დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1971-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/02/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/02/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010320000.05.001.017319 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-11 მუხლის პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის მოქმედება, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე, მუნიციპალიტეტის გამგებელზე/მერზე, გამგებლის/მერის მოადგილეზე, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონების გამგებლებზე. 11. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე, მუნიციპალიტეტის გამგებელზე/მერზე, გამგებლის/მერის მოადგილეზე, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონების გამგებლებზე ვრცელდება ამ კანონის პირველი–მე-6, მე-9, მე-10, 39-ე, 411, 66-ე და 121-ე მუხლები. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული მუხლებისა, ვრცელდება ამ კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტი.“. 2. (ამოღებულია) საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2479 - ვებგვერდი, 02.06.2014წ. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან. |
ქუთაისი, 5 თებერვალი 2014 წ. N1971-IIს |
დოკუმენტის კომენტარები