საჯარო სამსახურის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამსახურის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 179
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 10/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.017798
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
179
20/02/2014
ვებგვერდი, 21/02/2014
010320000.10.003.017798
საჯარო სამსახურის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/02/2014 - 09/06/2025)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №179

2014 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამსახურის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1281 მუხ­ლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საჯარო სამსახურის საბჭოს თანდართული დებულება.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



 

საჯარო სამსახურის საბჭოს დებულება


მუხლი 1. საჯარო სამსახურის საბჭოს სტატუსი და მიზანი

1. საჯარო სამსახურის საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის  საქართველოს მთავ­რობის სათათბირო ორგანო, რომელიც შექმნილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1281  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

2. საბჭოს მიზანია საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმ­წიფო პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამისი საქმიანობის კოორდინაცია, სახე­ლ­მწიფო ორგანოთა ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფასთან და საჯარო სამსახურის სფეროში კანონით განსაზღვრული სხვა საკითხების განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მომზადება, საჯა­რო სამსახურის ძირითადი ღირებულებების – კომპეტენტურობის, პოლი­ტიკური მიუკერძოებლობის, პატიოსნების, სანდოობისა და საქვეყ­ნო­ობის დანერგვისა და დაცვის უზრუნველყოფა.

3. საბჭოს აქვს ბეჭედი და ბლანკი.

 

მუხლი 2. საბჭოს ფუნქციები

1. საკუთარი კომპეტენციიდან გამომდინარე, საბჭო საქართველოს მთავრო­ბისათვის წარსადგენად ამზადებს რეკომენდაციებსა და გადაწყვეტი­ლე­ბებს შემდეგ საკითხებზე:

ა) საჯარო სამსახურის სისტემის ფუნქციონირების ერთიანი პრინ­ცი­პებისა და მიდგომების შემუშავებისა და დანერგვის შესახებ;

ბ) საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის სისტემის სრუ­ლყოფის შესახებ;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სტრუქტურების გან­ვი­თარებისა და საქმიანობის სრულყოფის შესახებ;

დ) საჯარო მოსამსახურეთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღ­ლების ერთიანი სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბებისა და მისი გამართუ­ლი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობის შესახებ;

ე) საჯარო სამსახურის სფეროს რეფორმების ერთიანი სტრატეგიისა და პრინციპების შემუშავებისა და დანერგვის შესახებ;

ვ) საჯარო სამსახურის სისტემის რეორგანიზაციასთან, ადამიანური რე­სუ­რსების მართვასა და განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების, პროგ­რამებისა და ხელშეკრულების  შეთანხმებისა და შესრულების შესახებ.

2. აგრეთვე საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საჯარო სამსახურის სფეროს საქმიანობის მარეგულირებელი ნორმა­ტიული აქტების პროექტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზა­დე­ბა;

ბ) საჯარო სამსახურის სფეროში მიმდინარე პროცესების გამჭვირვა­ლო­ბისა და საჯაროობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

გ) საჯარო სამსახურის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-მეთო­დური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და შესაბამისი რე­კო­მენ­დაციების შემუშავება.

 

მუხლი 3. საბჭოს შემადგენლობა

1. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნისა და 12 წევრისაგან.

2. საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. საბჭოს  თავმჯდომარის მოადგილე არის საქართველოს მთავ­რ­ობის ის წევრი, რომელსაც ეკისრება პირველი ვიცე-პრემიერის მოვა­ლე­­ობების შესრულება.

4. საბჭოს მდივანს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც იმავდროულად არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი.

5. საბჭოს 12 წევრი შედგება საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასა­მართლო ხელისუფლებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორ­გა­­ნოთა სამ-სამი წარმომადგენლისაგან, რომელსაც ნიშნავს საქარ­თვე­ლოს პრემიერ-მინისტრი.

6. საბჭოს წევრობა არ არის ანაზღაურებადი სამუშაო.

 

მუხლი 4. საბჭოს უფლებები

1. საბჭოსა და მის წევრებს შეუძლიათ თავისი უფლებამოსილების ფარგლებ­ში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო­ებს და თანამდებობის პირებს მოსთხოვონ შესაბამისი საკითხის განხილვი­სა­­თვის საჭირო ინფორმაციის წარდგენა კანონით დადგენილ ვადებში.

2. საბჭოს უფლება აქვს სხდომაზე მოიწვიოს საჯარო სამსახურის და­წესებულების ნებისმიერი თანამდებობის პირი.

 

მუხლი 5. საბჭოს სხდომები

1. საბჭო იკრიბება 3 თვეში ერთხელ მაინც.

2. სხდომის მოწვევა ხდება საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს მინიმუმ 5 წევრის  მოთხოვნით.

3. საბჭოს წევრებს სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ საბ­ჭოს მდივნის მიერ ეცნობება სხდომამდე სულ ცოტა 5 დღით ადრე, რიგგა­რე­შე სხდომის მოწვევის შემთხვევაში – გონივრულ ვადაში.

4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა 2/3.

5. საბჭოს წევრს შეუძლია მოითხოვოს საბჭოს სხდომის დღის წესრიგ­ში კონკრეტული საკითხის შეტანა, რის შესახებაც მან საბჭოს მდივანს უნდა აც­ნობოს სხდომამდე 3 დღით ადრე მაინც.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაუ­ცვე­ლად საბჭოს შეუძლია დამსწრეთა ხმების უმრავლესობით დღის წესრი­გ­ში შეიტანოს განსახილველი საკითხი.

7. საბჭოს სხდომაზე საკითხი გამოაქვს საბჭოს მდივანს ან საბჭოს იმ წევრს, რომელსაც საბჭომ სთხოვა საკითხის მომზადება, ან რომელმაც მოი­თ­ხოვა საკითხის დღის წესრიგში შეტანა.

8. საბჭოს სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე ან, მისი დავა­ლე­ბით, საბჭოს მდივანი.

9. საბჭოს სხდომები ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთ­ხვე­ვისა.

10. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავ­ლე­სო­ბით.

11. საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს მდივანი. სხდომის ოქმი საჯარო დოკუმენტია, გარდა  კანონ­მდებ­­ლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

12. საბჭოს რეკომენდაცია შესაძლებელია აისახოს უფლებამოსილი პი­რის მიერ გამოცემულ ნორმატიული აქტში.

 

მუხლი 6. საბჭოს მდივანი

1. საბჭოს მდივანს – საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსს – თანამდე­ბო­ბაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრე­მი­ერ-მინისტრი.

2. საბჭოს მდივანი:

ა) ხელმძღვანელობს საჯარო სამსახურის ბიუროს;

ბ) უზრუნველყოფს საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხა­რეს;

გ) წარმოადგენს საბჭოს მესამე პირთან ურთიერთობაში სპეციალური რწმუ­ნების გარეშე;

დ) ორგანიზებას უკეთებს საბჭოს სხდომებს და უზრუნველყოფს მას­ზე განსახილველი საკითხების მომზადებას;

ე) უზრუნველყოფს საბჭოს წევრებს სათანადო ინფორმაციით;

ვ) თვალყურს ადევნებს საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების მდგო­მარეობას;

ზ) ყოველწლიურად საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სამუშაოს ანგარიშს და მომდევნო წლის სამუშაო გეგმას.