დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქ. ბათუმის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2 |
დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
მიღების თარიღი | 31/01/2014 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.132.016198 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/02/2014 - 23/05/2014)
|
მუხლი 1.
მოქმედების სფერო |
1.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ეს დადგენილება განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას (შემდგომში − „ნუსხა“). |
2.
ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე. |
3.
ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოზე. |
მუხლი 2.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება |
1.
თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულო ვალდებულია უზრუნველყოს ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება საკუთარ (www.batumicc.ge) ელექტრონულ რესურსზე. |
2.
ამ დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ და დანართში მოცემულ ინფორმაციასთან ერთად თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულო უფლებამოსილია, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია. |
3.
პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან სხვა რაიმე შეზღუდვების დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. |
4.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება ქ. ბათუმის საკრებულოს არ ათავისუფლებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან. |
მუხლი 3.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი |
1.
თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულო ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი. |
2.
საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე. |
მუხლი 4.
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი |
1.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, ელექტრონული რესურსის საშუალებით. |
2.
თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულო ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის შესაძლებლობა, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის რეგისტრაცია და ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის რეგისტრაციის ავტომატური დადასტურების სისტემის არსებობა. |
3.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოში ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სარეგისტრაციო ნომრის მითითებით, მომდევნო სამუშაო დღეს. |
4.
საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. |
მუხლი 5.
საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნა |
საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნა შესაძლებელია info@batumicc.ge მისამართზე შესაბამისი მოთხოვნის გამოგზავნით. |
მუხლი 6.
საჯარო ინფორმაციის გვერდი |
1.
თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულო ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარ ელექტრონულ რესურსზე საჯარო ინფორმაციის გვერდის არსებობა. |
2.
ამ დადგენილების დანართის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა განთავსდეს საჯარო ინფორმაციის გვერდზე. |
3.
თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს შესაბამისი საჯარო მოსამსახურეები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილების დანართით გათვალისწინებულ დოკუმენტებს დამუშავებული სახით, ელექტრონულ ფორმატში აწვდიან საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ეცნობა მათ და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ აქვეყნებს თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს ელექტრონულ რესურსზე. |
მუხლი 7.
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები |
1.
ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება ვრცელდება ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე, რომელიც შექმნილია 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ. |
2.
თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულო უზრუნველყოფს ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული ნუსხით განსაზღვრული ინფორმაციის გამოქვეყნებას საკუთარ ელექტრონულ რესურსზე 2014 წლის 1 მარტამდე. |
3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების დღიდან. |
|
დანართი
|
პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა
|
შენიშვნა 1. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია − წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შენიშვნა 2. თუ დადგენილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.
|
დოკუმენტის კომენტარები