დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2038-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/02/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 310150000.05.001.017339 |
|
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) 62-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5. 2015 წლის 1 მარტამდე, ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებას ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები: ა) რომლებითაც ხორციელდება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-11, მე-18 და მე-19 პუნქტებით განსაზღვრული გადაყვანა/გადაზიდვა, აგრეთვე მე-20 პუნქტით გათვალისწინებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვა; ბ) რომელთაც 3 ტონა და მეტი ტვირთამწეობა აქვთ. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება 2015 წლის 1 მარტამდე შეიძლება ჩატარდეს ნებაყოფლობით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან. |
ქუთაისი, 20 თებერვალი 2014 წ. N2038-IIს |
დოკუმენტის კომენტარები