამართლომოვალესგაკოტრებულადგამოაცხადებდა, რაცმოვალისრეგისტრაციისგაუქმებისსაფუძველი იქნებოდა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 06 იანვრის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 14 იანვარს. განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვისვადაშიშპს „ვენდისპანსერის” კრედიტორებს განცხადებითსასამართლოსათვის არ მოუმართავთ.

გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ შპს „ვენდისპანსერის” კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია შპს „ვენდისპანსერის” გაკოტრებულადგამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „ვენდისპანსერი” (ს/კ 226110892) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2.განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი,6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლი მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობკრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.

 

მოსამართლე                                            ბ . სისვაძე