საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5207
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 18/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 110.030.110.05.001.002.970
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5207
04/07/2007
სსმ, 28, 18/07/2007
110.030.110.05.001.002.970
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 21.07.2018, №3265) 

 

საქართველოს კანონი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ

      მუხლი 1

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე – 7 000 ლარი;

ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი – 6 300 ლარი;

გ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი – 6 000 ლარი.

  საქართველოს 2007  წლის 28 დეკემბრის კანონი № 5667 - სსმ I, № 50 , 29. 1 2.200 7 წ., მუხ. 441

საქართველოს 2008  წლის 26 დეკემბრის კანონი №887  - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.291

საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2689 - ვებგვერდი, 27.10.2014წ

    მუხლი 2

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 424).

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

 

2007 წლის 4 ივლისი.

№5207–რს