დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5254 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 11/07/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 27/07/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.05.001.002.988 |
საქართველოს კანონი
�მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ� საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
��� მუხლი 1.
�მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ� საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30, 27.07.2006, მუხ. 238) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� �მუხლი 11. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის ამოქმედებამდე არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების დაფუძნების შემთხვევაში ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წესდებებით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ თავიანთი გადაწყვეტილებებით დაადგინონ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალის ოდენობა ამ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად (სააქციო საზოგადოებისათვის დაადგინონ აქციების ნომინალური ღირებულება).
2. საწესდებო კაპიტალში არაფულადი შენატანის შეტანისას ამ კანონის ამოქმედებამდე არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებულმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 2007 წლის 30 ნოემბრამდე მოახდინონ შესაბამისი ქონების აუდიტორული შეფასება.
3. ამ კანონის ამოქმედებამდე არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წესდებებით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოებს მიეცეთ უფლება, გაასხვისონ ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დაფუძნებული საზოგადოებების წილები (აქციები) და დაადგინონ მათი გასხვისების წესი.
4. ამ კანონის ამოქმედებამდე არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე 2007 წლის 31 დეკემბრამდე არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები.�.
��� მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 11 ივლისი.
№5254�რს
დოკუმენტის კომენტარები