ქ. ბათუმის მერიაში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ

ქ. ბათუმის მერიაში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 31/01/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.132.016199
3
31/01/2014
ვებგვერდი, 06/02/2014
010260020.35.132.016199
ქ. ბათუმის მერიაში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
 

თვითმმართველი ქალაქი  ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №3

2014 წლის 31 იანვარი

ქ. ბათუმი


 

ქ. ბათუმის მერიაში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. მოქმედების სფერო
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ეს დადგენილება განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას (შემდგომში −  „ნუსხა“).
2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინის­ტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორ­მაციაზე.
3. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიაზე.

მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება
1. თვითმმართველი ქ. ბათუმის მერია ვალდებულია უზრუნველყოს ამ დადგენი­ლების დანართით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქ­ვეყნება საკუთარ (www.batumi.ge) ელექტრონულ რესურსზე.
2. ამ დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ და დანართში მოცემულ ინფორმაციასთან ერთად თვითმმართველი ქ. ბათუმის მერია უფლება­მოსი­ლია, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.
3. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყ­ნებული საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან სხვა რაიმე შეზღუდვების დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან.

მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი
1. თვითმმართველი ქ. ბათუმის მერია  ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრო­ნულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი.
2. საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.

მუხლი 4. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, ელექ­ტრონული რესურსის საშუალებით.
2. თვითმმართველი ქ. ბათუმის მერია ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის შესაძლებლობა, საჯარო ინფორ­მაციის მოთხოვნის რეგისტრაცია და ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის რეგის­ტრაციის ავტომატური დადასტურების სისტემის არსებობა.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება თვითმმართველ ქ. ბათუმის მერიაში ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სარეგისტრაციო ნომრის მითითებით, მომდევნო სამუშაო დღეს.
4. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული  მოთხოვნები.

მუხლი 5. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნა
საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნა შესაძლებელია foi@batumi.ge მისამართზე შესაბამისი მოთხოვნის გამოგზავნით.

მუხლი 6. საჯარო ინფორმაციის  გვერდი
1. თვითმმართველი ქ. ბათუმის მერია ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარ (www.batumi.ge)  ელექტრონულ რესურსზე საჯარო ინფორმაციის გვერდის არსებობა.
2. ამ დადგენილების დანართის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა განთავსდეს საჯარო ინფორმაციის გვერდზე.
3. თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაცია, მისი სტრუქტურული ერთეულები და თვითმმართველ ქ. ბათუმის მერიის სამსახურები დადგენილების დანართით  გათვალისწინებულ  დოკუმენტებს დამუშავებული სახით, ელექტრონულ ფორმატში აწვდიან საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ეცნობა მათ და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ აქვეყნებს თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის ელექტრონულ რესურსზე (www.batumi.ge).

მუხლი 7. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
1. ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება ვრცელდება ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე, რომელიც შექმნილია 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ.
2. თვითმმართველი ქ. ბათუმის მერია უზრუნველყოფს ამ დადგენილების დანარ­თით გათვალისწინებული ნუსხით განსაზღვრული ინფორმაციის გამოქვეყნებას საკუთარ (www.batumi.ge) ელექტრონულ რესურსზე 2014 წლის 15 თებერვლამდე.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების დღიდან.


ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჩავლეიშვილი



დანართი
პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა

 

1. ზოგადი  ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ

ინფორმაციის დასახელება

განახლების ვადები

1.1

თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის სტრუქტურა და ფუნქცი­ების აღწერა

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.2

თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის, მისი სტრუქტურუ­ლი ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების საქმია­ნო­ბის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დე­ბულება/წესდება, შინაგანაწესი)

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.3

თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში

ქვეყნდება ყოველწლიურად

1.4

თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის მიერ შემუშავებული სტრა­ტეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები  

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.5

თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის ხელმძღვანელის, მოად­გილეების, სტრუქტურული ერთეულების/ტერიტო­რიუ­ლი ორგანოების  ხელმძღვანელების შესახებ ინფორ­მაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.6

ქ. ბათუმის მერიის და მისი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების მისა­მა­რ­თი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფო­ნის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსა­ხუ­რის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2. საჯარო ინფორმაციის გვერდი

2.1

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნ­ველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა,  სამსახურის ელექტრონული ფო­ს­ტა,  სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2.2

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავ­შირებული სამართლებრივი აქტები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2.3

საქართველოს პრე­ზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი სა­ქარ­თველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ან­გარიში

ქვეყნდება ყოველწლიურად

2.4

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა

ქვეყნდება კვარტალურად

3.    ინფორმაცია საკადრო უზრუნველყოფის შესახებ

3.1

გამოცხადებული ვა­კან­ტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედე­გები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინა­ობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პრო­­ცე­დურა

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

3.2

ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს ად­მი­ნისტრაციულ ორგანოში კონკურსის ჩატარების წესებს

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

3.3

დასაქმებულ პირთა ოდე­ნობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენ­დე­რულ ჭრილში

ქვეყნდება კვარტალურად

4. ინფორმაცია განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების და  ქონების პრივატიზების შესახებ

4.1

სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა

ქვეყნდება კვარტალურად

4.2

სახელმწიფო შეს­ყი­დვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციე­ლე­ბული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია  მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუ­ალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარი­ც­ხული თანხების მითითებით

ქვეყნდება კვარტალურად

4.3

ინფორმაცია თვითმმართველობის ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ

ქვეყნდება კვარტალურად

4.4

რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები

ქვეყნდება კვარტალურად

5.    ინფორმაცია ქ. ბათუმის მერიის დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ

5.1

დამტკიცებული და და­ზუსტებული ბიუჯეტები

ქვეყნდება კვარტალურად

5.2

ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნა­ზა­რ­დი ჯამით)

ქვეყნდება კვარტალურად და ყოველწლიურად

5.3

ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრე­მიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდე­ბო­ბის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად)

ქვეყნდება კვარტალურად

5.4

ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გა­წეული  სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებო­ბის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გა­რეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით)

ქვეყნდება კვარტალურად

5.5

ბალანსზე რიცხული ავ­ტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მო­დე­ლის მითითებით

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.6

ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.7

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსა­ხურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია  ჯამურად

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.8

ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.9

ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბ­რებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები)  გა­წეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამუ­რად

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.10

უცხო სახელმწიფოთა მთავრობების,  საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეუ­ლე­ბის  მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყო­ფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.11

ინფორმაცია გა­ცე­მუ­ლი გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის მიმ­ღები, მიზნობრიობა, გრანტის მოცულობა და გადარიც­ხული ოდენობა

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.12

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინე­ბუ­ლი ფონდებიდან ადმინისტრაციული ორგანოსა­თვის გამოყოფილი თანხების  შესახებ ინფორმაცია

ქვეყნდება კვარტალურად

5.13

სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კო­დექსით გათვალისწინე­ბუ­ლი ფონდებიდან გამოყოფილი თანხების  შე­სა­ხებ

ქვეყნდება აქტის მიმღები ორ­­განოს მიერ ძალაში შესვ­ლიდან 10 დღეში

6. სამართლებრივი აქტები

6.1

ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს საქმი­ანობასთან

ქვეყნდება ძალაში შესვლი­დან  10 დღეში

6.2

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომ­ლე­ბიც, ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, სა­ზო­გადოებრივი ინტერესის შემცველია

ქვეყნდება ძალაში შესვლი­დან  10 დღეში

7.    სხვა საჯარო ინფორმაცია

7.1

ქ. ბათუმის მერიის  სერვისების შესახებ ინფორმაცია

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

7.2

ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფა­სურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რო­მელთა გადახდევინებაც ხდება ადმინისტრაციული ორ­განოს მიერ

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

 


შენიშვნა 1. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია − წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

  შენიშვნა 2. თუ დადგენილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.