„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5208
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 18/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 470.080.000.05.001.002.971
  • Word
5208
04/07/2007
სსმ, 28, 18/07/2007
470.080.000.05.001.002.971
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30, 27.07.2006, მუხ. 235) 22-ე და 23-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 22. ფსიქიატრიული დახმარება სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე

1. თუ პაციენტს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება უტარდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 499-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი მდგომარეობის შესახებ ექიმ-ფსიქიატრთა კომისია სამ თვეში ერთხელ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს აწვდის წერილობით დასკვნას არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხზე. ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნის ასლი ეგზავნება სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე მხარეებს.

2. თუ ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნით მიზანშეუწონლად ჩაითვლება ფსიქიატრიული დახმარების გაგრძელება ან/და აუცილებელია ფსიქიატრიული დახმარების სახის შეცვლა, მოსამართლე ატარებს ზეპირ სხდომას მხარეთა მონაწილეობით და იღებს გადაწყვეტილებას პაციენტის მიმართ ფსიქიატრიული დახმარების შეწყვეტის, გაგრძელების ან ფსიქიატრიული დახმარების სახის შეცვლის შესახებ, ასევე წყვეტს განაჩენის აღსრულების საკითხებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მეთერთმეტე კარით დადგენილი წესით.

    მუხლი 23. სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტის უფლებები

სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტი სარგებლობს პაციენტის ძირითადი უფლებებითა და გარანტიებით, გარდა ფსიქიატრიული დახმარების სახის არჩევისა და მკურნალობაზე უარის თქმის უფლებებისა.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 4 ივლისი.

№5208–რს