„საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე

„საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 117
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 190040000.10.003.017736
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
117
27/01/2014
ვებგვერდი, 30/01/2014
190040000.10.003.017736
„საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/01/2014 - 22/08/2014)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №117

2014 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის მოთხოვნათა უზრუ­ნველსაყოფად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ჰ1 ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდარ­თული „საქარ­თვე­ლოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტა­ლი­ტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღა­უ­რებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორცი­ე­ლების წე­სი“.
მუხლი 2
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვა­დაში, წამოა­დგინოს წინადადებები რელიგიური გაერთიანებებისათვის მიყე­ნე­ბული ზიანის ასანაზღაურებლად თანხის გა­მოყოფასთან დაკავ­შირებით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის

საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესი

 


მუხლი 1

1. საქართველოს მთავრობა ადასტურებს საქართველოს სახელმწი­ფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებულ ზიანს, რომელიც მიადგა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმა­დი­დებელ ეკლესიას XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებ­ში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში.

2. ამავე დროს საქართველოს მთავრობა აღიარებს საქართ­ველოში არ­სე­ბული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალი­ტა­რული რეჟიმის დროს (შემდ­გომში – საბჭოთა რეჟიმის დროს) მიყენებულ ზიანს.

3. ეს წესი ვრცელდება საქართველოში ამ დადგენილების მიღებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით რე­გისტ­რირებულ  ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომ­ხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიურ გაერთია­ნებებზე.

 

მუხლი 2

1. ამ წესის შესაბამისად საქართველოს მთავრობა:

ა) აცხადებს მზადყოფნას ამ წესის პირველი მუხლის მე‑3 პუნქტში განსაზღვრულ რელიგიურ გაერთიანებებს ნაწილობრივ აუნაზღაუროს ის მატერიალური და მორალური ზიანი, რომელიც მათ მიადგათ საბჭოთა რეჟიმის დროს;

ბ) ადასტურებს, რომ უცნობია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითე­ბული ზიანის ზუსტი ოდენობა და ამდენად ზიანის ანაზღაურება გან­ხო­რ­­ციელდება სიმბოლურად;

გ) წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ რელიგიურ გაერთიანებებს მიყენებულ ზიანს აუნაზღაურებს საქართველოს სახელმ­წი­ფო ბიუჯეტიდან თანხის ყოველწლიურად გამოყოფის გზით.

2. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში რეგისტრირებულ რელიგიურ გაერთიანებებს არ აქვთ სამართლებრივი კავშირი საბჭოთა რეჟიმის დროს დაზარალებულ რელიგიურ გაერთიანებებსა და თემებ­თან, სა­ქართველოს მთავრობა ზიანს აუნაზღაურებს იმ რელიგიურ გაერ­თია­ნებას, რომელიც აღიარებს იმავე რელიგიურ მოძღვრებას და/ან მას აქვს აღმ­სარებლობითი მემკვიდრეობა დაზარალებული რელიგიური გა­ერ­თიანებებისაგან.

 

მუხლი 3

1. საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზიანი აუნაზღაურდება და­ზარალებული რელიგიური გაერთიანების ან თემის აღმსარებლობითი მემ­კვიდრეობის მქონე ერთ რელიგიურ გაერთიანებას.

2. თუ რელიგიური გაერთიანების/აღმსარებლობის სახელით, რო­მე­ლ­საც საბჭოთა რეჟიმის დროს მიადგა ზიანი, დარეგისტრირებულია ერ­თ­ზე მეტი რელიგიური გაერთიანება, მათ ანაზღაურების მისაღებად 2014 წლის 1 მაისამდე უნდა განახორციელონ ქვემოთ ჩამოთვლილი ღო­ნის­ძიე­ბებიდან ერთ-ერთი:

ა) რეორგანიზაციის გზით გაერთიანდნენ ერთ საჯარო სამართლის იუ­რი­დიულ პირად, რომელიც უფლებამოსილი იქნება მიიღოს ანაზ­ღა­ურება;

ბ) შექმნან საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც შევა ერთი და იმავე აღმსარებლობის ყველა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი და რო­მელიც იქნება უფლებამოსილი აწარმოოს სახელმწიფო ორგანოებთან თავისი აღმსარებლობის სახელით ურთიერთობა და მიიღოს ანაზღაუ­რე­ბა;

გ) წერილობით დაადასტურონ რომელიმე მათგანის უფლებამოსი­ლე­­ბა, იყოს შესაბამისი აღმსარებლობის წარმომადგენელი სახელმწიფოს­თან და მიიღოს ანაზღაურება.

 

მუხლი 4

1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №305 დად­გენილებით შექმნილი რელიგიურ გაერთი­ანებებთან დაკავშირე­ბუ­ლი ცალ­კეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის სხდო­მაზე მიიღება რეკომენდაცია რელიგიური გაერთიანებებისათვის ზიანის ანაზღაურების ოდენობის შესახებ. რეკომენდაცია წარედგინება სა­ქარ­თვე­ლოს მთავრობას, რომელიც აღნიშნულთან დაკავშირებით გა­მოსცემს გან­კარგულებას.

2. მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, განსაზღ­ვ­როს რელიგიური გაერთიანებისათვის ყოველწლიურად გადასარიცხი თან­­­ხის ოდენობა და გაცემის წესი.

 

მუხლი 5

1. ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ყოვე­ლ­წლი­ურად გადასარიცხი თანხა იყოფა და რელიგიურ გაერთიანებას ერიც­ხება ყო­ველთვი­ურად.

2. რელიგიური გაერთიანება, რომელიც ამ წესის შესაბამისად მი­იღებს ანაზღაურებას, უფლებამოსილია, მიღებული თანხა მიმართოს სა­კუ­ლტო ნაგებობების ასაგებად ან შესაკეთებლად, საგანმანათლებლო და საგამომცემლო საქმიანობის უზრუნ­ველსაყოფად, საკულტო მსახუ­რე­ბის შესასრულებლად, ქონების შესაძენად და საქართ­ვე­ლოს კანონმდებ­ლო­ბით ნებადართული ნების­მიერი საქმიანობის გან­სა­ხორ­ციელებლად.