შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 139
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016549
  • Word
139
27/01/2014
ვებგვერდი, 17/02/2014
000000000.00.003.016549
შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №139 

2014  წლის 27 იანვარი 

ქ. თბილისი

შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

     1. „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 დეკემბრის №2144 განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს:

   ა) „შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების დეტალური აღწერილობები“ (დანართი№1);

   ბ) „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ღონისძიებების დეტალური აღწერილობები“ (დანართი№2).

     2. „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 დეკემბრის №2144 განკარგულებით შეღავათიანი აგროკრედიტის დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხები მოხმარდეს აგრეთვე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის –  სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 2013 წელს გაცემული სესხის თანადაფინანსებას.

     3. განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების დეტალური აღწერილობების“ მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 23 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                ირაკლი ღარიბაშვილი

 

დანართი 1

შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში

გასატარებელი ღონისძიებების დეტალური აღწერილობები

 

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „შეღავათიანი აგროკრედიტის“ (შემდგომში – პროექტი) მიზანია მეწარმეთა (შემდგომში - ბენეფიციარები) უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების მიზნით.

2. პროექტის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

3. სააგენტო აფორმებს ხელშეკრულებებს საქართველოს საფინანსო ინსტიტუტებთან, რომლებიც გასცემენ სესხებს/ლიზინგებს ამ პროექტის ფარგლებში (ასეთი სესხი/ლიზინგი უნდა აკმაყოფილებდეს პროექტის შესაბამისობის კრიტერიუმებს).

4. სააგენტო ნაწილობრივ თანადაფინანსებას უკეთებს გაცემული სესხების/ლიზინგების საპროცენტო სარგებელს და ზოგ შემთხვევაში, ახორციელებს სესხების ნაწილობრივ უზრუნველყოფას.

5. სააგენტოს მიერ პროექტის ფარგლებში ფიზიკურ პირთა სასარგებლოდ თანადაფინანსება გაიცემა გრანტის სახით.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

  გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სახელმწიფო საწარმო – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო, რომლის აქციების ან წილის 50%-ის ან მეტის მესაკუთრეა სახელმწიფო, თვითმმართველი ერთეული ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;

  ბ) სახელმწიფოსთან აფილირებული საწარმო – სახელმწიფო საწარმოს შვილობილი საწარმო ან საწარმო სადაც სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ – ები ფლობენ აქციების/წილის 50%-ს.

    მუხლი 3. პროექტის კომპონენტები და შესაბამისობის კრიტერიუმები

1. I კომპონენტი – უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) მცირე ფერმერებისთვის. ამ კომპონენტის ფარგლებში სააგენტო არ ახდენს თანადაფინანსებას, სააგენტო ორგანიზებას უწევს შეთანხმების მიღწევას საფინანსო ინსტიტუტებსა და პროდუქციის მიმწოდებლებს შორის, რის საფუძველზეც ფერმერებს შეუძლიათ მიიღონ 5,000 ლარამდე ღირებულების სასოფლო­­‑სამეურნეო დანიშნულების პროდუქციაზე უპროცენტო სასაქონლო განვადება. ფერმერი სასურველ დროს იღებს პროდუქციას და იმავე ღირებულებას იხდის მოსავლის აღების შემდგომ, განსაზღვრულ პერიოდში.

2. II კომპონენტი – შეღავათიანი აგროკრედიტი საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის ამ კომპონენტის ფარგლებში სესხი გაიცემა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დასაფინანსებლად, შემდეგი სამი მიზნობრიობით:

 ა) სასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების საბრუნავი საშუალებები მემცენარეობისთვის:

   ა.ა) ერთწლიანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება;

  ა.ბ) პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების მიმდინარე ხარჯების დაფინანსება;

  ა.გ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის შრომითი რესურსების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და სატრანსპორტო საშუალებების დაქირავების მიმდინარე ხარჯების დაფინანსება;

   ა.დ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოყენებული ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებებისთვის საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯების დაფინანსება;

   ა.ე) სათბურების კლიმატის შემქმნელი ენერგომატარებლების მიმდინარე ხარჯების დაფინანსება;

   ა.ვ) სასოფლო‑სამეურნეო მიწების დაქირავება, მათი, ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების საწარმოებლად, გამოყენების მიზნით;

 ბ) სასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების საბრუნავი საშუალებები მეცხოველეობისთვის:

   ბ.ა) არასანაშენე და მოზარდი პირუტყვის, ფრინველის, თევზის შეძენა;

   ბ.ბ) ფუტკრის ოჯახის შეძენა;

   ბ.გ) პირუტყვის, ფრინველის, თევზის საკვების (მათ შორის, ორგანული საკვების) მიმდინარე ხარჯების დაფინანსება;

  ბ.დ) ვეტპრეპარატების (მათ შორის, ორგანულის) მიმდინარე ხარჯების დაფინანსება;

  ბ.ე) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისათვის შრომითი რესურსების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და სატრანსპორტო საშუალებების დაქირავების მიმდინარე ხარჯების დაფინანსება;

  ბ.ვ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოყენებული ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებებისთვის საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯების დაფინანსება;

  ბ.ზ) სამეურნეო შენობების კლიმატის შემქმნელი ენერგომატარებლების მიმდინარე ხარჯების დაფინანსება;

  ბ.თ) საძოვრების, სათიბების და მეცხოველეობის ფერმის შენობების დაქირავება, სესხის მოქმედების ვადაში არსებული პერიოდით;

  გ) სასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების ძირითადი საშუალებები:

  გ.ა) სანაშენე და პროდუქტიული პირუტყვის, ფრინველის და თევზის შეძენა;

  გ.ბ) სათბურების, თევზის ავზების, ტბორების და სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობების აშენება და მოწყობა;

  გ.გ) სარწყავი სისტემების მოწყობა, შეძენა;

  გ.დ) სათბურების და სამეურნეო შენობების კლიმატის შემქმნელი ტექნიკის და აპარატურის შეძენა, მონტაჟი;

  გ.ე) სათბურების, თევზის ავზების, ტბორების და სამეურნეო შენობების მიერთება წყლის, დენის, ბუნებრივი აირის და კანალიზაციის ქსელებთან;

  გ.ვ) მრავალწლიანი ნარგავების საყრდენი სისტემების (მავთული, ბოძები) მოწყობა, რემონტი;

  გ.ზ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტისთვის ღობის მოწყობა (ბოძები, მავთული, ეკალ-მავთული, მავთულის ბადე, ელექტროღობე);

  გ.თ) მემცენარეობისა და მეცხოველეობისთვის საჭირო სხვადასხვა სახის ინვენტარის შეძენა;

  გ.ი) სასოფლო‑სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, შენობების და სათბურების რემონტი;

  გ.კ) მრავალწლიანი კულტურების გაშენება.

  3. II კომპონენტის ფარგლებში სესხები არ გაიცემა შემდეგი მიზნობრიობით:

ა) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, შენობა-ნაგებობების, მანქანა-დანადგარების, ტბორების, თევზის ავზების და მიწის შეძენა;

  ბ) სავაჭრო დანიშნულების საბრუნავი საშუალებები;

  გ) სხვა (არასასოფლო-სამეურნეო) საქმიანობის დაფინანსება;

  დ) იპოთეკური და სამომხმარებლო მიზნების დაფინანსება.

  4. III კომპონენტი – შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის, ამ კომპონენტით დაფინანსდებიან საწარმოები, რომლებიც გადაამუშავებენ ადგილობრივ ნედლეულს და გამოიყენებენ ადგილობრივ შრომით რესურსებს. ამ კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ახალი სასოფლო‑სამეურნეო საწარმოების შექმნა და არსებული საწარმოების ტექნოლოგიური გადაიარაღება, მათ შორის:

  ა) გადამამუშავებელი საწარმოები:

  ა.ა) ხორცის და რძის გადამუშავება;

  ა.ბ) ალკოჰოლური სასმელების წარმოება;

  ა.გ) ჩაის წარმოება და დაფასოება;

  ა.დ) ხილის, ბოსტნეულისა და კენკრის გადამუშავება;

  ა.ე) კაკლისა და თხილის გადამუშავება;

  ა.ვ) ტყავისა და ბეწვეულის წარმოება;

  ა.ზ) მცენარეული ზეთისა და ერბოს წარმოება;

  ა.თ) თამბაქოს წარმოება;

  ა.ი) ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;

  ა.კ) სასაკლაოს მოწყობა;

  ა.ლ) ფუტკრის პროდუქტების წარმოება და დაფასოება;

  ბ) ინფრასტრუქტურული საწარმოები:

  ბ.ა) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი საწყობები;

  ბ.ბ) მარცვლეულის საშრობები;

  ბ.გ) სამაცივრე მეურნეობები;

  გ) პირველადი სასოფლო­‑სამეურნეო საწარმოები:

  გ.ა) მეცხოველეობის ფერმა;

  გ.ბ) მეფრინველეობის ფერმა;

  გ.გ) ფრინველის საჩეკი მეურნეობა;

   გ.დ) სათბურები და სხვა დახურული გრუნტის წარმოება;

   გ.ე) საჩითილეები და სანერგეები;

   გ.ვ) თევზის წარმოება და გადამუშავება.

  5. IV კომპონენტი – შეღავათიანი აგროლიზინგი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის. ამ კომპონენტით ისარგებლებენ ის სასოფლო‑სამეურნეო საწარმოები, რომლებიც გადაამუშავებენ ადგილობრივ ნედლეულს და გამოიყენებენ ადგილობრივ შრომით რესურსებს. ამ კომპონენტით გათვალისწინებულია ახალი და არსებული სასოფლო‑სამეურნეო საწარმოების მანქანა-დანადგარებით აღჭურვის დაფინანსება, მათ შორის:

   ა) გადამამუშავებელი საწარმოები:

   ა.ა) ხორცის, თევზისა და რძის გადამუშავება;

   ა.ბ) ალკოჰოლური სასმელების წარმოება;

   ა.გ) ჩაის წარმოება და დაფასოება;

   ა.დ) ხილის, ბოსტნეულისა და კენკროვნების გადამუშავება;

   ა.ე) კაკლისა და თხილის გადამუშავება;

   ა.ვ) მატყლის, ტყავისა და ბეწვეულის წარმოება;

   ა.ზ) მცენარეული ცხიმების (ზეთის, მარგარინის, ერბოს) და ხალვის წარმოება;

   ა.თ) თამბაქოს წარმოება;

   ა.ი) ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;

   ა.კ) სასაკლაოს მოწყობა;

   ა.ლ) მეფუტკრეობის პროდუქციის გადამუშავება;

   ა.მ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინ­ველების და თევზების საკვების წარმოება;

   ბ) ინფრასტრუქტურული საწარმოები:

   ბ.ა) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი საწყობები;

   ბ.ბ) მარცვლეულის საშრობები;

   ბ.გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობები;

    ბ.დ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაფუთი მასალების წარმოება;

    ბ.ე) ალკოჰოლური სასმელებისთვის მუხის კასრების წარმოება;

    ბ.ვ) ქვევრების წარმოება ღვინისთვის;

გ) პირველადი სასოფლო‑სამეურნეო საწარმოები:

    გ.ა) მეცხოველეობის ფერმა;

    გ.ბ) მეფრინველეობის ფერმა;

    გ.გ) ფრინველის საჩეკი მეურნეობა;

    გ.დ) ძვირფასბეწვიანი ცხოველების ფერმა;

    გ.ე) სათბურები და სხვა დახურული გრუნტის წარმოება;

    გ.ვ) თევზის წარმოება;

    გ.ზ) მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოება;

    გ.თ) საჩითილეები და სანერგეები;

    გ.ი) მრავალწლიანი კულტურების ბაღები, ზვრები, პლანტაციები და სხვა.

   6. შეღავათიანი აგროლიზინგით შესაძლებელია დაფინანსდეს ლიზინგის გამცემის მიერ სოფლის მეურნეობის სფეროში გამოსაყენებელი:

    ა) ახალი და/ან მეორადი მანქანა-დანადგარების იმპორტი;

    ბ) საქართველოში უცხოური ან ადგილობრივი წარმოების ახალი მანქანა-დანადგარების შეძენა;

    გ) ლიზინგის გამცემის ბალანსზე არსებული მეორადი მანქანა-დანადგარების ლიზინგის მიმღებზე გადაცემა იმ პირობით, რომ ლიზინგის საგანი არ არის შეძენილი ლიზინგის მიმღებისგან ან მასთან დაკავშირებული პირისგან.

   7. ამ მუხლის მე‑6 პუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის ფარგლებში დაუშვებელია დაფინანსდეს შემდეგი სახის ლიზინგი:

ა) მიწის ლიზინგი;

ბ) არსებული სასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობების ლიზინგი;

გ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის, კომბაინის და სხვა), ასევე, მისაბმელების (გუთნის, ფარცხის, სათესის, სასუქის შემტანის და სხვა) ლიზინგი;

დ) სატრანსპორტო, მფრინავი და მცურავი საშუალებების ლიზინგი;

ე) საოფისე ფართის ლიზინგი.

    8. დაუშვებელია იმ პროექტების დაფინანსება, რომლებიც გათვლილია მხოლოდ იმპორტირებული ნედლეულის გადამუშავებაზე ან არაადგილობრივი შრომითი რესურსების გამოყენებაზე.

   9. V კომპონენტი – შეღავათიანი აგროკრედიტი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის. ამ კომპონენტის ფარგლებში სააგენტო სუბსიდირებას გაუკეთებს საპროცენტო განაკვეთის აღებული კრედიტის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელსაც ბენეფიციარი მოახმარს ყურძნის შეძენას. ინფორმაციას ბენეფიციარების მიერ მიღებული ყურძნის რაოდენობის შესახებ სააგენტო მიიღებს სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოსგან.

   10. VI კომპონენტი –შეღავათიანი აგროკრედიტი მანდარინის შემსყიდველი საწარმოებისთვის. კომპონენტის ფარგლებში სააგენტო განახორციელებს მხოლოდ მანდარინის შესაძენად აღებული კრედიტის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას. სააგენტო არ განახორციელებს საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას აღებული კრედიტის იმ ნაწილზე, რომელსაც ბენეფიციარი ვერ ან არ მოახმარს მანდარინის შეძენას.

   11. VII კომპონენტი - შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოებისათვის:

   ა) ამ კომპონენტის ფარგლებში სესხის გაცემა შესაძლებელია იმ მიზნობრიობით, რომელიც განსაზღვრული იქნება „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება“ პროექტის ფარგლებში შექმნილი საგრანტო კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ბიზნესგეგმაში;

   ბ) სესხი არ შეიძლება იქნას გამოყენებული მიწის (მათ შორის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების) შესაძენად, ხოლო სესხის თანხით შენობა‑ნაგებობების შეძენა დასაშვებია მხოლოდ სახელმწიფო უწყებებისგან, სსიპ – ებისგან, სახელმწიფო ან მასთან აფილირებული საწარმოებისგან.

 

  მუხლი 4. სესხის/ლიზინგის პირობები ყველა კომპონენტისთვის

  1. სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში, კლიენტს, საფინანსო ინსტიტუტის მიმართ, არ წარმოეშობა წინსწრებით დაფარვის საკომისიო/ჯარიმა.

  2. შეღავათიანი აგროლიზინგის თანხის მთლიანად ან ნაწილობრივ ვადაზე ადრე, სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, წინსწრებით გადახდის საკომისიო და/ან ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს წინსწრებით გადახდილი სალიზინგო საზღაურის 4%-ს. ხოლო სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის შემდეგ, შეღავათიანი აგრო­­ლიზინგის თანხის მთლიანად ან ნაწილობრივ ვადაზე ადრე გადახდის შემთხვევაში – სალიზინგო საზღაურის 2%-ს.

  3. ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საგნის ვადაზე ადრე გამოსყიდვის შემთხვევაში, ლიზინგის გამცემისთვის აღნიშნულის შესახებ წინასწარი შეტყობინების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს.

   4. სხვა საფინანსო ინსტიტუტის მიერ სესხის რეფინანსირების შემთხვევაში, იმოქმედებს არა უმეტეს ეროვნული ბანკის მიერ ასეთი შემთხვევებისათვის დაწესებული საკომისიოს განაკვეთი.

   5. გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტი უფლებამოსილია მხოლოდ გადასახდელ ძირითად თანხაზე დაარიცხოს ბენეფიციარს ჯარიმა. ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს ვადაგადაცილებული თანხის 0.1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

   6. სესხის დაფარვა ხდება ანუიტეტით ან არასტანდარტული გრაფიკით, შემოსავლების სტრუქტურიდან გამომდინარე. საშეღავათო პერიოდს, როგორც ძირითად თანხაზე, ასევე პროცენტზე, განსაზღვრავს სესხის გამცემი საფინანსო ინსტიტუტი. იმ შეზღუდვების ფარგლებში, რომელსაც, ზოგიერთ შემთხვევაში, განსაზღვრავს სააგენტო (მოცემულია თანდართულ ცხრილში).

   7. ბენეფიციარის თანამონაწილეობა განისაზღვრება საფინანსო ინსტიტუტის მიერ.

   8. პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სააგენტო მონიტორინგს უწევს სესხებს. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს ბენეფიციართან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.

   9. თანადაფინანსება (მათ შორის, სესხის უზრუნველყოფა სააგენტოს მიერ, ასეთის არსებობისას) წყდება შემდეგი გარემოებების დადგომისას (სააგენტო დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად):

    ა) სესხის სრულად დაფარვა;

    ბ) ბენეფიციარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, კერძოდ, ვადაგადაცილების დროს საგრანტო თანადაფინანსება შეჩერდება, ხოლო საფინანსო ინსტიტუტის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღების შემთხვევაში, წყდება;

   გ) პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის ზემოაღნიშნული პირობების შეუსაბამოდ რესტრუქტურიზაცია ან რეფინანსირება;

   დ) სესხის/ლიზინგის გაცემისას დარღვევების დაფიქსირება, მათ შორის, სესხის გაცემისას ბენეფიციართან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების სააგენტოსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის დადებული ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობა. ასეთ დროს საფინანსო ინსტიტუტს ეკისრება სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ჯარიმა;

   ე) ბენეფიციარის მიერ სესხის მიზნობრიობის დარღვევის შემთხვევაში. ამასთან, მიზნობრიობის დარღვევაში არ ჩაითვლება, თუ ბენეფიციარის მიერ სესხის თანხის ათვისება განხორციელდა შესაბამისი კომპონენტის დოკუმენტში მოცემული მიზნობრიობათა ჩამონათვალის ფარგლებში;

   ვ) ბენეფიციარის მიერ საწარმოს ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში საწარმოს პროფილის შეცვლა (VII კომპონენტის შემთხვევაში).

   10. პროექტის დოკუმენტით განსაზღვრული მიზნობრიობების დარღვევის თაობაზე სააგენტო გადაწყვეტილებებს იღებს სააგენტოში მოქმედი წესებისა და პროცედურების შესაბამისად.

   მუხლი 5. სესხის/ლიზინგის პირობები სპეციფიკური ცალკეული კომპონენტისთვის

   სესხის/ლიზინგის პირობები სპეციფიკური ცალკეული კომპონენტისთვისმოცემულია თანდართულ ცხრილში.

 

 

კომპონენტები               ცხრილი      

 

II

III

IV

V

VI

VII

ბენეფიციარები

საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა)

საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა)

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული: მეწარმე ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა, სსიპ-ების და ა(ა)იპ-ებისა

მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთვის მიწოდებულ სიაში მყოფი მეწარმეები

მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი საწარმოები

საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები, მათ შორის, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივები, რომლებსაც პროექტის „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება“ - ფარგლებში მოპოვებული ექნებათ საგრანტო თანადაფინანსება

სესხის/ლიზინგის ხანგძლივობა (თვე, არა უმეტეს)

ა) მემცენარეობისთვის - 18; ბ)მეცხოველეობისთვის - 18; გ)) ძირ. საშუალებებისთვის - 60

84

84

15

4

ძირითად საშუალებებისთვის - 120; საბრუნავი საშუალებებისთვის - 60

მინიმალური საშეღავათო ვადა

არა

არა

არა

2013 წლის 1 დეკემბრამდე

2014 წლის 1 თებერვლამდე

საპროცენტო სარგებელზე - 12 თვე, ძირითად თანხაზე - 18 თვე (საბრუნავ საშ.-ებზე) და 24 თვე (ძირ. საშ-ებზე)

სესხის/ლიზინგის მაქსიმალური თანხა (ჯამურად)

100,000 ლარი

600,000 აშშ დოლარი (ჯამურად III და IV კომპონენტები)

600,000 აშშ დოლარი (ჯამურად III და IV კომპონენტები)

10,000,000 ლარი

10,000,000 ლარი

500,000 აშშ დოლარი

სესხის/ლიზინგის მინიმალური თანხა

5,000 ლარი

30,000 აშშ დოლარი

30,000 აშშ დოლარი

0

0

100,000 აშშ დოლარი

მაქსიმალური წლიური სარგებელი საფინანსო ინსტიტუტებისთვის

5,000 ლარიდან 20,000-მდე - 17%; 20,000 ლარიდან 50,000-მდე - 16%; 50,000 ლარიდან 100,000-მდე - 15%

30,000 დოლარიდან 100,000-მდე - 15%; 100,000 დოლარიდან 200,000-მდე - 14%; 200,000 დოლარიდან 600,000-მდე - 13%

15%

100,000 ლარამდე - 15%; 100,000 ლარიდან 1,000,000-მდე - 14%; 1,000,000 ლარიდან 10,000,000-მდე - 13%

100,000 ლარამდე - 15%; 100,000 ლარიდან 1,000,000-მდე - 14%; 1,000,000 ლარიდან 10,000,000-მდე - 13%

100,000 დოლარიდან 200,000-მდე - 14%; 200,000 დოლარიდან 500,000-მდე - 13%

სააგენტოს მიერ სარგებლის თანადაფინანსების განაკვეთი

9%

12%

12%

9%

9%

12%

სააგენტოს მიერ კრედიტის უზრუნველყოფა

ძირითადი თანხის არაუმეტეს 33% მეორადი უზრუნველყოფა ფულადი სახსრებით; იპოთეკით დატვირთული სასოფლო-სამეურნეო მიწის გარანტირებული შესყიდვა სააგენტოს მიერ

არა

არა

არა

არა

უზრუნველყოფა უნდა მოხდეს, მათ შორის, სააგენტოს თანადაფინანსებით შეძენილი აქტივით

კრედიტის გაცემის საკომისიოს მაქსიმალური ზღვარი

50,000 ლარამდე - 0.5%; 50,000 და მეტი - 0.2%

0.2%

0.0%

0.2%

0.2%

0.2%

პარალელური სესხი/ლიზინგი

არ დაიშვება ერთი კატეგორიის მიზნობრიობით. დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაცემულია ერთი სესხი საბრუნავი საშუალებებისთვის, ხოლო მეორე ძირითადი საშუალებებისთვის

არ დაიშვება

დასაშვებია გაიცეს რამდენიმე ლიზინგი. აღნიშნულ შემთხვევაში, ლიზინგის გამცემის ინვესტიციების ჯამური მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 30,000 აშშ დოლარი და არაუმეტეს 600,000 აშშ დოლარი

დასაშვებია პარალელური სესხების გაცემა მაქსიმალური თანხის ფარგლებში იმ პირობით, რომ პარალელური სესხები გაცემული იქნება 2013 წლის 1 ნოემბრამდე

დასაშვებია ერთ მსესხებელზე ერთზე მეტი, პარალელური სესხების გაცემა იმ პირობით, რომ ასეთი სესხების საერთო თანხა არ გადააჭარბებს 10,000,000 ლარს

დასაშვებია, მაგრამ ჯამურად ასეთი სესხების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 500,000 აშშ დოლარს

სესხის/ლიზინგის რეფინანსირება

დასაშვებია, თუ მიმდინარე სესხის მიზნობრიობა შეესაბამება შეღავათიანი აგროკრედიტის პირობებს. ამ შემთხვევაში მოხდება მხოლოდ რეფინანსირებული სესხის პროცენტის საგრანტო თანადაფინანსება (არა უზრუნველყოფის). მთლიან საკრედიტო პორტფელში რეფინანსირებული სესხების მოცულობის წილი იზღუდება სააგენტოსა და საფინანსო ინსტიტუტს შორის ხელშეკრულებით

დასაშვებია, თუ მიმდინარე სესხი გაცემულია პროექტის ფარგლებში და მისი მიზნობრიობა შეესაბამება შეღავათიანი აგროკრედიტის პირობებს

დასაშვებია, თუ მიმდინარე ლიზინგი გაცემულია პროექტის ფარგლებში და მისი მიზნობრიობა შეესაბამება შეღავათიანი აგროკრედიტის პირობებს

არ დაიშვება

არ დაიშვება

არ დაიშვება

სესხის/ლიზინგის რესტრუქტურიზაცია

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწყისი სესხი გაცემულია პროექტის ფარგლებში და რესტრუქტურიზაციის შედეგად არ ხდება სესხის ვადის გაგრძელება, ან სააგენტოს ვალდებულების ჯამური თანხა რესტრუქტურიზებულ სესხში არ აღემატება წინა სესხით გათვალისწინებული ვალდებულების ჯამურ თანხას

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწყისი სესხი გაცემულია პროექტის ფარგლებში და რესტრუქტურიზაციის შედეგად არ ხდება სესხის ვადის გაგრძელება, ან სააგენტოს ვალდებულების ჯამური თანხა რესტრუქტურიზებულ სესხში არ აღემატება წინა სესხით გათვალისწინებული ვალდებულების ჯამურ თანხას

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწყისი ლიზინგი გაცემულია პროექტის ფარგლებში და რესტრუქტურიზაციის შედეგად არ ხდება ლიზინგის ვადის გაგრძელება, ან სააგენტოს ვალდებულების ჯამური თანხა რესტრუქტურიზებულ ლიზინგში არ აღემატება წინა ლიზინგით გათვალისწინებული ვალდებულების ჯამურ თანხას

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწყისი სესხი გაცემულია პროექტის ფარგლებში და რესტრუქტურიზაციის შედეგად არ ხდება სესხის ვადის გაგრძელება, ან სააგენტოს ვალდებულების ჯამური თანხა რესტრუქტურიზებულ სესხში არ აღემატება წინა სესხით გათვალისწინებული ვალდებულების ჯამურ თანხას

დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწყისი სესხი გაცემულია ამავე კომპონენტის ფარგლებში და რესტრუქტურიზაციის შედეგად არ ხდება სესხის ვადის გაგრძელება

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწყისი სესხი გაცემულია პროექტის ფარგლებში და რესტრუქტურიზაციის შედეგად არ ხდება სესხის ვადის გაგრძელება, ან სააგენტოს ვალდებულების ჯამური თანხა რესტრუქტურიზებულ სესხში არ აღემატება წინა სესხით გათვალისწინებული ვალდებულების ჯამურ თანხას

 

 

 

დანართი №2

სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ღონისძიებების დეტალური აღწერილობები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება (შემდგომში – პროექტი) ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი ახალი საწარმოების, ან უმოქმედო საწარმოს ამუშავებით დაინტერესებული კომპანიებისათვის (მათ შორის, კოოპერატივებისათვის) ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას.

2. პროექტის მიზნებია:

ა) მუნიციპალიტეტებში ახალი გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა და უმოქმედო საწარმოების რეაბილიტაცია;

ბ) გადამამუშავებელი საწარმოების გეოგრაფიული დივერსიფიკაცია;

გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის წინაპირობების გაუმჯობესება;

დ) სანედლეულო ბაზის განვითარება;

ე) სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდა.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

  ა) სახელმწიფო საწარმო – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო, რომლის აქციების ან წილის 50%-ის ან მეტის მესაკუთრეა სახელმწიფო, თვითმმართველი ერთეული ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;

ბ) სახელმწიფოსთან აფილირებული საწარმო - სახელმწიფო საწარმოს შვილობილი საწარმო ან საწარმო, სადაც სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ - ები ფლობენ აქციების/წილის 50%-ს.

 

    მუხლი 3. მიზნობრივი მუნიციპალიტეტები და გადამამუშავებელი საწარმოების სახეები

1. პროექტის მიზნობრივი მუნიციპალიტეტები განსაზღვრულია დანართით.

2. პროექტის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი სახის გადამამუშავებელი საწარმოები:

ა) ხორცის გადამუშავება ან/და ხორცპროდუქტების (მათ შორის, შებოლილი) წარმოება;

ბ) თევზის გადამუშავება ან/და თევზპროდუქტების (მათ შორის, შებოლილი) წარმოება;

 გ) რძის გადამუშავება ან/და რძის პროდუქტების წარმოება;

დ) ხილის, კენკროვნების, ბოსტნეულის ან ციტრუსის გადამუშავება;

ე) კაკლის, თხილის, მიწის თხილის და სხვა კაკლოვნების გადამუშავება;

ვ) მატყლის, ტყავის გადამუშავება;

ზ) დაფნის, ჩაის ან თამბაქოს გადამუშავება;

თ) ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;

ი) ცხოველის, ფრინველის და თევზის საკვების წარმოება (კომბინირებული საკვების წარმოება);

კ) მარცვლეულის გადამუშავება;

ლ) თაფლის და მეფუტკრეობის სხვა პროდუქციის გადამუშავება.

 3. პროექტის გეოგრაფიული დივერსიფიცირებისა და დაფინანსების თანაბარი გადანაწილების მიზნით, ერთ მიზნობრივ მუნიციპალიტეტში დასაშვებია არა უმეტეს 3 საწარმოს დაფინანსება, ამავდროულად, ერთ მიზნობრივ მუნიციპალიტეტში დაფინანსებული პროექტების ჯამური ღირებულება (პროექტების ბიზნეს გეგმით გათვალისწინებული მთლიანი დაფინანსების ჯამური თანხა) არ უნდა აღემატებოდეს 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარს.

 4. პროექტი არ გავრცელდება შემდეგი პროფილის გადამამუშავებელ საწარმოებზე:

ა) ღვინის წარმოება;

ბ) სპირტისა და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება;

გ) ხორბლის ფქვილის წარმოება.

    მუხლი 4. პროექტის ბენეფიციარი

    პროექტის ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმებია:

  ა) პროექტის მთლიანი ღირებულება უნდა შეადგენდეს 200 000 - 1 000 000 აშშ დოლარს;

  ბ) ბენეფიციარი უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი (მათ შორის, კოოპერატივები);

    გ) ბენეფიციარის ფულადი თანამონაწილეობა - პროექტის მთლიანი ღირებულების მინიმუმ 10 %;

  დ) საწარმო უნდა ითვალისწინებდეს ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავებას;

  ე) საწარმო ორიენტირებული უნდა იყოს ადგილობრივი შრომითი რესურსების გამოყენებაზე;

  ვ) პროექტის მენეჯმენტის მიერ ბიზნესის წარმოების სათანადო ცოდნა და გამოცდილება.

    მუხლი 5. საწარმოთა დაფინანსების სტრუქტურა

   1. პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია საწარმოების შექმნისათვის ან/და რეაბილიტაციისათვის აუცილებელი შემდეგი დანახარჯების დაფინანსება:

ა) ძირითადი საშუალებების შეძენა ან ლიზინგით მიღება;

ბ) საწარმოს საბრუნავი სახსრები, მათ შორის, საოპერაციო ხარჯები;

გ) სწავლებისა და ტექნოლოგიების დანერგვის ხარჯები.

   2. პროექტით განსაზღვრულია საწარმოების დაფინანსების სამი წყარო:

ა) შეღავათიანი გრძელვადიანი საბანკო კრედიტი ან ლიზინგი;

ბ) სააგენტოს თანმხვედრი თანადაფინანსება;

გ) პროექტის ბენეფიციარების თანადაფინანსება.

    მუხლი 6. შეღავათიანი გრძელვადიანი საბანკო კრედიტი ან/და ლიზინგი

შეღავათიანი გრძელვადიანი საბანკო კრედიტის ან/და ლიზინგის პირობები განისაზღვრება „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ №1 დანართის მე-7 კომპონენტით.

    მუხლი 7. სააგენტოს თანმხვედრი თანადაფინანსება

   1. საკრედიტო და სალიზინგო დაფინანსებასთან ერთად, პროექტით განსაზღვრულია ბენეფიციართა დაფინანსება ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) თანმხვედრი თანადაფინანსებით, შემდეგი პირობებით:

   ა) პროექტის ბენეფიციარებზე სააგენტოს თანმხვედრი თანადაფინანსების გაცემის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს პროექტში მონაწილე საფინანსო ან სალიზინგო დაწესებულების მიერ ბენეფიციარის პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილება, ანუ სესხის ან ლიზინგის გაცემა, ან პროექტის ბენეფიციართა მიერ საკუთარი კაპიტალით სრულად დაფინანსების შემთხვევაში, სათანადო თანხის შეტანა საწარმოს კაპიტალში;

   ბ) სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა განისაზღვრება პროექტის დაფინანსების მთლიანი მოცულობის 40%-ით;

   გ) სააგენტოს თანადაფინანსება გაიცემა საკრედიტო ან სალიზინგო დაფინანსების პარალელურად;

   დ) სააგენტო, თითოეული დასაფინანსებელი პროექტისათვის, ინდივიდუალურად დაადგენს სააგენტოს თანადაფინანსების თითოეული ტრანშის გახარჯვისთვის აუცილებელ წინაპირობებს;

    ე) სააგენტოს თანადაფინანსება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძირითადი საშუალებების შესაძენად, მშენებლობისათვის, რემონტისთვის და/ან სწავლებისა და ტექნოლოგიების დანერგვის ხარჯების დასაფინანსებლად.

    2. დაუშვებელია სააგენტოს თანადაფინანსების გამოყენება:

ა) საწარმოს საბრუნავი სახსრების, მათ შორის, საოპერაციო ხარჯების დასაფინანსებლად;

ბ) მიწის (მათ შორის, არასასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების) შესაძენად;

გ) შენობა‑ნაგებობების შესაძენად, გარდა შემთხვევებისა, როდესაც შეძენა ხორციელდება სახელმწიფო ან აფილირებული საწარმოებისაგან.

    3. სააგენტოს მიერ გამოყოფილი თანადაფინანსების მშენებლობის ან/ და რემონტის მიზნით გამოყენების შემთხვევაში პროექტის შედგენის ეტაპზე ბენეფიციარის მიერ წარდგენილი უნდა იყოს დეტალური ხარჯთაღრიცხვა, რომელიც გაივლის ექსპერტიზას, ასევე, სამუშაოების დასრულების შემდეგ განხორცილებული უნდა იქნეს შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზა. აღნიშნულ ექსპერტიზას განახორციელებს სააგენტოს მიერ განსაზღვრული ექსპერტებიდან ერთ‑ერთი, ბენეფიციარის შერჩევით.

    მუხლი 8. პროექტის ბენეფიციარების მიერ თანადაფინანსება

    პროექტის საკრედიტო (სალიზინგო) დაფინანსებისა და სააგენტოს თანადაფინანსებასთან ერთად, განსაზღვრულია პროექტის ბენეფიციართა მიერ თანადაფინანსება, შემდეგი პირობებით:

    ა) პროექტის ბენეფიციარებმა, სავალდებულო წესით, უნდა უზრუნველყონ მათ მიერ წარდგენილი პროექტის თანადაფინანსება საწარმოს კაპიტალში შენატანის სახით, პროექტის დაფინანსების მთლიანი მოცულობის არანაკლებ 10%-ის ოდენობით;

    ბ) თანადაფინანსება სავალდებულოა განხორციელდეს მხოლოდ ფულადი სახსრების შენატანის სახით;

    გ) სააგენტოს თანადაფინანსებისა და ტექნიკური დახმარების მიღებამდე აუცილებელია, რომ პროექტის ბენეფიციარებმა განახორციელონ საკუთარი თანადაფინანსების შესაბამისი ფულადი სახსრების შეტანა.

    მუხლი 9. განაცხადის და პროექტის განხილვა

    1. პოტენციურ ბენეფიციარებს ეცნობებათ წინამდებარე პროექტის შინაარსის, მიზნობრიობისა და ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმების შესახებ.

    2. პროექტის ფარგლებში განაცხადების მიღებას ახორციელებს სააგენტო ელექტრონული ფორმით, საკუთარი ვებგვერდის – www.apma.ge (შემდგომში – ვებგვერდი) საშუალებით.

    3. განაცხადის მიერ შესაბამისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში პოტენციური ბენეფიციარი ადგენს პროექტს. პროექტის შედგენისას ბენეფიციარი ხელმძღვანელობს სააგენტოს მიერ შემუშავებული სტანდარტული კითხვარით.

    4. წარმოდგენილ პროექტს განიხილავს წინასწარი განხილვის კომისია, რომელსაც ქმნის სააგენტო.

    5. წინასწარი განხილვის კომისია ხელმძღვანელობს კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სააგენტო.

    6. პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის ექსპერტიზის აუცილებლობის შემთხვევაში, ექსპერტიზის განსახორციელებლად შესაძლებელია საკონსულტაციოდ მოწვეული იქნეს დარგის სპეციალისტი.

    7. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს სააგენტოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისი ბიზნეს გეგმა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს პროექტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. ბიზნეს გეგმები განხილული იქნება წინასწარი განხილვის კომისიის მიერ, რომელიც დადგენილ სტანდარტთან და განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემთხვევაში, ბიზნესგეგმას განსახილველად წარუდგენს „საგრანტო კომიტეტს“.

   8. „საგრანტო კომიტეტის“ შემადგენლობას განსაზღვრავს და დებულებას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.

    9. „საგრანტო კომიტეტი“ განიხილავს სააგენტოს მიერ წარდგენილ ბიზნესგეგმებს და წინასწარ გადაწყვეტილებას იღებს მათზე პროექტით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსების გამოყოფის თაობაზე.

    10. „საგრანტო კომიტეტის“ მიერ წინასწარი დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ბენეფიციარები ბიზნესგეგმას წარუდგენენ საბანკო და სალიზინგო დაწესებულებებს სესხის ან ლიზინგის მისაღებად. საბანკო და სალიზინგო დაწესებულებების მიერ დაფინანსების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს ასეთი ბენეფიციარების თანადაფინანსებას პროექტით დადგენილი პირობებით.

    მუხლი 10. ტექნიკური დახმარება

   ტექნიკური დახმარება მოიცავს:

    ა) დახმარება ბიზნესგეგმების შედგენაში – სააგენტო უზრუნველყოფს საკონსულტაციო ჯგუფების ჩართვას აღნიშნულ პროცესში, რომლებიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფენ პოტენციურ ბენეფიციართა კონსულტირებას ბიზნესგეგმების მომზადების პროცესში. სააგენტო მოამზადებს ბიზნესგეგმების დარგობრივ, გარკვეულ დონეზე სტანდარტიზებულ შაბლონურ დოკუმენტებს და სტანდარტიზებულ ფინანსურ მოდელებს, რაც გააიოლებს წარდგენილი პროექტების განხილვასა და შეფასებას, ასევე, ფინანსური ინფორმაციის პოტენციურ ბენეფიციარებსა და დამფინანსებლებს შორის სწორ კომუნიკაციას. სააგენტო ბიზნესგეგმების მომზადებაში დახმარებას გაუწევს პოტენციურ ბენეფიციარებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც განიხილავს მათ მიერ წარდგენილ განაცხადს და მიიღებს გადაწყვეტილებას პროექტის შემდგომი განხილვის შესახებ;

    ბ) დახმარება მანქანა-დანადგარების მოძიებასა და შერჩევაში – პროექტის წარმატებით განსახორციელებლად სააგენტო ხელს შეუწყობს ბენეფიციარებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევას დანადგარების მოძიების და სწორად შერჩევის პროცესში;

    გ) კომუნიკაციის აწყობა ნედლეულის პოტენციურ მიმწოდებლებთან – სააგენტო ხელს შეუწყობს პროექტის მიზნობრივ არეალში მაცხოვრებელი მოსახლეობის ინფორმირებას დაგეგმილი პროექტის შესახებ და მათთვის, როგორც პოტენციური მიმწოდებლებისათვის, ახალი შესაძლებლობების ჩვენებას;

    დ) კონსულტანტების მომსახურების უზრუნველყოფა – სააგენტო ხელს შეუწყობს ბენეფიციარებს და უზრუნველყოფს მათ სათანადო დარგებისა და მენეჯმენტის სისტემების სფეროს კონსულტანტების მომსახურებით, მათ შორის:

დ.ა) ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში;

დ.ბ) სააღრიცხვო-საინფორმაციო სისტემების დანერგვაში;

დ.გ) ხარისხის მართვისა და სურსათის უვნებლობის სისტემებში;

დ.დ) გაყიდვებსა და მარკეტინგში;

დ.ე) პერსონალის მომზადებისა და გადამზადების პროცესში.

 მუხლი 11. პროექტის მონიტორინგი და შეფასება

 სააგენტო, მოქმედი წესებისა და პროცედურების შესაბამისად, განახორციელებს პროექტის მონიტორინგს. მონიტორინგი განხორციელდება შემდეგი მიმართულებებით:

   ა) პროექტის ბენეფიციარების მიერ ფულადი სახსრების პროექტით გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად ხარჯვა;

    ბ) საწარმოების მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობა და დასრულება;

    გ) მიღებული თანადაფინანსების ფარგლებში საწარმოს მიერ პროფილის ორი წლის ვადით შენარჩუნება;

    დ) პროექტის მონაწილე საბანკო და სალიზინგო დაწესებულებების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება;

    ე) ტექნიკური დახმარების ფარგლებში მიმდინარე საკონსულტაციო მხარდაჭერისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობა.

 

 

 

დანართი

 

მუნიციპალიტეტების დასახელება

1

მესტია

2

ტყიბული

3

ცაგერი

4

მარტვილი

5

შუახევი

6

ხულო

7

ონი

8

ჭიათურა

9

ხარაგაული

10

ვანი

11

ხელვაჩაური

12

ლანჩხუთი

13

ჩოხატაური

14

ზესტაფონი

15

ჩხოროწყუ

16

ლენტეხი

17

ხობი

18

საჩხერე

19

ქედა

20

ქობულეთი

21

ხონი

22

წალენჯიხა

23

ახალქალაქი

24

ბაღდათი

25

ხაშური

26

აბაშა

27

ზუგდიდი

28

თერჯოლა

29

ახალციხე

30

დმანისი

31

სამტრედია

32

ნინოწმინდა

33

თიანეთი

34

დუშეთი

35

ამბროლაური

36

ოზურგეთი

37

მცხეთა

38

სენაკი

39

წალკა

40

ბოლნისი