შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

  • Word
შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 30/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1016
30/07/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 30/07/2010
000000000.00(0).000.000000
შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1016

2010 წლის 30 ივლისი

. თბილისი

შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი.

პრემიერ-მინისტრი          ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის განკარგულება  №1836 – ვებგვერდი, 22.05.2014წ.

დანართი

საქართველოს მთავრობის 201 1 წლის 14 სექტემბრის განკარგულება  №18 36 – ვებგვერდი, 22.05.2014წ.

შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი (შემდგომში – კოდექსი) წარმოადგენს იმ ძირითადი პრინციპების ერთობლიობას, რომლებიც არეგულირებს შიდა აუ­დიტის სუბიექტის თანამშრომელთა (შემდგომ­ში – შიდა აუდიტორები) ქცევის წესს სახელმწიფო შიდა აუდიტის საქ­მიანობის განხორციელების პროცესში.

2. კოდექსის მიზანია შიდა აუდიტის საქმიანობაში მა­ღა­ლი ეთიკური კულტურის დამკვიდრება და შიდა აუდი­ტორ­თა მიერ პრო­ფესიული ვალდებულებების სრულყო­ფილად და ეფექტიანად შეს­რუ­ლების ხელშეწყობა.

3. კოდექსი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართ­ველოს კანონს „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესა­ხებ“, საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო შიდა აუდი­ტორ­თა ინსტიტუტის (IIA) შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის პრინ­ციპებსა და ნორმებს.

    მუხლი 2. კოდექსის დაცვა

1. კოდექსში მოცემული პრინციპებისა და ქცევის წე­სების დაცვა სავალდებულოა ყველა შიდა აუდიტორისათვის მათ მი­ერ შიდა აუდი­ტის საქმიანობის განხორციელების პროცესში.

2. კოდექსით განსაზღვრული პრინ­ციპებისა და ქცევის წესების დაცვის კონტროლს ახორციელებს შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი და დაწესებულების ხელმძღვანელი.

    მუხლი 3. შიდა აუდიტორის პროფესიული ეთიკის პრინციპები

შიდა აუდიტორებმა უნდა დაიცვან შემდეგი პრინციპები:

ა) პატიოსნება, რაც წარმოშობს ნდობას და, ამდენად, წარმოად­გენს შიდა აუდიტორთა განსჯისადმი ნდობის საფუძველს;

ბ) ობიექტურობა, რაც გულისხმობს იმას, რომ შიდა აუდიტო­რუ­ლი შემოწმებისას ინფორმაციის შეგროვების, შეფასების და გავრცე­ლების დროს შიდა აუდიტორები ამჟღავნებენ მაღალი დონის პრო­ფე­სიონალურ ობიექტურობას. მოსაზრების ჩამოყალიბებისას შიდა აუ­დი­ტორები ახდენენ ყველა მნიშვნელოვანი გარემოების გაწონას­წო­რე­ბულ შეფასებას და არ ექცევიან საკუთარი ან სხვა პირთა ინტე­რესების გავლენის ქვეშ;

გ) კონფიდენციალურობა, რაც გულისხმობს იმას, რომ შიდა აუდი­ტორები პატივს სცემენ მიღებულ ინფორმაციას და სა­კუთრების პრინციპს და არ ამჟღავნებენ მას შესა­ბამისი უფ­ლებამოსი­ლე­ბის გა­რე­შე, იმ გამონაკლისი შემთხვევის გარ­და, როცა ინფორ­მა­ციის გამჟ­ღავ­ნება ნაკარნახევია სამართლებრივი ან პროფე­სიული მო­ვალეო­ბე­ბით;

დ) კომპეტენტურობა, რაც გულისხმობს იმას, რომ შიდა აუდი­ტო­რები იყენებენ იმ ცოდნას, უნარებსა და გამოცდილებას, რომლე­ბიც აუცილებელია შიდა აუდიტორული საქმიანობისათვის.

    მუხლი 4. შიდა აუდიტორის პროფესიული ეთიკის ქცევის წესები

1. პატიოსნება

შიდა აუდიტორებმა:

ა) თავიანთი საქმიანობა უნდა განახორციელონ პატიოსნად, კე­თილ­სინ­დისიერად და პასუხისმგებ­ლო­ბით;

ბ) უნდა იმოქმედონ კანონმდებლობის ფარგლებში და გაამჟ­ღავ­ნონ ინფორმაცია მხოლოდ კანონმდებლობისა და პროფესიული მოთ­ხოვნების შესაბამისად;

გ) არ უნდა მიიღონ შეგნებულად მონაწილეობა ისეთ უკანონო საქმიანობაში ან ჩაერთონ ისეთ ქმედებებში, რომლებითაც მოხდება შიდა აუ­დიტორის პროფესიის ან მისი დაწესებულების დისკრე­დიტა­ცია;

დ) უნდა დაიცვან დაწესებულების სამართლებრივად და ეთი­კუ­რად გამართლებული მიზნები და წვლილი შეიტანონ მათ მიღ­წე­ვაში.

2. ობიექტურობა

შიდა აუდიტორებმა:

ა) არ უნდა მიიღონ მონაწილეობა ისეთ ქმედებებში ან ურ­თიერ­თობებში, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მათი შეფასე­ბის მი­უ­კერ­ძოებლობაზე ან აღქმული იყოს ასეთად. ამგვარ მონაწი­ლეობად აღიქმება ისეთი ქმედებები და ურთიერთობები, რომლებიც შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს დაწესებულების ინტერე­სებს;

ბ) არ უნდა მიიღონ საჩუქრად ისეთი რამ, რითაც შესაძლოა ზი­ანი მიადგეს მათ პროფესიულ მოსაზრებას ან აღქმული იყოს ასეთად;

გ) უნდა გაამჟღავნონ მათთვის ცნობილი ყველა არსებითი ფაქ­ტი, რომელთა არგამჟღავნება გავლენას იქონიებს შიდა აუდიტო­რულ ანგარიშზე.

3. კონფიდენციალურობა

შიდა აუდიტორებმა:

ა) თავისი მოვალეობების შესრულების დროს მიღებული ინ­ფო­რმაციის გამოყენებისას უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიც­ვან ის;

ბ) არ უნდა გამოიყენონ ინფორმაცია პირადი მიზნებისთვის ან იმგვარად, რაც წინააღმდეგობაში იქნება კანონმდებლობასთან ან ზა­რალს მიაყენებს დაწესებულების სამართლებრივი და ეთიკური მიზ­ნების მიღწევას.

4. კომპეტენტურობა

შიდა აუდიტორებმა:

ა) მონაწილეობა უნდა მიიღონ მხოლოდ იმ საქმიანობაში, რომ­ლის განხორციელებისთვის გააჩნიათ საკმარისი პროფესიული ცოდნა, უნა­რები და გამოცდილება;

ბ) უნდა გასწიონ შიდა აუდიტორული საქმიანობა შიდა აუდი­ტის სტანდარტების, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიისა და შიდა აუ­დი­ტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტებისა და ინსტ­რუქციების შესაბამისად;

გ) მუდმივად უნდა გააუმჯობესონ თავიანთი კვალიფიკაცია, ცო­დნა, უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები.

    მუხლი 5. კოდექსის მოქმედების სფერო

1. კოდექსის მოქმედება ვრცელდება „სახელმწიფო შიდა აუ­დი­ტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღ­ვრული დაწესებულების შიდა აუდიტის სუბიექტის ყველა თანამშრო­მელზე (შიდა აუდიტორი), გარდა დაწესებულების შიდა აუდიტის სუბიექტში შემავალი ინსპექტირების ქვედანაყოფის (ასეთის არსებო­ბის შემთხვევაში) თანამშრომლებისა.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული თანამშრომლები (ში­და აუდიტორები) ვალდებულნი არიან, თანამდებობაზე დანიშვ­ნამ­დე გაეცნონ ამ კოდექსის დებულებებს, რასაც უზრუნველყოფს ში­და აუ­დი­ტის სუბიექტის უფროსი.