დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5209 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 04/07/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 28, 18/07/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 160.000.000.05.001.002.972 |
საქართველოს კანონი
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 6.07.2001, მუხ. 78) 213 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას ადვოკატისათვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ, ხოლო „ა“, „გ“, „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირობებს იღებს ცნობად.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 4 ივლისი.
№5209–რს
დოკუმენტის კომენტარები